ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება,შემოტანა ან რეალიზაცია[მუხ. 198-ე]
·
ეს ნორმა „მიზნად’’ ისახავს : „მოსახლეობის ჯანმრთელობის
დაცვას’’
ხ
·
198-ე მუხლის დანაშაულისგან სს-ვი დაცვის ობიექტია:“პროდუქციის წარმოების სტანდარტიზაციისა
და სერტიფიკაციის სამართლებრივი საფუძვლები’’
და „მომხმარებელთა ინტერესები’’
·
სს-ვი დაცვის „დამატებითი ობიექტია: „ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე’’
ხ
·
„ამსრულებელი’’- შეიძლება იყოს ნებისმიერი
14 წლის ასაკს მიღწეული,შერაცხადი პირი,როგორც საქართველოს მოქალაქე ,ისე უცხოელი ან
მოქალაქების არმქონე პირი
ხ
·
„დანაშაულის საგანი’’- დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან
შეუსაბამო,ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია.
·
ასეთი „პროდუქცია’’ შეიძლება იყოს ა) „სამამულო წარმოების’’ ,ისე ბ) „იმპორტული
წარმოების’’ ,ასევე გ)“სამრეწველო საქონელი’’ ,ან დ)“სასურსათო საქონელი’’
[რომლებზეც დადგენილია „უსაფრთხოების მოთხოვნები’’]
·
ყურადღება: ამ მუხლის „დანაშაულის საგანი’’ შიძლება იყოს არა მხოლოდ „უხარისხხოდ
წარმოებული პროდუქცია,რაც საშიში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის’’[მაგ.
საშიში ქიმიური ნივთიერებისგან დამზადებული კოსმეტიკური საშუალება’’]
·
არამედ ასევე „სტანდარტების შესაბამისად შექმნილი პროდუციაც,რომელიც „შემდგომ
გაფუჭდა’’ ა) „შენახვის’’,ბ)“ტრანსპორტირების’’ ,გ)“უტილიზაციის’’ ან „სხვა მიზეზის’’
გამო და ამდენად,უჯვე „საშიში გახდა’’ „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის’’[მაგ.
„რძის პროდუქტი’’,რაც კანონის მოტხოვნების დაცვით დამზადდა,მაგრამ „შენახვის პირობების
დაუცველობის’’ გამო „გაფუჭდა’’ და „საშიში’’ გახდა ადამიანისთვის]
ხ
განმარტებანი:
ა) „ხარისხი’’
·
„ხარისხი’’ პროდუქციის ის მახასიათებელია[სტანდარტით დამორმებით განსაზღვრული
მაჩვენებლების ერთობლიობაა],რომელიც აკმაყოფილებს „დადგენილ’’ ან „სავარაუდო’’ -„მოთხოვნებს’’[!] და დაკავშირებულია „საბოლოო მომხმარებლის’’ „ეკონომიკურ ინტერესებთან’’]
·
კერძოდ,“სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ ‘’ კანონი ადგენს „სურსათის
უვნებლობის’’ – „კონკრეტულ მოთხოვნებს[შეგიძლია გაეცნო იქ]
·
ყველა „მწარმოებლისა’’ და „გამსაღებლისთვის’’ „პროდუქციის ხარისხისთვის ’’ დადგენილი
ზოგადი მოთხოვნები განსაზღვრულია შემდეგ კანონებში:
a. კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ’’
b. კანონი „პროდუქციის და მომსახურების
სერტიფიკაციის შესახებ’’
c. კანონი „სურსათისა და თამბაქოს
შესახებ’’
d. კანონი „მომხამარებელთა უფლებების
დაცვის შესახებ’’
e. კანონი“სურსათის უვნებლობისა
და ხარისხის შესახებ’’ და სხვა.
ბ) „სტანდარტი’’
·
„სტანდარტი’’ არის „დოკუმენტი’’,რომელიც
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს
კონკრეტული „პროდუქციის ხარისხისადმი’’ სავალდებულო მოთხოვნებს[!]
·
„პროდუქციის ხარისხისადმი’’ სავალდებულო მოთხოვნების[ დადგენას კი ჰქვია
„პროდუქციის სტანდარტიზაცია’’
გ)“პროდუქციის
სერტიფიკაცია’’
·
„პროდუქციის სერტიფიკაცია’’- დადგენილ „სტანდარტებთან’’ კონკრეტული პროდუქციის
„შესაბამისობის’’ დადასტურებაა[!]
ხ
·
„პროდუქციის წარმოების’’ „სტანდარტიზაცია’’
და „სერტიფიკაცია’’ მიზნად ისახავს ა)“პროდუქციის
კონკურენტუნარიანობის ამაღლებას’’ ,ბ)“პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას’’ ,გ)“პროდუქციის
ხარისხიანობის დადასტურებას’’ და სხვა
·
მაშინ როცა“სტანდარტიზაციის’’
და „სერთიფიკაციის ‘’ შესახებ კანონები „პროდუქციის ხარისხის’’ უზრუნველმყოფ „ზოგად
მოტთხოვმებს’’ ადგენენ[აწესებენ],საქართველოს „სხვა საკანონმდებლო აქტები’’,ადამიანის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ მოთხოვნებს უფრო კონკრეტულად
განსაზღვრავენ;
·
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს“პროდუქციის სერტიფიკაციის’’
„სავალდებულო შემტხვევებს’’ [!] და განსაზღვრავს
„სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული
პროდუქციის ნუსხას’’
·
საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქციის რეალიზაციისას „სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული
პროდუქციის“ “დამამზადებელი’’[ან „გამყიდველი’’] „ვალდებულია ამ პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს მხოლოდ უფლებამოსილი
ორგანოს მიერ „გაცემული’’ ,ან „აღიარებული’’
„შესაბამისობის სერთიფიკატით’’[ეს დაიმახსოვრე]
ხ
198 ე მუხლის 1 ნაწილის
დანაშაულის - „ობიექტური მხარე’’
მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია
+
1. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის ა)დამზადება,
ბ)შემოტანა ან გ)რეალიზაცია, ანდა ასეთ პროდუქციაზე დ)ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ა) „დამზადება’’
·
„დამზადებაში’’ - იგულისხმება „ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის
საშიში პროდუქციის შექმნა’’
·
ესეთი ქმედება შეიძლება ჩაიდინოს“მეწარმეა შესახებ’’ კანონით გათვალისწინებულმა
ნებისმიეერმა საწარმომ,ასევე „კერძო პირმა’’
·
„დამზადება’’ გულისხმობს „პროდუქციის მომზადებას მომხმარებლისტვის მისაწოდებლად’’[
ანუ რესურსების და საქმიანობის ერთობლიობას,ნედლეულის
სამრეწველო გადამუშავებას]
ბ) „შემოტანა’’
·
„შემოტანაში’’ იგულისხმება „ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში
პროდუქციის შემოტანა საქართველოში’’
·
ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა,ეს პროდუქცია „შექმნისთანავე’’ „საშიში იყო’’
„„ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის“,თუ „შემდეგ გახდა’’ ასეთი[მაგ. „შენახვის
პირობების დაუცველობის გამო’’]
·
მთავარია,“საქართველოში შემოტანის მომენტში’’ ეს პროდუქცია „საშიში’’ იყო
ხ
ყურადღება:
·
198-ე მუხლით გატვალისწინებული“დანაშაულის საგანი’’ განსხვავდება 214-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „დანაშაულის საგნისგან’’[„შხამიანი“ ან
„მომწამვლელი“ ნივტიერებისაგან’’]
·
განსხვავდება იმით,რომ 198-ე მუხლის „დანაშაულის საგანი’’ მარტალია „საშიშია’’ „ადდამიანის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისთვის’’,მაგრამ „აუცილებელი არაა“,იგი[„საგანი’’] იყოს „შხამიანი’’ [„შხამი’’ არის:“ განსაკუთრებით საშიში
ქმიური ნივთიერება“]
·
ასევე არაა აუცილებელი იგი[„დანაშაულის საგანი’’] შეიცავდეს „მომწამლავ“
ნივთიერებას’[!]
·
198-ე მუხლით გატვალისწინებული“დანაშაულის საგანი’’,შესაძლოა „სხვა მხრივაც’’[ ანუ არა მართო „შხამის’’ ან „მომწამვლელი’’
ნივთიერების შემცველობით] იყოს „საშიში’’ „ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის’’
მაგ.1.
დავითმა საქრთველოში „შემოიტანა’’ ისეთი საკონდიტრო
ნაწარმი[შოკოლადი] ,რომელშიც გადაჭარბებული დოზით იყო შეყვანილი
„გარდამქმნელები’’ და „კონსერვანტები’’,რის გამოც იგი „საშიში იყო’’ „ადამიანის
ჯანმრტელობისათვის.
ხ
მაგ.2
სანდრომ საქართველოში „შემოიტანა’’ ბავშვის სათამაშოები,რომლის
შიგთავსი შედგებოდა „რადიაციულად დაბინძურებული მასალისგან’’,ხოლო ამ სათამაშოების გარეგნული
იერსახის მისაცემად გამოყენებული საღებავები
შეიცავდა „შხამიან ნივთიერებას’’
მიხედავად“რადიაციულად დაბინძურებული მასალის’’
და „შხამიანი ნივთიერების’’ შემცველობისა ,
ჩადენილი „ქმედება’’ მაინც დაკვალიფიცირდება არა 21-4 მუხლის მე-4 ნაწილით ,არამედ
198-ე მუხლით[!]
198-ე მუხლით დაკვალიფიცირდება იმიტომ ,რომ :
ა) „დანაშაულის საგნის’’[ამ მაგალითში „სათამაშაოების’’]
საქართველოში“ შემოტანისას’’ ადგილი არ
აქვს 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გატვალისწინებული
ხერხების გამოყენებას[ეს „ხერხებია’’: „ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად“, ან „დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენება’’, ან“საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანა’’]
ბ) ასევე , „დანაშაულის საგნის’’[„სათამაშოების’’]
საქართველოში“ შემოტანისას დადგენილი[დაწესებული] არაა
„შემოტანისტვის’’ რაიმე „სპეციალური ნებართვის’’ არსებობა[!]
გ) „რეალიზაცია’’
·
„რეალიზაცია’’-„სურსათისა და თამბაქოს შესახებ’’ კანონით ეს არის:“გაყიდვის ან „სხვა სახით’’ „გასაღების’’
მიზნით „მზა პროდუქციის’’ ა) „საღად შენახვა’’
და ბ)ნებისმიერი ფორმით „სხვა პირტატვის გადაცემა’’[ან“გაყიდვით’’,ან
„გაჩუქებიტ’’,ან „გაცვლით’’ და სხვა]
·
იმ „პროდუქციის’’ რეალიზაცია,რომელიც
„ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიშია’’ ,შეიძლება განახორციელოს ა)“პროდუქციის მწარმოებელმა’’[მაგ. საამქრომ] ან
ბ)“სხვა საწარმომ’’ [მაგ,“მარკეტმა’’] ,ან გ) „ინდივიდუალურმა მეწარმემ’’[მაგ. ბაზარში
დახლიდან მოვაჭრემ]
·
„რალიზაცია’’,როგორც წესი, გულისხმობს „ნასყიდობის ხელშეკრულების’’ დადებას
იმ „პროდუქციაზე’’,რომელიც „მომხმარებლის’’ მიერ „პირადი მოხმარებისთვის’’ არის განკუთვნილი
დ)“პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება’’
·
„ეტიკეტი’’ არის „შესაბამისობის’’
ნიშანი[!]
·
ანუ „ეტიკეტი ‘’ არის : „დადგენილი
წესით დაცული „ნიშანი’’ რომელსაც ადებენ პროდუქციას იმის საჩვენებლად,რომ მან[ამ პროდუქციამ]
გაიარა
„სერთიფიკაცია’’[!] [საზეპირო]
·
ყურადღება: ასეთი „ნიშნის ‘’ გამოყენების უფლება[ანუ „ეტიკეტის ‘’ პროდუქციაზე
დადების უფლება]აქვს მხოლოდ „მეწარმე’’-სუბიექტს[და არა „გამსაღებელს’’],რომლის პროდუქცია
„სერთიფიცირებულია’’ „კანონით დადგენილი წესით“[!]
·
ყურადღება: „კანონით დადგენილი წესების’’ დაუცველად პროდუქციის „ნიშანდება’’[ანუ
„ეტიკეტების’’ დაკვრა] „უსაფრთხოების დადგენილი
მოთხოვნებისამი ‘’ „შეუსაბამო“
და „უკანონო’’ იქნება,თუკი
ეს პროდუქცია“საშიშიშია სიცოცხლის ან ჯანმრტელობისთვის“
ხ
·
198-ე მუხლის 1-ლი ნაწილით პასუხისმგებლობისთვის
საკმარისია[!] კანონში მითიტებული ერტ-ერთი „მოქმედების’’ ჩადენა [
„საშიში“ პროდუქციის ა)დამზადება,
ბ)შემოტანა ან გ)რეალიზაცია, ანდა ასეთ პროდუქციაზე დ)ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება],ყოველგვარი
„შედეგის’’ ან „კონკრეტული საფრთხის შექმნის’’ მიუხედავად[!]
მთავარია,მხოლოდ
ის ,რომ „პროდუქცია საშიში იყოს ადამიანის სიცოცხლისა ან
ჯანმრთელობისთვის’’ [ანი 1-ლი ნაწილით სახეზეა“კონკრეტულ-აბსტრაქტული საფრთხის
დელიქტი’’]
ხ
198 ე მუხლის 1 ნაწილის დანაშაულის - „სუბიექტური მხარე’’
·
„მოტივს’’ და მიზანს’’ კვალიფიკაციისტვის
მნიშვნელობა არ აქვს[!]
198 ე მუხლის 1 ნაწილის დანაშაულის - „ბრალის
ფორმა’’
·
„ბრალის ფორმის’’ მიხედვით ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია განზრახ,კერძოდ,პირდაპირი
განზრახვით-პირს გაცნობიერებული აქვს,რომ „ამზადებს’’,შემოაქვს’’,“რეალიზაციას უკეთებს’’ „ადამიანის
სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქციას ან „ასსეთ „საშიშ’’ პროდუქციაზე
უკანონოდ აკრავს „ეტიკეტს’’ და „სურს ამ ქმედებათა ჩადენა.
ხ
198 ე მუხლის მე-2 ნაწილი [ ბრალის „დამამძიმებელი გარემოებაა’’- „საფრთხის შექმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის’’]
2. იგივე
ქმედება,
რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
198 ე მუხლის მე-3 ნაწილი [ ბრალის „დამამძიმებელი გარემოებაა’’- „სიცოცხლის მოსპობა
‘’ ან :სხვა მძიმე შედეგი’’]
3. იგივე
ქმედება,
რამაც გამოიწვია ადამიანის „სიცოცხლის მოსპობა“ ან „სხვა მძიმე შედეგი“, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
197-ე მუხლის
მე-4 ნაწილის და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის
შედარება
·
198-ე მუხლის
მე-3 ნაწილით[„ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის
დამზადება,შემოტანა ან რეალიზაცია’’] და 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით[„ფალსიფიკაცია’’] გათვალისწინებული „ბრალის დამამძიმებელი გარემოებები’’ იდენტურია[!]
3. იგივე
ქმედება,
რამაც
გამოიწვია ადამიანის „სიცოცხლის მოსპობა“ ან „სხვა მძიმე შედეგი“, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
4. ამ მუხლის
პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც
მოჰყვა
ადამიანის „სიცოცხლის მოსპობა“ ან „სხვა მძიმე შედეგი“, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით
·
აქაც და იქაც „სხვა მძიმე შედეგი’’- შეიძლება
იყოს:“ჯანმრთელობის „მძიმე’’ დაზიანება’’ , ან „ჯანმრთელობის „ნაკლებად მძიმე’’ დაზიანება’’
·
ამასთან, 198-ე მე-3 ნაწილით კვალიფიკაციისთვის „აუცილებელია[!] „მიზეზობრივი კავშირის ‘’ დადგენა [რომელიმე „ალტერნატიულ ქმედებას’’[იხ.1-ლი ნაწილი] და „სიკვდილს’’
ან „სხვა მძიმე შედეგს’’ შორის’’
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
197-ე მუხლის
მე-3 ნაწილის და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის
შედარება
3. ამ მუხლის
პირველი
ან მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ქმედება, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
·
„შეეძლო შეექმნა’’ ანუ 197-ე
მუხლის მე-3 ნაწილიტ სახეზეა „კონკრეტულ-აბსტრაქტული საფრთხის დელიქტი’’
2. იგივე
ქმედება,
რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
·
„შეუქმნა’’ ანუ 198-ე მუხლის მე-2
ნაწილით სახეზეა „კონკრეტული საფრთხის დელიქტი’’
·
შესაბამისად, 198-ე მუხლის
მე-2 ნაწილით ქმედების დასაკვალიფიცირებლად:
1)
უნდა დამტკიცდეს რომ ჩადენილია[სახეზეა] 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე
„ქმედება“
[ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის ა)დამზადება, ბ)შემოტანა ან გ)რეალიზაცია, ანდა დ)ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება]
და
2)
რომ ამ „ქმედებამ’’ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში“საფრთხე
შეუქმნა’’ „ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრტელობას’’
[ანუ უნდა დადგინდეს
„მიზეზობეივი კავშირი’’ „ქმედებას’’ და „შედეგს’’[საფრთხის
შექმნას’’ ] შორის
ხხხ
197-ე მუხლის
მე-3 ნაწილის და 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შედარება
·
საინტერესოა რიტ განხვავდება ერტმანეთისაგან : ა) „ფალსიფიკაცია ,რასაც
შეეძლო საფრტხე სეექმნა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრტელობისტვის’’[ანუ 197-ე მუხლის
მე-3 ნაწილი] და ბ) 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
?
·
ამ ორ დანაშაულს[ 197-ე მე-3 ნაწ. და 198-ე 1-ლი ნაწ.] „საერტო აქვთ’’
ის ,რომ ორივე შემტხვევაში სახეზეა „პროდუქცია,რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრტელობისათვის’’
3. ამ მუხლის
პირველი
ან მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ქმედება[მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა], რასაც შეეძლო
საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
+
1. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია, ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
·
[მაგრამ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ“ფალსიფიკაციის’’ „ძირითადი შემადგენლობის’’[ანუ 1-ლი ნაწილის] „საგანი’’ „არაა საშიში’’ „ადამიანის
სიცოცხლისა და ჯანმრტელობისთვის’’[რადგან სავალდებულო არაა „ფალსიფიცირებულ
ნივთს’’ ჰქონდეს ასეთი[ანუ „საშიში“]თვისება მაგ.“თვისებრიობა შეცვლილი თაფლი’’,რომელიც
არაა „სასარგებლო’’,მაგრამ არც „მავნებელია’’ ადამიანისტვის]
ხ
·
ამ ორ დანაშაულის[ 197-ე მე-3 ნაწ. და 198-ე 1-ლი ნაწ.] ერთმანეთისგან
განსხვავება კი გამოიხატება შემდეგში:
1) „ფალსიფიკაციისას’’
[197-ე მუხ ნაწ.მე-3 ] „ნივთის თვისებრიობა’’ „შეცვლილია’’[!]; ხოლო 198-ე მუხლის დანაშაულის
შემთხვევაში „დანაშაულის საგნის’’ ,ანუ „ნივთის’’„თვისებრიობა’’[შემადგენლობა] არაა შეცვლილი[!] ,[ანუ „ნივთი არ არის „ფალსიფიცირებული’’]
2) „ფალსიფიკაციის“ დროს[197-ე
მუხ ნაწ.მე-3 ] „ნივთი
‘’ არაა დამზადებული იმ „ინგრედიენტების’’ გამოყენებით,რაც
დაფიქსირებულია მასზე დაკრულ „ეტიკეტზე’’[ან „შეფუთვაზე’’] ;ხოლო 198-ე მუხლის
დანაშაულის შემთხვევაში კი „დანაშაულის საგანი’’[ნივთი’’] „დამზადებულია’’ იმ „ინგრედიენტების გამოყენებიტ,რაც
„ეტიკეტზეა’’ მითითებული’’[მაგ. „ნამდვილი ყურძნის წვენისგან’’],მაგრამ მასში შეყვანილია
ისეთი „კონსერვანტი’’ ან „გარდაქმნელი’’ და თანაც „ისეთი დოზით’’,რომ „საფრთხეს უქმნის
ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრტელობას’’ ანდა სწორად
„დამზადებული’’ „ნივტის’’ „შენახვის წესის დაუცველობის’’ ან „შენახვის ვადის ვადაგასულობის
გამო’’ ეს „ნივთი’’ „საშიში გახდა’’ „ადამიანის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის’’
3) „ფალსიფიკაციისას[197-ე
მუხ. მე-3 ნაწ] დანაშაულებრივი „ქმედებების’’ და „სუბიექტების’’ „წრე’’
შეზღუდულია. კერძოდ ,“ქმედება’’ გამოიხატება მხოლოდ[!] „ნივთის თვისებრიობის შეცვლაში მოტყუების
გზით’’. „სუბიექტი’’[ამსრულებელი] კი არის
ამ „ნივთის’’ ან „მწარმოებელი’’ ,ან“გამსაებელი’’; ხოლო 198-ე
მუხლის შემტხვევაში „ქმედება ‘’ შეიძლება გამოიხატოს
„საშიში პროდუქციის ა) დამზადებაში და შენახვაში,ბ)შემოტანაში ,გ) რეალიზაციაში ან
დ) საშიშ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონო გამოყენებაში; ამასთან „პროდუქცია’’ „საშიში’’
შეიძლება გახდეს ,როგორც მისი „დამზადების’’ მომენტში,ისე „შენახვის პირობების’’ დაუცველობიტ,ან
„შენახვის ვადის გასვლით’’[არც ერტ ამ ეტაპზე „ნივტის თვისებრიბა’’[ანუ შემადგენლობა,ინგრედიენტები]
არაა ამსრულებლის მიერ ხელოვნურად შეცვლილი.[!]
Комментарии
Отправить комментарий