„ცრუ მეწარმეობა’’[მუხ. 193-ე]

 

  

·        განსახილველი დანაშაულისგან სს-ვი დაცვის ობიექტია: ა)ის ურთიერთობები,რომლებიც არაგულირებს „სამეწარმეო და სხვა კომერციულ საქმიანობას’’  და ბ) „მოქლაქეების’’,“სხვა ორგანიზაციების“  და „სახელმწიფოს’’ ინტერესები’’

·        „დანაშაულის ამსრულებელი’’ შეიძლება იყოს:“ ნებისმიერი 16 წელს მიღწეული პირი,რომელიც ქმნის ან აფუძნებს „სამეწარმეო ორგანიზაციას’’

 

„ცრუ მეწარმეობის’’ [მუხ.193-ე]– „ობიექტური მხარე’’

 

   მუხლი 193. ცრუ მეწარმეობა 

 +

 

ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, ა)კრედიტის ან ბ)სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის  მიღების ანდა გ)აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

·        ამ დანაშაულის „ობიექტური მხარე’’ გამოიხატება „ქმედებში’’  - „ფორმალურად კანონიერი’’ „საწარმოს შექმნაში’’ „ სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე’’

·        ეს „ქმედება’’ „მიზნად’’ ისახავს   ან ბაზარზე „კონტრაგენტების“,ან “მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანოების’’  -მოტყუებას[!]

კერძოდ ,ასეთი „საწარმოს შექმნა’’ შეიძლება „მიზნად“ ისახავდეს: ან ა)“კრედიტის’’ მიღებას[კრედიტორის მოტყუება] ან ბ) „სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღებას’’[მაგ. „გადასახადისგან გათავისუფლებას’’- სახელმწიფო ორგანოს მოტყუება ]  ან გ)“აკრძალული საქმიანობის დაფარვას’’[სახელმწიფო ორგანოს მოტყუება]

 

·        ამდენად, „ცრუ მეწარმეობის’’  „ობიექტური მხარე’’ მოიცავს 3 ნიშანს :

ა)“ქმედებას’’[ „სამეწარმეო ორგანიზაციის შექმნას სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე’’

ბ) „შედეგს’’[ “მნიშვნელოვან ზიანს’’]

გ) “მიზეზობრივ კავშირს’’[ „ქმედებასა’’ და დამდგარ „შედეგს’’ შორის]

 

·        „სამეწარმეო იურიდიული პირის’’ „შექმნის წესი’’ განსაზღვრულია კანონით „მეწარმეთა შესახებ’’ კანონით.

·        193-ე მუხლის დანაშაული მოიცავს: ა) „სამეწარმეო ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტების მომხადებას  რეგისტრაციისთვის’’  ბ)“დოკუმენტების მომხადებას  ლიცენზიის მიღებისთვის’’ გ)“კანონიტ დადგენილი წესით სამეწარმეო ორგანიზაციის დაფუძნებას’’  ; ამით „სამეწარმეო ორგანიზაციის’’ გარეგნულად „კანონიერი’’ საქმიანობა მთავრდება[!]

·        ამის შემდეგ „ცრუ მეწარმეები’’ ჩადიან რაიმე ზემოთ მითითებულ  მოქმედებას,რაც „მნიშვნელოვან ზიანს აყენებს’’  ან „მოქალაქეებს“,ან „სხვა ორგანიზაციებს“  ან „სახელმწიფოს’’[!]

·        კერძოდ, ა)„იღებენ სესხებს’’ „მოქალაქეების და ორგანიზაციებისგან, ბ)“კრეფენ ფულად სახსრებს’’ ,ან გ) „იწყებენ აკრძალულ საქმიანობას’’

 

„სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის არარსებობა’’

·        „სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის არარსებობა’’ მაშინაა სახეზე,როცა „მოჩვენებით“ იქმნება „სამეწარმეო საზოგადოება’’

ე.ი. როცა არ არსებობს სუბიექტის „განზრახვა’’ შეასრულოს ის მოქმედებები,რომლებიც მითითებულია  ამ იურიდიული პირის „სადამფუძნებლო დოკუმენტებში’’

„კრედიტის’’ ან „სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების’’  „მიზანი

 

·        „კრედიტის’’ ან „სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების’’  „მიზანი’’ მიიღწევა იმ  უკანონო მოქმედებების ჩადენით და იმ  „შეღავათების’’,“უპირატესობების’’ მიღებით,რომლის უფლებაც ამ „სამეწარმეო ორგანიზაციას’’ არ ჰქონდა მისი „წესდებიდან’’ გამომდინარე[!]

„აკრძალული საქმიანობის დაფარვის’’ მიზანი

·        „აკრძალული საქმიანობის დაფარვა’’ მდგომარეობს სისტემატურად „მოჩვენებითი გარიგებების“ დადებაში ,რასაც „სულ სხვა შედეგები’’ მოსდევს ,ვიდრე ამას „სადამფუძნებლო დოკუმენტები ‘’ ითვალისწინებდა.

„მნიშვნელოვანი ზიანი’’

·        დანაშაულის „ცრუ მეწარმეობა’’  შემადგენლობა „მატერიალურია’’;რაც იმას ნინავსს,რომ საჭიროა სახეზე იყოს „ქმედების’’ „შედეგი’’

·        „შედეგი’’ ამ მუხლში არის“მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება’’ „ფიზიკური’’ ან „იურიდიული პირისთვია[!]

·        „მნიშვნელოვანი ზიანი’’ „შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შეთხვევაში იგი საბოლოოდ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს[!]

 

„ცრუ მეწარმეობის’’ [მუხ.193-ე]– „სუბიექტური  მხარე’’

 

·        ამ დანაშაულის „სუბიექტური მხარე’’ – „სპეციალური მიზნით’’   ხასიათდება[!]

·        „სპეციალური მიზანია“: ან ა) „კრედიტის’’ მიღება ან ბ)“სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღება’’ ან გ)“აკრძალული საქმიანობის დაფარვა’’

·        ანუ ეს არის ე.წ. „მიზნით დაფუძნებული დელიქტი’’

 

·        ყურადღება: თუ პირს[„ცრუ მეწარმეს’’]  სურს ისეთი „აკრძალული საქმიანობის’’ დაფარვა,რაზეც სსკოდექსში არსებობს „სპეციალური ნორმა’’[მაგ. 266-ე მუხ „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა’’],მაშინ ქმედების კვალიფიკაციისას გაიმარჯვებს ეს უკანაკნელი  „სპეციალური ნორმა’’.]

 

 

·        აუცილებელია ეს „სპეციალური მიზანი“: ან ა) „კრედიტის’’ მიღება ან ბ)“სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღება’’ ან გ)“აკრძალული საქმიანობის დაფარვა’’ უნდა არსებობდეს „ „ცრუ სამეწარმეო საზოგადოების შექმნის მომენტში’’[ანუ თავიდანვე] [ეს დაიმახსოვრე]

·        ე.ი. „კონკრეტული პირი’’ შესაბამისი სამეწარმეო ორგანიზაციის შექმნისას მიზნად ისახავდა არა „ნამდვილ’’  „სამეწარმეო საქმიანობას’’,არამედ „კრედიტის მიღებას’’ ან „სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის ‘’ მიღებას,ანდა „აკრძალული საქმიანობის დაფარვას’’.

·        თუ ასეთი რომელიმე „სპეციალური მიზანი’’ „სამეწარმეო ორგანიზაციის  შექმნის მომენტში’’ არ არსებობდა,მაშინ დანაშაულის „ცრუ მეწარმეობა’’ შემადგენლობა არ გვექნება[ეს დაიმახსოვრე კაზუსებისთვის]

 

„ცრუ მეწარმეობის’’ [მუხ.193-ე]–„ბრალის ფორმა’’

·        „ბრალის ფორმის’’ მიხედვით დანაშაულის[როგორც„მიზნით დაფუძნებული დელიქტის’’] ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’

·        ანუ ა)დამნაშავეს „გაცნობიერებული აქვს’’,რომ ქმნის ან აფუძნებს ორგანიზაციას „სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე’’ ,ბ)“ითვალისწინებსმოქალაქეებისთვის ,ან სხვა ორგანიზაციისტვის,ან სახელმწიფოსთვის „ქონებრივი ზიანის მიყენების’’ შესაძლებლობას ან გარდუვალობას და გ)“სურს’’ ეს.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები