2. სუვერენული სახელმწიფო - საერთშორისო სამართლის სუბიექტი

 

   

·        „თანამედროვე საერტაშორისო სამართლის’’   „სრულუფლებიან სუბიექტად’’  გვევლინება მხოლოდ ისეთთი სახელმწიფო,რომელიც - ა)„დამოიუკიდებლად’’ მოქმედებს საერთაშორისო ასპარეზზე  და  ბ)თვითონ განსაზღვრავს და წყვეტს  საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს.

·        ნიშან თვისებას,რომელიც გვიჩვენებს სახელმწიფოს ხელისუფლების უზენაესობას ქვეყნის საშინაო საქმეებში და დამოუკიდებლობას რომელიმე უცხო სახელმწიფოსგან საერტაშორისო ასპარეზზე, „სახელმწიფო სუვერენიტეტი’’ ეწოდება,ხოლო ამ ნიშან თვისების მქონე სახელმწიფოს-„სუვერენული  სახელმწიფო’’. [ ეს ცნებები -ზეპირად]

 

 

·        „სახელმწიფო  სუვერენიტეტისგან’’   განასხვავებენ „ეროვნულ სუვერენიტეტს’’

·        „ეროვნული სუვერენიტეტი’’  არის „ერის’’ ან „ხალხის’’ „თვითგამორკვევის უფლება’’.[ცნება-საზეპირო]

·        თუ   „ერი’’[ან ხალხი] მოიპოვებს „პოლიტიკურ დამოუკიდებლობას’’ ადგილი ექნება „ეროვნული და სახელმწიფო სუვერენიტეტების შერწყმას’’

·        ხოლო  თუ „ერი’’[ან ხალხი] „ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლას’’ ეწევა,ეს კოლონიის „ერონული სუვერენიტეტის’’ და მეტროპოლიის „სახელმწიფო სუვერენიტეტის’’ ურთიერთშეუთავსებლობაზე მიუთიტებს.

·        „სახელმწიფო  სუვერენიტეტისგან’’   განასხვავებენ „სახალხო  სუვერენიტეტს’’

·        „სახალხო სუვერენიტეტი’’ არის- ხალხის უფლება აირჩიოს,განავითაროს ის სოციალურ-პოლიტიკური სისტემა და სახელმწიფო ფორმა,რომელიც მას სურს.

·        ამრიგად,“სახელმწიფო სუვერენიტეტი’’ არის ერის[ხალხის] „პოლიტიკური ორგანიზაციის უმაღლესი ფორმის’’[ანუ სახელმწიფოს]  ნიშან-თვისება,მისი „პოლიტიკური დამოუკიდებლობის’’ „სამართლებრივი’’ გამოხატულება.

·        „სახელმწიფო სუვერენიტეტის’’ პრინციპზე დაყრდნობით „მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოები’იბრძვიან ქვეყნის ეკონომიკური,პოლიტიკური და კულტურული პროგრესისათვის.

·        „სახელმწიფო სუვერენიტეტის’’ პრინციპი  თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითადი ინსტიტუტია,მისი ხერხემალია,რომლის გარეშე შეუძლებელია საერთაშორისო სამართლის არსებობა.[!]

·        გაეროს ერთ-ერთი მიზანია წევრ-სახელმწიფოებისსუვერენიტეტის,ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დაცვა’’[გაეროს წესდება მუხ. 1]

·        გაერო მთლიანად აგებულია“სუვერენიტეტის პრინციპზე’’

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები