განსჯადობა და მისი სახეები

 


    

1.“უწყებრივი ქვემდებარეობის’’  და „განსჯადობის’’  „დარღვევის’’ სამართლებრივი შედეგები

 

·        .“უწყებრივი ქვემდებარეობის’’   საკითხის გარკვევის შემდეგ თუ გაირკვა ,რომ  დავა  „სასამართლოს ქვემდებარეა’’,ამის შემდეგ წარმოიშობა „განსჯადობის’’ საკითხი,ანუ რომელმა სასამარტლომომ უნდა განიხილოს  „ადმინისტრაციული  დავა’’

·        “უწყებრივი ქვემდებარეობის’’  და „განსჯადობის’’  „დარღვევას’’  სხვადასხვა შედეგები მოჰყვება

·        “უწყებრივი ქვემდებარეობის’’  „დარღვევა’’ იწვევს სასამართლოში საქმის წარმოების შეწყვეტას [!][ სსსკ 272-ე მუხ]


   მუხლი 272. საქმის წარმოების შეწყვეტა

სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ:

ა) საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის;


·      „განსჯადობის’’  „დარღვევის’’  შემტხვევაში  „სასამართლო ვალდებულია შეცდომით[მისთვის] წარგენილი „ადმინისტრაციული სარჩელი’’ გადაუგზავნოს „განსჯად სასამართლოს’’ და ამის თაობაზე აცნობოს მოსარჩელეს [სასკ-ის 26-ე მუხლი]

   მუხლი 26. სარჩელის წარდგენა განსჯად სასამართლოში

1. [ადმინისტრაციული] სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

2. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.


„განსჯადობა’’  -ცნება და არსი

 

·        „განსჯადობა’’ ოქსოფორდის განმარტებითი ლექსიკონით განიმარტება,როგორც „ოფიციალური ორგანოს უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება რაიმეს ან ვინმეს შესახებ’’

·        „განსჯადობა’’  ამავე ლექსიკონით ასევე განიმარტება,როგორც „ტერიტორია,ან ქვეყანა,სადაც  კონკრეტულ „სამართლის სისტემას ‘’ აქვს ძალა’’

·        „განსჯადობა’იურიდიულ ლექსიკონში განმარტებულია ,როგორც “სასამართლოებს შორის იმ საქმეების გადანაწილება ,რომლებიც ექვემდებარება პირველი ინსტანციით განხილვას’’

 

[სამივე  დაიმახსოვრე ]

 

განსჯადობა’’  -არსი

 

·        „განსჯადობით’’ ირკვევა კონკრეტული  რაიონული[საქალაქო]  სასამართლო  ,რომელიც უფლებამოსილია განიხილოს  მოცემული დავა და მიიღოს გადაწყვეტილება.

 

 

 

 

 

ა) „ტერიტორიული განსჯადობა’’ [„განსჯადობის’’ ერთ-ერთი სახეა]

 


·        „ტერიტორიული განსჯადობის’’  არსი  მდგომარეობს პრინციპში „მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს’’

 

·        „სამოქალაქო  საქმეების ’’  „ტერიტორიული განსჯადობა’’ წესრიგდება სსსკ-ის მე-15-24-ე მუხლებით]  ანუ  „სამოქალაქო  წარმოების წესით’’ 

[ წაიკითხე  სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ეს მუხლები]

·        „სამოქალაქო სამართალწარმოებისგან’’ განსხვავებით „ადმინისტრაციული სამართთალწარმოება’’  ცალკე არ აწესრიგებს   “ადმინისტრაციული საქმეების’’ „ტრიტორიულ განსჯადობას [!]

 

 

 

 „ტერიტორიულ განსჯადობის’’ ზოგადი წესები:

 

a.   კონკრეტულ ტერიტორიაზე „უძრავ ქონებასთან’’ ან „სამართალურთიერთობასთან’’ დაკავშირებულ დავაზე  გადაწყვეტილებას იღებს ის „ადმინისტრაციული ორგანო’’ ,რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს „უძრავი ქონება’’ ან არსებობს  ეს „სამართალურთიერთობა’’’

b.  საკიტხების გადაწყვეტა,რომელიც „ფიზიკურ პირს’’ ეხება განეკუთვნება  იმ „ადმინისტრაციულ ორგანოს’’უფლებამოსილებას,რომლის ტერიტორიაზეც არის მოცემული პირი რეგისტრირებული ან რომლის ტერიტორიაზეც იგი მუდმივად ან უმეტესად ცხოვრობს

c.   იმ შემთხვევაში ,თუ მისაღები გადაწყვეტილება განეკუთვნება ერთდროულად რამდენიმე „ადმინისტრაციული ორგანოს’’ კომპეტენციას,რომელთა ტერიტორიებზეც მოცემული პირი არის რეგისტრირებული,ან რომელთა ტერიტორიაზე იგი მუდმივად ან უმეტესად ცხოვრობს,უფლებამოსილად ჩაიტვლება ის „ადმინისტრაციული ორგანო’’,რომელსაც მიმართა პირმა,ან რომლის „ინიციატივითაც’’ უნდა გადაწყდეს მოცემული საკითხი

d.  და ა.შ.

 

 „ადმინისტრაციულ საქმეთა’’  „ტერიტორიული განსჯადობა’’

 

·  „ადმინისტრაციული დავების’’ განხილვა რომლებიც „უძრავ ქონებას’’  ან  „ადგილთან მიბმულ უფლებას’’  ან  „ადგილთან მიბმულ სამართალურთიერთობას’’ ეხება წარმოადგენს იმ სასამართლოს კომპეტენციას,რომლის მოქმედების სფეროშიც შედის  სარჩელში მოცემული „უძრავი ქონება’’ ან  „ადგილი’’

·  სარჩელი  „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის[ინდაქტის] ბათილად ცნობის  ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ არის იმ  რაიონული[საქალაქო] სასამართლოს კომპეტენცია,რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს „ადგილსამყოფელი’’  ინდაქტის გამომცემ „ადმიმისტრაციულ ორგანოს’’ ;

·  ყურადღება:  ეს წესი  აეხება აგრეთვე სარჩელებს „ინდაქტის გამოცემის მოთხოვნის  თაობაზე’’

 

·   „ტერიტორიული განსჯადობის’’  არსი  მდგომარეობს პრინციპში „მოსარჩელე მიმართავს[ან უნდა მიმართოს]  მოპასუხის სასამართლოს’’

„ტერიტორიულ განსჯადობაზე’’ სასამართლოებს შორის დავები

 

·  ყურადღება: „ტერიტორიულ განსჯადობაზე’’  დავა  დასაშვებია მხოლოდ „სამოქალაქო წარმოების წესით’’ და „ადმინისტრაციული  წარემოების წესით’’ საქმის განმხილველ სასამართლოებს შორის [ანუ არ დაიშვება ამ საკითხზე დავა  კონსტიტუციური წარმოების წესით  ან სისხლის წარმოების წესით საქმის განმხილველ სასამართლოებს შორის]

 

·  „ტერიტორიულ განსჯადობაზე’’ დავის  გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს  სარჩელში მითითებულ „ადმინისტრაციული ორგანოების’’ სქმიანობის „სამართლებრივი ფორმით’’ და არ მსჯელობს  მათი  „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით’’/ან „ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით’’ მოსაწესრიგებელ ურთიერთობებზე

 

ამაზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი პალატის გადაწყვეტილებები:[სახელმძღვანელოს 97-101-ე გვერდები]

 

 

ბ)„ინსტანციური განსჯადობა’’

 

·  „რაიონული[საქლაქო] სასამართლოს  „განსჯადობა’’  ასევე „მაგისტრატი მოსამართლის’’ „განსჯადობა’’  განისაზღვრება კანონით’’. [„საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონი 31-ე მუხ]

 

    მუხლი 31. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით.

 

·  „რაიონული [საქალაქო] სასამარტლო’’ პირველი ინსტანციით განიხილავს,ასევე „ადმინისტრაციულ საქმეებს’’,იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ,სადაც არ მოქმედებს „მაგისტრატი მოსამართლე’’ [სასკ-ის მე-5 მუხ.]

 

·  „მაგისტრატ მოსამართლეთა’’ განსახილველი „ადმინისტრაციული საქმეების’’ [!] ჩამონათვალი  კი მოცემულია  სასკ-ის მე-6 მუხლში]

 

[წაიკითხე კოდექსში ეს მუხლები ან  ცალკე ფაილი ]

 

·  „ადმინისტრაციულ საქმეთა’’ განმხილველ  რაიონული[საქლაქო] სასამართლოს   და“ადმინისტრაციულ საქმეთა’’ განმხილველ  „მაგისტრატ მოსამართლეს’’  შორის დავა „ინსტანციურ განსჯადობის’’ თაობაზე უნდა გამოირიცხოს [ ანუ ასეთი დავა დაუშვებელია]

 

 

 გ) „საგნობრივი  განსჯადობა’’["განსჯადობის'' მნიშვნელოვანი სახეა]

 

·  „ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესის“ თანახმად სასამართლოთა შორის „განსჯადობის შესახებ ‘’ დავებს წყვეტს „საკასაციო სასამართლო’’ და ადგენს რომელი ადმინისტრაციული  დავა რომელი სასამართლოს განსჯადია

 [სასკ-ის 26-ე მუხ. მე-3 ნაწილი]

 

  მუხლი 26. სარჩელის წარდგენა განსჯად სასამართლოში

1. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

2. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

3. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო[ანუ უზენაესი]  დასაბუთებული განჩინებით.

 

·  სასამართლოთა შორის „განსჯადობის შესახებ ‘’ დავების საკითხს „ადმინისტრაციული სამართალწარმოებისგან’’ განსხვავებულად აწესრიგებს „სამოქალაქო სამართალწარმოება’’ :  „საკასაციო პალატა უფლებამოსილი არ არის განიხილოს დავა სასანართლოებს შორის განსჯადობის შესახებ და დაადგინოს ,თუ რომელი სამოქალაქო დავა რომელი სასამართლოს განსჯადია ‘’

·  სწორედ, ამიტომ „არაგანსჯადი სასამართლოს’’ მიერ „ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავების განხილვას სხვადასხვა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება

კრძოდ:

·  „სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა’’  „შესაძლებლად’’ მიიჩნევს,“არაგანსჯადი სასამართლო’’ „განსჯადი სასამართლო ’’ გახდეს ან  „მხარეთა შეთანხმებით’’ [ სსსკ 21-ე მუხლი 1ლი ნაწ] ან თუ „მოპასუხე წინააღმდეგი არ არის’’[ 21-ე მუხ. მე-2 ნაწ.]

 

    მუხლი 21. შეთანხმება განსჯადობის შესახებ

 +

 1. თუ არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, მაშინ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა. შეთანხმება ფორმდება წერილობით.

2. არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ა)მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ამასთან, თუ ბ)მოპასუხე წარმოდგენილი იქნება ადვოკატით ან მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა აღინიშნოს სასამართლო ოქმში .

 

·  მაგრამ თუ მხაეები ვერ შეთანხმდებიან რომელმა სასამართლომ განსაჯოს მათი დავა ან  მოპასუხე წინააღმდეგია რომ დავა განიხილოს „არაგანსჯადმა სასამართლომ’’,მაშინ სსსკ -ის 186-ე  მუხლის „ე’’ და 187-ე მუხლის თანახმად,[არაგანსჯადმა]“სასამართლომ არ უნდა მიიღოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელი და განუმარტოს მას,თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს დავის განსახილველად’

 

     მუხლი 186. სარჩელის მიღებაზე უარის თქმა

 

1. მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ:

  

      ) საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის;

 

    მუხლი 187. განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 +

1. მოსამართლე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. ამ განჩინებაში უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ყველა საფუძველი. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია ის, რომ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია თავის განჩინებაში მიუთითოს, თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს მოსარჩელემ. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე ის, თუ როგორ უნდა იქნეს თავიდან აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სასამართლოსთვის იმავე სარჩელით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში დაუშვებელია სარჩელის მიღებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომელიც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში მითითებული არ ყოფილა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საფუძველი აღნიშნული განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოიშვა/გამოვლინდა.

 

·  სსსკ-ის 23-ე მუხლი კი  ადგენს სამოქალაო საქმის „გადაცემის“ წესებს „განსჯადი  სასამართლოსთვის’’[ ანუ როდის და როგორ ხდება სამოქალაქო დავის „განსჯადი სასამარლოსტთვის ‘’ გადაცემა]

 

  მუხლი 23. საქმის გადაცემა განსჯადი სასამართლოსათვის

 +

1. სასამართლო საქმეს განსახილველად სხვა[განსჯადი] სასამართლოს გადასცემს, თუ:

) მოპასუხე, რომლის საცხოვრებელი ადგილიც წინათ არ იყო ცნობილი, მოითხოვს, რომ საქმე გადაეცეს სასამართლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

) ერთი ან რამდენიმე მოსამართლის აცილების გამო ამავე სასამართლოში შეუძლებელია მათი შეცვლა.

2. თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, იგი გადაეცემა სასამართლოს მოსარჩელის არჩევით.

3. საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც არ გასაჩივრდება.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

·  „სამოქალაქო სამართალწარმოების“  საწყის ეტაპზე პირველი ინსტანციის სასამართლოს „განსჯადობის საკითხზე’’ ყურადღების გამახვილება გამპირობებულია,იმ გარემოებით,რომ „სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა’’ შესაძლებლად მიიჩნევს „არაგანსჯადი სასამართლოს’’ „განსჯად სასამართლოდ ‘’ გადაქცევას იმ შემთხვევაში როდესაც მოპასუხე „განსჯადობის საკიტხზე’’ პრეტენზიისწარუდგენლად მონაწილეობს პროცესში[ე.წ. „ჩუმი თანხმობა’’]

·  სწორედ ამიტომ,დადგენილია ,რომ “უწყებრივი ქვემდებარეობისგან’’ განსხვავებით ,რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლო „თავისი ინიციატივით’’ ამოწმებს[!] [ამასთან,საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე] , „პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობას’’    „სააპელაციო სასამართლო ‘’ „შეამოწმებს’’ „მხოლოდ მოპასუხის მოტხოვნით’’[ სსსკ-ის 377-ე მუხ. მე-5 ნაწ.]

·  ამასთან , „პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობის’’  „სააპელაციო სასამართლოს’’ მიერ შემოწმების მოთხოვნას კანონმდებელი „დასაშვებად ‘მიიჩნევს მმხოლოდ მაშინ ,“თუ ასეთი მოთხოვნა პირველი ინტანციის სასამართლოში დავის განხილვისას წამოყენებული იყო მოპასუხის მიერ“ ან  თუ „საპატიო მიზეზის ‘’ გამო ვერ მოხდა აღნიშნული მოტხოვნის დაყენება პირველ ინსტანციაში.

 

   მუხლი 377. გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები

 

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობას სააპელაციო სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იგი საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას იყო წამოყენებული მოპასუხის მიერ, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წინა ინსტანციაში წამოყენებული.

·  სააპელაციო  ინსტანციაში „სასამართლოს განსჯადობის’’ ტაობაზე პრეტენზიის უარყოფის შემდეგ მოპასუხის მიერ დავის „არსებით’’ საკითხებზე მოსაზრებების[ახსნა-განმარტებების] წარმოდგენა და საქმის განხილვაში მონაწილების მიღება ,არ გამორიცხავს მოპასუხის მიერ ზემდგომ ინსტანციაში[ანუ საკასაციო სასამართლოში]  „პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობის საკითხის’’ დამის შესაძლებლობას

·  სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად :

 

   მუხლი 404. გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები

 

 3. საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია. პირველი ინსტანციის სასამართლოს ტერიტორიულ და საგნობრივ განსჯადობას საკასაციო სასამართლო[!] შეამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იგი საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას იყო წამოყენებული მოპასუხის მიერ, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წამოყენებული სააპელაციო სასამართლოში.

 

 

·   აღნიშნული საკითხი [პირველი ინსტანციის სასამართლოს „განსჯადობის შემოწმების  საკითხი’’]  განსხვავებულად რეგულირდება „ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით’’

 

·  „ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში’’[ადმინისტრაციულ პროცესში] წარმართველია[მთავარია] „ინკვიზიციურობის პრინციპი’’

·  სწორედ ამიტომ, სასამართლო ვალდებულია „თავისი ინიციატივით’’ შეამოწმოს  საქმის  „განსჯადობის საკითხი“  ჯერ კიდევ  „ადმინისტრაციული სარჩელის’’ „ დასაშვებობის’’ ეტაპზე[!]

·  მოსმართლე ,რომელსაც არ გააჩნია  მოცემული დავის[საქმის] განხილვის იურისდიქცია[უფლებამოსილება],არათუ უფლებამოსილი ,არამედ ვალდებულია განაცხადოს ამ კუთხიტ არსებულ „საპროცესო წანამძღვარზე’’,იმისდა მიუხედავად, სადავოდ ხდის თუ არა რომრიმე მხარე „განსჯადობის საკითხს’’

 

·  სასკ-ის 26-ე მუხლის ანლიზის საფუძველზე იკვეთება „სასამართლოს აქტიური როლი’’ „განსჯადობის საკითხის’’ გადაწყვეტაში.

 

 

    მუხლი 26. სარჩელის წარდგენა განსჯად სასამართლოში

 +

1. [ადმინისტრაციული] სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

2. არაგანსჯად სასამართლოში [ადმინისტრაციულ] სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო [ადმინისტრაციულ]სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

3. სასამართლოთა შორის[სარჩელის გადამგზავნ სასამართლოს  და ადრესატ სასამართლოს  შორის]  განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

 

·  „ადმინისტრაციული საქმეების’’  „განსჯადობის საკითხი’’ თავის თავში მოიცავს საერთო სასამართლოებს შორის  კომპეტენციის[იურისდიქციის][უფლენამოსილებატა] გამიჯვნის საკიტხს

·  სასკ-ის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით [იხ. მუხლი] მოიაზრება ისეთი შემთხვევა როდესაც „განსჯადი სასამარტლო ‘’ არის „საერთო იურისდიქციის სასამართლო’’

·  ხოლო თუ „სადავო საკითხი’’ მიეკუტვნება „სპეციალური იურისდიქციის სასამარტლოს’’[მაგ. „საკონსტიტუციო სასამართლოს’’] კომპეტენციას სასამართლომ უნდა გამოიყენოს  არა სასკ-ის  26-ე მუხლის მე-2 ნაწილი არამედ სსსკ-ის 187-ე მუხლი რომლის თანახმად:თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია ის, რომ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია თავის განჩინებაში მიუთითოს, თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს მოსარჩელემ.

 

    მუხლი 187. განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 +

1. მოსამართლე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. ამ განჩინებაში უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ყველა საფუძველი. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია ის, რომ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია თავის განჩინებაში მიუთითოს, თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს მოსარჩელემ. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე ის, თუ როგორ უნდა იქნეს თავიდან აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სასამართლოსთვის იმავე სარჩელით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში დაუშვებელია სარჩელის მიღებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომელიც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში მითითებული არ ყოფილა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საფუძველი აღნიშნული განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოიშვა/გამოვლინდა.

 

· ამდენად,“საერთო ‘’ და „სპეციალური’’ იურისდიქციის სასამართლოებს შორის უფლებამოსილების დადგენა „უწყებრივი ქვემდებარეობის’’ ფარგლებში ხორციელდება.

· სამოქალაქო საპროცესო სამართალში “უწყებრივი ქვემდებარეობის’’ საკიტხის დარღვევით მიღებული  სასამართლოს „გადაწყვეტილება’’ ყოველთვის ითვლება „უკანონო’’ გადაწყვეტილებად რაც მისის გასაჩივრების“აბსოლუტური საფუძველია’’[სსსკ-ის 394-ე მუხლი „გ’’ ქვეპუნქტი ]

 

     მუხლი 394. გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები

 2 +

გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ:

 

) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება;

 

· ხოლო „არგანსჯადი სასამართლოს’’ მიერ კონკრეტულ საქმეზე გამოტანილი „გადაწყვეტილება’’ „მხოლოდ მაშინ შეიძლება გაუქმდეს’’,როცა მოპასუხემ „მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობის შემოწმება’’

ე.ი. როცა მოპასუხე წინააღმდეგი იყო დავა „არაგანსჯად სასამართლოს’’ განეხილა და წამოაყენა „შესაგებელი’’“არაგანსჯადობის წინააღმდეგ’’

 

ყურადღება: სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის  ამის თაობაზე  „განმარტების’’ მიცემის შესახებ აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული სასამართლო სხდომის ოქმში.

 

„არაგანსჯადი სასამართლოს’’  მიერ საქმის განხილვის შედეგები

· არაგანსჯადი სასამართლოს ‘’ მიერ „ საქმის’’ განხილვა’’ თავისთავად გულისხმობს“

ან „სამოქალაქო საქმის’’ განხილვას „ადმინისტრაციული წარმოების წესით’’

ან  „ადმინისტრაციული საქმის’’  „სამოქალაქო წარმოების წესით’’ განხილვას

· ეს იმას ნიშნავს ,რომ საქმე განიხილა   სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ’’ [სსსკ-ის 394-ე მუხლი“ა’’ ქვეპუნქტი’’

 

    მუხლი 394. გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები

 

გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ:

 

) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;

 

·  „არაგანსჯადი სასამართლოს’’ მიერ [„სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ’’ ] გამოტანილი გადაწყვეტილება კი  ექვემდებარებაგაუქმებას’’

 

„საგნობრივი განსჯადობა’’-ცნება

·  „საგნობრივი განსჯადობა’’ არის „საქმეთა გადანაწილება’’ სასამართლოებს შორის „დავის საგნის ‘’ მიხედვით.

·  „საერთო სასამართლოების სისტემას საქართველოში ქმნიან :

 ა) რაიონული[საქალაქო],ბ)სააპელაციო სამართლოები[თბილისის და ქუთაისის] და გ) უზენაესი სასამართლო

·  „საგნობრივი განსჯადობა’’ განსაზღვრავს თუ კონკრეტულად რომელი რგოლის სასამართლომ უნდა განიხილოს დავა არსებითად.

·  „საგნობრივი განსჯადობის’’ მეშვეობით ხორციელდება სასამართლოთა კომპეტენციის გამიჯვნა „დავის საგნის ‘’ მიხედვით.

·  შესაბამისად, სწორედ „საგნობრივი განსჯადობით’’ წყდება,თუ   რომელი  „წარმოების წესით ‘’ განსჯადია  ესა თუ ის საქმე  ,ანუ სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.[ეს დაიმახსოვრე]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები