„რთული სახელმწიფოები’’.„სახელმწიფოს’’,როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის,წარმოშობა და გაქრობა

 

  

„რთული სახელმწიფოები’’,როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტები

 

·        არსებობს „მარტივი’’[ანუ უნიტარული] და „რთული’’ [ანუ „ფედერაციული’’ და კონფედერაციული’’] სახელმწიფოები.

·        მსოფლიოში არსებულ სახელმწიფოტა უმრავლესობა- უნიტარულია.[!]

·        მხოლოდ ათიოდე სახელმწიფოა „ფედერაციული’’[აშშ,შვეიცარია,ავსტრალია,

ბრაზილია,ინდოეთი,ბირმა და სხვა]

ა) „ფედერაციული’’ სახელმწიფო

 

·        „ფედერაციული სახელმწიფო „არ ცნობს’’   „ფედერაციაში’’ შემამავალი სახელმწიფოების „საერთაშორისო სამართლებრივ ქმედუნარიანობას’’

·        ასეთ სახელმწიფოს,ისევე როგორც ეს „უნიტარული’’ სახელმწიფოს შემთხვევაშია,საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ ხელისუფლების ცენტრალური[ფედერალური] ორგანოები წარმოადგენენ.

·        თუმცა არის შემთხვევები,როდესაც“ფედერაციის’’ წევრებს ენიჭება შეზღუდული საერთაშორისო სამართლებეივი კომპეტენცია,მაგ. მეზობელ სახელმწიფოსთან „სასაზღვრო რეჟიმის’’ შესახებ შეთანხმების დადება,ან „ რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციათა ორგანოებში მონაწილეობა’’[მაგ. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციათა ორგანოებში მონაწილეობა].

·        ამათან,აღსანიშნავია,ამგვარ ორგანოებში მონაწილობის შესაძლებლობა „უნიტარული’’ სახელმწიფოების რეგიონებსაც ეძლევათ.

·        მაგ. შეგვიძლია მოვიყვანოთ თბილისის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს სხვა რეგიონების მონაწილეობა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში.

 

ბ)  „კონფედერაციული’’ სახელმწიფო

·        „კონფედერაციული ‘’ სახელმწიფოს წევრები ინარჩუნებენ საერტაშორისო სამართლის სუბიექტის სტატუსს[!]

·        ე.ი. ინარჩუნებენ საერთაშორისო უფლება-ქმედუნარიანობას ან „უსაზღვროდ’’ ან „კონფედერაციული ორგანოების კომპეტენციასთან  შესაბამისად’’

·        სახელმწიფოს ეს ფორმა „ბურჟუაზიული რევოლუციის’’ და „განმათავისუფლებელი ბრძოლის’’  ეტაპზე შეიქმნა[მაგ. ამერიკის შეერტებული შტატების -კონფედერაცია,რომელიც შექმნა ბრიტანეთის იმპერიისგან გამოყოფილმა 13-მა დამოუკიდებელმა შტატმა 1776-1787 წ.წ.]

 

 

„სახელმწიფოს’’,როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის,წარმოშობა და გაქრობა

 

·        დროთა განმავლობაში საერთაშორისო სამართლის სუბიექტების რიცხვი და შემადგენლობა არ რჩება უცვლელი -იქმნება[„იბადება’’] ახალი სახელმწიფოები,ხოლო სხვა სახელმწიფოები „ქრებიან’’ ან განიცდიან მნიშვნელოვან „ცვლილებას’’

·        დღევანდელ პირობებში „ახალი სახელმწიფო’’ ნიშნავს „საერთაშორისო სამართლის  ახალ სუბიექტს’’.ე.ი. ახალ „სახელმწიფოებრივ  წარმონაქმნს’’

·        საერთაშორისო ურთიერთობის პრაქტიკა გვიჩვენებს ახალი სახელმწიფოების „დაბადების’’ სხვადასხვა საშუალებებს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

 

1)     „ერთი სახელმწიფოს რამდენიმე სახელმწიფოდ გაყოფა’’

 

·        1831 წელს ნიდერლანდების ადგილზე შეიქმნა ორი სახელმწიფო „ბელგია’’ და „ჰოლანდია’’

·        1919 წელს „ავსტრია-უნგრეთის’’ ადგილზე შეიქმნა სახელმწიფოები: უნგრეტი,ჩეხოსლოვაკია,რუმინეთი,იუგოსლავია,პოლონეთი და ავსტრია.

·        ყოფილი ერტიანი გერმანიის ადგილზე  1948-1949 წ,წ. შეიქმნა ორი სახელმწიფო-გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.

·        1998 წელს დაიშალა ჩეხოსლოვაკია.[ ჩეხეთად და სლოვაკეთად]

 

2)   „ეროვნულ-გამაავისუფლებელი ბრძოლის შედეგად’’

·        1810 წელს ესპანეთს და პორტუგალიას გამოეყო სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის კოლონიები და შეიქმნა მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო: ჩილე,ბრაზილია,არგენტინა,ურუგვაი და სხვა.

·        1854 წელს ჰოლანდიას გამოეყო ინდონეზია,რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისატვის.

·        1945-1990 წწ. მეტროპოლიებს ჩამოშორდა 120-ზე მეტი კოლონია,რომლებიც დღეს პოლიტიკურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენენ

·        1917 წლის რევოლუციის შედეგად ყოფილი რუსეთის იმპერიის ადგილზე შეიქმნა მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო,რომლებიც გამოეყვნენ რუსეტს- უკრაინა,ბელორუსია,ლიტვა,ლატვია,ესტონეთი,საქართველო,აზერბაიჯანი,ხივა,ბუხარა,რომლებმაც მალე დაკარგეს დამოუკიდებლობა სსსრ კავშირის შემადგენლობაში შეყვანიტ

·        1989-1991 წწ. დაიშალა სსსრ კავშირი და საერთაშორისო ასპარეზზე 15 „ახალი სახელმწიფო’’ გამოვიდა

 

3)   „რამდენიმე სახელმწიფოს ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება’’

·        1867 წელს ავსტრიამ დაუნგრეთმა შექმნეს ერთი სახელმწიფო „ავსტრია-უნგრეტი’’

·        1958-1960 წლებში არსებობდა „სირიის და ეგვიპტის გაერტიანება’’

·        1958 წელ შეიქმნა „ვესტინდოეთის ფედერაცია’’

·        1961 წელს შეიქმნა „კამერუნის ფედერაციული რესპუბლიკა’’[ორ კამერუნს მოიცავდა]

·        1991 წელს გერმანიის ფდემოკრატიული  რესპუბლიკა შეუერთდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას

 

4)     სახელმწიფოს[როგორც საერთაშორისო სუბიექტის] „გაქრობა’’[ ანუ „კვდომა’’]

 

·        1867 წელს „ავსტრია-უნგრეთის’’ შექმნის შედეგად ავსტრიამ და უნგრეთმა შეწყვიტეს დამოუკიდებელი არსებობა,[ანუ დაკარგეს თავისი საერთაშორისო სამარტლებრივი სუბიექტურობა და „ერტიამ სუბიექტად ‘’ იქცნენ]

·        1919 წელს“ავსტრია -უნგრეთის’’ დაშლის შედეგად ავსტრიამ და უნგრეთმა კვლავ შეიძინეს „საერთაშორისო-სამართლებრივი სუბიექტის სტატუსი,სამაგიეროდ“ავსტრია-უნგრეთმა’’,როგორც საერტაშორისო -სამარტლებრივმა სუბიექტმა „შეწყვიტა ‘’ არსებობა.

·        როგორც საერტაშორისო -სამარტლებრივმა სუბიექტმა არსებობა „შეწყვიტა’’  ჩეხოსლოვაკიამ ,საბჭოტა კავშირმა, იუგოსლავიამ

·        ასეთია სახელმწიფოს,როგორც საერთაშორისო სამარტლის სუბიექტის გაქრობის ის გზები,რომლებიც „არ ეწინააღმდეგება’’ საერთაშორისო სამართლის „ნორმებს’’

·        საერთაშორისო სამარტლის სუბიექტის გაქრობის ერთ-ერთ გად,ზოგიერთი მეცნერი ასევე მიუთითებს „ანექსიას’’[!]

·        მაგრამ ასეთი შეხედულება გასაზიარებელი არ არის

·        მართალია „ანექსიის’’ შედეგად ანექსირებული სახელმწიფო კარგავს თავის დამოუკიდებლობას,ე.ი. ქრება როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი,მაგრამ ეს აქტი ეწინააღმდეგება თანამედროვე საერტაშორისო სამართლის პრინციპებს და არ შეიძლება იქნეს აღიარებული სახელმწიფოს,როგორც საერთაშორისო სუბიექტის „გაქრობის’’ საშუალებად.

·        „ანექსია’’ საერთაშორისო სამართლით „კანონგარეშედაა’’ გამოცხადებული[!]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები