ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადეა ან გასაღება [მუხ.212-ე]

 

   

·        ეს დანაშაული საერთაშორისო სისხლისამართლის დანაშაულთა რიგს მიეკუთვნება

·        ძირს უთხრის   „ფულის სიმყარეს’’ და ართულებს „ფულის მიმოქცევის რეგულირებას’’

·        უნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეთანხმებას წარმოადგენს 1929 წლის კონვენცია“ფულადი ნიშნების გაყალბებასთან ბრძოლის შესახებ’’

·        კონვენციის თანახმად,მისმა მონაწილე სახელმწიფოებმა პასუხისმგებლობა იკისრეს ამ ქვეყნების მიმოქცევაში არსებული ფულის გაყალბებისთვის.

·       

·        ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის ობიექტია:“საქარტველოს ფულა-საკრედიტო სისტემა’’

·       

·        დანაშაულის ამსრულებელია : შერაცხადი,14 წელს მიღწეულიპირი

·       

·        „დანაშაულის საგანია’’ :“სახელმწიფო საბანკო ბილეთი’’[ანუ „ქაღალდის ფული’’ ანუ „ბანკნოტი“ ],“ლითონის მონეტა’’,“ფასიანი ქაღალდი’’ ან „ვალუტა’’[უცხო ქვეყნის  ბანკნოტები]

·        თუ გაყალბებულია „ისტორიული ვალუტა’’ ,ეს არ მოგვცემს 212-ე მუხლის შემადგენლობას,რადგან ასეთი ქმედება საფრთხეს არ უქმნის „ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემას’’

·        საქართველოში „ფულის ერტეულს’’ წარმოადგენს ლარი[როგორც „ქაღალდის ფულის’’,ისე“ლითონის მონეტის’’ სახით],რომლის „ემისიასაც’’[„გამოშვებასაც’’] აწარმოებს საქართველოს ბანკი.

·        „ლითონის მონეტა’’ „დანაშაულის’’ საგნად იმიტომაა გატვალისწინებული,რომ შესაძლებელია გაყალბებული იყოსლითონის მონეტებიც[„თეთრები’’]

 

·        „ფასიანი ქაღალდი’’ არის დოკუმენტი,რომელიც ადასტურებს „საკუთრების უფლებას’’ ან „სასესხო ურთიერთობას დოკუმენტის გამომშვებ პირსა და მის მფლობელს შორის’’

·        „ფასიან ქაღალდებს’’ მიეკუთვნება: „აქციები’’[ადასტურებს „საკუთრების უფლებას’’],“ობლიგაციები’’,“თამასუქები’’[ადასტურებენ“სასესხო’’ ურთიერთობებს]

 

·        „უცხოური ვალუტა’’ - შედგება „ქაღალდის ფულის ნიშნების[„ბანკნოტების’’] და „ლითონის მონეტებისგან’’

 

212-ე მუხლის დანაშაულის 1-ლი ნაწილის „ობიექტური მხარე’’

 

 

    მუხლი 212. ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება

 +

1. ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა [გასაღების მიზნით] ან გასაღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

·        1-ლი ნაწილის   დანაშაულის „ობიექტური მხარე’’ გამოიხატება „ალტერნატიულ ქმედებებში:“ყალბი ფულის,ფასიანი ქაღალდის,ან ვალუტის’’ ა) დამზადება ბ) შეძენა გ)შენახვა  მისი „გასაღების მიზნით’’

·        212-ე მუხლის დანაშაული „დამთავრებულია ნებისმიერი ამ ქმედების ჩადენის მომენტიდან,   “ შედეგის დადგომას’’[ანუ გაასაღა თუ არა] არ აქვს მნიშვნელობა [აბსტრაქტული საფრტხის დელიქტია]

 

„დამზადება’’

·        „დამზადება’’ გულისხმობს ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის როგორც „ნაწილობრივ’’ ,სე „მთლიან’’   გაყალბებას[!]

·        გაყალბება’’ შეიძლება განხორციელდეს : ა) ხელით,ბ) ტექნიკური საშუალებების გამოყენებით

·        „დამზადებული’’ ფული, ფასიანი ქაღალდი ან ვალუტა „გაყალბებულად’’ ითვლება თუ ისინი „ფორმით’’,“ზომით’’“ფერით’’ და სხვა რეკვიზიტებით „არსებითად ჰგავს’’ ორიგინალს[!] [ე.ი. მიმოქცევაში მყოფ ფულს,ფასიან ქაღალდს ან ვალუტას.]

·        „უხეში გაყალბება’’[ანუ აშკარა განსხვავება ორიგინალისგან,რაც გამორიცხავს მის მიმოქცევაში მონაწილეობას,შესაბამისი „ნიშნების’’ არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც „თაღლითობა’’[მუხ.180-ე]

·        ყურადღება: ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის „დამზადება’’ „დამთავრებულ დანაშაულად ‘’ იტვლება „გასაღების მიზნის’’  განხორციელების მიუხედავად,თუ „დამზადებულია’’ თუნდაც ერთი „ქაღალდის ფული’’,:ფასიანი ქაღადი’’ ,ან „ვალუტა’’

 

„შეძენა’’

 

·        „შეძენა’’ გულისხმობს „ყალბი ფულის’’ ან „ყალბი ფასიანი ქაღალდის’’ ან „ყალბი ვალუტის’’ მოპოვებას სხვადასხვა გზით - „ყიდვით’’,“გაცვლით’’,“ნაპოვარის მითვისებით’’ და სხვა.

„შენახვა’’

·        „შენახვა ‘’ გულისხმობს „ყალბი’’ ფულისათვის,ფასიანი ქაღალდისთვის,ვალუტისტვის ამა თუ იმ ფორმით „ადგილსამყოფელის  მიჩენას’’- ბინაში,სარდაფში,სპეციალურ საცავში და სხვაა

 

212-ე მუხლის დანაშაულის 1-ლი ნაწილის „სუბიექტური  მხარე’’

·        „ყალბი ფულის’’ ან „ყალბი ფასიანი ქაღალდის’’ ან „ყალბი ვალუტის’’ „დამზადება’’,“შეძენა’’ და შენახვა’’ მხოლოდ მაშინ ჩაიტვლება დანაშაულად,როცა ამ ქმედებებს  „ყალბი’’ ფულის,ფასიანი ქაღალდის,ვალუტის  „გასაღების მიზანი’’ აქვს.[ ანუ „მიზნიტ დაფუძნებული დელიქტია,სადაც „მიზანი’’ „ქმედების’’ ნიშანია და არა „ბრალის’’]

·        თუ პირს „გასაღების მიზანი’’ არ ამოძრავებს,მაშინ მის ქმედებებს[„დამზადება’’,“შეძენა’’ და შენახვა’’] 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  ვერ დავაკვალიფიცირებთ

·        თუმცა შეიძლება სახეზე იყოს 212-ე მყხლის მე-4 ნაწილის[იხ.ქვემოთ] „შემადგენლობა’’,თუ სახეზე იქნა ამ ნაწილის შესაბამისი „ქმედება’’

 

„გასაღება’’[1-ლი ნაწილის კიდევ ერთი ალტერნატიული ქმედება]

·        „ყალბი’’ ფულის,ფასიანი ქაღალდის,ვალუტის  „გასაღება’  ნიშნავს მათ „მიმოქცევაში გაშვებას’’[ე.ი. მათ გამოყენებას ნებისმიერ „საანგარიშსწორებო ‘’ ოპერაციაში,“ქონებრივი უფლების განხორციელებაში’’,“გადაცემას ნებისმიერი პირისთვის სასყიდლით თუ უსასყიდლოდ’’]

·        „ყალბი’’ ფულის,ფასიანი ქაღალდის,ვალუტის  „გასაღება’’  შეიძლება გამოიხატოს ისეთ მოქმედებებში,როგორიცაა რაიმეს ა)„ყიდვა’’[როგორც წესი ამ დროს „გამყიდველმა’’ არ იცის,რომ სახეზეა „გაყალბებული ფული’’] ბ)“ვალუტის გადაცვლა’’[გადაცვლის პუნქტებში] გ)“ფულის დახურდავება’’ დ)“სესხის გაცემა’’ ე) „ჩუქება’’ და ა.შ.

·        „გამსაღებლის ‘’ მიერ ჩადენილი ამ  ქმედებათა კვალიფიკაციისთვის [212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით]  არ აქვს მნიშვნელობა,მე-3 პირებს[გამსაღებლის კონტრაჰენტებს]  ჰქონდატ თუ არა გაცნობიერებული,რომ საქმე ჰქონდათ „გაყალბებულ’’ ფულთან[ფასიან ქაღალდთან,ან ვალუტასთან]

·        ხოლო თუ მათ „იცოდნენ’’ რომ საქმე ჰქონდათ „გაყალბებულ’’ ფულთან[ფასიან ქაღალდთან,ან ვალუტასთან] ,მაშინ მათი[გამსაღებლების კონტრაჰენტების]  ქმედებაც დაკვალიფიცირდება 212-ე მუხლის 1-ლი ნაწ.[ “შეძენა’’]

 

·        ყურადღება: „ყალბი’’ ფულის,ფასიანი ქაღალდის,ვალუტის  „გასაღება’’  მოიცავს“თაღლითობასაც’’[მუხ.180-][„თაღლითობა’’ არის „ყალბი’’ ფულის,ფასიანი ქაღალდის,ვალუტის  „გასაღების’’ ერთ-ერთი ხერხი]

 

·        ამრიგად,’’ ფულის,ფასიანი ქაღალდის,ვალუტის  „გასაღება’’  გულისხმობს: ყალბი ფულის გადაცვლას ნამდვილ ფულში,რაიმე ნივთის შეძენას ყალბი ფულით,ვალის გადახდას ყალბი ფულით,ყალბი ფულით ვინმეს დასაჩუქრებას და ა.შ.

 

212-ე მუხლის დანაშაულის 1-ლი ნაწილის „ბრალის’’ ფორმა

·       „ბრალის“ ფორმის მიხედვით,ამ დანაშაულის,როგორც „ფორმალური’’  შემადგენლობისა და მიტ უმეტეს „გამიზვნითი დელიქის’’,ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’

·       ანუ ა) დამნაშავეს გაცნობიერებუკლი აქვს,რომ „ამზადებს’’, „იძენს’’ ,ან „ინახავს’’ „ყალბ’’ ფულს,ფასიან ქაღალდს,ან ვალუტას და ბ) „სურს’’ მისი „გასაღება’’ ,ან „ასაღებს’’ მას

·       ყურადღება: თუ პირი „შეცდომით’’ ფიქრობს,რომ „ასაღებს’’ ან „იძენს’’ „ყალბ’’ ფულს,რომელიც სინამდვილეში „ნამდვილია’’,ქმედება დაკვალიფიცირდება „ამ დანაშაულის მცდელობით’’[„მცდელობა უვარგის საგანზე’’]

·       მარტალია 212-ე  მუხლით გატვალისწინებული დანაშაული „ფორმალური ‘’ შემადგენლობისაა,მაქგრამ რადგან სახეზეა „რამდენიმე ალტერნატიული ქმედება’’ –„მცდელობა’’ შესაძლებელია[!].

 

 

212-ე მუხლის დანაშაულის მე-2  ნაწილი[ ბრალის „დამამძიმებელი’’ გარემოებები]

 

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) დიდი ოდენობით;

) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ;

) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე;

 

 

„დიდი ოდენობით’’ [მუხლის „შენიშვნაში’’ მოცემულია ამ ტერმინის  განმარტება]

 

·        „დიდ ოდენობად’’ ითვლება „ყალბი’’  „ქაღალდის ფული’’ „ლითონის მონეტა’’,“ფასიანი ქაღალდი,“ან ვალუტა’’ ,რომლის რაოდენობა ღემატება 10 000[ათი ატას] ლარს

შენიშვნაამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ყალბი საბანკო ბილეთილითონის მონეტა, ფასიანი ქაღალდი ან ვალუტა, რომლის რაოდენობრივი მაჩვენებელი აღემატება ათი ათას ლარს.

„წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი’’[როგორც ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ამსრულებელი’’]

·        დანაშაული „წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის’’ მიერაა ჩადენილი თუ მის განხორციელებაში მონაწილენი“წინასწარ შეკავშირდნენ’’ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.[იგულიხმება მინიმუმ ორი „ამსრულებლის“ არსებობა]

·        თუ 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას[„დამზადება’’,შეძენა’’ ,შენახვა’’ ,გასაღება’’] „ასრულებს’’ მხოლოდ ერთი ამსრულებელი,ხოლო მე-2 წარმოადგენს „თანამონაწილეს’’[მაგ. წამქეზებელ’’],ქმედება ამ „დამამძიმებელი გარემოებით’’ არ დაკვალიფიცირდება.

·        ამსრულებლის’’ ქმედება დაკვალიფიცირდება ამ მუხლის 1-ლი ნაწილით[თუ სახეზე არაა სხვა „დამამძიმებელი გარემოება’’

·        ხოლო „თანამონაწილის’’ ქმედება დაკვალიფიცირდება მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში „თანამონაწილეობად’’[25,212-ე]

·        [შენიშვნა: აი რატომაა რომ როცა“ წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფს“ ამხელენ რომელიმე დანაშაულში ,ჯგუფის ერთი წევრი საკუთარ თავზე იღებს “ამსრულებლის’’ როლს,ხოლო სხვები ცდილობენ „თანამონაწილის’’ როლის მორგებას, ამას აკეთებენ იმიტომ,რომ თავიდან აიცილონ უფრო მკაცრი სასჯელი რომელსაც ითვალისწინებს ბრალის დამამძიმებელი გარემოება’’- „წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ’’]

შენიშვნა:

·        რადგან 212-ე მუხლის მე-2 ნაწილში კანონმდებელმა ბრალის „დამამძიმებელ გარემოებად’’ გაითვალისწინა მხოლოდ  „წინასწარ შეტანხმებული ჯგუფის’’ მიერ ამ დანაშაულის ჩადენა,ამიტომ 212-ე მუხლის 1-ელ ნაწილში  „ამსრულებლად’’ შეიძლება მოვიაზროთ: ა) „წინასწარ შეუთანხმებელი ჯგუფი’’ ან „ერთპიროვნული ამსრულებელი’’

„ასეთი დანაშაულისთვის მსჯავრდებული’’[როგორც ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ამსრულებელი’’]

·        რაც შეეხება „ადრე ნასამართლობას’’ აქ „სპეციალურ რეცედივთან ‘’ გვაქვს საქმე.

·        უწინ ეს „დამამძიმებელი გარემოება’’ ჩამოყალიბებული იყო ამ დანაშაულის „ხელობის’’ სახით ჩადენის ფორმიტ.[რაც შემოსავლის ძირითადი წყარო იყო დამნაშავისტვის]

·        ახალმა კოდექსმა უარი თქვა“სიმრვლის’’ ისეთ ფორმაზე ,როგორიცაა „ხელობა’’

·        ამიტომ ,ახლა „სპეციალური რეცედივი’’ ამძიმებს პასუხისმგებლობას

 

212-ე მუხლის დანაშაულის მე-3  ნაწილი [„ორგანიზებული ჯგუფის მიერ’’]

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

 

·        ამ მუხლის მე-3 ნაწილიტ პასუხისმგებლობა მძიმდება,თი 1-ელ და მე-2 ნაწილიტ გათვალისწინებულ ქმედებებს ჩაიდენს „რგანიზებული ჯგუფი’’

·        „ორგანიზებული ჯგუფის’’ განმარტება მოცემულია 27-ე ნუხლის მე-3 ქვეპუნქტში.

 

3. დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ ა)იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა,ბ) შეთანხმებულად მოქმედმა, გ)სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები  დ) წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან ე)რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება

 

212-ე მუხლის დანაშაულის მე-4  ნაწილი[დასამზადებელი „მასალები]

 

4. ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დასამზადებელი ნებისმიერი სახის საბეჭდი ფორმის, მატრიცის, ქაღალდის, საღებავის და სხვა საგნის ან ნივთიერების უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა გასაღების მიზნით ან გასაღება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე

 

·        212-ე მუხლის მე-4 ნაწილში „დანაშაულის საგანია’’ : „ყალბი’’ ფულის,ფასიანიქაღალდის’’ ,ან ვალუტის’’ დასამზადებელი „საბეჭდი ფორმა’’,“მატრიცა’’,“ქაღრალდი’’,“საღებავი’’,ააგრეთვე „სხვა საგანი მათ დასამზადებლად’’

·        212-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დანაშაულის საგანზე’’ უნდა ითქვას შემდეგი ,ამ ნაწილში კანონმდებელმა ისეტი „საგნების’’ კრიმინალიზაცია მოახდინა,რომლებიც პოლიგრაფიაში „გავლილ საფეხურს’’[მოძველებულ ტექნოლოგიებს] წარმოადგენს,და არაფერი ტქვა ბეჭდვის ისეთ თანამედროვე საშუალებებზე,როგორიცაა: „ფერადი ბეჭდვის ქსეროქსი’’,“კომპიუტერები ლაზერული პრინტერებით’’

·        საჭიროა ამ ნაწილში იყოს მინიშნება ბეჭდვის თანამედროვე საშუალებებზე

·        212-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ობიექტური მხარე’’ გამოიხატება ამ ნაწილში აღნიშნული სანების „უკანონო’’  დამზადებაში,შეძენაში,შენახვაში,გადაზიდვაში,გასაღებაში

·        212-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაშაული „ფორმალურია’’ და „დამტავრებულია’’ ჩამოთვლილი ქმედებების ჩადენისტანავე

·        212-ე მუხლის მე-4 ნაწილის „სუბიექტური  მხარე’’ გამოიხატება ამ ნაწილში აღნიშნული სანების „გასაღების მიზანში’’

·        „გასაღების მიზანი’’ 212-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაშაულის „სავადებულო’’ ნიშანია [რადგან ქმედების ნიშანია]

·        ყურადღება: თუ „საბეჭდი ფორმა’’ ,“საღებავი’’ და.შ. შეძენილია არა მათი „გასაღების მიზნით’’,არამედ  „ყალბი’’  ფულის ,ფასიანი ქაღალდის ,ან ვალუტის „დამზადების’’ მიზნით,ქმედება დაკვალიფიცირდება 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანასაულის „მომზადებით’’[ანუ „ყალბი ფულის დამზადების მომზადებით’’]-18,212-ე მუხ. 1-ლი ნაწ.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები