უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ნივთით სარგებლობა,ნივთის შეძენა,ფლობა ან გასაღება [194-ე პრიმი მუხლი ]

 

  

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ნივთით  სარგებლობა,ნივთის შეძენა,ფლობა ან გასაღება [1941-ე]

 

·        1941-ე მუხლით აღწერილი ქმედების კრიმინალიზაცია მიზნად ისახავს იმავე ინტერესის დაცვას,რასაც სსკ 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.

·        1941-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის „ამსრულებელი’’ შეიძლება იყოს:   ფიზიკური,ან იურიდიული პირი,რომელსაც კავშირი არ ჰქონია  „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან’’ „ამსრულებლობის’’ ან „თანამონაწილეობის’’ სახით.“

·        1941-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის „საგანია’: ’“უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონება’’[ და არა „უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება’’]

·        ამდენად,ერთმანეთისგან განსხვავდება 194-ე და 1941-ე მუხლით გათვალისწინებული „დანაშაულის საგანი’’- 1941-ე მუხლის დანაშაულის საგანია -„ის ქონება ,რომლის ლეგალიზაცია უკვე მოხდა’’[ეს დაიმახსოვრე]

1941-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - „ობიექტური მხარე’’

 

    მუხლი 194​1უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება

 

1. წინასწარი შეცნობით[ანუ განზრახ] უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით ა)სარგებლობა, ბ)ქონების შეძენა, გ)ფლობა ან დ)გასაღება,

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

·        როგოც ხედავთ, ამ დანაშაულის „ობიექტური მხარე’’ გამოიხატება „ ალტერნატიულ ქმედებებში’’- კერძოდ,„ წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ა)ქონებით სარგებლობაში, ბ)ქონების შეძენაში, გ) ქონების ფლობაში ან დ) ქონების გასაღებაში

·        ეს „ქმედებები’’ 194-ე მუხლითაც არის გათვალისწინებული,მაგრამ ისინი მიზნად ისახავენ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას’’

·        ხოლო 1941-ე მუხლში საუბარია  „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონების’’  ა)შეძენაზე,ბ) ფლობაზე,გ)სარგებლობაზე და დ) გასაღებაზე ანუ „უკვე ლეგალიზებულ‘ ქონებაზე[!]

·        1941-ე მუხლის შემოღებით კანონმდებლის „მიზანია’’ დაიცვას „მართლზომიერი’’ „ფულად-სასაქონლო ურთიერთობები’’ უკანონოშემოსავლის ლეგალიზაციის შემდგომ ეტაპზეც,ანუ უზრუნველყოს“უკანონოდ ლეგალიზებული ქონების’’ ეკონომიკურ ბრუნვაში ფაქტობრივი ჩაბმის დაუშვებლობა’’

·        ამ „მიზნის’’ მისაღწევად კრიმინალიზებულია არა მხოლოდ უკანონოდ ლეგალიზებული ნივთისშეძენა“,არამედ ამ ნივთით „დრობით სარგებლობა’’ და „ფლობაც’’ აგრეტვე მისი „გასაღება’

მაგ.

კოტემ ქალაქის პრესტიჯულ უბანში „შეიძინა’’[ან „იქირავა’’] მიწის ნაკვეთი მასზე აღმართული მრავალსართულიანი ნაგებობით.მან იცოდა ,რომ „ეს ქონება მოპოვებული იყო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შედეგად’’

„ქმედება’’ დაკვალიფიცირდება  1941-ე მუხლით.[როგორც,“უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონების „შეძენა“[თუ იყიდა] ან „სარგებლობა’’[თუ „იქირავა’’]

თუ დამტკიცდება,რომ კოტემ ეს ქონება შეიძინა დავითისაგან,რომელიც მონაწილეობდა ამ ქონების ლეგალიზაციის პროცესში,მაშინ დავითის ქმედება დაკვალიფიცირდება მხოლოდ 194-ე მუხლიტ[ და დამატებითი კვალიფიკაცია 1941-ე მუხლით „გასაღება’’საჭირო აღარაა.]

ყურადღება:  ნივთის „შეძენის’’ „სარგებლობის’’,“ფლობის’’ და „გასაღების’’ არსზე უკვე გვქონდა საუბარი 186-ე და 194-ე მუხლების ანალიზის დროს [ამიტომ ეს საკითხები იქ ნახე]

1941-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - „სუბიექტური  მხარე’’

 

·        „მოტივს’’ და „მიზანს’’ არ აქვს „მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა’’

·        „მოტივი’’ ,როგორც წესი, „ანგარებითია’’ 

ანგარება -გამორჩენის, პირადი სარგებლობის მიზნით მოქმედება.

 

 

1941-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - „ბრალის ფორმა’’

·        განსახილველი დანაშაული „განზრახია’’

·        კერძოდ,მისიროგორც „ფორმალური შემადგენლობის მქონე დანაშაულის  ’’ ჩადენა’’ შესაძლებელია-„პირდაპირი განზრახვით’’

·        ანუ პირს წინასწარვე აქვს გაცნობიერებული,რომ იძენს,ფლობს,სარგებლობს ან ასაღებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებულ ქნებას და „სურს’’ ეს.

1941-ე მუხლით გათვალისწინებული [ბრალის  „დამამძიმიმებელი’’ გარემოებები]

·        1941-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული „ბრალის დამამძიმებელი გარემოებები’’ იმავე შინაარსისაა ,რაც გატვალისწინებულია 194-ე მუხლით[ამიტომ ,იქ ნახე]

 

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

) არაერთგზის;

) დიდი ოდენობით,

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

) განსაკუთრებით დიდი ოდენობით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ოცდაათი ათასი ლარიდან ორმოცდაათ ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობადშემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები