სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი

 

·        ყოველი სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს თავის იურისდიქციას,რომელიც ტერიტორიის საზღვრებითაა შემოფარგლული

·        ეს ხელისუფლება ვრცელდება ყველა ,ამ ტერიორიაზე მხოვრებ,  პირსა და ორგანიზაციაზე

·        ყოველი უცხოელი,მიუხედავად მისი მოქალაქეობისა,ამ ტერიტორიაზე შესვლისთანავე ექცევა მოცემული სახელმწიფოს „ირისდიქციის’’ ქვეშ,რომლის შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ „საერთაშორისო ხელშეკრულებების’’ ან „საერთაშორისო ჩვეულებების’’ საფუძველზე[მაგ. დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობის წევრების მიმართ]

·        ყოველი სუვერუნული სახელმწიფოს ტერიტორია შეუვალია სხვა სახელმწიფოს ხელისუფლებისთვის.

·        არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ აქვს უფლება დაარღვიოს ეს უზენაესობა და შეეცადოს შეუფარდოს თავისი იურისდიქცია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ  თავისსავე მოქალაქეებს,თუ გამონაკლისის სახით,თვით ეს სახელმწიფო არ მისცემს ამის თანხმობას.

·        რასაკვირველია,უცხოელი ინარჩუნებს კავშირს „მშობლიურ’’ სახელმწიფოსთან,რომელთანაც მუდმივ „სამართლებრივ კავშირში’’ იმყოფება და რომელიც იცავს მის ინტერესებს უცხოეთში.

·        „ტერიტორიული უზენაესობა’’ განუყოფელი ცნებაა,იგი მოიცავს როგორც სახელმწიფოს სუვერენულ უფლებებს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებზე,ასევე თვით ტერიტორიის მიმართ უზენაესი განკარგვის უფლებას.

·        ხმელეთი ,მისი წიაღი,შიდა ტერიტორიული წყლები,ტერიტორიის თავზე მდებარე საჰაერო სივრცე -ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება.

·        ყოველი აქტი,რომელიც „ცალმხერივად’’,კაბალური შეთანხმების ძალით ზღუდავს სახელმწიფოს იურისდიქციას მისი ტერიტორიის რომელიმე ნაწილში ძლიერი სახელმწიფოს სასარგებლოდ,ეწინააღმდეგება „თანამედროვე საერთაშორისო სამართლის’’ ძირითად პრინციპებს.

·        სახელმწიფოს „ტერიტორიული უზენაესობის’’ მოქმედების სფეროს შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ „მხარეთა თანასწორუფლებიანი’’,“ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი’’ ხასიათის შეთანხმების საფუძველზე,რომელიც მიმართულია სახელმწიფოთა შორის მეგობრული,კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებისკენ.

·        „ხელშეუხებელია’’  სახელმწიფოს „ტერიტორიული მთლიანობა’’

·        ყოველი აქტი,რომელიც ლახავს „სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობას’’ ,მიუხედავად იმისა,რა მოტივიტ ხდება „ტერიტორიული მთლიანობის’’ დარღვევა- მართლსაწინააღმდეგო აქტია და უფლებას ანიჭებს „დაზარალებულ სახელმწიფოს’’ გამოიყენოს „საერთაშორისო სამართლით’’ გათვალისწინებული საშუალებები.

·        სახელმწიფოს საზღვრების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ „დაინტერესებული ქვეყნების ინტერესების გატვალისწინების საფუძველზე’’ ე.ი. „თანასწორუფლებიანი შეთანხმების’’ შედეგად.

·        როგორც ვხედავთ  „ტერიტორიული უზენაესობის’’ და„ტერიტორიული მთლიანობის’’ ცნებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან[ისე როგორც „მთელი’’ და მისი „ნაწილი’’]

·        „ტერიტორიული უზენაესობა’’  უფრო „ფართო’’,ყოვლისმომცველი ცნებაა,ხოლო „ტერიტორიული მთლიანობა’’ კი-მისი „შემადგენელი ნაწილი.

·        ამიტომ , შეიძლება ირღვეოდეს „ტერიტორიული უხენაესობა’’,ხოლო „ტერიტორიული მთლიანობა’’ ხელშეუხებელი რჩებოდეს[!]

·        „ჰელსინკის თათბირის დასკვნითი აქტით’’ სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ვალდებულებას,პატივისცემით მოეკიდნონ თითოეული სახელმწიფოს „ტერიტორიულ მთლიანობას’’

·        ამის შესაბამისად ისინი „თავს შეიკავებენ’’ ყოველგვარი მოქმედებისგან,რომელიც შეუტავსებელია გაეროს წესდების მიზნებთან და პრინციპებთან და მიმართულიაყოველი მონაწილე სახელმწიფოს “ტერიტორიული მთლიანობის’’,“პოლიტიკური დამოუკიდებლობის’’ ან „ერტიანობის’’ წინააღმდეგ

·        კერძოდ ყოველგვარი ისეთი მოქმედებისგან,რომელიც წარმოადგენს „ძალის გამოყენებას’’ან „ძალის გამოყენებით დამუქრებას

·        სახელმწიფოები ასევე  „თავს შეიკავებენ’’იმისაგან,რომ  ერთმანეთის „ტერიტორია’’ გადააქციონ „სამხედრო ოკუპაციის’’ ან „ძალის გამოყენების’’  „სხვა პირდაპირი’’ თუ „არაპირდაპირი’’ „ღონისძიების ობიექტად’’, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ,ან ასეთი ღონისძიების ან მათი განხორციელების დამუქრების საშუალებით“შეძენის ობიექტად’’

არავითარი „ოკუპაცია’’ ან  ამგვარი „შეძენა’’ კანონიერად არ ჩაითვლება.

·        ამით აიხსნება ის გარემოება,რომ „სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა’’ ერთხმად არ აღიარებს რუსეთის მიერ „აფხაზი და ოსი სეპარატისტრბის’’ რეჟიმების მიერ გაცხადებული „დამოუკიდებლობის’’ ცნობას საქართველოს ამ რეგიონებში რუსეთის „საოკუპაციო ჯარების’’ ყოფნის პირობებში.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები