7.ხალხთა[ერთა] თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპი
·
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იტალიის ბურჟუაზიამ
წამოაყენა „ეროვნების პრინციპი’’,რაც ევროპაში „დამუკიდებელი ბურჟუაზიული სახელმწიფოების’’
შექმნას ამართლებდა[განსაკუთრებით , იტალიაში]
·
მაგრამ ეს პრინციპი თავიდანვე ვიწრო-კლასობრივ ხასიათს ატარებდა მას არც
კი აღიარებდა „ცივილიზებული ხალხების ‘’ „საერტთაშორისო სამართალი’’,რა ც შეეხება კოლონიურ
და დამოუკიდებელლ ქვეყნებს მათზე ხომ ლაპარაკიც
არ იყო.
·
მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იწყება „ერთა[ხალხტა] თვთგამორკვევის პრინციპის’’
„საერტაშორისო სამართალში’’ დანერგვის რთული და ხანგრძლივი პროცესი
ხ
ა) „ერი’’ [ცნება]
ცნება „ერის’’ -მარქსისტული
გაგება
·
როგორც წესი,“ერი’’ განიხილება,როგორც „ადამიანთა
ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა’’
·
„ერს’’ ოთხი ძირითადი ნიშანი ახასიათებს
[სტალინი] :
1) საერთო ენა
2) საერთო ტერიტორია
3) საერთო ეკონომიკური წყობა
4) საერთო ეროვნული ხასიათი[რომლის
ერთ-ერთი გამოვლინებაა „ეროვნული კულტურა’’]
·
ამასთან,“ერები’’ ყალიბდებიან,მხოლოდ „კაპიტალიზმის ეპოქაში’’,ანუ როდესაც
იქმნება“საერთო ეროვნული ეკონომიკა’’ და
„ერთიანი შიდა ბაზარი’’
ხ
ცნება „ერის’’ -დასავლური გაგება
·
ცნება „ერის’’ ასეთ გაგებას ბევრი
მოწინაარმდეგე გამოუჩნდა.
·
მოწინააღმდეგეთა ნაწილის აზრით ზემოხსენებული ოთხი ნიშანი ახასიათებს ნებისმიერ
„ეთნიკურ ერთობას’’ და ამიტომ ცნება „ერის’’ რაობის გარკვევისათვის „საკმარისი არ არის’’
·
კრიტიკოსები „ერის’’ აუცილებელ კრიტერიუმად „საკუთარი სახელმწიფოს’’ არსებობას
მიიჩნევენ და ასკვნიან,რომ „მხოლოდ ის „ეთნიკური ერთობა’’ შეიძლება ჩაითვალოს „ერად’’,რომელიც
„პოლიტიკურ ერთობას’’ ქმნის და აქვს „თავისი სახელმწიფო’’
ხ
·
ასე რომ, „დასავლეთში’’ „ერი’’
და „სახელმწიფო’’იდენტურ ცნებებად მოიაზრება
·
ეს იმიტომ,რომ დასავლეთ ევროპაში „ერების’’ ჩამოყალიბება მათი“სახელმწიფოების’’ ჩამოყალიბებასთან ერთად მოხდა
·
სწორედ ამიტომ,ინგლუსურ და ფრანგულ ენებში სიტყვა „ერს’’ პოლიტიკური
მნიშვნელობა უფრო აქვს ,ვიდრე ეთნიკური.
·
ქართულ და რუსულ ენებშიც კი,სადაც სიტყვა „ერი’’ ძირითადად ეთნიკური მნიშვნელობით იხმარება,საკმაოდ გვხვდება
ტერმინები სადაც „ერი’’ სწორედ „სახელმწიფოს’’ მნიშვნელობით იხმარება[მაგ. „გაერთიანებული
ერების ორგანიზაცია’’[გაერო], „როვნული ვალუტა’’“ეროვნული შემოსავალი’’,“ეროვნული საფეხბურთო
ნაკრები’’“ეროვნული ანსამბლი’’ დაა.შ.]
ხ
·
დასავლეთში ერისა და სახელმწიფოს იდენტურობის აღსანიშნაცად გამოიყენება
ტერმინი „ერი-სახელმწიფო’’[nation state] ან “ეროვნული სახელმწიფო’’
·
ცნებაში“ეროვნული სახელმწიფო’’
იგულისხმება,რომ ასეთი სახელმწიფოს ყველა მოქალაქე,მიუხედავად
მათი „ეთნიკური კუთვნილებისა’’, „ერთი
ერის’’ წარმომადგენელია.
·
მაგ. ფრანგი ცნებაში „ერი’’ გულისხმობს „საფრანგეთის ყველა მოქალაქეს’’,ასევე
ამერიკელისთვის „ერი’’ „აშშ-ს მოქალაქეების
ერთობლიობაა“ და ა.შ.
·
ამდენად ,ცნება „ფრანგი’’
განსხვავდება „ეთნიკური ფრანგისგან’’,რადგან
პირველი გულისხმობს საფრანგეთის „ყველა მოქალაქეს’’,მეორე კი მხოლოდ“ეთნიკურ ფრანგებს’’
ხ
·
ყურადღება: ევროპის ქვეყნების „აბსოლუტური
უმრავლსობა’’ სწორედ ,„ერი-სახელმწიფოს’’[nation
state] ანუ “ეროვნული სახელმწიფოს’’ ტიპს განეკუთვნება.
·
მაშინ როცა აფრიკაში „ერი-სახელმწიფო’’
იშვიათობაა.
·
სწორედ,ამიტომ „საერთაშორისო დოკუმენტებში’’ გამოიყენება ტერმინი „ხალხი’’ და არა „ერი’’
ხ
„რუსეთის
ხალხთა თვითგამორკვევის უფლება’’
·
რუსეთში 1917 წლის ნოემბერში მიღებული დეკრეტი „ზავის შესახებ’’ მჭიდროდ აკავშირებდა
ერთმანეტთთან „აგესიული ომის უკანონობას’’
და“ეროვნული ჩაგვრის დაუშვებლობას’’
·
ეს დეკრეტი განსაზღვრავდა „აგრესიულ
ომს’’,როგორც „კაცობრიობის წინააღმდეგ უდიდეს დანაშაულს’’
და „კანონგარეშე’’ აცხადებდა „ყოველი ერის ძალით გაჩერებას რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში’’
, ერების ასეთი „ძალით გაჩერება’’რუსეთის შემადგენლობაში
ცხადდებოდა „ანექსიად’’
ხ
·
„რუსეთის ხალხთა უფლებების
დეკლარაცია’’ [1917 წ 2-15 ნოემბერი] აღიარებდა „ყველა ხალხის თანასწორობას სუვერენობას’’,ცნობდა „რუსეთის ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას’’[გამოყოფის და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ჩათვლით]
·
„საბჭოტა სახელმწიფომ’’ ბათილად გამოაცხადა ყველა
კაბალური და არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულება თურქეთსა და სპარსეთთან,ხოლო მოგვიანებით
დადო მათთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან ჭეშმარიტად „თანასწორუფლებიანი ხელშეკრულებები’’
·
„„რუსეთის ხალხთა თვითგამორკვევის უფლების’ აღიარების საფუძველზე „საბჭოთა
რუსეთმა’’ ცნო „რუსეთის იმპერიის’’ ყოფილი „გუბერნიების’’- ფინეთის,უკრაინის,ბელორუსიის,საქართველოს,ესტონეტის,ლატვიის,ლიტვის, აზერბაიჯანის,სომხეთის,ხორეზმის,ბუხარის -„გამოყოფის’’ უფლება
·
მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ „ლამაზი ფრაზა’’ იყო,რადგან სინამდვილეში „საბჭოთა რუსეთის’’ მთავრობა
უგულებელყოფდა მის მიერვე გამოცხადებულ პრინციპებს.
·
რაც მკაფიოდ გამოიხატა მაგ.1918-1921- წლების „საქართველოს დენოკრატიული
რესპუბლიკის’’ მიმართ ვერაგულ პოლიტიკაში,რომელიც წითელი არმიის „შეიარაღებული ინტერვენციით’’ და საქართველოს „ანექსიით’’ დამთავრდა. [ასეთივე ბედი ეწია სომხეთს და აზერბაიჯანს]ასევე
სხვა ყოფილ „რუსულ’’ ტერიტორიებს]
ხ
·
ამ ამბების შემდეგ,ორ ათწლეულზე მეტი დასჭირდა იმას,რომ „ერის თვითგამორკვევის უფლება’’ ლოკალური
პრინციპიდან „საყოველთაო’საერთაშორისოო
სამართლის’’ „ძირითად პრინციპად’’ ქცეულიყო[!]
·
პირველი ასეთი“ საერთაშორის აქტი’’ იყო „გაეროს წესდება’’,რომელსაც
შემდეგ „სხვა აქტებიც’’ მოჰყვა.
ხხხხ
„ერის[ხალხის’]
თანასწორუფლებიანობის და თვითგამორკვევის უფლება’’ - შინაარსი
შესავალი:
·
გაეროს წედების „პრეამბულა’’ მოითხოვს
ყველა სახელმწიფოსაგან „განავითარონ მეგობრული
ურტიერთობები სახელმწიფოთა შორის „ხალხთა თანასწორობის
და თვითგამორკვევის პრინციპზე დაყრდნობით’’
·
ამგვარად ,ურყოფილ იქნა „მსოფლიო კოლონიალიზმის’’
ყველანაირი ფორმა
[თუმცა ნაწილობრივ შენარჩუნდა 1919 წელს
„ერთა ლიგის’’ მიერ შექმნილი ე.წ. „სამანდატო
სისტემა’’]
ხ
გავიხსენოთ -„კოლონიალიზმის ფორმები’’]
·
[ „ვასალიტეტი’’,რომელიც
„ფეოდალიზმის’’ წიაღში ჩამოყალიბდა,აქტიურად გამოიყენებოდა დასავლეთის „კაპიტალისტური
სახელმწიფოების’’ მიერაც აღმოსავლეთის ქვეყნების დამორჩილებისათვის. მაგ. ინდოეტის
500 სატავადო 1947 წლამდე ინგლისის მეფის ვასალად ითვლებოდა.
„ვასალიტეტს’’ დაემატა „პროტექტორატი’’ ,რომელიც ევროპს „კაპიტალისტური
ქვეყნების’’ კოლონიალისტირური პოლიტიკის შედეგია.“პროტექტორატის’’ დროს „სუსტი სახელმწიფო’’
თავის „საგარეო ფუნქციის’’ განხორციელების უფლებას „ნებაყოფლობით“
უთმობს „ძლიერ სახელმწიფოს’’,ხოლო თავის
„საშინაო საქმეებს’’ მისი მეთვალყურეობის ქვეშ ააყენებს
[გამოგზავნილი რეზიდენტის ან მრჩევლის მეთვალყურეობის ქვეშ] [ზურაბიშვილი და რიგი არასამთავრობო
ორგანიზაციები და პარტიები ხომ არ გაგახსენდა
?]
ფაქტიურად,“ძლიერი სახელმწიფო’’
„ძალის გამოყენების მუქარით’’[და არა მარტლა „ნებაყოფლობით’’] ახვევდა[ახლაც ახვევს] თავს „სუსტ სახელმწიფოს’’ ხელშეკრულებას „პროტექტორატის’’
შესახებ.
„პროტექტორატში’’ მყოფი ხალხები
შეუპოვრად იბრძოდნენ[ახლაც იბრძვიან] თავისუფლებისთვის ; მაგ. ინგლისის „პროტექტორატს’’
ეგვიპტემ თავი დააღწია 1921 წელს,კუვეიტმა 1964 წელს,ტუნისმა და მაროკომ ტავი დააღწიეს
საფრანგეტის პროტექტორატს 1956 წელს] საქართველო ამჟამად ცცდილობს თავი დააღწიოს აშშ-ს
„პროტექტორატს’’]
·
რას წარმოადგენს „სამანდატო სისტემა’ ?’- ერთა ლიგის’’
1919 წლის სტატუტის ძალით „ყველა კოლონია,რომელიც ჩამოერთვა დამარცხებულ გერმანიას
და რამდემნიმე თურქული პროვინცია[ არაბულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლებით][თურქეტიც გერნანიასთან
ერტად დამარცხდა] სპეციალური შეთანხმების ძალით
გადაეცა ანტანტის სახელმწიფოებს:“მეურვეობისთვის’’ „ რადგან კოლონიის ხალხებს არ შესწევთ უნარი დამოუკიდებლად უხელმძღვანელონ
თავიანთ თავს’’
„ერთა ლიგა’’ „ანდობდა’’
გერმანიის და ტურქეთის ყოფილი ტერიტორიების მმართველობას ა) ინგლისს[ პალესტინა,მესოპოტამია,ტანგანიკა,ტოგოს
და კამერუნის ნაწილები] ,ბ) საფრანგეთს[სირია,ლიბანი,ტაოგოს და კამერუნის ნაწილები]
,გ)ბელგიას[რუანდა და ბურუნდი] დ) იაპონიას[მარშალის,კაროლინის,მარინის კუნძულები]
ე) ავსტრალიას[ახალი გვინეის ნაწილი,ნაურუს კუნძულები] ვ) ახალ ზელანდიას[დასავლეტ
სამოას კუნძულები] ზ)სამხრეთ აფრიკის კავშირს[სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა] ფაქტობრივად „სამანდატო სისტემით’’ დაწესდა „კოლონიური სისტემის’’ ახალი სახეობა ][შენიშვნა: „კოლონიური სისტემის
ახალი თანამედროვე სახეობაა - შეავსე შენ თვითონ]
ხხხხხ
[ვაგრძელებთ თხრბას „თვითგამორკვევის უფლების’’
შინაარსზე]
·
„თანამედროვე საერთაშორისო სამართალი’’ „ხალხთა თანასწორობის და თვითგამორკვევის პრინციპის’’ „საწინააღმდეგო აქტად’’ თვლის ყოველ „კაბალურ ‘’ „საეთაშორისო ხელშეკრულებას’’,რომელიც ზღუდავს „ერის’’[ხალხის] „პოლიტიკურ დამოუკიდებლობას’’ და მის „თვითგამორკვევის უფლებას’’
ხ
·
ყურადღება: „ყველი „ერის’’[ხალხის] თვიტგამორკვევის
უფლება’’ ჩამოყალიბებულია 1960 წლის 14 დეკემბრის გაეროს დეკლარაციაში
„კოლონიური ხალხებისა და ქვეყნებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების
შესახებ’’ და
გაეროს გენერალური ასამბლეის 1962 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციაში
სადაც წერია შემდეგი:
ა)ხალხის დამონება
და ექსპლუატაცია უცხო სახელმწიფოს მიერ უარყოფს ადამიანის
ძირიტად უფლებებს და ეწინააღმდეგება გაერტიანებული
ერების ორგანიზაციის წესდებას
ბ)ყოველ ხალხს გააჩნია „თვითგამორკვევის უფლება’’
,ამიტომ მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად შექმნან თავისი „პოლიტიკური სტატუსი’’ და „განახორციელონ ეკონომიკური,სოციალური და კულტურული განვითარება“
გ)“დამოუკიდებლობის’’ მინიჭება არ შეიძლება
იყოს დამოკიდებული იმაზე „მომზადებულია’’ თუ „არაა სათნადოდ მომზადებული’’ დამოუკიდებლობისთვის
ესა თუ ის ხალხი
დ)ყოველი სამხედრო ან რეპრესიული ზომები რომლებიც
მიზნად ისახავენ დამოუკიდებელი ხალხის მონობაში დატოვებას-მართლსაწინააღმდეგო აქტია და უნდა შეწყდეს,რათა მისცეს ხალხს საშუალება
თავისუფლად,მშვიდობის პირობებში განახორციელოს
თავისი „სრული დამოუკიდებლობის მოპოვების
„უფლება.
ე)პატივი
უნდა სცენ ყოველი ხალხის „ეროვნულ და ტერიტორიულ მთლიანობას“.
ვ) ყოველი „ერი[ხალხი],რომელიც გარკვეულ ტერიტორიაზე ცხოვრობს,ამ ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ სიმდიდრეთა და რესურსების ერთადერთი პატრონია
ეს „უფლება’’ სახელმწიფოს „სუვერენიტეტის’’ ერთ-ერთ მთავარ მხარეაა.ყოველი „ერის’’[ხალხის] სუვერენიტეტი „ბუნებრივ
სიმდიდრეთა და რესურსების’’ მიმართ განუყოფელია ერის[ხალხის] „თვითგამორკვევის უფლებისგან“;
მხოლოდ ერს[ხალხს]
აქვს უფლება განსაზღვროს რა პირობით და რა წესით შეიძლება „ბუნებრივი რესურსების
‘’ ექსპლუატაცია
ხ
·
ამგვარად, „ყოველი ერის[ხალხის]
თვითგამორკვევის უფლების“ რეალიზაცია სამ ძირიტად კომპონენტს უნდა შეიცავდეს:
1) ეროვნული მთლიანობა
2) ტერიტორიული მთლიანობა
3) ბუნებრივი რესურსების „უზენაესი’’
მესაკუთრეობა.
ხ
„ერის [ხალხის]
თვითგამორკვევის უფლების“- ცნება
·
გაეროს 1970 წლის [გაეროს] დეკლარაცია „საერთაშორისო
სამართლის პრინციპების’’ შესახებ და „ჰელსინკის თათბირის’’ დასკვნითი
აქტი განსაზღვრავენ „ხალხთა
და ერთა თანასწორუფლებიანობის და თვითგამორკვევის ‘’უფლებას’,როგორც: „ყველა ხალხის უფლებას’’ „თავისუფლად,გარედან ჩაურევლად’’
განსაზღვრონ
ა)თავისი „პოლიტიკური სტატუსი’’ და ბ) „განახორციელონ
ეკონომიკური,სოციალური და კულტურული განვითარება“ [„თვიტგამორკვევის უფლების’’ ცნების განმარტება -საზეპიროდ]
·
და „თითოეული სახელმწიფო მოვალეა
პატივს სცემდეს ამ „უფლებას’’ გაეროს წესდების დებულებათა შესაბამისად“
ხ
„ერის [ხალხის]
თვითგამორკვევის უფლების“- შინაარსი [1970 წლის გაეროს დეკლარაციის მიხედვით]
·
„ყოველი სახელმწიფო ვალდებულია ხელს უწყობდეს ერთობლივი და დამოუკიდებელი მოქმედების
დახმარებით „ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის
პრინციპის’’’ განხორციელებას გაეროს წესდების დებულებების
შესაბამისად
·
დახმარებას უწევდეს „გაერთიანებული ერების ორგანიზაციას’’ იმ
მოვალეობათა შესრულებაში,რომლებიც[გაეროს საკუთარი] წესდებით აქვს დაკისრებული ამ „პრინციპის’’ განხორციელებასთან დაკავშირებით
„ყოველი სახელმწიფო ვალდებულია:
a. ხელი შეუწყოს „მეგობრულ ურთიერტობებსა და თანამშრომლობას’’
სახელმწიფოთა შორის
b. დაუყონებლივ მოუღოს ბოლო კოლონიალიზმს,გამოიჩენს რა ჯეროვან პატივისცემას დაინტერესებული
ხალხების თავისუფლად გამოთქმული ნების მიმართ.აგრეთვე,მხედველობაში ექნება რა,რომ ხალხთა
დამორჩილება უცხო უღლის,ბატონობისა და ექსპლუატაციისადმი არის ამ „პრინციპის’’ დარღვევა,ისევე როგორც „ადამიანის ძირითად უფლებატა’’ უარყოფა
‘’ და ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის წესდებას
c. ყოველი სახელმწიფო მოვალეა ხელი შეუწყოს ერთობლივი და დამოუკიდებელი მოქმედების
გზით „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა’’ საყუოველთაო
პატივისცემას და დაცვას[გაეროს] წესდების სესაბამისად.
d. „სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა,ან “დამოუკიდებელ
სახელმწიფოსთან თავისუფალი შეერთება,მასთან გაერთიანება,ანდა
დადგენა სხვა რომელიმე პოლიტიკური სტატუსისა,რომელსაც
„ხალხი’’ თავისუფლად განსაზღვრავს,წარმოადგენს ამ „ხალხის’’ “თავისუფალი თვითგამორკვევის
უფლების’’ განხორციელების
ხერხებს’’
e. ყოველი სახელმწიფო მოვალეა თავს იკავებდეს
ყოველგვარი ძალმომრეობითი მოქმედებისაგან,რომელიცზემოთ,ამ პრინიპის კონკრეტიზაციისას,მოხსენიებულ
„ხალხებს’’ ართმევს „თვითგამორკვევის’’ ,“თავისუფლების’’
და „დამოუკიდებლობის’’ უფლებას.ამ ხალხებს,როცა ისინი ცდილობენ განახორციელონ თავიანთთვითგამორკვევის
უფლება ,შეუძლიათ გაეროს წესდების მიზნების და პრინციპების შესაბამისად გამოითხოვონ და მიიღონ მხარდაჭერა ამგვარი ძალმომრეობითი ზომების
საწინააღმდეგო მოქმედებასა და მატდამი წინააღმდეგობის გაწევაში.
f. „კოლონიის ტერიტორიას’’ ან სხვა „არათვითმმართველ ტერიტორიას’’ გაეროს წესდების შესაბამისად აქვს ცალკე
და მისი მმართველი სახელმწიფოს ტერიტორიის სტატუსისგან განსხვავებული სტატუსი;
ასეთი ცალკე და [გაეროს]წესდების თანახმად „განსხვავებული
სტატუსი’’ მანამდე იარსებებს,სანამ ამ „კოლონიიის’’ ან „არათვითმმარტველი ტერიტორიის
‘’ „ხალხი’’ განახორციელებდეს თავის „თვითგამორკვევის
უფლებას’’ [გაეროს] წესდების და განსაკუთრებით
მისი „მიზნების და პრინციპების“ შესაბამისად
g. ზემოთ მოყვანილ აბზაცში არაფერი
არ უნდა განიმარტოს ,როგორც „სანქციამიმცემი’’ ან „წამახალისებელი’’ რაიმე მოქმედებისა,რომელიც
გამოიწვევდა იმ „სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა „ტერიტორიული
მთლიანობისა’’ და „პოლიტიკური ერთიანობის’’ დანაწილებას ან „ნაწილობრივ’’ თუ „მთლიან’’
დარღვევას,რომლებიც მოქმედებენ „ხალხტა თანასწორუფლებიანობის’ და
თვითგამორკვევისპრინციპის’’ დაცვით,[როგორც ეს „პრინციპი’’ ზემოთაა’’ გადმოცემული],და
რომელსაც ამის შედეგად ჰყავს „ამ ტერიტორისადმი კუთვნილი მთელი ხალხის [რასის,სარწმუნოების,და
კანის ფერის განურცევლად] „წარმომადგენელი’’ მტავრობაში[!]
h.
ყოველი სახელმწიფო თავს უნდა
იკავებდეს ყოველგვარი მოქმედებისაგან,რომელიც მიმართულია სხვა რომელიმე სახელმწიფოს
„ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის’’ ნაწილობრივი თუ მტლიანი დარღვევისაკენ[!]
ხხხხხხხხხხხხხხხ
„ერის [ხალხის]
თვითგამორკვევის უფლების“- შინაარსი[„ადამიანის უფლებების’’
პაქტების მიხედვით]
ყურადღება: „ადამიანის
უფლებათა’’ ორი ვე პაქტში „პირველ მუხლად’’
შეტანილია „ერის ტვითგამორკვევის უფლების აღიარება’’
და მისი „ძირითადი არსის’’ განმარტება
·
ყველა ხალხს აქვს „თვითგამორკვევის უფლება’’-ამ უფლების
ძალით ისინი თავისუფლად აწესებენ თავიანთ“პოლიტიკურ
სტატუსებს’’ და თავისუფლად უზრუნველყოფენ თავიანთ “ეკონომიკურ,სოციალურ და კულტურულ ‘’ განვითარებას.
·
ყველა ხალხს თავისი „მიზნების’’ მისაღწევად შეუძლია
მოიხმაროს „ბუნებრივი სიმდიდრეები და რესურსები’’,ისე რომ ზიანი არ მიაყემოს „ურთიერთსარგებლიანობის
პრინციპზე“ დაფუძნებულ „საერტაშორისო სამარტლიდან’’ გამომდინარე რაიმე ვალდებულებას.არც ერთ ხალხს არავიტარ შემტხვევაში არ შეიძლება
წაერთვას სახსრები,რომლებიც მას ეკუთვნის[!]
ამ
„პაქტის მონაწილე ‘’ ყველ სახელმწიფო,მათშორის ის სახელმწიფოები ,რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა“არათვითმმართველი’’
და „სამეურვეო’’ ტერიტორიების მართვისთვის, გაერტიანებული ერების ორგანიზაციის
წესდების
შესაბამისადს,ხელს უნდა უწყობდნენ“თვითგამორკვევის განხორციელებას’’ და პატივს სცემდენ
ამ უფლებას’’
ხ
·
ასეთია „ერის[ხალხის] თვითგამორკვევის უფლების’’
შინაარსი
·
როგორც ვხედავთ,იგი თავიდან „კოლონიურ ჩაგვრაში
მყოფი ხალხების’’ უფლებად გვევლინება ,ე.ი. „ანტიკოლონიურ ხასიათს’’ ატარებს.
ხ
·
დროთა განმავლობაში „ ერთა თვითგამორკვევის უფლების“
„ანტიკოლონიურ ხასიათი’’ სულ უფრო და უფრო იჩენს თავს
·
„კოლნიალიზმის სისტემის’’ ნგრევის შემდეგ,როდესაც „სახელმწიფოთა საერთაშორისო
თანამეგობრობას’’ 120 “ახალი ‘’ სახელმწიფო შეემატა,“თვითგამორკვევის
პრინციპი’“ ყველა დამოუკიდებლობა მოპოვებული’’ ერის[ხალხის]
სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში მცხოვრები ხალხისთვის „ბედის თავისუფლად გადაწყვეტის უფლებად’’ „ეროვნული თუ სახალხო სუვერენობის დაუბრკოლებელი რეალიზაციის’’ იურიდიულ
გარანტად იქცა.
ხ
·
ყურადღება: ამავე დროს „თანამედროვე საერთაშორისო სამართალი“,როგორც დავინახეთ,
კრძალავს „თვითგამორკვევის უფლების’’ გამოყენებას „ეროვნული უმცირესობის მიერ“,ან თუნდაც „პატარა ერების’’ მიერ ,თუკი მათ გააჩნიათ
სრული პოლიტიკური,ეკონომიკური და სხვა „თანასწორუფლებიანობა’’ „სუვერენული სახელმწიფოს
ფარგლებში’’ მცხოვრებ დანარჩენ მოსახლეობასთან და აქვთ საშუალება თავისუფლად გამოხატონ
თავისი პოლიტიკური თუ სხვა „ნებასურვილი’’
·
ამრიგად,“თვითამორკვევა’’ და
„გამოყოფა’’ ,ანუ „დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა’’ არ არის დღეს დასაშვები,თუ იგი არ იცავს
„სუვერენული სახელმწიფოს’’ „ტერიტორიულ მთლიანობას’’[!]
,არღვევს ისტორიულად შექმნილ საზღვრებს’’,“აზიანებს სახელმწიფო უშიშროებას’’ და სხვა.
·
ამიტომ ეწინააღმდეგება“საერთაშორისო სამარტალს’’ „აგრესიული სეპარატიზმი’’,რომლის მიზანია : „ცალმხრივად და ძალის გამოყენებით“ ხელყოს „სუვერენული დამოუკიდებელი
სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა’’
·
ამის ნათელი მაგალითია კონფლიქტები
,რომელიც „ერის[ხალხის] თვითგამორკვევის უფლების’’რეალიზაციის სახელით საქართველოს
თავს მოახვიეს აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა მათმა მხარდამჭერმა რუსეთის ფედერაციამ.
Комментарии
Отправить комментарий