„უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა“ [192-ე პრიმი მუხ.]
„უკანონო საგანმანათლებლო
საქმიანობა“ [1921-ე მუხ.]
შესავალი:
·
ეს მუხლი 2010 წელს ამოქმედდა
·
ამ ქმედების კრიმინალიზაცია განაპირობა სათანადო უფლებამოსილების
არმქონე დაწესებულებების მიერ „ზოგადსაგანმანათლებლო’’,“პროფესიულ საგანმანათლებლო’’
და „უმაღლესი საგანმანათლებლო’’ დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის [„სკოლა“,“პროფესიული კოლეჯი“,“უნივერსიტეტი’’]
გამოყენების და „სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის’’ გაცემის საფრთხემ
·
ამ მუხლის შემოღებით კანონმდებლის მიზანია „არ დაუშვას მომხმარებელთა
შეცდომაში შეყვანა’’ და „დაიცვას სახელმწიფოს ინტერესი,რომ არ მოხდეს “ სახელმწიფოს მიერ
აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის’’ გაცემა „არავტორიზებული დაწესებულებების“
მიერ’’
ხ
·
ამ კრიმინალთან საბრძოლველად მხოლოდ 192-ე მუხლი არაეფექტურად ჩაიტვალა,რადგან
ბევრი „საგანმანათლებლო დაწესებულება’’ საქმიანობდა როგორც „არასამეწარმეო[არაკომერციული] იურიდიული პირი’’ და
192-ე მუხლის ზემოქმედების მიღმა რჩებოდა.
·
შემოღებულ იქნა „ავტორიზაციის’’
ინსტიტუტი;
·
„ავტორიზაცია’’ არის „საგანმანათლებლო დაწესებულების’’ სტატუსის მოპოვების პროცედურა,რომლის
მიზანია საგანმანატლებლო საქმიანობის განხორციელებისათვის „აუცილებელი სტანდარტების’’ დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
·
„ავტორიზაციის’’ გავლის შემდეგ ხდება „საგანმანათლებლო დაწესებულების’’
სტატუსის [„სკოლა“,“პროფესიული კოლეჯი“,“უნივერსიტეტი’’]
მოპოვება,რაც ,თავის მხრივ,გულისხმობს მათ მიერ
„სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტის“ გაცემის უფლებამოსილებას.
ხ
·
„აკრედიტაცია“ ნებაყოფლობითი გახდა და ის სწავლების
„მაღალ ხარისხს’’ ადასტურებს
·
„მომხმარებელს’’ თუ ეცოდინება,რომ ვერ მიიღებს „სახელმწიფოს მიერ აღიარებულ’’ „დიპლომს’’ ან „კვალიფიკაციის
დამადასტურებელ დოკუმენტს’’[„სერთიფიკატს’’],ის აღარ მივა იმ „საგანმანატლებლო დაწესებულებაში’’
ანდა აღარ გააგრძელებს იქ სწავლას.
·
მაგ. თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას
არა აქვს „ავტორიზაცია’’ და გამოიყენებს „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
სტატუსის აღმნიშვნელ „სახელს’’[„უნივერსიტეტი’’ ან „კოლეჯი’’]
ანდა მოახდენს“სახელმწიფოს
მიერ აღიარებული განატლების დამადასტურებელი დოკუმენტის’’[„დიპლომის’’] გაცემას
,მაშინ ის 1921-ე
მუხლის „ადრესატი’’ გახდება.
ხხხხ
„უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა“ [1921-ე
მუხ.]
·
ამრიგად, 1921-ე მუხლით
სს-ვი „დაცვის ობიექტს’’ წარმოადგენს:
„პოტენციური კლიენტის[ანუ „საგანმანათლებლო სფეროს დაწესებულების მომსახურების მომხმარებლის’’[აბიტურიენტის]
კანონიერი ინტერესი’’
·
1921-ე მუხლით დადგენილი
„აკრძალვის’’ მიზანია „მომხმარებელი’’[აბიტურიენტი]
“შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი’’ „დაწესებულების’’
მიერ ,რომ თითქოს მას აქვს „საგანმანატლებლო დაწესებულების სტატუსიი’’[ანუ გავლილი აქვს „ავტორიზაცია’’] და შეუძლია გასცეს
„განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი’’[ „დიპლომი’’ ან „სერთიფიკატი’’]
ხ
·
ამ დანაშაულის „ამსრულებელია’’: როგორც „ფიზიკური’’ ,ისე „იურიდიული’’ პირი
ხ
1921-ე მუხლის დანაშაულის - „ობიექტური
მხარე’’
მუხლი 1921. უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა
+
1.ა) ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ბ)ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და გ)ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება, –
ისჯება ჯარიმით.
·
„უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის“ „ქმედების შემადგენლობა ‘’ რამდენიმე „ალტერნატიულ ქმედებას’’ გულისხმობს:
ა)“ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება“
ბ)“ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“
გ)“ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება“
1921-ე
მუხლის დანაშაულის - „სუბიექტური მხარე’’
·
„მოტივს’’ ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
1921-ე
მუხლის დანაშაულის - „ბრალის
ფორმა ’’
·
„ბრალის ფორმის მიხედვით’’ ეს დანაშაული „განზრახია’’
1921-ე
მუხლის მე-2 ნაწილი-[’’ ბრალის დამამძიმებელი გარემოებები’’]
2. იგივე
ქმედება,
ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
1921-ე
მუხლის - „შენიშვნა’’
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ა)ჯარიმით, ან გ) ლიკვიდაციით და ჯარიმით.
Комментарии
Отправить комментарий