„მაგისტრატ მოსამართლეთა“ განსჯადი „ადმინისტრაციული საქმეები“. [სასკ-ის მე-6 მუხ]
·
მაგისტრატ მოსამართლეთა „განსჯადი’’
ადმინისტრაციული საქმეების ‘’ ჩამონათვალი მოცემულია სასკ-ის მე-6 მუხლში
მუხლი 6. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები
+
მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:
ა) (ამოღებულია) ;
ბ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“ კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
ბ1 )
სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე;
ე) საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით;
[ეს დაიმახსოვრე]
ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე;
ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;
თ) „ტუბერკულოზის
კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონით
გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეულის (შემდგომ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული) მიმართვის საფუძველზე იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე;
ი) პირის შესახებ მონაცემების „დამოკიდებულ პირთა’’ სიაში შეტანასთან დაკავშირებით.
ხ
·
სასკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად, რაიონულ[საქალაქო] სასამართლოებს შეუძლიათ პირველი
ინსტანციიტ განიხილონ მე-6 მუხლში ჩამოტვლილი „ადმინისტრაციული საქმეები’’ ,მხოლოდ
იმ შემთხვევაში თუ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში[ანუ რაიონში
ან ქალაქში] არ მოქმედებს „მაგისტრატი მოსამარტლე’’
მუხლი 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი საქმეები
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე „ადმინისტრაციულ საქმეებს’’ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.
Комментарии
Отправить комментарий