პროპორციული საარჩევნო სისტემის არსი, პლიუსები და მინუსები.

 


 

რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა ?

·      პროპორციული საარჩევნო სისტემა კენჭისყრის შედეგების განსაზღვრის ისეთი სისტემაარომლის დროსაც მანდატების განაწილება პოლიტიკურ პარტიებსა’’ და ბლოკებს’’ შორის ხდება ამომრჩეველთაგან მიღებული ხმების პროპორციულად.

 

·      ‘’პროპორციული საარჩევნო სისტემაში’’  პარტიული არჩევნები იგულისხმებარომლის დროსაც საპარლამენტო მანდატები“  მხოლოდ პარტიულ სიაში’’ დასახელებული კანდიდატებისთვის არის ხელმისაწვდომი.

სისტემის წინაისტორია

·      პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა პირველად შემოიღეს ბელგიაში, 1899 წელსშემდეგ ფინეთში – 1906 და შვედეთში - 1907.

პროპორციული სარჩევნო სისტემის თავისებურებები

 

·       არსებული პროპორციული სისტემებიროგორც წესიეფუძნებიან სიითი პროპორციული წარმომადგენლობის’’ ამა თუ იმ ფორმას, რაც გულისხმობს ნებისმიერი პარტიის მიერ ელექტორატისათვის(ამომრჩევლებისათვის)  კანდიდატთა პარტიული  სიის“  წარდგენის ვალდებულებას(!).

·      ამომრჩევლები ხმას აძლევენ პარტიას’’ხოლო პარტიები იღებენ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის პროპორციულ მანდატების რაოდენობას;

·       პარტიის მიღებული მანდატები  ნაწილდება პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებს შორის .

·       საარჩევნო პრაქტიკაში პარტიის კანდიდატებს შორის მანდატების განაწილების განსხვავებული წესები მოქმედებს.(ამას თავად პარტია წყვეტს როგორ და კონკრეტულად  ვისზე გაანაწილოს მიღებული მანდატები)

·       როგორც წესიპროპორციული საარჩევნო სისტემის“ მოქმედების დროს სახეზეა მრავალმანდატიანი’’ საარჩევნო ოლქები.

·      პროპორციული სააარჩევნო სისტემა“ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა სამართლიანი წარმომადგენლობისკენ მიისწრაფვისის  პლურალისტური გარემოს შექმნის მნიშვნელოვან საფუძვლად  და საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფების ინტერესების დაცვის მექანიზმად ითვლება.

 

„საარჩევნო ბარიერი

 

·        „საარჩევნო ბარიერი“ ,ანუ საარჩევნო ზღურბლი“ მოქმედებს პროპორციული საარჩევნო სისტემის;; პირობებში(!).

·        „საარჩევნო ბარიერი“ წარმოადგენს კანონმდებლობითხშირად კონსტიტუციით განსაზღვრულპარტიული სიის მიერ მიღებულ ხმათა მინიმალურ პროცენტულ რაოდენობას’’რომელიც უფლებას აძლევს პარტიასმონაწილეობა მიიღოს მანდატების განაწილებაში.

·         შესაბამისადპარტია რომელიც ვერ მოაგროვებს„საარჩევნო ბარიერის “ გადასალახად   ხმათა საჭირო რაოდენობას, ვერ მიიღებს ვერც ერთ მანდატს.

·        საარჩევნო ბარიერის პრინციპი მოქმედებს ქვეყანათა უმრავლესობაში და მიჩნეულია წარმომადგენლობითი ორგანოს ეფექტური მუშაობის ერთ-ერთ გარანტიად.

·        იგი მიმართულია პარლამენტში  არაგონივრული და გაუმართლებელი პარტიული სიჭრელის და დაქუცმაცების წინააღმდეგ.

·        საარჩევნო ბარიერი გამორიცხავს „სუსტ“ პარტიათა წარმომადგენლობასრომლებიც ვერც ფრაქციას ჩამოაყალიბებენ და ვერც „ამინდს“ შექმნიან.

·        პირიქითმათ შეიძლება პრობლემები შეუქმნან  ა)როგორც უმრავლესობის და მთავრობის ფორმირებასსაჭირო გადაწყვეტილების მიღებასბ)ასევე ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებასაც.

·         ბარიერის არსებობა, ასევე ხელს უშლის წარმომადგენლობით ორგანოში უკიდურესად რადიკალური და ექსტრემისტული პარტიების შესვლას.

·        სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაში განსხვავებული საარჩევნო ბარიერია დაწესებული.

·        კერძოდნიდერლანდის სამეფოში 0,67%, ისრაელში 1%, მექსიკაში 1,5%, დანიაში 2%, ბულგარეთში 4%, გერმანიაში 5%, ლიხტენშტეინში 8%, თურქეთში 10% და ..

·        აღსანიშნავიარომ საარჩევნო ბარიერის თვალსაზრისითმკაცრი საერთაშორისო სტანდარტი არ არსებობ.

·        დამკვიდრებული დემოკრატიული ქვეყნების კატეგორიისთვისევროპის საბჭო 2007 წლის რეკომენდაციაში  გამოთქვამს მოსაზრებასრომ საარჩევნო ბარიერი არ უნდა აღემატებოდეს 3%-.

 

საარჩევნო კვოტა

 

·        პროპორციული საარჩევნო სისტემის დროსპარტიებს შორისსადეპუტატო მანდატების განაწილება ქვეყანათა უმრავლესობაში ხორციელდება საარჩევნო კვოტის (საარჩევნო მეტრისდადგენის გზით.

·        არჩევნების საბოლოო შედეგის განსაზღვრისათვის განისაზღვრება ე.წ.  „საარჩევნო კვოტა’’ - ანუ  ხმათა მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ერთი მანდატის მისაღებად.

·        როგორც წესი, საარჩევნო კვოტა’’    წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემული ხმების საერთო რაოდენობის განაყოფს ამ ოლქისთვის განსაზღვრული მანდატების რაოდენობაზე.

 

·        გამომდინარე იქიდანრომ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში   მიდის სხვადასხვა რაოდენობის ამომრჩეველი, საარჩევნო კვოტა შეიძლება განსხვავებული იყოს.

·        გამონაკლის შემთხვევებშიზოგიერთ ქვეყანაშიკანონით დგინდება ყველა საარჩევნო ოლქისათვის ერთი დეპუტატის არჩევისათვის საჭირო ხმათა ერთიანი რაოდენობა (ერთიანი რიცხვის ხერხი). მისი მიზანი თანასწორობის პრინციპის’’ უკეთ უზრუნველყოფაათუმცაასეთმა პრაქტიკამ გავრცელება ვერ ჰპოვა.

·         საარჩევნო კვოტის განსაზღვრის შემდეგ თითოეული პარტიული სიიდან სადეპუტატო მანდატს მიიღებს იმდენი კანდიდატი, რამდენჯერაც საარჩევნო კვოტა მოთავსდება ამ პარტიის მიერ არჩევნებზე მოპოვებულ ხმათა რაოდენობაში. [!]

 

·        პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების განსაზღვრისას სირთულეს წარმოადგენს იმ ნარჩენის[ნაშთის] გათვალისწინებარომელიც გაყოფის შედეგად ჩნდებავინაიდან საარჩევნო კვოტა ყოველთვის არ ჯდება ხმათა რაოდენობაში უნაშთოდ.

·        ამ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა საშუალება არსებობს .

·        გასათვალისწინებელია ის გარემოებაცრომ ნაშთი შეიძლება გაჩნდეს ყველა ოლქშიხოლო ქვეყნის მასშტაბით მათი ჯამი დაკარგული ხმების დიდ რაოდენობას წარმოშობს.

·        ზოგჯერამ ვითარებიდან ოპტიმალურ გამოსავლად მიიჩნევენ მთელი ქვეყნის ერთიან საარჩევნო ოლქად გამოცხადებას. მაგალითადნიდერლანდიისრაელივენესუელა.

 

პარტიული სიები

 

·        რამდენადაც პროპორციული  საარჩევნო სისტემა“  პარტიული საარჩევნო სისტემააერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხიპარტიის შიგნით მანდატების გაყოფაა(!).

·        ამ პროპორციული საარჩევნო სისტემის’’ აუცილებელი კომპონენტი პარტიული სიებიასაიდანაც ხდება მოპოვებული მანდატების რაოდენობის შესაბამისი რაოდენობის კანდიდატების შერჩევა და მათთვის დეპუტატის მანდატის მინიჭება.

·        პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს კენჭი ეყრება პარტიას და მის სიას, განსხვავებითმაჟორიტარული საარჩევნო სისტემისგან, რომლის დროსაც ამომრჩევლები ორიენტირებულნი არიან პერსონალურად კანდიდატებზე.

·        ამომრჩეველიროგორც წესიეცნობა პოლიტიკურ პარტიათა პოლიტიკასმათ საპროგრამო მიზნებსდაპირებებსაფასებს შესრულების შანსს და აკეთებს არჩევანს.

·        საარჩევნო სამართალში გავრცელებულია სხვადასხვა სახის პარტიული სიები. ზოგიერთ ქვეყანაში მიღებულია .მყარიანუ როგორც სხვაგვარად უწოდებენ მკაცრიან დახურული სიები.

·        მყარი სიების შედგენის და  სიაში კანდიდატთა რიგითობის განსაზღვრის საფუძველს პარტიასა და საზოგადოებაში კანდიდატის რეიტინგი წარმოადგენს.

·        უფრო კონკრეტულადპარტია სიის პირველ ნომრად დაასახელებს ყველაზე პოპულარულ კანდიდატსშემდეგ მეორესმესამეს და ..

·         გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა და მანდატების მინიჭება ხდება იმ თანმიმდევრობითროგორც არიან განლაგებული სიაში.

·        რაც უფრო წარმატებული აღმოჩნდება პარტიისათვის არჩევნებიმით მეტი კანდიდატი გახდება სიიდან მანდატის მფლობელი.

·        ხისტი სიების პროპორციული სისტემამაგალითისთვისგამოიყენება ესპანეთშიპორტუგალიაშიისრაელში.

·        საარჩევნო პრაქტიკა იცნობს .პრეფერენციული კენჭისყრის სისტემასრომლის დროსაც ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს არა მხოლოდ პარტიაზეარამედ უფლება აქვს მონიშნოს სასურველი კანდიდატები პარტიული სიის შიგნით.

·        დამდგარი შედეგი კი მანდატების განაწილების საფუძველია.

·        პრეფერენციული კენჭისყრის დასახელებული წესი მოქმედებს ნახევრად მყარი“ და თავისუფალი სიების პირობებში.

·        ნახევრად მყარი სიის მოქმედების შემთხვევაშისიის პირველ ადგილზე მყოფი კანდიდატი პრეფერენციას არ ექვემდებარება და ყოველთვის პირველიადანარჩენ კანდიდატებს შორის მანდატების განაწილების საკითხს კი ამომრჩეველი წყვეტს.

·        დანიაშიბელგიაშიავსტრიაში  მოქმედებს ნახევრად მყარი სიების სისტემა.

·        თავისუფალისხვაგვარად ღია ან მოქნილი სიების სისტემის მოქმედების პირობებში ამომრჩევლის ნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ პარტიისარამედ პარტიის შიგნით კანდიდატთა არჩევაში.

·        სწორედ  ამომრჩევლის  ნების შესაბამისად ნაწილდება დეპუტატის მანდატები.

·        თავისუფალ სიებში“ კანდიდატები არა რეიტინგულადარამედროგორც წესიანბანური თანმიმდევრობით არიან განლაგებული.

·        ამომრჩეველი კი ციფრების მიწერით  ადგენს მისთვის მისაღებ განლაგებას.

·        თავისუფალი სიები მოქმედებს შვეიცარიაში, 1991 წლამდე იყო იტალიაში

·         ზოგიერთ ქვეყანაშიპროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, მოქმედებს .. „პანაშირების“, ანუ პანაშაჟის“ მეთოდი (ფრანგული სიტყვისგან “panachage”, რც ნიშნავს „ნაზავს“).

·        პანაშირება გულისხმობს ამომრჩევლის უფლებას და შესაძლებლობას ა)აირჩიოს როგორც კონკრეტული პარტიის სიაბ)ისე ხმა მისცეს კანდიდატებს სხვადასვა სიაში, და გ)ზოგჯერ სიაში  ჩაწეროს კიდეც სასურველი  კანდიდატები.

·         ცალკეულ შემთხვევებში, ოლქების მრავალმანდატიანობის პირობებში, პანაშირება მაჟორიტარული სისტემის დროსაც გამოიყენება.

ამომრჩეველს შეუძლია აირჩიოს სასურველი პოლიტიკური პარტია, დაიმავდროულად, კანდიდატებს შორის პრეფერენცია გააკეთოს სხვა პარტიის სიაში.

ეს მეთოდი იშვიათად გამოიყენება (მაგალითადბელგიაში).

შვეიცარიაში დაიშვება პანაშირების ფორმარომელიც გულისხმობს ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის დღეს ახალი საარჩევნო სიის შექმნას სხვადასხვა სიებიდან კანდიდატთა შერჩევის გზით.

x

პროპორციული საარჩევნო სისტემის პლუსები

 

· მცირეა „დაკარგული“ ხმების რაოდენობა;

· საშუალებას იძლევა შეიქმნას ხელისუფლება:

a.      რომლის შემადგენლობა უფრო ზუსტად ასახავს ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ფაქტობრივ თანაფარდობას,

 

b.      უკეთ იძლევა სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობას;

 

 

 

· უზრუნველყოფილია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მოსახლეობის სამართლიანი წარმომადგენლობა.

პარტიების  მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა მათ მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობების პროპორციულია;

· ახდენს მრავალპარტიულობის სტიმულირებას.

ქმნის ხელსაყრელ პირობებს მცირე პოლიტიკური პარტიების საქმიანობისთვის და პარლამენტში მათი წარმომადგენლობისთვის. ანუხელს უწყობს პოლიტიკური პლურალისტური გარემოს შექმნას.

 · პარტიული სიის მეშვეობით შესაძლებელი ხდება სათანადო განათლებისგამოცდილებისა და უნარის მქონემაგრამ ამომრჩევლებისთვის ნაკლებად ცნობილი პირის არჩევის უზრუნველყოფა;

· პროპორციული საარჩევნო სისტემით იქმნება  ეფექტური ხელისუფლების ჩამოყალიბების პირობები ,  მაღალია კოალიციური მთავრობის არსებობის შანსი და ..

 

პროპორციული საარჩევნო სისტემის მინუსები

 

· პროპრციულ საარჩევნო სისტემას ახასიათებს დეპუტატებსა და ამომრჩევლებს შორის სუსტი კავშირირადგან ხმის მიცემა ხდება არა კანდიდატებისადმიარამედ პარტიისადმი.

ამომრჩეველი შეზღუდულია შეაფასოს პარტიულ სიაში ჩასმული კანდიდატის პიროვნული შესაძლებლობებიცალკეულ შემთხვევაშიამ ხარვეზის კომპენსირება ხდება პრეფერენციული კენჭისყრით და პანაშირების მეთოდით;

 · გამოირჩევა პარტიულ სიაში ჩასმული კანდიდატების ზედმეტად ძლიერი დამოკიდებულებით პარტიულ ბოსებზე, რომელთა უფლებამოსილებაა პარტიული სიების შედგენა.

აქედან კი  გამომდინარეობს პარტიული ხელმძღვანელობის  დეპუტატებზე გავლენის შესაძლებლობამათ შორისსაკანონმდებლო საქმიანობის პროცესშიარსებობს პარტიული სიების სუბიექტურად შედგენის რისკიც(პარტიის დამფინანსებელი ოლიგარქის მიერ-ასეა მაგ. ამჟამად საქართველოში));

· განსაკუთრებით .. „ახალი დემოკრატიის“ ქვეყნებშისადაც სამართლებრივი კულტურის დონე განსაკუთრებით დაბალიაამომრჩევლისთვის რთულია პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების შეფასებაშესაბამისადარჩევანიროგორც წესიპარტიული ხელმძღვანელებისადმი(ლიდერებისადმი) დამოკიდებულებას უკავშირდება.

შედეგადარც თუ მცირეა დეპუტატთა რიცხვირომელთა მიერ  სადეპუტატო მანდატის გამოყენება  მხოლოდ კვორუმის უზრუნველყოფითა და კენჭისყრაში მონაწილეობით შემოიფარგლება;

· პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში გართულებულია  მთავრობის ფორმირებამრავალპარტიულობის პირობებშიდომინანტი პოლიტიკური პარტიის არარსებობის დროს, გარდაუვალია კოალიციური მთავრობის შექმნა იმ პარტიებისგანრომელთაც განსხვავებული პროგრამებიმიზნები და ამოცანები გააჩნიათ.

მაგრამ იმ მთავრობის პოლიტიკარომელიც ეფუძნება პარტიათაშორის კოალიციასგამოირჩევა ნაკლები თანმიმდევრულობითა და სტაბილურობით, ზოგჯერ კი პოლიტიკური და ეკონომიკური  კრიზისებით(!).

· თუ წარმომადგენლობითი ორგანო(პარლამენტი) ზედმეტად „ჭრელი“ აღმოჩნდაარსებობს პოლიტიკური არასტაბილურობის რისკი.

პოლიტიკური არასტაბილურობის  საფრთხის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს საარჩევნო ბარიერი

· პროპორციული საარჩევნო სისტემს ხასიათებს ამომრჩეველთა ხმების დათვლის სირთულე მანდატების პროპორციული განაწილების შედეგად საარჩევნო სუბიექტების „გამოუყენებელ ხმებისა“ და გაუნაწილებელ მანდატების განაწილება ზუსტ პროპორციებთან მისაახლოებლად სხვადასხვახშირად არც თუ მარტივი მეთოდებით ხორციელდება და სხვ.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები