„კრედიტის’’[სესხის] უკანონო მიღება[მუხ.208-ე]
· მუხლი მიზნად ისახავს „ქვეყნის საფინანსო სისტემის’’ და“ეკონომიკური ბრუნვის’’ ცალკეულ მონაწილეთა კანონიერი ინტერესების დაცვას
ხ
· ამ დანაშაულისგან სსს-ვი დაცვის ობიექტია: „ბანკების და სხვა „საკრედიტო ორგანიზაციების’’ საქმიანობა
ხ
„კრედიტი’’
· „კრედიტი’’არის -ფული ,რომელსაც ბანკი ანსხვა „საკრედიტო ორგანიზაცია’’ აძლევს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით და პირობებით.
ხ
· „ბანკების’’ მიერ „კრედიტის’’ გაცემას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი,რომლის თანახმად:
+
საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ხ
·
დანაშაულის „კრედიტის უკანონოდ მიღება’’ „ამსრულებელი’’ შეიძლება იყოს : „კერძო პირი’’,“ინდივიდუალური მეწარმე’’“ამა
თუ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი’’
ხ
208-ემუხლის 1-ლი ნაწილის „ობიექტური მხარე’’
მუხლი 208. კრედიტის უკანონოდ მიღება
1. ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
·
208- ემუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის „ობიექტური მხარე’’
ორი „ალტერნატიული ქმედებით ‘’ შეიძლება განხორციელდეს:
1) „ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება“ [კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით]
[„მიზნით დაფუძნებული დელიქტი’’]
2) „მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,’’[„შედეგიანი დელიქტი’’]
·
„სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ
ცნობები’’ -შეიცავს
მონაცემებს,რომლებიც „მოქმედი
ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით’’ და“დამკვიდრებული პრაქტიკით’’ გამოიყენება
„დაკრედიტების’’ შესახებ „გადაწყვეტილების’’ მიღებისას.
·
„სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ
ცნობები ’ გავლენას ახდენს „კრედიტორის ნებაზე’’
·
„სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ
ცნობები’’ ეს არის: მსესხებლის „ძირითადი საშუალებების’’, მისი
„მთლიანი საკუთრების’’,მისი „ქონებრივი უფლებების და ვალდებულებების’’,“ბალანსის’’
„მოგებისა და ზარალის’’,“კრედიტის დაფარვის გარანტიების’’ და სხვა -შესახებ[!]
·
„სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ
ცნობების ’’ „სიყალბე’’
მდგომარეობს იმაში ,რომ „ბანკში’’ ან „სხვა’’ „საკრედიტო ორგანიზაციაში’’ წარდგენილ
ოფიციალურ დოკუმენტში ა) „შეგნებულად’’ არ არის შეტანილი „სწორი
ინფორმაცია’’ პირის სამეურნეო-საფინანსო მდგომარეობის შესახებ ანდა ბ)ასახულია
არასრული „ფაქტობრივი ხასიათის’’ ცნობები.
·
მაშასადამე,
ამ მუხლის 1-ლი ნაწილით გატვალისწინებული
დანაშაულის ჩადენის ალტერნატიული „ხერხია’’ ოფიციალური დოკუმენტის
გამოყენება,რომელიც „ყალბ’’
მონაცემებს შეიცავს
·
ეს დანაშაული „დამთავრებულია’’
კრედიტორისთვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ „ყალბი ცნობის’’ მიწოდების
მომენტიდან[!][ამდენად,ამ ალტერნატილი ქმედების ჩადენის შემტხვევაში სახეზეა“აბსტრაქტული
საფრტხის შემქმნელი,ფორმალური „შემადგენლობა’’]
·
მაგ. დავითს სურს აიღოს კრედიტი ,მაგრამ იცის,რომ მისი ფინანსური მდგომარეობა[დავითი
უმუსევარია] არ აძლევს კრედიტის მიღების საშუალებას.მან ბანკში წარადგინა ყალბი მონაცემები როგორც “საქმიანობის’’,ისე „სოლიდური ანაზღაურების’’
შესახებ და მოითხოვა „კრედიტის’’ გაცემა.
სახეზეა 208-ე მუხლით გაუთვალისწინებელი დანაშაული.
ხ
„კრედიტორისთვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ „ყალბი ცნობის’’ მიწოდების’’
– „სუბიექტური მხარე’’
·
კრედიტორისთვის „ყალბი ცნობის’’ მიმწოდებლის „მოტივს’’ არ აქვს მაკვალიფიცირებული მნიშვნელობა,თუმცა
უმეტესად „მოტივი’’ -ანგარებაა.
·
რაც შეეხება მიზანს,იგი ამ სახის დანაშაულისთვის ნაწილობრივ სავალდებულო ნიშანია და ეს „სპეციალური მიზანია’’
: ან ა) კრედიტის მიღება ,ან ბ) კრედიტის
ოდენობის გაზრდა ან გ) შეღავათიანი კრედიტის მიღება[ანუ კამ მუხლის 1-ლი ნაწილით კვალიფიკაციისთვის აუცილებლად ამსრულებლის ერთ-ერთი
ეს მიზანი უნდა იყოს სახეზე]
ხ
·
ხოლო თუ დამნაშავის მიზანი იყო
„კრედიტის თანხის მითვისება’’ მაშინ ეს „თაღლითობის’’ მცდელობაა[!]
·
ხოლო თუ მიზანი „კრედიტის თანხის
მითვისება’’ ვერ დადგინდა,მაგრამ კრედიტორი შეცდომაში იქნა შეყვანილი,მაშინ „ყალბი ცნობის მიწოდების’’ შემადგენლობაა სახეზე
ხ
„კრედიტორისთვის სამეურნეო ან
ფინანსური მდგომარეობის შესახებ „ყალბი ცნობის’’ მიწოდების’’ – „ბრალის’’ ფორმა
·
„ბრალის’’ ფორმის მიხედვით „ყალბი ცნობის მიწოდება’’ განზრახია [პირდაპირიო განზრახვაა]
·
პირს გაცნობიერებული აქვს ,რომ ბანკს ან „სხვა’’ კრედიტორს წარუდგენს
„ყალბ მონაცემებს’’
ხ
·
რაც შეეხება „ობიექტური მხარის’’ მე-2 ფორმას [ანუ მე-2 ალტერნატიულ „ქმედებას’’იხ. მუხლის 1-ლი ნაწ] რაც არის - “მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ
გამოყენება’’
·
“მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენების’’ ჩადენისას სს-ვი პასუხისმგებლობის საფუძველია ა)“კრედიტის გამოყენება
არაპირდაპირი დანიშნულებით’’[რადგან „კრედიტის“
გაცემის დროს მისი გამოყენება საგანგებოდ
დათქმული მიზნისთვის-„დაკრედიტების საფუძველს’’ წარმოადგენს]
·
ყურადღება: მაგრამ პირის სს-ვი პასუხისმგებლობისთვის ასევე[კუმულაციურად] აუცილებელია :
ბ)„მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ „მნიშვნელოვანი ზიანი’’ [ანუ ცუდი შედეგი] გამოიწვიოს;
·
ე.ი. დანაშაულებრივი ქმედების
“მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ
გამოყენების’’ „შენადგენლობა’’-მატერიალურია[შედეგიანი
დანაშაულია]
·
“მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება’’ არ არის“გამიზვნითი დელიქტი’’
ხ
·
ამრიგად, 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაული მაწილობრივ მიზნით დაფუძნებული,ნაწილობრივ ფორმალური და დანაწილობრივ მატერიალური დელიქტია
·
„მნიშვნელოვანი ზიანი’’ უნდა მიადგეს „რედიტორს’’
·
მისი ოდენობის დადგენა სასამართლოს პრეროგატივაა
·
სასამართლო „ზიანის ოდენობის ‘’ დადგენისას მხედველობაში იღებს კრედიტორის
ფინანსურ მდგომარეობას
ხ
„თაღლითობა’’ [მუხ.180-ე] თუ „კრედიტის უკანონო მიღება’’[მუხ.208]
·
მათ შორის არის როგორც მსგავსება ისე განსხვავება;
„მსგავსება’’:
1) ორივე შემთხვევაში დამნაშავე
იყენებს „მოტყუების’’ ხერხს
2) ორივე შემთხვევაში დამნაშავეს
„მატერიალური დაინტერესება’’ ამოძრავებს.
„განსხვავება“:
a. „თაღლითობისგან’’ სს-ვი დაცვის
ობიექტია: „საკუთრების უფლება’’ ,ხოლო“კრედიტის უკანონოდ მიღებისგან’’ - „საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემა’’
b. „მოტყუება’’ „თაღლითობისთვის’’
დანაშაულის ჩადენის აუცილებელი ხერხია,რომელიც წინ უძღვის „სხვისი ნივთის დაუფლებას’’,ხოლო
,ხოლო“კრედიტის უკანონოდ მიღებისთვის’’ „მოტყუება’’
არაა აუცულებელი „ხერხი’’.ამ დანაშაულის ჩადენა „მოტყუების ‘’ გარეშეც შეიძლება[მაგ.“მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებით’’]
c. „თაღლითობისას’’ „მოტყუება’’
შეიძლება ჩაიდინონ „ყალბი დოკუმენტის’’ გამოყენების გარეშეც[მაგ. „ზეპირად’’ ან „რეალური
ინფორმაციის დამალვით’’].ხოლო ,ხოლო“კრედიტის უკანონოდ მიღებისას’’ აუცილებელია „ყალბი
ცნობების მიწოდება’’ კრსაკრედიტო ორგანიზაციისთვის.
d. „თაღლიტობისას’’ დამნაშავეს ამოძრავებს
„სპეციალური მიზანი’’-„სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების
მიზანი,ანუ დამნაშავის მიზანია სხვისი ქონების შემცირების ხარჯზე ,გაზარდოს საკუთარი
ქონება,უკანონოდ და უსასყიდლოდ[ანუ სანაცვლოს გარეშე]
რაც შეეხება“კრედიტის
უკანონო მიღება’’ მისთვის სრულიად არაა აუცილებელი ასეთი მიზნის არსებობა. საკრედიტო
ორგანიზაციისთვის „ყალბი ცნობების წარდგენისას’’ დამნაშავეს ამოძრავებს სულ სხვა მიზანი-
„რედიტის მიღების’’ მიზანი[რომელსაც გაყალბებული ცნობების გარეშე დიდი ალბათობით ვერ
მიიღებს] ,ან „კრედიტის ოდენობის გაზრდის’’ მიზანი[რადგან ყალბი ცნობის გარეშე კრედიტს
მიიღებს მხოლოდ სტანდარტული პირობებით]
e. განსხვავებით „თაღლითობისგან’’
„კრედიტის უკანონოდ მიღებისას’’ ,შესაძლოა ,უტყუარად დადგინდეს ,რომ პირს გადაწყვეტილი
ჰქონდა მიღებული კრედიტის დროული დაბრუნება ,მაგრამ ეს 208-ე მუხლის „შემადგენლობას’’
არ გამორიცხავს.უფრო მეტიც,“კრედიტის უკანონოდ
მიღების’’ ფაქტი შეიძლება გამჟღავნდეს მას შემდეგ რაც პირნა კრედიტორს მთლიანად დაუბრუნა
მოტყუებით აღებული კრედიტი.
ყურადღება:
ასეთ ფაქტს ენიჭება როგორც პროცესუალური ,ისე სისხლისამარტლებრივი
მნიშვნელობა
·
„პოცესუალურ-სამართლებრივი“ მნიშვნელობა მას აქვს იმ თვალსაზრისით,რომ
„უკვე აღარ არსებობს საჯარო ინტერესი დევნის
გაგრძელებისთვის რადგან გავლილია ის საფრტხე,რასაც „კრედიტის
უკანონოდ მიღება’’ უქმნიდა ქვეყნის ფულად-საკრედიტო
სისტემას.უფრო მეტიც“სარგებელი ნახა’’ როგორც კრედიტორმა,ისე „მატყუარა’’ კლიენტმა
·
რაც სეეხება ასეთი ფაქტის „სისხლისამართლებრივ’’ მნიშვნელობას;მოცემული
შემთხვევა[როცა „მატყუარა’’ კლიენტს ბოლომდე აქვს გადახდილი აღებული კრედიტი],იძლევა
ქმედების ამსრულებლის მიართ სსკ 70-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას,რომლის
მიხედვითაც:“დანაშაულის ჩამდენი შეიძლება
გათავისუფლდეს სისხლისამარტლებრივი პასუხისმგებლობისგან,ტუ დადგინდა რომ ქმედებისთვის
სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის
გამო’’[ეს დაიმახსოვრე]
f. 208- ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის“კრედიტის უკანონოდ მიღება’’ „დამთავრებულად’’ ცნობისათვის არაა აუცილებელი
შედეგი,ანუ პირმა „მოახერხოს კრედიტის მიღება’’-
დანაშაული „დამტავრებულია’’ კრედიტორისათვის“ყალბი ცნობის’’ წარდგენის მომენტიდან[„ყალბი
ცნობების წარდგენა კრედიტორისთვი’’ -აბსტრაქტული საფრთხის დელიქტია];
ამიტომ „ყალბი ცნობების წარდგენის’’ საფუძველზე „კრედიტის უკანონოდ მიღება’’
„ნაწილობრივ ფორმალური დანაშაულია’’[ყურადღება: ეს არ ეხება“მიზნობრივი კრედიტის
არადანიშნულებისამებრ გამოყენებას’’,რომლის დასჯადობისტვის აუცილებელია
„მნიშვნელოვანი ზიანის’’ გამოწვევა [ანუ შედეგის დადგომა კრედიტორისთვის ]
რაც შეეხება „თაღლითობას’’ იგი „შედეგიანი’’ დანაშაულია
და „დამთავრებულია’’
მხოლოდ მაშინ,როცა დამნაშავე“მოტყუების ‘’ გზით[ხერხით]
„დაეუფლება’’ „სხვის ქონებას’’ და მიიღებს მისი „განკარგვის’’ ფაქტობრივ შესაძლებლობას.
ხხხხხხხხხხხხ
208-ე
მუხლის მე-2 ნაწილი [„სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტი’’
მუხლი 208. კრედიტის უკანონოდ მიღება
2. „სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის“ ა)უკანონოდ მიღება ან ბ)მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც“ მნიშვნელოვანი ზიანი“ გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
·
208-ე მუხლის მე-2 ნაწილში შეცვლილია „დანაშაულის საგანი’’ ,აქ „დანაშაულის
საგანია’’ „სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტი’’
·
„სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტი’’ ესაა-„კრედიტის’’ განსაკუთრებული
სახე,რომელსაც გასცემს „ფინანსთა სამინისტრო’’ „ზუსტად განსაზღვრული საჭიროებისთვის’’[მაგ.
„მტიანი რეგიონის განვითარებისტვის’’];
·
„სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტი’’ გაიცემა ან ქვეყნის „ბიუჯეტიდან“,ან „უცხოური საინვესტიციო
პროგრამებიდან’’
·
„სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტი“
გაიცემა ა) ფულის ან ბ)“გვარეობითი
ნიშნით’’ განსაზღვრული ნივთების ,ან)“უფლებების და უპირატესობების’’ სახით
,კანონით დადგენილი წესით[!]
·
„სახელმწიფო კრედიტის მიზნობრივი დანიშნულება’’ განისაზღვრება იმ „ნორმატიული
აქტებსა“ და „გადაწყვეტილებებში’’,რომლებიც „ამ კრედიტს’’ შეეხება.
·
„საქართველოს მთავრობის’’ მიერ „დაკრედიტების’’[დაფინანსების] საფუძვლები,წესი და ზოგადი პირობები განისაზღვრება
შესაბამისი წლის“სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ კანონით
ხ
·
„სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის’’ მიღების „უკანონობა’’ რაში მდგომარეობს ეს 208-ე მუხლში
განმარტებული არ არის
·
ამიტომ,უნდა ვივარაუდოთ,რომ „სახელმწიფო მიზნობრივი
კრედიტის’’ „უკანონოდ მიღებას’’ ადგილი ექნება იმ შემტხვევაში,როცა კრედიტის მიმღები
„განზრახ’’ დაარღვევს შესაბამისი „ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით’’ დადგენილ
წესებს[!],რომლებიც განსაზღვრავენ ამ კრედიტის მიღების „მატერიალურ-სამართლებრივ
საფუძვლებს’’[აქ იგულისხმება „ყალბი ცნობების წარდგენაც’’ ასეთი კრედიტის მისაღებად]
ხ
·
„სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ
გამოყენება’’ კი წარმოადგენს „მოქმედებას მიღებული „საშუალებების’’ განსაკარგავად
იმ პირობების საწინააღმდეგოდ,რომელიც ჩამოყალიბებული იყო “გადაწყვეტილებაში’’ „სახელმწიფო
მიზნობრივი კრედიტის მიცემის შესახებ’’
·
მაგ. პირმა“სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტი’’ მიიღო რეგიონში
სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის,მან კი იგი გამოიყენა პირადი საცხოივრებელი სახლის
ასაშენებლად[!]
ხ
·
208-ე მუხლის მე-2 ნაჭილში ნახსენები „მნიშვნელოვანი ზიანი’’ ადგება „სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის“ გამცემ სუბიექტს
·
„მნიშვნელოვანი
ზიანის’’ ოდენობას[მოცულობას] განსაზღვრავს სასამართლო[გაცემული კრედიტის ოდენობის მიხედვით]
Комментарии
Отправить комментарий