ხელშეკრულებიდან გამომდინარე “ადმინისტრაციულ’’ და „სამოქალაქო’’ დავათა გამიჯვნის სამართლებრივი კრიტერიუმები.

 


დავის „ადმინისტრაციულ დავად ‘’ მიჩნევის კრიტერიუმები

·        სასკ. მე-2 მუხლის ანალიზის მოხედვით დავის „ადმინისტრაციულ დავად ‘’ მიჩნევის კრიტერიუმებია:

1)     სადავო „სამართლებრივი ურთიერთობა“ უნდა გამომდინარეობდეს „ადმინისტრაციული ‘’ კანონმდებლობიდან

2)     „დავის საგანს’’ უდა წარმოადგენდეს  ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილში  ჩამოთვლილი  შემთხვევები[იხ. კოდექსი]

3)     სადავო „სამართლებრივ ურტიერთობაში’’  მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს „ადმინისტრაციული ორგანო’’

 

ხელშეკრულების „ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად’’ მიჩნევის  კრიტერიუმები :

 

1)     „ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად’’ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ „ადმინისტრაციული ორგანოს’’ მიერ დადებული ხელშეკრულება,რომელიც“ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ ნორმებით რეგულირდება [და წარმოშობს,წყვეტს ან ცვლის ამ „ნორმებით’’ მოწესრიგებულ „უფლებებსა ‘’ და „ვალდებულებებს’’]

2)     „ხელშეკრულების’’ „საგანი’’ უნდა იყოს  „მოქმედება’’ ,რომლის შესრულების ვალდებულება ეკისრება „მხარეს“

3)     „ხელშეკრულების’’  „მიზნი’’ უნდა იყოს “საჯარო  სამართლებრივი უფლებამოსილების’’ განხორციელება

ყურადღება:

„საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზანი’’[ანუ მე-3 კრიტერიუმი]  არის ხელშეკრულების  „ადმინისტრაციულ  ხელშეკრულებად’’ მიჩნევის მთავარი კრიტერიუმი

 

ყურადღება:

·       ვიდრე განისაზღვრება ,თუ რა მოიაზრება ხელშეკრულების „საჯარო  სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზანში’’ ,უნდა განვმარტოთ  თავად „საჯარო  სამარტლებრივი უფლებამოსილების’’ ცნება

·       „საჯარო სამარტლებრივი უფლებამოსილების’’  მატარებელია - „ადმინისტრაციული ორგანო’’,ამიტომ ჯერ უნდა მოხდეს „ადმინისტრაციული ორგანოს’’ ცნების  განმარტება.

 

 

„ადმინისტრაციული  ორგანო’’[სზაკ-იის მე-2 მუხ. 1-ლი ნაწილის „ა’’ პუნქტის  მიხედვით]

 

·        საქქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის „ა’’ ქვეპუნტით მოცემულია „ადმინისტრაციული ორგანოს’’ ცნება[ფუნქციონალური გაგებით]

·        ამ მუხლის ანალიზის საფუძველზე შეიძლება დადგინდეს,რომ „საჯარო სამარლებრივი უფლებამოსილების’’ მინიჭება ხდება ან ა) „დაწესებულებებისთვის“ან  ბ) „კერძო პირებისთვის’’ ან“სხვა პირებისთვის’’

 

1)     მინიჭებული „საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების’’ მქონე |დაწესებულებები“[ ასეთი  „დაწესებულებები’’  არ არიან „სახელმწიფო მმართველობის ორგანოები’’ ,მაგრამ ახორციელებენ „საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს’’.

 

„საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებების’’ მინიჭება  „მიმნიჭებელ საჯარო დაწესებულებასა და „მინიჭებულ პირს’’ შორის წარმოშობს „საჯარო სამართლებრივ ხელშეკრულებით ურთიერთობას’’. ამ „ხელშეკულებითი ურთიერთობის’’ შინაარსი ა) „კანონით’’ და ბ)კონკრეტული აღმჭურველი „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით’’ ზუსტად არის განსაზღვრული

 

„საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებით’’ აღჭურვილიდაწესებულებები ვალდებულნი არიან შეასრულონ მათთვის „დაკისრებული მოვალეობები’’,აქვთ დაფინანსების მოთხოვნის უფლება და იმყოფებიან  „აღმჭურველის’’ მეთვალყურების ქვეშ.

„ადმინისტრაციული საჩივარი’’ ან „ადმინისტრაციული სარჩელი’’ მიმართულია „უშუალოდ მათ წინაარმდეგ’’[და არა მათი „საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებით’’ აღმჭურველი „საჯარო დაწესებულების’’ წინააღმდეგ]

 

„საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებით’’ აღჭურვილი „დაწესებულება’ უნდა განვასხვავოტ ე.წ. „ადმინისტრაციის დამხმარისგან’’,რომელიც საჯარო სამართლის საფუძველზე,ადმინისტრაციული ორგანოსითითებით და „ხელშეკრულების“ საფუძველზე ახორციელებენ „დამხმარე  საქმიანობებს’’; „ადმინისტრაციის დამხმარე’’ [დაწესებულება] არ არის „საჯარო უფლებამოსილების მქონე და მის საქმიანობაზე პასუხისმგებელია ის ადმინისტრაციული ორგანო,რომლის დავალებითაც ის მოქმედებს.

 

2)     „კერძო პირები’’[ მათ შეიძლება ეწოდოთ მინიჭებული „საჯარო სამარტლებრივი უფლებამოსილების ‘’ მქონე ფიზიკური პირები]

მათი საქმიანობა „კანონიტ განსაზღვრულ’’ და „სახელმწიფოს მიერ აღიარებულ’’ შემთხვევებში „ადმინისტრაციული ორგანოს’’ ტოლფას მოქმედებად მიიჩნევა;

   მათ მიერ საქმიანობის პროცესში გამოცემული სამარტლებრივი აქტები „ადმინისტრაციულია’’ და და ,შესაბამისად ,“ადმინისტრაციული კანონმდებლობის’’ გაგებით,ისინი,ასევე ,“ადმინისტრაციულ ორგანოს’’ წარმოადგენენ.

„კერძო პირების’’ „საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებით’’ აღჭურვა ხდება ისეტ შემტხვევაში,როდესაც რაიმე საქმიანობის განხორციელება მოიტხოვს „სპეციალურ ცოდნას’’ და ,ამ მიზნით „სახელმწიფო ორგანოს’’ შექმნა დიდ ფინანსურ დანახარჯებტან იქნებოდა დაკავშირებული,მაშინ ,როდესაც „კერძო პირს ‘’ მისი შესრულება „იგივე ხარისხით’’ და ნაკლები დანახარჯი’’ შეუძლია.[„კერძო პირებისთვის’’ „საჯარო სამარტლებრივი უფლებამოსილების ‘ მინიჭების მაგალითია „ვტოტრანსპორტის ტექნიკური დატვალიერება’’ კერძო პირების მიერ.]

3)     ნებისმიერი სხვა პირი“ [ მათში იგულისხმება „საკანონმდებლო’’ და „სასამართლო ‘’ ორგანოები ,ზოგჯერ  „მთავრობაც’’] როგორც წესი, ეს  „ორგანოები’’ არ ახორციელებენ „მმართველობით’’ [ანუ ადმინისტრაციულ]საქმიანობას

თავიანთი „ადმინისტრაციული  ფუნქციის’’ შესრულებისას ისინი იყენებენ ისეთ ფორმას როგორიცაა „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’[სწორედ ამიტომ ექცევიან ისინი“ადმინისტრაციული ორგანოს’’ ცნების კანონისმიერი გაგების ქვეშ]

 

 

·        „ადმინისტრაციული ორგანო’’  ახორციელებს მხოლოდ კანონმდებლობიტ პირდაპირ გატვალიწინებულ უფლებამოსილებებს,

·        ამასთან,როცა  კანონით არ არის განსაზღვრული „კონკრეტული საქმიანობის“ „განხორციელების ფორმა“,ადმინისტრაციული ორგანო „დისკრეციული უფლებამოსილების ‘’ფარგლებში წყვეტს,როგორი ფორმით განახორციელებს მისთვის მინიჭებულ  უფლებამოსილებას’’’

 

 

„ადმინისტრაციული’’ და „სამოქალაქო ‘’

ხელშეკრულების გამიჯვნა

·        „ადმინისტრაციული’’ და „სამოქალაქო’’ სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნის დროს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ კრიტერიუმს როგორიცაა „ხელშეკრულების მიზანი’’

·        „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ „მიზანი’’ ,“ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ ცნების მთავარი ელემენტია და ეს არის “საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი’

·        საერთოდ,“ხელშეკრულების დადების მიზანი’ მისი შინაარსიდან დგინდება

·        ხელშეკრულების შინაარსში კი არსებითი მნიშვნელობისაა მხარეების მიერ ნაკისრი „ვალდებულებები“ მათი „უფლებები’’

·        „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ დადების შედეგად პირი „საჯარო სამართლებრივი’’ უფლება-მოვალეობებით’’ აღიჭურვება

·        ხოლო „კერძო სამართლებრივი’’ ხელშეკრულების დადებისას   „სამოქალაქო სამარტლებრივი „უფლება -მოვალეობებით’’

·        მიუხედავად იმისა,რომ,  „ხელშეკრულების’’ ერთ-ერთი  მხარე არის „ადმინისტრაციული ორგანო’’,ეს ხელშეკრულება პ ზოგჯერ მაინც არ აღჭურავს მე-2 მხარეს  „საჯარო სამართლებრივი’’ უფლებამოსილებით’’

·        „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’“სამოქალაქო სამარტლებრივი ხელშეკრულებისგან გამიჯვნისათვის , ა) „ხელშეკრულების მიზნის’’ და ბ)“ხელშეკრულების საგნის’’  გამორკვევის გარდა მნიშვნელობა აქვს გ)“ხელშეკრულების დადებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე’’ [იხ. ზემოთ ხლშეკრულების “ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ მიჩნევის კრიტერიუმები] ;ასევე   მნიშვნელოვანი კრიტერიუმია „დადებული ხელშეკრულების ‘’ შედეგად  წარმოშობილი „ადმინისტრაციული ორგანოსათვის’’ „ადმინისტრაციული აქტის’’ გამოცემის ან „ქმედების’’[რეალაქტი] განხორციელების „მოვალების’’ წარმოქმნას[!], ანუ დ) „ხელშეკრულების დადების’’ შედეგად ხელშეკრულების მონაწილე პირის „საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებით’’ აღჭურვას’’[ ეს ყოფილა „ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად’’ მიჩნევის მე-4 კრიტერიუმი -დაიმახსოვრე]

 

·  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული „ხელშეკრულების  მიზნის’’ განსაზღვრა და შემდგომში ამ „დადგენილი მიზნის’’ საფუძველზე „ადმინისტრაციულ’’ და „სამოქალაქო’’ ხელშეკრულებათა გამიჯვნა სიძნელეებთან არის დაკავშირებული.

·  ამ სიძნელეებს ორი ფაქტორი განაპირობებს:

1)     საკანომდებლო პრობლემაა,კერძოდ ის რომსზაკ-ის მე-2 მუხლის 1 ლი ნაწილის „ზ’’ პუნქტის თანახმად:“ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’ არის- „საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების ‘’ განხორციელების მიზნით დადებული „სამოქალაქო -სამარტლებრივი’’ ხელსეკრულება[ ანუ პრობლემაა ის ,რომ  „ადმინისტრაციული’’ და „სამოქალაქო სამართლებრივი’’ ხელსეკრულებები „ძალიან გვანან ერთმანეთს’’ და მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია,]

2)    რაიმე „ადმინისტრაციული ორგანოს’’ მიერ დადებული „ხელშეკრულების’’ მიზნის განსაზღვრას ართულებსის ფაქტი,რომ „ადმინისტრაციული ორგანოსთან ’’ „ხელშეკრულების’’ დადება  პირისთვის ზოგჯერ  „საჯარო უფლებამოსილების’’ განხორციელების  საშუალებაა  ,ზოგჯერ კი გარკვეული ქონების მიღების’’’ ან „გარკვეულ სამუშაოთა შესრულებაზე’’  შეკვეთის მითღების საშუალება

 

მაგ.საქართველოს პარლამენტმა შპს.“გამასთან ‘’ დადო „ხელშეკრულება’’  „საკანცელარიო ნივთების შესყიდვის ‘’მინით[!]

ეს „ხელშეკრულება’’ თავისი არსით არის სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილი „სამართალურთიერთობა’’ [გარიგება]

მუხლი 50. ცნება

 

გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

1)     ამ „სამართალურთიერთობით’’ არ ხდება „საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების ‘’ განხორციელება;

2)     ამ „სამართალურტიერთობის’’ ფარგლებში მხარეებს წარმოეშობათ „სამოქალაქო ხელშეკრულებიდან’’ გამომდინარე „უფლება- მოვალეობები’’

3)     „ხელშეკრულების საგანია’’ „საკანცელარიო ნივთების გადაცემა’’ და ის არ უკავშირდება პარლამენტის მიერ „მისი ძირითადი უფლებამოსილების’’ განხორცელებას.

4)     “საკანცელარიო ნივთების შეძენა’’ არის „ძირიტადი საქმიანობისტვის’’  „ხელშემწყობი „დამატებითი’’ პირობა; „ადმინისტრაციული ორგანო’’[პარლამენტი]  ვერ შეასრულებს] მის ძირიტად ფუნქციას,თუ მას არ ექნევა შესაბამისი ფისკალური დამხმარე საშუალებები,როგორიცაა „საკანცელარიო ნივთები’’

დასკვნა:

ამ შემტხვევაში „ადმინისტრაციულმა ორგანომ’’ ,მასზე დაკისრებული „საჯარო სამარტლებრივი ამოცანა’’ განახორციელა „კერძო სამართლებრივი ფორმით’’ და შესაბამისად, ,მან დადო „სამოქალაქო სამარტლებრივი ხელშეკრულება’’

 

როგორ უნდა შემოწმდეს  „ხელშეკრულება’’ „ადმინისტრაციული ხელსეკრულება’’ არის   თუ არა ?

·        „ადმინისტრაციული ორგანოს’’ მიერ  ამა ტთუ იმ „ხელსეკრულების’’ დადება ისახავს თუ არა „მიზნად’’ „საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას’’[ანუ „ადმინისტრაციული   ხელშეკრულებაა  თუ არა]  უნდა დაგინდეს შემდეგი ფაქტორების გატვალისწინებით:

 

a.      უნდა დადგინდეს „ხელშეკრულების საგანი’’ რამდენად შეესაბამება „ადმინისტრაციული ორგანოს’’ კომპეტენციას[უფლებამოსილებებს]

b.      უნდა დადგინდეს მე-2 მხარის მიერ ნაკისრი   სახელშეკრულებო  ვალდებულების შესრულება უკავშირდება თუ არა „საჯარო სამატთლებრივი უფლებამოსილების’’ განხორციელებას

 

სწორედ ესაა ის ორი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა რომელტა ერთდროულად არსებობისას  „ადმინისტრაციული ორგანოს მიე’’[იხ .ზემოთ] „ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების ‘’ გზით ხორციელდება  „საჯარო სამარტლებრივი უფლებამოსილება’’

 

„ადმინისტრაციული ‘’ და „სამოქალაქო’ ხელშეკრულებების გამიჯვნის მნიშვნელობა

 

·        „ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ დადებული „ადმინისტრაციული’’ და „სამოქალაქო’’ ხელკრულებების გამიჯვნას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს,რადგან სწორედ „ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზეა ‘’ დამოკიდებული მხარეთა „უფლება- მოვალეობები’’

·        დაიმახსოვრე:

 

„ადმინისტრაციულ სახელშეკრულებო სამართალში’’  „საჯარო ინტერესების დამცველი მხარე’’-ანუ“ადმინისტრაციული ორგანო’’ უფლებამოსილია: ა)დაარღვიოს პრინციპი-“bona fidesexegit ut,quod confenit fiat’’[ რაც ნიშნავს შემდეგს:“კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე,მხარემ ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს’’]

ამ პრინციპის გვერდის ავლას განაპირობებს“ადმინისტრაციული სამართლის ‘’ ნორმები,რომლებიც „ადმინისტრაციულ ორგანოს’’ უფლებას ძლევს „შეცვალოს ‘’ უკვე „შეთანხმებული პირობები’’ და ბ) ანიჭებს მას „ექსკლუზიურ უფლებას’’  „გააკონტროლოს მე-2 მხარის მიერ ვალდებულების შესრულება’’ ,ასევე  გ)  მოახდინოს „ადმინისტრაციული ხელშეკრულების’’ „შეწყვეტა’’ [„საჯარო ინტერესებიდან ‘’ გამომდინარე]

 

·        „ადმინისტრაციული’’ და „სამოქალაქო’’ ხელკრულებების გამიჯვნის საკითხი აქტუალური ხდება სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ,კერძოდ „განსჯადობის’’ დადგენის ეტაპზე

·        რადგან „განსჯადობის’’  წესების დარღვევით საქმის განხილვა,ნიშნავს“უხეში საპროცესო დარღვევით’’ „ხელშეკრულებიდან გამომდინარე’’ დავის განხილვას,რაც შედეგად იწვევს „სამართალწარმოების წესების’’ დარღვევით დავის გადაწყვეტას

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები