„სასაქონლო ნიშნის“[ ან „მომსახურების ნიშნის’’] ან ‘სხვა კომერციული აღნიშვნის“ მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენება[მუხ. 196-ე]
· ეს მუხლი მიმართულია „არაკეთილსინდისიერი კონკურენციის’’ წინააღმდეგ და „მიზნად’’ ისახავს ბაზარზე „ჯანსაღი კონკურენციისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას’’
ხ
შესავალი:
·
საბაზრო ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორია
კომპანიის „საქმიანი რეპუტაცია’’ და მისი „სახელი’’[ანუ
„სასაქონლო ნიშანი’’
-ბრენდი]
·
„სასაქონლო ნიშანი’’ და „სხვა კომერციული აღნიშვნები’’
„ინტელექტუალური საკუთრების’’
ობიექტებსაც წარმოადგენენ.
ხ
·
„სასაქონლო ნიშნებზე’’ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო
შეთანხმებებია პარიზის კონვენცია“სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ’’ და
მადრიდის კონვენცია „სასაქაონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ’’
·
1995 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი“სასაქონლო
ნიშნების შესახებ“.
·
საქრთველოს სამოქალაქო კანანმდებლობა იურიდიული პირის,პროდუქციის,შესრულებული
სამუშაოს ან მომსახურების ინდივიდუალიზაციის
საშუალებებს[რაც არის:“სასაქონლო ნიშანი’’,“საფირმო სახელწოდება’’,“მომსახურების
ნიშანი’’ და მისთ.] „სამრეწველო საკუთრებას’’ მიაკუთვნებს[!]
ხ
·
სამეწარმეო ურთიერთობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა სახის „კომერციულ აღნიშვნებს’’,რომელთა დამახასიათებელი
თვისება ის არის,რომ მეწარმეს უადვილებს მომხმარებლამდე მიღწევას და საქმიანობის კონკურენტულ
გარემოში სარფიანად წარმარტვას[!]
·
ყურადღება: „სასაქონლო ნიშნის’’,“მომსახურების
ნიშანი’’,“საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების’’,“გეოგრაფიული აღნიშვნის’’ ან „საფირმო
სახელწოდების’’ უფლების სამართლებრივი დაცვა
ხორციელდება კანონით დადგენილი წესით,მათი „რეგისტრაციის’’ საფუძველზე.
·
თუმცა“რეგისტრაციით’’ უფლებათა მოპოვება მაინც მოითხოვს მათი „რეალური
გამოყენებით’’ გამყარებას[!],ანუ „რგისტრაციით’’ მინიჭებულ „განსაკუთრებულ უფლებას’’
„გამოყენებით’’ სჭირდება რეალური დასაკუთრება.
·
უფრო მეტიც,საქართველოში „საყოველთაოდ ცნობილი
სასაქონლო ნიშნები“ დაცულია რეგისტრაციის გარეშეც.
ხ
·
ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის „გვარეობითი ობიექტია’’ – „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები’’
·
ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის „ძირითადი ობიექტი’’-
„სამართლებრივი ურთიერთობები,რომლებიც აწესრიგებს
კეთილსინდისიერ კონკურენციასა და სასაქონლო ნიშნით სარგებლობას’’
·
ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის „დამატებითი ობიექტი’’- „მოხმარებელთა ინტერესები’’
ხ
·
ამ დანაშაულის „ამსრულებელი’’ შეიძლება იყოს სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული ნებისმიერი „ფიზიკური
პირი’’
·
ძირიტადად ესენი არიან „მეწარმეები,რომლებიც
„სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობას“ ეწევიან როგორც „კანონიერ“ საფუძველზე
ისე „უკანონოდ’’
ხ
·
ამ „ დანაშაულის საგანია’’-
„სასაქონლო[ან „მომსახურების’’] ნიშანი’’,“საფირმო სახელწოდება’’,“საქონლის
ადგილწარმოშობის დასახელება’’ ,“გეოგრაფიული აღნიშვნა’’
ა)“სასაქონლო[ან
„ნომსახურების’’] ნიშანი’’
·
„სასაქონლო [ან „მომსახურების’’] ნიშანი’’ -ეს არის საქონელზე ან მის შეფუთვაზე მოთავსებული
„ნიშანდება’’ საქონლის ან მისი მწარმოებლის[ან გამყიდველის] იდენტიფიკაციისტვის[ანუ ინდივიდუალიზაციისთვის]
·
„სასაქონლო [ან „მომსახურების’’]
ნიშანი’’- შეიძლება
გამოიხატოს „სიტყვებით’’ ან „ციფრებით’’,“ნახატით“,“გრაფიკული სიმბოლოებით“,“ფერთა
შეხამებით“ და მისთ.
·
„მეწარმეტა კანონის’’ მიხედვით „სასაქონლო[ან“მომსახურების’’]
ნიშანი’’ ასრულებს „საქონლის’’[ან
„მომსახურების’’] „რეკლამის’’[!] და მისი „ხარისხის’’[!] გარანტიის ფუნქციას
ბ) „საფირმო სახელწოდება’’
·
„საფირმო სახელწოდება’’ არის „სახელი,რომლითაც საქმიანობს საწარმო’’
·
„საფირმო სახელწოდების’’ ელემენტები სხვადასხვაა იმისდა
მიხედივით,რა სახის „მეწარმესთან’’ და რომელი „ორგანიზაციულ-სამარტლებრივი ფორმის’’ სამეურნეო ერთეულთან გვაქვს საქმე.
·
„საფირმო სახელწოდება’’ შეიძლება შეიცავდეს: „ დამფუძნებლის
სახელს’’, „საქმიანობის საგანს’’და „ორგანიზაციულ-სამარტლებრივ ფორმას’’
·
„საფირმო სახელწოდება’’ განისაზღვრება
სამ სამეურნეო ერთეულის[ფირმის’’] „წესდების’’
დამტკიცების დროს[!]
·
„ფირმის სახელწოდების ’’ „სახელმწიფო
რეგისტრაციას’’ ახდენს „საჯარო რეესტრი’’
·
მეწარმეები სანოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობენ საკუტარი
„საფირმო სახელწოდებიტ’’
·
„საფირმო სახელწოდებატა’’ საშუალებიტ
ხორციელდება მეწარმეთა „იდენტიფიკაცია’’[დადგენა]
და ერთი სამეურნეო ერთეულის[ანუ ფირმის] განსხვავება მეორისგან ანუ „ინდივიდუალიზაცია’’
გ)“საქონლის ადგილწარმოების
დასახელება’’
·
“საქონლის ადგილწარმოების დასახელება’’ ეს არის: ა)
ქვეყნის ,ბ)დასახლებული პუნქტის გ)ადგილმდებარების ანდ) სხვა გეოგრაფიული ობიექტის-
„დასახელება’’,რომელიც გამოიყენება იმ საქონლის აღნიშვნისატვის[მარკირებისატვის],რომლის
განსაკუთრებული თვისებებიც უმტავრესად განისაზღვრება მოცემული გეოგრაფიული ობიექტებისტვის
დამახასიატებელი ბუნებრივი პირობებით. [მაგ“ბორჯომი’’,“ლიკანი,“ნაბეღლავი’’ და ა.შ.]
196-ე მუხლის დანაშაულის „ობიექტური მხარე’’
მუხლი 196. სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება
+
1. დიდი ოდენობით „სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის“, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების“ ან „გეოგრაფიული აღნიშვნის“ უკანონო დამზადება ან მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენება, აგრეთვე, „სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით“, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით“ ან „გეოგრაფიული აღნიშვნით“, „რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით“ უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული)
საქონლის წარმოება ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
ხ
·
196-ე მუხლის დანაშაულის „ობიექტური მხარე’’
გამოხატება შემდეგ „ალტერნატიულ მოქმედებებში:
ა) „დიდი ოდენობით’’ „სხვისი’’ სასაქონლო[მომსახურების] ნიშნის“,“საქონლის ადგილწარმოშობის
დასახელების“ ან „გეოგრაფიული აღნიშვნის“ „უკანონო დამზადებაში’’ [!] ან მათ „სხვაგვარ უკანონო გამოყენებაში’’[!]
ან
ბ) „სხვისი’’ სასაქონლო [მომსახურების] ნიშნით“,“საქონლის ადგილწარმოშობის
დასახელებით“ ან “გეოგრაფიული აღნიშვნით’’
„რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით’’ -უკანონოდ ნიშანდებული[მარკირებული] საქონლის წარმოებაში [!] ან სამოქალაქო ბრუნვაში
შეტანაში[!][ანუ გასაღებაში] ,
რამაც „მნიშვნელოვანი ზიანი’’ გამოწვია.
[ეს „ბ’’ -ში მოხსენიებული „მოქმედებების
„შედეგია’’]
·
როგორც ვხედავთ სახეზეა ნაწილობრივ „ფორმალური’’[„ა’’] და და ნაწილობრივ“მატერიალური’’[„ბ’’] „შემადგენლობის’’ ნორმა[!]
ხ
რას ნიშნავს უკანონო „დამზადება’’
?
·
„სხვისი’’ „ სასაქონლო[მომსახურების] ნიშნის“,“საქონლის ადგილწარმოშობის
დასახელების“ ან „გეოგრაფიული აღნიშვნის“ „უკანონო დამზადებაში“ იგულისხმება საქონლის“ნიშანდებისთვის’’[ანუ
„მარკირებისთვის’’] ვარგისი „ნიშნის’’[ანდა
აქ ჩამოთვლილი „სხვა კომერციული აღნიშვნის’’] ან ა) „დაბეჭდვა’’ ,ან ბ)“სხვა გზით გამოშვება’’ ,ამ ნიშნის’’[თუ „აღნიშვნის’’] მესაკუთრის ნებართვის გარეშე[!]
რას ნიშნავს „მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენება’’ ?
· „სხვისი’’ „ სასაქონლო[მომსახურების] ნიშნის“,“საქონლის ადგილწარმოშობის
დასახელების“ ან „გეოგრაფიული აღნიშვნის“ „სხვაგვარ უკანონო
გამოყენებაში’’ იგულისხმება მათით სარგებლობა საკუთარი საქონლის ან მისი შეფუთვის „ნიშანდებისას’’[„მარკირებისას],
ანდა „რეკლამირებისას’’[ნაბეჭდ გმოცემებში,ოფიციალურ
ბლანკებზე და სხვა]
რას ნიშნავს „უკანონოდ ნიშანდებული
საქნლის წარმოება’’ ?
· „სხვისი სასაქონლო [მომსახურების]
ნიშნით“,“საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით“
ან “გეოგრაფიული აღნიშვნით’’ „რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით’’ -უკანონოდ ნიშანდებული[მარკირებული]
საქონლის „წარმოება’’ გულისხმობს ასეთი
„ნიშნებით’’ და აღნიშვნებით’’ უკანონოდ „ნიშანდებული’’
საქონლის „სერიულ’’
გამოშვებას[!]
რას ნიშნავს „სამოქალაქო ბრუნვაში
შეტანა’’ ?
·
„სხვისი სასაქონლო [მომსახურების] ნიშნით“,“საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით“ ან “გეოგრაფიული აღნიშვნით’’ „რეგისტრირებული საფირმო
სახელწოდებით’’ -უკანონოდ ნიშანდებული[მარკირებული]
საქონლის „სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა“ ნიშნავს ასეთი „ნიშნებით’’
და აღნიშვნებით’’ უკანონოდ „ნიშანდებული’’
საქონლის -„სავაჭრო
ქსელში’’[მაღაზიებსა და ბაზრობებზე] შეტანას
,ან „შეთავაზებას’’[მაგ. ინტერნეტით] ანდა“სხვაგვარად’’ სამეურნეო ბრუნვაში გაშვებას[!]
ხ
·
„სხვისი’’ „ სასაქონლო[მომსახურების]
ნიშნის“,“საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების“ ან „გეოგრაფიული აღნიშვნის“ „“უკანონო დამზადებას“
–„დიდი ოდენობით’’[!]
,ადგილი აქვს როცა მათი[„ეტიკეტების’’] საერთო
რაოდენობა აღემატება 1000 ცალს
·
ხოლო „მნიშვნელოვანიზიანის’’ გამომწვევად
ჩაითვლება დანაშაული თუ „წარმოებული’’
ან“სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი’’ იმ საქონლის [ან მომსახურების] ღირებულება,რომელიც
„სხვისი’’ „სასაქონლო[ან მომსახურების ნიშნით’’[ან
„სხვა კომერციული აღნიშვნით’’] არის „უკანონოდ ნიშანდებული[მარკირებული] აღემატება- 5000 ლარს[!]
·
ყრადღება: ამ „მატერიალური ნიშნებით’’ [ანუ „დიდი ოდენობით’’ და
„მნიშვნელოვანი ზიანით’’] სისხლის სამართლის
კოდექსის 196-ე მუხლი
ემიჯნება „ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევატა კოდექსის’’ 158-ე მუხლით გათვალისწინებულ „ადმინისტრაციულ გადაცდომას’’[ანუ 1000 ცალზე ნალები და 5000 ლარზე ნაკლები თუ იქნება
პასუხიმგებლობა იქნება მხოლო „ადმინისტრაციული’’[ჯარიმა] და არა სისხლისამართლებრივი
]
ხ
·
„სუბიექტური მხარე ‘’: ამ
დანაშაულის „მოტივი’’ და „მიზანი’’ შეიძლება სხვადასხვა იყოს: „ანგარება’,“კონკურენტულ
მეტოქეობაში გამარჯვება’’,“კონკურენტის რეპუტაციის შელახვა’’,“კონკურენტის ბაზრიდან
გაძევება’’ და სხვა.
ხ
·
„ბრალის ფორმა’’:
ამდანაშაულის ჩადენა მხოლოდ „პირდაპირი განზრახვითაა’’ შესაძლებელი
·
დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს,რომ უკანონოდ იყენებს
„სხვის’’ „სასაქონლო[ან მომსახურების] ნიშანს’’,
ან „სხვა კომერციულ აღმიშვნას’’ და „სურს’’ ეს .
196-ე
მუხლის მე-2 ნაწილი -[ბრალის დამამძიმებელი გარემოება- „ყალბი გამაფრთხილებელი აღნიშვნა’’ და „არარეგისტრირებული კომერციული აღნიშვნა’’]
2. არარეგისტრირებულ „სასაქონლო (მომსახურების) ნიშანთან“, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებასთან“ ან „გეოგრაფიულ აღნიშვნასთან“ ერთად „გამაფრთხილებელი აღნიშვნის“ ყალბი მითითება, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.
·
„სასაქონლო ნიშნით“,“საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით“ ან „გეოგრაფიული
აღნიშვნით“ საგებლობის უფლების მართლზომიერ
მფლობელს შეუძლია „სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილ საქონელზე’’ დაიტანოს ე.წ. „გამაფრთხილებელი
აღნიშვნა’’
·
მაგ. „სასაქონლო
ნიშნისთვის ‘’ გამოიყენება „ღ’’ ან „რ’’ ან ტექსტი:“ ეს სასაქონლო
ნიშანი რეგისტირებულია საქართველოში’’
·
„გამაფრტხილებელი აღნიშვნა’’ „სასაქონლო ნიშანტან’’ ,ან „სხვა განმასხვავებელ
აღნიშვნასთან’’ ერთად გამოიყენება „ნებაყოფლობიT’’[!] და აფრთხილებს მომხამარებელს,რომ
ეს „სასაქონლო ნიშანი“[ან „სხვა განმასხვაებელი აღნიშვნები’’] – „რეგისტრირებულია’’[![
და „მასზე უფლება’’
„წარმოშობილია’’[!]
·
ანუ ,ფაქტიურად „გამაფრთხილებელი აღნიშვნა’’ „დამატებითი’’
გარანტიაა „სასაქონლო ნიშნის’’[ან „სხვა განმასხვავებელი აღნიშვნის’’] დასაცავად[!]
·
„გამაფრთხილებელი აღნიშვნის’’ „ყალბი მითითებით’’,ძირითადად „მომხმარებელი’’ ზარალდება,რადგანაც ამით მას „ადგილობრივი
წარმოების საქონლის’’ „იმპორტირებული საქონლისგან ‘’ გარჩევის საშუალებას უსპობენ[!] ;თუმცა
ეს „მოქმედება’’“არაკეთილსინდისიერი კონკურენციის’’ ერთ-ერთი ფორმაც არის.
ხ
196-ე მუხლის მე-3 ნაწილი -[ბრალის
„განსაკუთრებით’’ დამამძიმებელი გარემოებები’’]
3. ამ მუხლის პირველი ან
მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ;
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
„არაერტგზისობის’’ და „ჯგუფური დანაშაულის’’ ცნება მოცემულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 და 27-ე მუხლებში[ამიტომ მატი „განმარტება’’ იქ ნახე]
Комментарии
Отправить комментарий