6.სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი[ ლ.ალექსიძე "თანამედროვე საერთაშორისო სამართალი'']

 



·        „საერთაშორისო სამართლის’’ ეს პრინციპი ჯერ კიდევ „ბურჟუაზიული რევოლუციების’’ ხანაში ჩამოყალიბდა

·        „ახალგაზრდა’’ „ბურჟუაზიული სახელმწიფოები’’[კერძოდ,საფრანგეთი] ცდილობდნენ დეცვათ თავი „ფეოდალური სახელმწიფოების’’ თავდასხმისაგან.

·        ბურჟუაზიული იდეოლოგები ეყრდნობოდნენ „სახალხო სუვერენიტეტის’’ თეორიას და ამტკიცებდნენ „ერთი სახელმწიფოს’’ მიერ „მეორე სახელმწიფოს’’  „საშინაო საქმეებში’’ „ჩაერევის’’ „უკანონობას’’[!]

·        „ბუნებითი სამართლის’’ მიხედვით „ფეოდალური სახელმწიფოები’’[რუსეთი,პრუსია,ავსტრია,ესპანეთი და სხვ.] არ სცნობდენ „სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის’’ პრინციპს და იგი ერთხანს ,ხოლოდ საფრანგეთის „საგარეო პოლიტიკის’’ პრინციპად რჩებოდა

·        მხოლოდ მას შემდეგ,რაც „ბურჟუაზიულმა რევოლუციებმა’’ სხვა ქვეყნებშიც გაიმარჯვეს და „ლათინური ამერიკა’’ კი „ეროვნულ-განმატავისუფლებელმა მოძრაობებმა’’ მოიცვა,„.სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის’’ პრინციპი  „საერთაშორისო სამარტლის’’ „ჩვეულებით’’  ნორმად იქცა.

·        აშშ-ს „ახალგაზრდა’  კაპიტალისტური სახელმწიფო ცდილობდა ხელტ ეგდო „ლათინური ამერიკის’’ ქვეყნები,რომლებიც იმ დროს ესპანეთის ბატონობისგან თავისუფლდებოდნენ.

·        1823 წლის 2 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა მონრომ განაცხადა,რომ „აშშ არ დაუშვებს ევროპის ქვეყნების მხრიდან ამერიკის კონტინენტის „საშინაო საქმეებში’’ ჩარევას და თვითონაც არ ჩაერევა ევროპის ქვეყნების „საშინაო საქმეებში’’

·        „მონროს დოქტრინამ’’ თავის დროზე დადებითი როლი შეასრულა „ლათინურ ამერიკაში’’ ევროპის ქვეყნების[ე.წ. „საღვთო კავშირის’’] აგრესიის შეკავების საქმეში.

·        1907 წელს „ჰაგის კონფერენციამ’’,არგენტინის საგარეო საქმეტა მინისტრის  დრაგოს მიერ ჩამოყალიბებული დოქტრინის ზეგავლენით მიიღო „კონვენცია’’,რომელიც  კრძალავდა სამხედრო ძალის გამოყენებას იმ სახელმწიფოს მიმარტ,რომელმაც ვერ გადაიხადა ხელშეკრულებით ნაკისრი სესხი[!]

·        მაგრამ  არც „სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის’’ პრინციპს და არც  „ჰააგის კონვენციას’’  „დიდი სახელმწიფოები’’ არ იცავდნენ[!]

·        „სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის’’ პრინციპი  შეტანილია:  

 

a.      „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის’’[გაერო]  წესდებიაში  [იხ.  მე-2 მუხლის მე-7 პარაგრაფი]

b.      „არაბეთის სახელმწიფოების ლიგის’’ წესდებაში [მე-2 მუხლი]

c.      „აფრიკის ერთობის ორგანიზაციის’’ ქარტიაში[მე-3 მუხლის მე-2 პარაგრაფი]

d.     „ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციის’’ წესდებაში [მე-15 მუხლი]

 

სახელმწიფოს „საშინაო საქმეები’’

 

·        „არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს „უფლება“ ჩაერიოს „სხვა სახელმწიფოს’’ „საშინაო საქმეებში’’ [!]

·        „საშინაო საქმეების’’ ცნება  მოიცავს ყველა იმ საკითხს,რომელთაც   ამა თუ იმ სახელმწიფოს „კომპეტენტური ორგანოები’’ აქცევენ „შინაგანი იურისდიქციის და კომპეტენციის ‘’ სფეროში

·        „საშინაო საქმეები’’ ძირითადად ესაა:  ა) სახელმწიფოს სოციალურ -პოლიტიკური წყობის  ფორმა და შინაარსი,ბ) „პოლიტიკური რეჟიმი’’ ,გ)“ეკონომიკური’’,“პოლიტიკური’’ და „კულტურული’’  ცხოვრების ძირითადი მიმართულება და სხვა

·        ამგვარად, სახელმწიფოს „საშინაო საქმეებში’’ შედის ის „საკითხები;“,რომლებიც ყოველი ერის ან ხალხის  მიერ “სოციალურ-პოლიტიკური ფორმის’’ არჩევასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და განპირობებულია  ხალხის მიერ “სოციალურ-პოლიტიკური ფორმის’’ არჩევის  უფლებით.

 

სახელმწიფოს „საშინაო საქმეები’’  და     „საერთაშორისო ხელშეკრულებები’’

 

·        ყოველი სახელმწიფოს „საშინაო საქმეების’’ გარკვეული საკითხები შეიძლება იქცეს „საერთაშორისო ხელშეკრულების ‘’ ობიექტად [საგნად]

·        ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თვით ეს სახელმწიფოა თანახმა.

·        ეს არ შეიძლება შეეხოს „სოციალურ -პოლიტიკური წყობის საფუძვლებს’’[ ეს საკითხი „საერტაშორისო ხელსეკრულების’’ ობიექტად არ შეიძლება იქცეს]

·        „საერთაშორისო ხელშეკრულებები’’ მხოლოდ „ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის განმტკიცებას და შემდგომ განვიტარებას უნდა ემსახურებოდეს.

·        ამრიგად,ყოველი სახელმწიფოს „საშინაო ცხოვრება’’ მისი „საშინაო საქმეა’’ ,სანამ ტვიტონ არ აქცევს მას „საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების’’ ობიექტად

 

სახელმწიფოს მიერ „„საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების’’ დარღვევა

·       არსებობს შემთხვევები,როდესაც სახელმწიფოს „საშინაო საქმე’’ „საერთაშორისო სამართლის ნორმას’’ არღვევს და ამით „საერთაშორისო კონფლიქტს’’ იწვევს.

·       ეს ხდება მაშინ ,როცა „საშინაო საქმე’’ :

a.      საფრთხეს უქმნის  „მშვიდობას და ხალხის უსაფრთხოებას’’

b.     არღვევს „საყოველთაოდ აღიარებულ’’ „საერთაშორისო -სამარტლებრივ ნორმებს’’ : ა) „ადამიანის’’ ,ბ)“ეროვნული უმცირესობის’’ და გ) „ერების’[ხალხების]  „უფლებათა’’ შესახებ

„ერების’[ხალხების]  „უფლებათა’’ შესახებ „საერთაშორისო -სამარტლებრივ ნორმების’’ დარღვევის თვალსაჩინო მაგალითი იყო „სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში’’ მძვინვარე „აპარტეიდის რეჟიმი’’[გაიგე მეტი ამის შესახებ]

გაეროს ძლიერი და სისტემური ეკონომიკური,სავაჭრო,კულტურული,სპორტული და,რაც მთავარია პოლიტიკური  „ბლოკადის’’[სანქციების] შედეგად „აპარტეიდი’’,რომელიც „სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში’’ „თეთრკანიანი უმცირესობის’’ მიერ“ადგილობრივი ფერადკანიანი მოსახლეობის’’  უუფლებო,მონურ მდგომარეობას „კონსტიტუციურად განამტკიცებდა’’  მხოლოდ 1990- იანი წლების  დასაწყისში გაუქმდა.

 

„ინტერვენცია’’

·        „სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის’’ პრინციპი[მოკლედ- „ჩაურევლობის პრინციპი’’] უხეშად ირღვეოდა და ირღვევა „დიდი სახელმწიფოების’’ მიერ.

·        „ჩაურევლობის პრინციპის’’ დარღვევას   - „ინტერვენცია’’ ეწოდება.

·        „ინტერვენციის’’ გამოვლინება’’ მრავალგვარია.

·        „ინტერვენციის’’ ყველაზე ტიპურ მაგალითს „სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში „სამხედრო ჩარევა’’ წარმოადგენს’’

·        მაგ. 1842 წელს  „მეფის რუსეთმა’’ სისხლში ჩაახშო „ბურჟუაზიული რევოლუცია’’ უნგრეთში

·        1871 წელს პრუსიის ჯარებმა გაანადგურეს „პარიზის კომუნა’’

·        განსაკუტრებით აქტიურობდა აშშ-ს ჯარები ლატინურ ამერიკაში-1903 წელს- კოლუმბიაში,1916 წელს-სანდომინგოში,1915 წელს- ჰაიტის რესპუბლიკაში და ა. შ.

·        „სამხედრო ინტერვენციის’’ ერთ-ერთი უდიდესი მაგალითია „ანტანტის’’ „სამხედრო ჩარევა’’  რუსეთის „საშინაო საქმეებში’’ 1918-1920 წლებში

·        1935- 1939 წლებში ფაშისტური გერმანია და იტალია სისხლში ახშობდნენ ესპანეტის დემოკრატიულ რესპუბლიკას. „ინტერვენციების’’ ჯაჭვი „ფასისტური სახელმწიფოების’’ მთელ ისტორიას „წითელი ზოლივით ‘’ გასდევს.

·        ინგლის-საფრანგეტ-ისრაელის „ინტერვენცია’’ ეგვიპტეში 1956 წელს

·        აშშ-ს „ინტერვენცია’’ ა) ჩინეთში 1949 წელს და ტაივანის ოკუპაცია,ბ)დომინგოს რესპუბლიკაში  [1965-66 წლები]გენადაში[1983 წლის ოქტომბერ -ნოემბერი] და სხვა.

·        „საბჭოთა კავშირიც’’ აქტიურად იყენებდა „სამხედრო ინტერვენციას’’ [1921 წელი-საქართველოში, 1956 წელი- უნგრეთში,1968 წელი- ჩეხოსლოვაკიაში,1979 წელი -ავღანეთში]

·        „ინტერვენციის’’ ერთ-ერთი სახეა „ფარული სამხედრო ინტერვენცია’’

·        „ფარული სამხედრო ინტერვენცია’’ ეს არის „დიდი სახელმწიფოს’’  ინტერვენცია „პატარა სახელმწიფოს’’ ან „სახელმწიფოების’’  ხელით ; ასევე „დივერსიული ჯგუფების’’ დაფინანსება, ასევე ამა თუ იმ ქვეყნის შიგნით „სამოქალაქო ომის გაჩაღება’’ ,ასევე ამა თუ იმ ქვეყანაში  „ჯაშუშთა’’ და „ტერორისტთა’’ შეგზავნა.

 

[მაგ.“ საერთაშორისო სამართალი’’ აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას[ელცინის რუსეთი] მისი ბრჭყალებში „უუნარობის’’ გამო შეეერებინა 1992-1993 წლებში ჩრდილოეთ კავკასიიდან „ტერორისტთა ‘’  და „შეიარაღებული ფორმირებების’’ აფხაზეთში გადასვლა „აფხაზ სეპარატისტთა ‘’ მხარეზე სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად[1992-1994 წლებში]

·        „ინტერვენციის’’ სახე ,რომელიც არ არის დაკავშირებული „სამხედრო მოქმედებებთან’’ არის:  ა)“ეკონომიკური ბლოკადა’’ ბ)“ფინანსურ-სამეურნეო სანქციები’’ გ)“დიპლომატიური ჩარევა’’[!]

1970 წელს   გაერომ დააზუსტა  „ჩაურევლობის პრინციპი’’

 

1970 წლის გაეროს დეკლარაციამ  დააზუსტა „ჩაურევლობის პრინციპის ‘’ შინაარსი:

 

·        „არც ერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს არა აქვს უფლება ჩაერიოს პირდაპირ თუ არაპირდაპირ,რა მიზეზიტაც უნდა იყოს, სხვა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო საქმებში’’

·        „“შეიარაღებული ჩარევა’’ და „ჩარევის ყველა ფორმა’’ ან ყოველგვარი „მუქარა’’,რომელიც მიმართულია სახელმწიფოს „სამართალ -სუბიექტების’’ ან მისი პოლიტიკური,ეკონომიკური და კულტურული „საფუძვლების’’ წინააღმდეგ’’ –„საერთაშორისო სამარტლის’’ დარღვევაა.

·        „არც ერთ  სახელმწიფოს არ შეუძლია ეკონომიკური,პოლიტიკური,ან რაიმე სხვა ხასიათის ზომების არც გამოყენება,არც გამოყენების წაქეზება იმ მიზეზით,რათა მიაღწიოს სხვა სახელმწიფოს დამორჩილებას მის მიერ თავისი სუვერენული უფლებების განხორციელების გამო ან  მისგან რაიმე უპირატესობის მიღებას  ’’

·        „არც ერთი სახელმწიფო არ უნდა აწყობდეს,ეხმარებოდეს,აღვივებდეს,აფინანსებდეს,აქეზებდეს ან უშვებდეს შეიარაღებულ,ძირგამომთხრელ ან ტერორისტულ საქმიანობას,მიმართულს მეორე სახელმწიფოს წესწყობილების შესაცვლელად ძალადობის გზით,აგრთვე არ უნდა ერეოდეს სხვა სახელმწიფოს  შინაბრძოლაში’’

·        „ძალის გამოყენება იმისათვის,რომ ხალხებს წაერთვას მათი „ერონული არსებობის ფორმები’’,არის მათი „განუყოფელი უფლებების’’ და „ჩაურევლობის პრინციპის’’ დარღვევა

·        „ყოველ სახელმწიფოს აქვს უფლებააირჩიოს თავისი პოლიტიკური,სოციალური და კულტურული სისტემა,ყოველი სხვა სახელმწიფოს მხრივ ამა თუ იმ ფორმით ჩარევის გარეშე’’


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები