„უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია’’ მუხ.194-ე
შესავალი:
·
განსახილველი ქმედების კრიმინალიზაცია მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური
სისტემის და ,უპირველეს ყოვლისა, ფულად-საკრედიტო
[საბანკო] სისტემის დაცვას უცხოეთიდან
„დიდი მოცულობის არაკონტროლირებადი ფულადი სახსრების შემოსვლისგან“.
·
ამას მოიტხოვს აგრეთვე „ორგანიზებულ
დანაშაულთან’’ ბრძოლის ინტერესი[!]
ხ
·
1990 წლის 8 ნოემბერს სტრასბურგში ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს
კონვენცია „დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების
გამოვლენის ,ამოღების და კონფისკაციის შესახებ’’.[ეს კონვენცია რატიფიცირებულია
საქართველოს პარლამენტის მიერ 2004 წლის 17 თებერვალს]
·
2003 წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის აღკვეტის ხელშეწყობის შესახებ,რომელშივ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განმარტებულია
როგორც :
უკანონო შემოსავლისთვის „კანონიერი სახის მიცემა“ [ე.ი.“ შეძენის’’,“გამოყენების’’,“გადაცემის’’ან
„სხვა მოქმედების’’ გზით],აგრეთვე მისი[ანუ ამ „უკანონო შემოსავლის’’] წარმოშობის ,მესაკუთრის ან მფლობელის
ან/და ქონებრივი უფლების „დამალვა’’ ან „შნიღბვა’’.[ საზეპირო]
ხ
„უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის
‘’ ხერხები
·
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისას’’ ე.წ. „ჭუჭყიანი ფულის’’ ინტეგრირება
ხორციელდება ქვეყნის შიდა საფინანსო სისტემაში ან მისი ექსპორტირება ხდება ე.წ. „ლიბერალური
საფინანსო სისტემის ქვეყნებში’’ და იქიდან „სამშობლოში’’ ბრუნდება კანონიერი გადარიცხვების ფორმით და სხვა.
·
ექსპერტები თვლიან,რომ ამ ტიპური „ფინანსური ოპერაციების’’
გარდა[როგორებიცაა : დაკრედიტება,ანაბრის დეპონირება,ვალუტის და ფასიანი ქაღალდების
ყიდვა- გაყიდვა,ფინანსური მომსახურება და ა.შ.]“ შემოსავლის ლეგალიზაციისთვის’’ შეიძლება
გამოყენებულ იქნეს სხვა ოპერაციებიც. მაგ. კაზინოში,ლატარიაში,ტოტალიზატორში,ქსელურ
თამაშში ვითომ „მოგების’’მიღება.
·
„უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის’’ ასევე ერთ-ერთი გავრცელებული ხერხია „ჭუჭყიანი ფულის’’ დაბანდება უკვე არსებულ სამეწარმეო სტრუქტურებში[ინვესტირება] ,ანდა
გამოყენება ახალი კომერციული ორგანიზაციების,საქველმოქმედო
ფონდების შესაქმნელად და ა.შ.
ხ
„უკანონო შემოსავლის
მიღების“ წყაროები
·
„უკანონო შემოსავლების’ [„ჭუჭყიანი ფულის’’] მიღების[გაჩენის] წყარო
‘’ კი შეიძლება იყოს:
a. ნარკოტიკებით ვაჭრობა
b. იარაღით ვაჭრობა
c. სათამაშო ბიზნესი
d. პორნო ბიზნესი
e. მექრთამეობა
f. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა
g. სხვა სახის არალეგალური საქმიანობა
ხ
194-ე
მუხლის[ „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია’’]
ანალიზი
·
ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის
უშუალო ობიექტია: „ქვეყნის ეკონომიკური
სისტემა’’
ხ
·
ამსრულებელი: ა) ფიზიკური პირი [მუხლის
1- ლ ნაწილში] და ბ) სპეციალური სუბიექტი-[მე-3 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტში.]
ხ
·
ამ დანაშაულის საგანია: ა) „უკანონო’’ ქონება ბ) „დაუსაბუთებელი’ ქონება
„უკანონო ქონება’’ -შეიძლება
იყოს ა) „დანაშაულის’’ ჩადენის გზით მოპოვებული ქონება და ბ) „სხვა სახის’’ სამართალდარღვევის[მაგ.
„დმმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ ჩადენის] გზით მოპოვებული ქონება
„დაუსაბუთებელი ქონება’’-ესაა ქონება, ა)რომლის „კანონიერი საშუალებით’’
მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს არ გააჩნია,ან ბ)მოპოვებულია „უკანონო ქონების’’ გასხვისების[კერძოდ,ყიდვის]
შედეგად
ხ
„უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის’’ -ობიექტური მხარე
მუხლი 194. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)
1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი „უკანონო’’ ან/და „დაუსაბუთებელი’’ ქონებისათვის „კანონიერი სახის’’ მიცემა (ასეთი: ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი[ასეთი
ქონების] „ნამდვილი ბუნების’, „წარმოშობის წყაროს’’, „ადგილმდებარეობის’’, „განთავსების’’, „მოძრაობის’’, „მასზე საკუთრების’’ ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
·
ამ დანაშაულის „ობიექტური’’
მხარეს’’ აქვს ორი ფორმა :
1.“უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაცია’’[ „ობიექტური მხარის’’ პირველი
ფორმა]
რომელიც გამოიხატება რომელიმე ერთ-ერთ ამ „ქმედებაში’’:
„უკანონო შემოსავლისთვის’’ „კანონიერი სახის’’
მიცემა
[ანუ ა)უკანონო ქონებით სარგებლობა ,
ბ)ასეთი ქონების შეძენა,
გ) ასეთი ქონების ფლობა ,
დ) ასეთი ქონების კონვერსია
ე)ასეთი ქონების გადაცემა
ვ) ასეთი ქონების მიმართ „სხვა მოქმედება’’]
და რომელიც ხორციელდება ერთ-ერთი ამ მიზნით:
ა)“ამ ქონების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით’’ ან
ბ)“ამ ქონების დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით’’ ,ანდა
გ)“სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისთვის
თავის არიდებაში დახმარების მიზნით“
და
2. „დამალვა’’ ან „შენიღბვა’’ [ობიექტური მხარის მე-2 ფორმა]
რომელიც გამოიხატება
რომელიმე ერთ-ერთ ამ „ქმედებაში’’:
a. ქონების ნამდვილი ბუნების დამალვა ან შენიღბვა
b. ქონების წარმოშობის წყაროს დამალვა ან შენიღბვა
c. ქონების ადგილმდებარეობის დამალვა ან შენიღბვა
d. ქონების განთავსების დამალვა ან შენიღბვა
e. ქონების მოძრაობის დამალვა ან შენიღბვა
f. ქონებაზე საკუთრების უფლების დამალვა ან შენიღბვა
g. ქონებასთან დაკავშირებული
სხვა უფლებების
დამალვა ან შენიღბვა
ხ
„უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის“ ეს ხერხები:
ყურადღება: 194-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
მხოლოდ „სანიმუშოდ’’[და არა ამომწურავად ჩამოთვლის]
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ხერხებს.ეს გამართლებულიცაა,ვინაიდან “ჭუჭყიანი’’[ბინძური] შემოსავლების „გათეთრების ხერხები’’ დღითი-დღე იხვეწება
და წინასწარ მათი გათვალისწინება შეუძლებელია[!]
ქვემოთ განვიხილოთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის“ ეს ხერხები:
„უკანონოდ მოპოვებული
ქონებით სარგებლობა’’
·
იგულისხმება ისეთი შემთხვევა,როდესაც მე-3 პირი[ანუ
პირი ვისაც კავშირი არ ჰქონია
ამ ქონების „უკანონოდ მოპოვებასთან’’ ამსრულებლის ან თანამონაწილის სახით] იწყებს ამ ქონების გამოყენებას მისი ლეგალიზაციის მიზნით[!]
·
მაგ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელმა რომელსაც წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გადაურიცხეს დანაშაულებრივი
გზიტ მოპოვებული ფული,დაიწყო ამ ფულით სარგებლობა -კრედიტის სახით გასცა
იგი სხვადასხვა პირებზე,რათა არიოს კვალი და შექმნას ამ ფულის კანონიერი წარმომავლობის
შთაბეჭდილება.
„უკანონოდ მპოვებული
ქონებით სხვა ქონების
შეძენა’’
·
ე.წ. „ჭუჭყიანი ფულიტ’’ სხვადასხვა ქონების შეძენა კვალის არევის და უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის ეფექტური და გავრცელებული ხერხია.
·
„ქონების შეძენა’’ შეიძლება გამოიხატოს უკანონოდ მოპოვებული ფულით „უძრავი’’[მაგ.
მიწის ნაკვეთი],ან „მოძრავი’’[მაგ. ძვირფასეულობა] ქონების შეძენაში.
·
უფრო მეტად ადგილი აქვს „უძრავი ქონების’’ შეძენას იმ ქვეყანაში ,სადაც
მოქმედებს „ლიბერალური ფისკალური კანონმდებლობა’’[ ანუ სადაც არ ინტერესდებიან ფულის წარმომავლობით
ე.წ. „კითხვების გარეშე’’]
·
ამ ქმედებით[„ქონების შეძენით’’] „უკანონო’’ ნაღდი ფული გარდაიქმნება სხვა
ღირებულებად-„საბანკო ანაბრად’’ ან „უძრავ ქონებად’’
·
ეს „უძრავი ქონება’’ შემდეგში გასაყიდადა გამიზნული[!],რათა
აღებული საფასური „კანონიერად’’ გამოიყურებოდეს.
„უკანონოდ მპოვებული ქონების ფლობა’’
·
ამ ხერხით ამ დანაშაულის ჩამდენი არაა წინარე [ანუ პრედიკატული] ქმედების
ჩამდენი [ ანუნუ ქონების უკანონოდ მოპოვების დანაშაულის ჩამდენი] ან თუნდაც მასში მონაწილე.
·
რადგან წინარე ქმედებით ქონების უკანონოდ მოპოვება თავისთავში მოიცავს
მის „ფლობასაც’’
·
ამდენად,როგორც „ქონებით სარგებლობისას’’ ამ დანაშაულის ამ ხერხით ჩადენისასაც სახეზეა მე-3 პირი
მაგ. ანდრო წინასწარ მოელაპარაკა ბანკის წარმომადგენელს
და ამ ბანკში გადარიცხა უკანონოდ მოპოვებული ფული მისი შემდგომი ლეგალიზაციის მიზნით.
როგორც კი ეს თანხა ჩაირიცხება ამ ბანკში,ბანკის წარმომადგენლის ქმედებაში უკვე
სახეზეა წინასწარ შეცნობით „უკანონოდ მოპოვებული ქონების ფლობა’’
„უკანონოდ მპოვებული ქონების კონვერსია ’’
·
ამ ხერხით ამ დანაშაულის ჩადენაში უნდა ვიგულისმოთ „უკანონოდ მოპვებული ერთი ქვეყნის ვალუტის’’
გადაცვლა სხვა ქვეყნის
ვალუტაზე.
·
ესეც კვალის არევის ეფექტური გზაა,რადგან კონვერსიის შემდეგ ძნელი ხდება ამ ვალუტის
წარმოშობის წყაროს დადგენა
„უკანონოდ მპოვებული ქონების გადაცემა ’’
·
ამ ქმედების ამსრულებელი შეიძლება იყოს,როგორც წინარე სამართალდარღვევის
ჩამდენი,ისე სხვა პირი,რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონია წინარე[პრედიკატულ] სამართალდარღვევასთან
[ამ ქონების დანაშაულებრივი გზით მოპოვებასთან]
·
მაგ. დემეტრემ „იარაღით უკანონო ვაჭრობის შედეგად მოპოვებული ფული’’
გადარიცხა კაზინოში მისი შემდგომი „გათეთრების’’ მიზნით
·
დემეტრეს ქმედება არის „უკანონოდ მოპვებული ქონების გადაცემა’’[მიუხედავად იმისა ჰქონდა თუ არა
მას რაიმე კავშირი წინარე დანაშაულთან].
·
ხოლო კაზინოს მოქმედება შეფასდება,როგორც „უკანონოდ მპოვებული ქონების ფლობა’’[იხ.
ზემოთ]
ხ
უკანონოდ მოპოვებული ქონების მიმართ „სხვა მოქმედება’’
·
ამ შემთხვევაში კანონმდებელი მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას ,თავად შეაფასოს,თუ რა
იგულისხმება უკანონოდ მოპოვებული ქონების მიმართ
„სხვა მოქმედებაში’’
·
როგორც წესი, უკანონოდ მოპოვებული ქონების მიმართ „სხვა მოქმედებაში’’ იგულისმება „უკანონოდ მოპოვებული
ქონების „გაყიდვა’’ ან
„გასაჩუქრება’’ [ მაგრამ
არა „გაცვლა’’ ,რადგან ეს „სხვა ქონების
შეძენის’’ ხერხია.]
·
„ქონების გაყიდვისას’’ „უკანონოდ მოპოვებული ქონება’’
იყიდება ფულზე
·
„ქონების გასაჩურებისას’’ უკანონოდ მოპოვებული ქონებას ვითომ „ჩუქნიან’’ ან „სანდო პირს’’ ,ანდა „ცრუმაგიერ პირს’’
შეჯამება:
ნებისმიერი ამ ქმედების
ჩადენა[იმავდროულად თუ დადასტურდება ამ მუხლში
მითითებული რომელიმე მიზანი ] გვაძლევს 194-ე მუხლით გათვალისწინებული „დამთავრებული’’
დანაშაულის შემადგენლობას.
ხ
ამ დანაშაულის ობიექტური მხარის მეორე ფორმაა :უკანონო შემოსავლების
ნამდვილი ბუნების,შემოსავლის წყაროს,უკანონო ქონების ადგილმდებარეობის,განთავსების,მოძრაობის
მასზე საკუტრების ანდა მასთან დაკავშირებული „სხვა’’ უფლებების ა) დამალვა ან ბ)შენიღბვა
„უკანონო
ქონების დამალვა’’
·
„უკანონო ქონების დამალვისას’’ ადგილი აქვს „უკანონო ქონების’’ ისეთნაირად
განთავსებას ლეგალურ ბრუნვაში,როცა დოკუმენტებში არჩანს
ამ ქონების რეალური მესაკუთრე.რადგან ასეთად სხვა პირი[„ცრუ მაგიერი’’ პირი] ჩანს.
მაგ. პირმა დანააულებრივი
გზით მოპოვებული ქონება თავის „ახლო ნათესავებზე’’ გააფორმა[!][მაგ. მშობლებზე,ცოლზე
,შვილზე და ა.შ.]
„უკანონო ქონების შენიღბვა’’
·
„უკანონო ქონების შენიღბვა’’ გულისხმობს ისეთ ქმედებას,რითაც „უკანონო
ქონება’’ ისე „იფუთება’’,რომ იგი „ლეგალურად’’ გამოიყურება
·
მაგ.,პირმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გამოყენებით საკუთარი
სახელით დააფუძნა კერძო კომპანიები ან
ფონდები
ხ
„უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია’’ პროცესია [დენადი დანაშაულია]
·
არსებობს „ფულის გათეთრების ‘’ ა) ორსაფეხურიანი ბ) სამსაფეხურიანი გ)ოთხსაფეხურიანი „სქემები’’[ანუ მოდელები]
ხ
·
„ორსაფეხურიანი სქემა’’ მოიცავს „ჭუჭყიანი ფულის’’ გარეცხვას და ბრუნვაში
დაბრუნებას.
ხ
·
„სამსაფეხურიანი სქემა’’ გულისხმობს:
1. „განთავსებას’’[ ე.ი. „არალეგალური წყაროდან’’ ფულის გადატანას „ლეგალურში’’[მაგ.
საბანკო გადარიცხვის განხორციელება სხვა ქვეყანაში]
2. „კვალის წაშლას’’ [ მრავალჯერადი „ფინანსური ოპერაციების’’ ჩატარება ერთი ქვეყნიდან მეორეში
,მესამეში და ა.შ.]
3. „ინტეგრაციას’’[მრავალჯერადი ფინანსური ოპერაციების შემდეგ ლეგალიზებული
საშუალებების დაბრუნებას „სამშობლოში’’ ოფიციალურ ეკონომიკურ ციკლში[მაგ. ამ ფულის ეკონომიკაში განთავსება[ინვესტირება] ან
უძრავ ქონებაში დაბანდება]
ხ
·
გაეროს ექსპერტები გამოყოფენ დანაშაულის
გზით მოპოვებული „ფულის გათეთრების’’
4 საფეხურსაც.
·
4 საფეხურიანი სქემა მოიცავს: ა) ნაღდი ფულისაგან განთავისუფლებას,ბ)ნაღდი
ფულადი საშუალებების განაწილება,გ) კვალის წაშლა და დ)ფულადი მასის ინტეგრაცია
ხ
·
ყოველგვარი ფინანსური ოპერაცია უკანონო გზით მოპოვებულ ქონებასთან დაკავშირებით
ლეგალიზაციის[გათეთრების] ნებისმიერ სტადიაზე [საფეხურზე] „დანაშაულებრივია’’ და დაკვალიფიცირდება როგორც
„დამთავრებული’’ დანაშაული,ვინაიდან „
მიზნით დაფუძნებულ დელიქტთან’’ გვაქვს საქმე.
·
ამასთანავე, თუკი ამ ფინანსურ ოპერაციებს „რთსა
და იმავე ლეგალიზებად ქონებასთან მიმართებაში’’ ახორციელებს ერთი პირი,მაშინ ქმედება უნდა შეფასდეს,როგორც
ერთიანი „განგრძობადი დანაშაული’’
·
ეს დანაშაული „დამთავრებულად’’
ჩაითვლება თუნდაც ვერ იქნეს მიღწეული ქონების უკანონო
წარმოშობის დაფარვის მიზანი.
ხ
·
„უკანონო ქონების ლეგალიზაცია’’ შესაძლებელია განხორციელდეს
როგორც ა) ერთპიროვნული ამსრულებლობის ,ისე ბ) თანამსრულებლობის და გ) თანამონაწილეობის ფორმით[ანუ ამ დანაშაუში შესაძლებელია „თანაამსრულებლობა’’
და „თანამონაწილეობა’’]
ხ
პირველადიდანაშაულის[ანუ
პრედიკატული დანაშაულის] ამსრულებლის[უკანონო შემოსავლის მომპოვებლის] და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის’’ ამსრულებლის
ერთმანეთისგან გარჩევა
·
ერთ-ერთი შეხედულების მიხედვით „უკანონო
შემოსავლების ლეგალიზაცია’’ არის პრედიკატული დანაშაულის „დაფარვის’’ ფორმა[!] და პრედიკატულ დანაშაულთან „შემხებლობა’’
·
ამიტომ ძირიტადი[პრედიკატული] დანაშაულის ამსრულებელი[მომპოვებელი]
არ განიხილება „ფულის გათეთრების’’ ამსრულებლად[!]
·
ასეთი მიდგომა არსებობს საფრანგეთსა და გერმანიაში.
ხ
·
საქრთველოში ეს საკითხი განსხვავებულად უნდა გადაწყდეს[!]
·
საქართველოში განსახილველი დანაშაულის სუბიექტურ მხარეს 2011 წ-ს ჩაემატა კიდევ ერთი მიზანი:“სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაში
დახმარების გაწევის მიზნი’’[ამით „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ‘’ამსრულებელი შეიძლება იყოს „სხვა პირიც’’,რომელიც არ ყოფილაპრედიკატული დანაშაულის
სუბიექტი ]
ხ
„უკანონო
შემოსავლების ლეგალიზაციისთვის’’ იურიდიული პირის პასუხისმგებლობა
·
იურიდიული პირის პასუხისმგებლობის შემღება ამ დანაშაულისთვის განაპირობა
საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებულმა პრაქტიკამ,სადაც იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით[გამოყენებით]
ანდა მის სასარგებლოდ ყველაზე ხშირია ამ დანაშაულის
შემადგენლობის განხორციელება
·
ამის დასტურია მწირი სასამართლო პრაქტიკა ფიზიკური პირის მიერ ამ დანაშაულის
ჩადენისა.
ხ
„უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის’’ -სუბიექტური მხარე
·
ამ დანაშაულის ამსრულებლის მოტივი უმეტესად ანგარებითია
·
რაც შეეხება ამსრულებლის მიზანს,დამნაშავეს
ამოძრავებს „შემოსავლის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზანი’’
ანდა „სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში
დახმარების მიზანი’’
·
განსახილველი ნორმა[194-ე მუხლი] „ნაწილობრივ
მიზნით დაფუძნებული დელიქტია’’[იხ. ამის თაობაზე ზემოთ]
ხ
„უკანონო
შემოსავლების ლეგალიზაციის’’ -“ბრალის
ფორმა’’
·
„ბრალის ფორმის’’ მიხედვით ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია - პირდაპირი განზრახვით
·
პირს გაცნონიერებული აქვს,რომ სჩადის მოქმედებას,რომელიც მიმართულია უკანონო
გზით მიღებული შენისავლის ლეგალიზაციისკენ და მას სურს ეს[!]
ხ
„უკანონო
შემოსავლების ლეგალიზაციის’’ -დამამძიმებელი
გარემოებები
·
194-ე მუხლის მე-2 ნაწილშიპასუხისმგებლობა
დამძიმებულია თუკი იგივე ქმედება[ქმედებები იხ. ზემოთ] ჩადენილია :
ა) ჩადენილი ჯგუფურად;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება
·
ეს დანაშაული „ჯგუფის მიერაა ჩადენილი’’ თუ მის განხორციელებაში მონაწილენი
წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
·
„არაერთგზის ამ დანაშაულის ჩადენა’’ უნდა გავიგოთ მე-15 მუხლის მნიშვნელობით[იხ. მე-15 მუხლი]
·
„დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებად’’ ითვლება 30 000 -დან 50 000 ლარამდე შემოსავალი.
ხ
·
194-ე მუხლის მე-3
ნაწილით პასუხისმგებლობის
განსაკუთრებით დამამძიმებელი გარემოებებია „იგივე
ქმედების’’[იხ.ზემოთ] ჩადენა:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,
·
„ორგანიზებული ჯგუფი’’ განსაზღვრულია 27-ე
მუხლის მე-3 ქვეპუნტით
3. დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი,
თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა,
შეთანხმებულად მოქმედმა,
სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა,
რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება’’
·
ამასთან“ორგანიზებული ჯგუფის მონაწილედ’’ ამ დანაშაულთან მიმართებით ჩაითვლება ყველა ის პირი
ვინც ამა თუ იმ ფორმით უშუალოდ მონაწილეობდა ფინანსური ოპერაციების ან სხვა გარიგებების
განხორციელებაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებასთან დაკავშირებით.
ხ
·
„ფულის გათეთრების პროცესი’’ზოგჯერ საკმაოდ ხანგრძლივია,მოიცავს მრავალ ფინანსურ ოპერაციას
და გარიგებას.
·
წინასწარი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ამ ოპერაციების ყველა მონაწილე
პასუხს აგებს ერთიანი ჯგუფური დანაშაულისთვის ,თუნდაც ზოგიერთ მათგანს მონაწილეობა
ჰქონდეს მიღებული ფულის გათეთრების მხოლოდ ერთერთ სტადიაში,ისე რომ არ იცოდეს რაიმე
სხვა ეტაპების შესახებ[!]
ხ
·
„ორგანიზებული
ჯგუფის ხელმძღვანელი’’ პასუხს აგებს ამ ჯგუფის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე,თუ მათ მოიცავდა მისი
განზრახვა.
·
ჯგუფის სხვა
მონაწილენი პასუხს აგებენ მხოლოდ იმ
დანაშაულისთვის,როლის განხორციელებაშიც ისინი მონაწილეობდნენ.
ხ
·
„სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებას’’ მაშინ აქვს ადგილი როცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის
პროცესში ჩართულია სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოხელე,აგრეთვე პირი ,რომელიც „სამეწარმეო’’ ან „არასამეწარმეო
ორგანიზაციაში’’ ხელმძღვანელობით ,ან წარმომადგენლობით
ფუნქციას ასრულებს.
·
ისინი შეიძლება იყვნენ ბანკების,სადაზღვევო კომპანიების მოსამსახურეები,შემოსავლების სამსახურის
მუშაკები,მონიტორინგის განმახორციელებელი პირები და სხვა. ამ დროს ქმედების
დამატებითი
კვალიფიკაცია 220-ე ან 332-ე მუხლით საჭირო არაა[ამაზე იხ.190-ე მუხლის ანალიზი]
ხ
·
194-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის მიხედვით განსაკუთრებით
დიდი ოდენობის შემოსავლად ითვლება,შემოსავალი 5000 ლარის ზევით.
მუხლი 194. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)
9 +
1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი ჯგუფურად;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
3. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონო ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც/რომლებიც პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის დაუსაბუთებელ ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.
3. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ოცდაათი ათასი ლარიდან ორმოცდაათ ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
იხ.
ამ სახის დანაშაულის რეალური შემთხვევა აქ:
Комментарии
Отправить комментарий