ფალსიფიკაცია [მუხ.197-ე]

 

    

·        „ფალსიფიკაცია’’ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს რაიმე „ნამდვილი“,“ჭეშმარიტის’’ შეცვლას „მცდარით’’,“ყალბით’’,რისამე „გაყალბებას’’,რისამე „ხარისხის გაუარესებას ‘’[!]

·        „ფლსიფიკაციისთვის’’ დამნაშავეთა  სს-ვი  პასუხისმგებლობა „მიზნად’’ ისახავს:„დამატებითი გარანტიების“ შექმნას:

a.      საქართველოს ერთიან „სასაქონლო ბაზარზე’’ მეწარმე სუბიექტების საქმიანობისთვის

b.    ეკონომიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეთათვის

c.      სახელმწიფოს  სფინანსური ინტერესების დაცვას[როცა „ფალსიფიკაცია’’ „ბიუჯეტში შესატანი თანხების შესამცირებლად ხდება’’]

d.     მომხმარებელთა დაცვას პროდუქციის დამამზადებლის ან გამყიდველის არაკეთილსინდისიერებისგან

e.    პროდუქციის წარმოების სტანდარიზაციის და სერტიფიკაციის წესების დაცვას

აქედან გამომდინარე,ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის უშუალო ობიექტია :არა მხოლოდ ა)„სამეწარმეო ურთიერთობები’’,არამედ,აგრეთვე ბ)„სახელმწიფოს ფინანსური ინტერესები’’ და გ)„მომხმარებლის ინტერესები’’

·        „ფალსიფიკაციის’’ „ამსრულებელია’’: „ნივთის მწარმოებელი“[ანუ პირი,რომელსაც აქვს ამ პროდუქციის წარმოების კანონიერი უფლება]

·        ამ „დანაშაულის საგანი“ : შეიძლება იყოს როგორც „სამრეწველო’’,ისე „სასურსათო’’  „საქონელი’’[„ნივთები’’ ][“პროდუქცია’’]

·        ამ დანაშაულის „ობიექტური მხარე’’  გამოიხატება „ქმედებაში’’ ,კერძოდ  „მოტყუებით ნივთის თვისებრიობის[შემადგენლობის] შეცვლაში’’

 

    მუხლი 197. ფალსიფიკაცია

 +

1. ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით[!] ნივთის თვისებრიობის შეცვლა’’ მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

·        ასე რომ,ამ დანაშაულის ჩადენის „აუცილებელი ხერხია’’- „მოტყუება’’[!]

·        ყურადღება: თუ არაა გამოყენებული ეს „ხერხი’’[ „მოტყუება’’],მაშინ ქმედება არ დაკვალიფიცირდება „ფალსიფიკაციად’’,თუნდაც შეცვლილი იყოს „ნივთის თვისებრიობა[შემადგენლობა]’’ და ეს ჩადენილი იყოს „ანგარებით’’

 

მაგ.

დალიმ დაამზადა „ხელოვნური’’ ხიზილალა,მოათავსა იგი პატარა ქილებში და გაუკეთა შესაბამისი წარწერა „ხელოვნური ხიზილალა’’ ,შემდეგ კი დაიწყო მისი გასაღება.

ამ  მაგალითში ,მიუხედავად იმისა,რომ შეცვლილია „ნივთის თვისებრიობა[შემადგენლობა]’’ [კერძოდ,ნამდვილი ხიზილალის შემადგენლობა] ,ამასთან პირი მოქმედებს „მოგების’’[სარგებლის] მიღების მიზნით,ქმედება არ დაკვალიფიცირდება „ფალსიფიკაციად’’[ მუხ. 197-ე],რადგან არაა გამოყენებული „მოტყუების ’’ ხერხი.

 

რას ნიშნავს “ნივთის თვისებრიობის შეცვლა’’[იხ. მუხლი]

·        ამ  ნორმის გამოყენების პრაქტიკა არაერთგვაროვანია[ანუ 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილი „ქმედებათა“ კვალიფიკაციის დროს სიძნელეს უქმნის „სასამართლოებს’’]

·        ამის მიზეზია  197-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დისპოზიციური ნაწილის’’ „აბსტრაქტულობა’’[!] და „სათანადო ნორმატიული ბაზის არქონა’’

·        კერძოდ საკითხავია: რა არის გადამწყვეტი  სს-ვი პასუხისმგებლობისთვის ?- ის,რომ ესა თუ ის პროდუქცია დადგენილ  „სტანდარტებთან’’,“ტექნიკურ პირობებთან[ნორმებთან]’’, ან კანონით დადგენილ „სხვა ნორმებთან’’ – „შეუსაბამოა’’[!] ,თუ ის რომ „შეუსაბამობის’’ გამო პროდუქცია „თვისებრივად შეცვლილია’’ ?

·        197-ე მუხლში გამოყენებული „ტერმინი’’ „თვისებრიობა’’ „ჰუმანიტარულ’’ ელფერს ატარებს. ე.წ. „ზუსტ მეცნიერებაში’’ ხელმძღვანელობენ  ტერმინით „სტანდარტით დაშვებული ნორმები’’

·        თუ „პროდუქტი’’ აკმაყოფილებს „სტანდარტის’’ ყველა მოთხოვნას,იგი ითვლება „ხარისხიან’’ პროდუქტად[!]

·        ხოლო თუ „პროდუქტი’’ არ აკმაყოფილებს „სტანდარტის’’ თუნდაც „ერთ მოთხოვნას’’ ,მაშინ იგი ითვლება „უხარისხოდ’’

·        ამიტომ გაუგებარია,“ფალსიფიკაციის“ „ობიექტური შემადგენლობის“ ნიშნების ჩამოყალიბებისას კანონმდებელმა რატომ გადაიტანა აქცენტი ისეთ „საორჭაფო’’ და „არაზუსტ’’ ტერმინზე,როგორიც “ნივთის თვისებრიობის შეცვლაა’’,მაშინ როდესაც ექსპერტები’’ თავის დაკვნებში ემყარებიან „სტანდარტებს’’,“ტექნოლოგიურ ინსტრუქციებს’’,“შეუსაბამობის სერტიფიკატებსა’’ და „სხვა დოკუმენტებს’

·        სინამდვილეში „სამართალშემფარდებელი ორგანოებიც’’ ამ „სტანდარტებტან’’ და „დოკუმენტებთან’’ „პროდუქციის შეუსაბამობას’’ უნდა ამტკიცებდნენ და არა იმას,რომ მეწარმისაგან ამოღებული პოდუქცია „თვისობრივად შეცვლილია თუ არა“.

·        მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც,რომ „პროდუქციის წარმოების სტანდარტის დარღვევა“ ყოველთვის არ ნიშნავს მნივთის  „თვისებრიობის შეცვლას’’[!]

·        არადა 197-ე მუხლითსისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა სწორედ ამ უკანასკნელს[ნივთის თვისებრიობის შეცვლას’’] უკავშირდება.

·        აღნიშნული წინააღმდეგობის დასაძლევად მიზანშეწონილია 197-ე მუხლის დისპოზიციის შეცვლა იმგვარად,რომ „ფალსიფიკაციისთვის’’  სს-ივ პასუხისმგებლობას საფუძვლად დაედოს არა მხოლოდ „ნივთის თვისებრიობის შეცვლა’’,არამედ „ნივთის ხარისხის განზრახ დაქვეითება  ან შეცვლა’’ [მით უფრო ,რომ ეტიმოლოგიურად „ფალსიფიკაცია’’ გულისხმობს „რისამე ხარისხის გაუარესებას’’

·        საგულისხმოა,რომ „სურსათისა და თამბაქოს შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად  „სურსათი და თამბაქო „ფალსიფიცირებულად’’ ჩაითვლება,თუ მათი ა) შემადგენლობა,ბ)მახასიატებლები,გ)ასორტიმენტი და დ) წარმოშობა  „არ შეესაბამება’’ ა)დადგენილ მოთხოვნებს ან ბ) თანდართულ „დოკუმენტებს’’ და „ეტიკეტებზე აღნიშნულ მონაცემებს’’.

·        ანალოგიური განმარტება აქვს“ფალსიფიკაციას’’ –„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ’’ კანონში

·        ორივე კანონი ხაზს უსვამს პროდუქტის „სტანდარტით’’ ან“სხვა დოკუმენტით დადგენილი’’  „ხარისხის’’   „რეალურ ხარისხთან’’ შესაბამისობის აუცილებლობას  [!]

·        „ნივთის თვისობრიობის’’  „შეცვლა-არშეცვლის’’ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ამოვიდეს იქიდან,თუ რა სახის „ნივთთან’’[„საქონელთან’’,“პროდუქციასთან’’ ] აქვს საქმე

·        ამასთან,„ნივთის თვისობრიობის’’  „შეცვლა-არშეცვლის’’ საკითხის გადაწყვეტა „სპეციალურ ცოდნას’’ მოითხოვს და ჩატარებულ უნდა იქნეს“საქონელმცოდნეობის’’ ან სხვა სახის „ექსპერტიზები’’[ეს დაიმახსოვრე]

·        ყურადღება: დღეისათვის ამ სფეროში უმნიშვნელოვანეს ნორმატიულ აქტებს წარმოადგენს:

 

a.    „სურსატისა და თამბაქოს შესახებ’’ კანონი

b.    კანონი „სტანდარტიზაციიის შესახებ’’

c.    კანონი „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ’’

 

განსხვავება „თაღლითობასა’’ და „ფალსიფიკაციას  შორის

 

·        „ეკონომიკურ დანაშაულთა’’  კარში[!] ფალსიფიკაცია არის კიდევ ერთი დანაშაული,სადაც  ჩადენის „ხერხად’’ გამოყენებულია  „მოტყუება’’ ,ამიტომ „დგება’’ ამ დანაშაულის[„ფასიფიკაციის’’] „თაღლითობისგან’  გამიჯვნის საკითხი.[!]

·        ამ დანაშაულთა ერთმანეთისგან  გამიჯვნა დაკავშირებულია არა მხოლოდ „ქმედების’’ „სწორი კვალიფიკაციის’’ საკითხთან,არამედ“ბრალდებულის უფლების დაცვასთან’’[რადგან „თაღლითობასთან’’ შედარებით“ფალსიფიკაციის’’ ძირითადი შემადგენლობისთვის[197-ე მუხ,1-ლი ნაწ.]დაწესებულია შედარებით მსუბუქი სასჯელი[!]

·        ამ ორ დაშაულს შორის  განსხვავება შემდეგშია:

ა)“ფალსიფიკაციისთვის’’ აუცილებელია სახეზე იყოს „დანაშაულის საგანი’’- „ფალსიფიცირებული“,ანუ „თვისობრიობა შეცვლილი’’  ნივთი. ამასტან, „თვისობრიობა ამ ნივთს შეცვლილი უნდა ჰქონდეს’’ – „მოტყუებით’’; თუ სახეზე არაა „მოტყუებით თვისობრიობა შეცვლილი ნივთი’’ ,“ქმედებას’’ „ფალსიფიკაციად’’ ვერ დავაკვალიფიცირებთ.“თალითობისათვის’’ კი იმას,  „მოტყუებით’’ დაუფლებული „ნივთის თვისობრიობა’’ შეცვლილია თუ არა  მნიშვნელობა არ აქვს.

 

ბ)“ფალსიფიკაციისას’’ „თვისობრიობა’’ „მოტყუებით’’ „შეცვლილი“ უნდა ჰქონდეს ისეთ ნივთს,რომლის „წარმოების’’ ,ან „გასაღებისთვის’’ არაა დადგენილი „სპეციალური კონტროლი’’[!]; სხვაგვარად რომ ვთქვატ,“ფალსიფიცირებყლი’’ უნდა იყოს „თავისუფალ ბრუნვაში’’ დაშვებული ნივთი . “თალითობისათვის’’ კი იმას,  „მოტყუებით’’ დაუფლებული „ნივთი’’ „თავისუფალ ბრუნვაშია   თუ არა ‘’  მნიშვნელობა არ აქვს.

 

გ)“ფალსიფიკაცია’’  „დამტავრებულია’’   „ანგარების მოტივით’’ „მოტყუების ხერხის’’  გამყენებით „ნივთის’’ „თვისობრიობის შეცვლის’’ მომენტიდან[!] და არაა უცილებელი „ფალსიფიცირებული ნივთის’’ „გასაღების ფაქტის’’ არსებობა[!]  „თაღლითობა’’ კი მაშინაა „დამტავრებული’’,როცა დამნაშავე „მოტყუებით’’ მოახერხებს „სხვისი’’ ქონების[ნივთის] დაუფლებას და მიეცემა მისი „განკარგვის ფაქტობრივი შესაძლებლობა’’

 

 

ხხხხხხხხხხხ

 

დანაშაულის“ფალსიფიკაცია’’ – „სავალდებულო ნიშნები’’ განხილული მაგალითების დახმარებით [!]

 

 [1-ლი სავალდებულო  ნიშანი]

სახეზე უნდა იყოს  „მოტყუებით’’ და „ანგარებით’’ „თვისობრიობა[შემადგენლობა] შეცვლილი ნივთი’’

 

პეტრემ უბრალო მეტალისგან დამზადებული ყელსაბამი გადაადნო და ოქროში შეურია.შემდეგ მას ისევ ყელსაბამის ფორმა მისცა და ო“ოქროს წყალში’’ ამოავლო.ბოლოს „ნამდვილი ოქროსგან’’ დამზადებულ ყელსაბამს მოხსნა „დამღის ნიშანი’’ და მიამაგრა „ოქროს წყალში’’ ამოვლებულს,რათა სარწმუნო ყოფილიყო ,რომ სახეზეა „ოქროს ნაკეთობა’’.ამ გზიტ შექმნილი ყელსაბამი,როგორც  ვითომც „ოქროს სამკაული’’ მან მიჰყიდა მოქალაქეს და შესაბამისი თანხაც აიღო.

 

·        ამ მაგალიტში  სახეზეა „ფალსიფიკაცია’’- ანუ „ნივტის თვისობრიობის შეცვლა მოტყუებით’’,ჩადენილი ანგარების მოტივით“.

·        პეტრეს ქმედების კვალიფიკაცია შეიცვლება შემდეგ შემთხვევაში : „პეტრემ მოატყუა მოქალაქე და ფრანგული ბიჟუტერია[ყელსაბამი],როგორც ვითომც „ოქროს ნაკეთობა’’,ისე მიჰყიდა შესაბამის ფასში.

აქ სახეზეა არა „ფალსიფიკაცია’’,არამედ „თაღლითობა’’- „მოტყუებით სხვისი ნივთის[ფულის] დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით’’

·        საქმე ისაა,რომ მართალია,პეტრემ მოქალაქისგან მე-2 შემთხვევაშიც  „მოტყუებით’’ მიიღო ფული,მაგრამ განსხვავებით“პირველი შემთხვევისგან’’[„ოქროს წყალში ‘’ ამოვლება] ,მას მე-2 შემთხვევაში [„ბიჟუტერია’’]  „არ შეუცვლია ნივთის თვისებრიობა’’ [რაც “აუცილებელია’’ ქმედების „ფალსიფიკაციად’’ კვალიფიცირებისთვის]

·        უკეთუ პეტრე „წინასწარი შეცნობით’’[ანუ განზრახ]  „სხვის მიერ ფალსიფიცირებულ ნივთს’’[მაგ. „ოქროს წყალში ამოვლებულ იაფფასიან მეტალის ყელსაბამს’’] გაასაღებდა მოქალაქეზე,სახეზე იქნება არა „თაღლითობა’’,არამედ 1971-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული [„ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გასაღება’’]

 

[მე-2 სავალდებულო  ნიშანი]

ანუ „ნივთი რომელსაც თვისობრიობა შეუცვალეს “ „მოტყუებით’’ და „ანგარებით’’ არ უნდა იყოს დაქვემდებარებული „სპეციალურ კონტროლს’’ [ ანუ უნდა იყოს დაშვებული „თავისუფალ ბრუნვაში’’]

 

პეტრემ შაქრის,წყლის და სხვა ნივტირებისგან დაამზადა „ნარკოტიკის’’ მსგავსი აბები,რომელიც ფერით,ფორმით და სუნით ჰგავდა ერთ-ერთ „ნარკოტიკს’’.შეფუთა იგი გამჭვირვალე ქაღალდში და მისცა „მზა’’ ნარკოტიკის  იერსახე.შემდეგ კი,როგორც ვითომც „ნარკოტიკი’’ მიასაღა მოქალაქეს,რომელიც დარწმუნებული იყო იმაში,რომ შეიზინა „ნარკოტიკული საშუალება’’ აბების სახით.

პეტრეს  ქმედება დაკვალიფიცირდება არა“ფალსიფიკაციით’’[მუხ. 197-ე] ,არამედ „თაღლითობით’’ [მუხ. 180-ე];

ხოლო ამ აბების შემძენი მოქალაქის ქმედება დაკვალიფიცირდება“ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობით’’[ სახეზეა  ე.წ. „მცდელობა უვარგის საგანზე’’]

 

·        ამრიგად, როგორც ხაზგასმით აღინიშნა, „ფალსიფიკაციისას’’  „თვისებრიობა[შემადგენლობა] შეცვლილი უნდა იყოს „თავისუფალ ბრუნვაში’’ მყოფ საგანზე [!]

·        მოცემულ მაგალიტში კი „თვისებრიობა შეცვლილი ჰქონდა’’ „სპეციალურ კონტროლს’’ დაქვემდებარებულ ნივთს- „ნარკოტიკს’’

·         „ფალსიფიკაციის’’ „ამსრულებელია’’ ან „მწარმოებელი’’ ან „გამსაღებელი’’ [!]

·        „მწარმოებელში’’ იგულისხმება ის პირი,რომელსაც „კანონით მინიჭებული აქვს იმ ნივთის წარმოების უფლებამოსილება,რომელზეც არაა დაწესებული „სპეცკონტრლი’’

·        „გამსაღებელში’’ იგულისხმება პირი  რომელსაც „კანონით მინიჭებული აქვს იმ ნივთის გასაღების  უფლებამოსილება,რომელზეც არაა დაწესებული „სპეცკონტრლი’’

·        „თალითობისას’’ კი არ აქვს მნიშვნელობა  სხვის ნივთზე რომელსაც მოტყუებით ეუფლება თაღლითი დაწესებულია თუ არა „სპეციალური კონტროლი’’[ანუ „თავისუფალ ბრუნვაშია თუ არა’’ ეს ნივთი.]

 

 

[მე-3 სავალდებულო  ნიშამი ]

 

 დანაშაულის  „ფალსიფიკაცია’’ –„დამთავრების მომენტი’’ უნდა იყოს დამდგარი

 

პეტრემ დაამზადა  „ფალსიფიცირებული ღვინო’’  წყლის,შაქრის,საღებავების და სხვადასხვა ექსტრაქტებისგან.მისცა მას „საფერავის’’ ფერი,სუნი და გემო.მოათავსა შესაბამის ბოთლებში.დააკრა სატანადო ეტიკეტები,შეფუთა ყუთებში და გაუკეთა შეფუთვას წარწერა „ქართული ღვინო საფერავი’’.ამ გზით მან გასაღებისთვის გაამზადა დაახლოებით 10 000 ცალი ბოთლი.

 

იმსდა მიუხედავად,რომ ჯერ არაა გასაღებული ეს „ნივთი’’,სახეზეა „დამთავრებული’’ „ფალსიფიკაცია’’.კერძოდ, „ნივთის[ღვინის] თვისებრიობის[შემადგენლობის] შეცვლა’’ ჩადენილი „მოტყუებით’’ „მწარმოებლის მიერ’’ ,ჩადენილი „ანგარებით’’[მუხ. 197-ე ნაწ.1-ლი]

 

ამსრულებლის„ანგარების ’’ მოტივი   „ფალსიფიკაციის’’  კიდევ ერთი „სავალდებულო ნიშანია’’

 

·        ამ დანაშულის[197-ე მუხლის 1-ლი ნაწილის] „სუბიექტური მხარის’’ „სავალდებულო ნიშანია  „მოტივი’’ ,კერძოდ კი „ანგარება’’[[„ანგარების მოტივი’’]

·        ეკი იმას ნიშნავს რომ მხოლოდ „ნივთის თვისბრიობის შეცვლა მოტყუებით’’ არ მოგვცემს „ფალსიფიკაციის’’ შემადგენლობას ,საჭიროა ასევე სახეზე იყოს „ამსრულებლის’’ „მოტივი- ანგარება’’

 

მაგ.

ნანიმ წყლის,შაქრის, და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისგან დაამზადა „თაფლის’’ მსგავსი ნივთი,რომელიც  „ფერით’’,“სუნით’’ და „გემოთი’’ ძალიან გავდა „ნამდვილ ტაფლს’’ .ნანი მის ამ „ნახელავს’’,როგორც „ფუტკრის თაფლს’’,საჩუქრად უგზანიდა ნატესავ-მეგობრებს.არწმუნებდა რომ ეს იყო „ნატურალური თაფლი’’

 

ნანის ქმედებას 197-ე მუხლით „ფალსიფიკაცია’’[თაფლის] ვერ დავაკვალიფიცირებთ იმიტომ რომ სახეზე არაა „ანგარების’’ მოტივი.[რომ გაყიდა „ანგარება’’ სახეზე იქნებოდა და დაისჯებოდა „ფალსიფიკაციისთვის’’]

 

ხხხ

 

დანაშაულის „ფალსიფიკაცია’’ [მუხ.197-ე ნაწ. 1-ლი] – „ბრალის ფორმა’’

 

·       „ფალსიფიკაცია’’ [ანუ  მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით’’] -არის „განზრახი დანაშაული“[!]

·       ამ დანაშაულის ჩადენა შეიძლება „პირდაპირი განზრახვით’’ [იმიტომ რომ: ა) სახეზეა ფორმალური შემადგენლობის დანაშაული ბ) დანაშაულის შემადგენლობის დამფუძნებელია „ჩადენის ხერხი’’[ აქ, „მოტყუება’’] გ)სახეზეა „მოტივით’’ დაფუძნებული დელიქტი[ აქ,“ანგარება]

 

 

197-ე მუხლის მე-2 ნაწილი

 

     მუხლი 197. ფალსიფიკაცია

 +

1. ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

 

·       1-ელ ნაწილთან  შედარებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა „ფალსიფიკაციის’’  „არაერთგზის’’ ჩადენა[„არაერთგზისობის’’ განმარტება  იხ. მუხ მე-15]

ხხხხხხხხხხხხ

197-ე მუხლის მე-3 ნაწილი[როცა „ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას’’ „ფალსიფიკაცია’’ საფრთხეს’’ უქმნის]

 

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

·       ყურადღება „ფალსიფიკაციის’“ 197-ე მუხლის მე -3 ნაწილით’ კვალიფიკაციისთვის საკმარისია  საფრთხე შეექმნას „ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრტელობას’’[ანუ არ არის აუცილებელი ამ საფრთხის რეალიზაციაც მოხდეს ]

·        ანუ  მუხლის ამ ნაწილში გვაქვს „აბსრაქტულ-კონკრეტული საფრტხის დელიქტი’’

 

197-ე მუხლის მე-4 ნაწილი[როცა  „ფალსიფიკაციით’’ „ადამიანის სიცოცხლე  ისპობა’’ ან დგება „სხვა მძიმე შედეგი’’ ]

 

4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც[შედეგად] მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

 

·        ანუ  მუხლის ამ ნაწილში გვაქვს ე.წ. „თანმდევი შედეგით კვალიფიცირებული შემადგენლობა’’

·        მუხლის ამ ნაწილში „მატერიალური შემადგენლობის დანაშაულთან’’ გვაქვს საქმე.[ანუ „შედეგიან დანაშაულთან“ გვაქვს საქმე - ანუ ა) ქმედება[ფალსიფიკაცია],ბ) შედეგი[ადამიანის სიკვდილი ან „სხვა მძიმე შედეგი“[მაგ. დაინვალიდება[ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება] ,ან „მატერიალური ზარალი’’] ,გ) მიზეზობრივი კავშირი [ქმედებასა და შედეგს შორის]  სამივე ეს[ა),ბ),გ)] ობიექტური მხარის შემადგენლობის ნიშანი უნდა იყოს სახეზე- 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით კვალიფიკაციისთვის’’]

·        ყურადღება:ამ ნაწილით კვალიფიკაციისთვის ასევე  აუცილებლად სახეზე უნდა იყოს[!]   „ამსრულებლის  ‘’ “გაუფრთხილებლობა’’   [„ბრალის ფორმა’’] და არა „განზრახვა’’

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები