სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა [მუხ. 195-ე პრიმი]

 

 

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა [მუხ. 1951-ე]

[ეს მუხლი უნდა ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვარს]

შესავალი:

·        ცნობილია,რომ „უკანონო შემოსავლის“ მიღების ერთ-ერთი წყარო „დადგენილი წესის დარღვევით განხორციელებული „სახელმწიფო შესყიდვებია’’

 

·        „ტენდერები’’[ასეც უწოდებენ  „სახელმწიფო შესყიდვებს’’ რაც ზუსტი არ არის ] ხშირად კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება,რაც საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.

·        სწორედ ამ მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზანს ემსახურება 1951-ე მუხლი;

·        „სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის’’ კრიმინალიზაცია „ანტიკორუფციული სტრატეგიის’’ შემადგენელი ნაწილიცაა

·        „კორუფციის წინააღმდეგ გაეროს 2003 წლის კონვენციის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილი’’ მოითხოვს,რომ კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფომ გაატაროს ღონისძიებები „საჯარო შესყიდვების’ ისეთი „სისტემის“ შესაქმნელად,რომელიც ეფუძნება „გამჭვირვალობას’’,“კონკურენციას’’,“გადაწყვეტილებათა  მიღების ობიექტურ კრიტერიუმებს’’ და „ეფექტურია’’ „კორუფციიის’’ თავიდან აცილების თვალსაზრისით[!]

·        „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს 2005 წლის კანონი  ადგენს „სახელნწიფო შესყიდვების’’ განხორციელების ა) სამარტლებრივ,ბ) ორგანიზაციულ და გ)ეკონომიკურ - პრინციპებს[!]

·        ამ კანონის „მიზანია’:

a.      „ სახელმწიფო შესყიდვებისტვის განკუტვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა’’

b.      „სახელმწიფო საჭიროებისტვის აუცილებელი „საქონლის წარმოების“,“მომსახურების გაწევის“ და „სამშენებლო სამუშაოების შესრულები’’  სფეროებში  „ჯანსაღი კონკურენციის’’ განვიტარება

c.      „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას’’ „შესყიდვების მონაწილეთა მიმართ’’ „სამარტლიანი’’ და „არადისკრიმინაციული’’ მიდგომის უზრუნველყოფა. და  „სახელმწიფო შესყიდვების’’ მიმართ „საზოგადოების ნდობის’’ ჩამოყალიბება.

·        „სახელმწიფო შესყიდვა’’ არის: „შემსყიდველი სახელმწიფო ორგანიზაციის’’ მიერ ნებისმიერი  ა)“საქონლის’’,ბ) „მომსახურების’’ გ)“სამშენებლო სამუშაოს’’ – „შესყიდვა’’  „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის’’ და „სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული’  -სახსრებით[!], ან „ადგილობრივი ტვითმართველობების ბიუჯეტების’’ -სახსრებით ,ან „„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გატვალისწინწბული’’- „სხვა სახსრებით’’

[ ცნება:-საზეპირო]

·        „სახელმწიფო შესყიდვის ობიექტი’’:  შეიძლება იყოს „შესასყიდი’’ : ა) საქონელი,ბ) მომსახურება ,ან გ) „სამშენებლო სამუშაო’’

„ტენდერი’’

 

·        „სახელმწიფო შესყიდვა’’ ხორციელდება „ტენდერის’საშუალებით[!]

·        „ტენდერი’’  „გამყიდველი ორგანიზაციის’’ შერჩევის პროცესია ;კონკურსია [!]

·         ეს პროცესი  ეფუძნება  „შესასყიდი’’  „საქონლის’’ ან „მომსახურების’’ შესახებ ინფორმაციის „ღიად’’ და „გამჭვირვალედ’’ გამოქვეყნებას,რაც უზრუნველყოფს „საუკეთესო მომწოდებლის’’  გამარჯვებას „ტენდერში’’

·        „ტენდერში’’ გამარჯვება ხდება  „მომწოდებლის’’ კვალიფიკაციის,საქონლის,მომსახურების, თუ სამუშაოს ღირებულების, და სხვა ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე.[მაგ. „ვადები“]

·        „შეჯიბრებით ‘’ „ტენდერს’’ ხშირად მოითხოვს  კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ ,იმ „საჯარო კონტრაქტების’’ და „საჯარო[სახელმწიფო]  შესყიდვებისთვის’’ რომელთა „ღირებულება’’ აღემატება გარკვეულ დათქმულ თანხას[!]

·        ამასთან ერთად, კანონი“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ უამრავ „გამონაკლისს’’ ადგენს „ტენდერის’’ გვერდის ავლით „სახელმწიფო შესყიდვებისთვის’’

·        კანონით “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ დაწვრილებით არის რეგლამენტირებული „ტენდერი’’; კერძოდ: „სატენდერო კომისიის შექმნის და საქმიანობის წესი’’, „ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენთტან ხელშეკრულების დადება’’ ; „ხელახალი ტენდერი’’ და ა.შ.[იხ. კანონი]

ხხ

„სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა“ [მუხ. 1951-ე]

·        ამ დანაშაულისგან სს-ვი  „ძირითადი დაცვის ობიექტს’’ წარმოადგენს: ა)“სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესი’’, ბ)“შემსყიდველი სახელმწიფო ორგანიზაციის’’ „კანონიერი ინტერესები’’  და გ)„საქონლის წარმოების,მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესრულების „სფეროებში’’   „ჯანსაღი კონკურენცია’’

·        სს-ვი დაცვის „დამატებითი ობიექტია’’ :“სახელმწიფოს ფინანსური ინტერესები’’

·        ამ დანაშაულის „ამსრულებელი’’ შეიძლება იყოს: „სახელმწიფო შესყიდვის მონაწილე ორივე მხარე- ფიზიკური ,ან იურიდიული პირი’’

·        მაგ. „შემსყიდველი სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელი’’,ან „ხელმძღვანელის  მიერ  კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი’’ ან „სატენდერო კომისიის წევრი’’ ,ასევე „პრეტენდენტი’’ ან  კანონით[სახელმწიფო სესყიდვების შესახებ’’] განსაზღვრული - „სხვა პირი’’

·         ამ დანაშაულის „ქმედების ობიექტური შემადგენლობის’’ განხორციელება შესაძლებელია ,მხოლოდ „აუცილებელი ‘’ „თანამონაწილეობის’’ ფორმით[!]

·        აქ იგულისხმება:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობისას შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება’’ ან სხვა გარიგება’’ თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით[„ქმედება’’]

ბ)“შემსყიდველი სახელმწიფო ორგანიზაციის „კანონიიერი ინტერესების არსებითი დარღვევა’’ [„შედეგი“]

გ)“მიზეზობრივი კავშირი’’[„ქმედებასა და „შედეგს’’ შორის]

 

     მუხლი 1951 . სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა

 +

1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში“ მონაწილეობისას შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება“ ან სხვა გარიგება“ თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

შენიშვნაამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

 

ყურადღება :

ამ მუხლის 1-ელ ნაწილში ნახსენები „სახელმწიფო შესყიდვების პროცედურა’’ დაწვრილებიტაა რეგლამენტირებული კანონით“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’  და „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს’’ მიერ დამტკიცებული  დებულებით „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ’’ [ასე რომ, წასაკითხია და გასაანალიზებელი სწორედ ეს ნორმატიული აქტები]

„ქმედება’’- „წინასწარი შეთანხმება’’ ან „გარიგება’’

 

·        როგორც მუხლის 1-ელი ნაწილიდან ჩანს „სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე სუბიექტები[მხარეები]’’ შეიძლება „წინასწარ შეთანხმდნენ ‘’თუ რომელ „პრეტენდენტს’’  გაამარჯვებინებენ „ტენდერში’’ [ე.წ.“ჩაწყობილი ტენდერი’’]

ანდა

·        „გარიგდნენ’’,რომ“ტენდერში ‘’ გამარჯვებული „პრეტენდენტი’’ „მიღებული სახსრების ნაწილს უკან გადასცემს „შემსყიდველს’’ ან მისი მითითებით „სხვა პირს’’ და მისთ.’’[ე.წ. „ატკატი’’ რუს. ან „ფულის გაცოცხლება’’ ქართ. ]

„შედეგი’’ - „შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა’’

·       შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა“ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საქმის „ფაქტობრივი გარემოებების’’ საფუძველზე

·       მაგ.“შენსყიდველი ორგანიზაციის ინტერესი არსებიტად დაირღვევა’’ თუ ის „შესყიდულ „საქონელში’’ ,ან „მომსახურებაში’’ „უფრო ძვირს’’ გადაიხდის.ვიდრე „ტენდერის’’ კანონის დაცვით განხორციელების შემტხვევაში[!]

 

·        ამ დანაშაულის „სუბიექტური მხარის’„სავალდებულო ‘’ ნიშანია- „მიზანი’’

·        ამ დანაშაულის დროს „ამსრულებლის’’ „მიზანი’’  არის „მატერიალური გამორჩენის’’ ან „უპირატესობის’’ მიღება.

·        „მოტივი’’ შეიძლება იყოს „ანგარება’’ ან სხვა პირადი ხასიატის.

·        „პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას’’ წარმოადგენს  „სახელმწიფო შესყიდვებსი მონაწილეობის წესის’’- „არაერთგზის’’ დარღვევა[ იხ. ამ მუხლის მე-2 ნაწილი]

·        „ბრალის ფორმის’’ მიხედვით ეს დანაშაული „განზრახია’’

·        ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები