„უკანონო სამეწარმეო საქმიანობა’’[მუხ.192-ე]

 

 

შესავალი:

·        ა)„საზოგადოების უშიშროების’’ ბ) „ადამიანთა სიცოცხლის და ჯანმრტელობის’’ გ)„ბუნების და კულტურულ ფასეულობათა’’ დასაცავად[!]  კანონმა შეიძლება აკრძალოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე[!] ანდა სხვადასხვა ხასიათის „შეზღუდვები’’ დააწესოს[!]

·        „სახელმწიფო კონტროლი’’ „სამეწარმეო საქმიანობაზე’’ აუცილებელია ასევე მეწარმეთა „დასაბეგრად’’[მათგან  გადასახადების ასაკრეფად],რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა.

 

·        ამ მიზნების [სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის მიზნებს] მირწევას ემსახურება „მეწარმეთა რეგისტრაციის წესი’’ და „ამა თუ იმ სახის სამეწარმეო საქმიანობაზე „სპეციალური ნებართვის’’[ანუ „ლიცენზიის’’] მიღების/აღების  აუცილებლობა’’[!]

·        „მეწარმეთა შესახებ’’ კანონი „სამეწარმეო საქმიანობად’’ მიიჩნევს „მართლზომიერ’’ და „არაერთჯერად’’ საქმიანობას,რომელიც ხორციელდება „მოგების’’ მიღების მიზნით, „დამოუკიდებლად’’ და „ორგანიზებულად’’[ ეს არის „სამეწარმეო საქმიანობის’’[ანუ „ბიზნესის კეთების’’]  ცნება- ზეპირად]

·        ყურადღება:  „ფიზიკური’’ და „იურიდიული’’ პირების „სამეწარმეო საქმიანობა’’ ექვემდებარება „სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას’’ [!]

·        „მეწარმეთა შესახებ’’ კანონი ზუსტად განსაზღვრავს „სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციის’’ პირობებს.

·        რაც შეეხება“სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებას’’ ,2005 წელს მიღებულია კანონი“ლიცენზიების და ნებართვების შესახებ’’. მასში განსაზღვრულია „ლიცენზიით’’ ნებადართული  სამეწარმეო საქმიანობის „სახეები’’ და „ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები’’

ყურადღება:

·        „სამეწარნეო საქმიანობის უფლება’’,რომელზედაც „სავალდებულოა’’  ლიცენზია,წარმოიშობა „ლიცენზიის მიღების მომენტიდან’’ და წყდება „ლიცენზიის ვადის გასვლისთანავე’’

„უკანონო სამეწარმეო საქმიანობა’’[მუხ. 192-ე ]

 

·        „უკანონო სამეწარმეო საქმიანობისგან’’[მუხ. 192-] სს-ვი დაცვის ობიექტია:ის ურტიერთობები,რომელიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას’’,აგრეთვე „სახელმწიფოს ფინანსური ინტერესები’’[რადგანაც თუ მეწარმე არ  რეგისტრირდება სახელმწიფო ვერ ღებულობს „რეგისტრაციისთვის დადგენილ ბაჟს’’ ,ხოლო თუ მეწარმე ლიცენზიას არ იღებს და ისე საქმიანობს,სახელმწიფო ვერ ღებულობს „ლიცენზიის გაცემისთვის დაწესებულ გადასახადს’ ; გარდა ამისა,რაც მთავარია,დაურეგისრირებელი მეწარმეებისგან სახელმწიფო ვეღარ კრეფს „სამეწარმეო საქმიანობისტვის დადგენილ გადასახადებს’’;მაგ. „უკანონო საბანკო საქმიანობა’’ ზიანს აყენებს“საბანკო სისტემის’’  სტაბილურობას და საიმედოობას; ანალოგიურად „უკანაონო სამეწარმეო საქმიანობის’’ სხვადასხვა  შემთხვევები ზიანს აყენებენ  ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებს.[იმ მეწარმეებს,რომლებიც კანონიერ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან]

·        192- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის „ამსრულებელია’’ : „ნებისმიერი ფიზიკური პირი,ვინც  „უკანონო’’ „სამეწარმეო საქმიანობას’’ ეწევა’’  ,აგრეთვე, „ნებისმიერი იურიდიული პირი,ვინც „უკანონო’’ „სამეწარმეო საქმიანობას’’ ეწევა’’

192- მუხლის 1-ლი ნაწილით  გათვალისწინებული დანაშაულის- „ობიექტური მხარე’’

     მუხლი 192. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა

 

1. სამეწარმეო საქმიანობა ა)რეგისტრაციის, ბ)ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე ანდა ბ)სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, ა)რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან  ბ)რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

·        ამ დანაშაულის „ობიექტური მხარე’’ 3[სამი] ნიშნით ხასიათდება: 1)„ქმედება’’, 2)„მძიმე შედეგი’’[რაც გამოიხატება „მნიშვნელოვან ზიანში’’ ან „დიდი ოდენობიტ უკანონო შემოსავლის მიღებაში’’ და 3)„მიზეზობრივ კავშირში’’[ „ქმედებას’’ დადამდგარ „შესდეგს’’ შორის]

 

„ქმედება’’

·        ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია შემდეგი „ქმედებებით“:

1)     „სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე’’

2)     „სამეწარმეო საქმიანობა „ნებარტვის’’ ან „ლიცენზიის’’ გარეშე’’

3)     „სამეწარმეო საქმიანობა  „სანებარტვო’’ ან „სალიცენზიო’’ პირობების დარღვევით.

 

1.„სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე’’

 

·        „მეწარმის’’ სტატუსის შეძენა ხდება „რეგისტრაციის ‘’ შემდეგ[!]

·        „რეგისტრაცია’’ სამოქალაქო კანონმდებლობის „იმპერატიული მოტხოვნაა’’

·        „რეგისტრაციის ‘’ მომენტიდან „სამეწარმეო საქმიანობა’’ იძენს „კანონიერ’’ ხასიატს[!]

·        ამდენად, „უკანონოდ’’ ჩაითვლება „სამეწარმეო საქმიანობა’’ ა) „რეგისტრაციის გარეშე ‘’ საქმიანობა ან  ბ)“რეგისტრაციამდე’’ განხორციელებული საქმიანობა.

·        ხოლო რა ითვლება „სამეწარმეო საქმიანობად’’ განსაზღვრულია: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით[სსკ],ბ)“მეწარმეთა შესახებ’’ კანონით,გ)“ეროვნული ბანკის შესახებ’’ კანონით,დ)“კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ კანონით და სხვა „ნორმატიული აქტებით’’

 

2. სამეწარმეო საქმიანობა „ნებარტვის’’ ან „ლიცენზიის’’ გარეშე

 

·        „მეწარმეს’’ შეუძლია განახორციელოს  ნებისმიერი საქმიანობა რაც აკრძალული არ არის კანონით,მაგრამ არსებობს „გამონაკლისიც’’

·        კერძოდ, „სამეწარმეო საქმიანობის’’ „ზოგიერთი სახე’’ საჭიროებს „სპეციალურ ნებართვას’’

·        ასეთ დროს „სამეწარმეო საქმიანობა’’ დასაშვებია მხოლოდ  სათანადო „ ნებართვის’’ ან „ლიცენზიის’’ მიღების შემდეგ[!]

·        „ლიზენზიით’’ ნებადართული „სამეწარმეო საქმიანობის’’  „სახეებს’’ განსაზღვრავს კსნონი „ლიცენზიებისა და ნებართვების’ შესახებ’’და სხვ.

·        მაგ. „ლიცენზირებას’’ საჭიროებს „საბანკო საქმიანობა’’,“იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა’’ და სხვა.

·        მაგ. „საბანკო საქმიანობა’’ „ეროვნული ბანკის მიერ გაცემული „ლიცენზიის’’ ‘’ გარეშე ასევე ჩაითვლება -უკანონოდ[!]

 

3. „სამეწარმეო საქმიანობა  „სანებართვო’’ ან „სალიცენზიო’’ პირობების დარღვევით.

·        „სანებართვო’’ ან „სალიცენზიო’’ პირობების დარღვევით „სამეწარმეო საქმიანობა ‘’ სახეზეა ,როცა მაგ. „კონკრეტული სახის  სამეწარმეო საქმიანობაზე’’ „ნებართვის ‘’ ან ლიცენზიის’’ მქონე პირი  ეწევა „სხვა სახის ლიცენზირებად საქმიანობას’’

·        „ლიცენზიის პირობის დარღვევა’’,ასევე ,შეიძლება გამოიხატოს“სამეწარმეო საქმიანობაში არა იმ ადგილას,სადაც ეს ნებადართულია ლიცენზიით ‘’ და სხვა

ყურადღება:

·        აქ განხილული „ქმედებების’’ 192-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საჭიროა ამ ქმედებებს მოჰყვეს  ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის’’ „მნიშვნელოვანი ზიანის  მიყენება ‘’ ან „დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება’’

·        ადგილი ჰქონდა თუ არა „მნიშვნელოვანი ზიანს’’ და „დიდი ოდენობის შემოსავალს’’ მხოლოდ სასამართლო განსაზღვრავს

·        თუ  ზემოთ განხილულ ქმედებებს არ გამოუწვევია „მნიშვნელოვანი ზიანი’’ ან „დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება’’ ,სახეზე არაა დანაშაული ‘უკანონო სამეწარმეო საქმიანობა’’[ეს დაიმახსოვრე კაზუსებისთვის]

·        ანუ შეიძლება სახეზე იყოს, მხოლოდ „ადმინისტრაციული გადაცდომა’

·        „სუბიექტური მხარე’’ : ამ დანაშაულის  „მოტივი’’ – „ანგარებაა’’

·        ამ დანაშაულის „ბრალის ფორმა’’- „განზრახია’’

 

192-ე მუხლის მე-2 ნაწილი[ „ბრალის დამამძიმებელი გარემოებები“]

 

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) ჯგუფურად;

) არაერთგზის;

) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ,

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე

 

·         „ჯგუფური’’ და „არაერთგზისი’’ დანაშაულის ცნება მოცემულია სსსკ-ის მე-15 და 27-ე მუხლებში [გადაიკითხე]

·        აქვე შევნიშნოთ,რომ „არაერტგზისობის’’ ცნების შეცვლის შემდეგ 192-ე მუხლის „ბ’’ და „გ’’ ქვეპუნქტები კოლიზიაში მოვიდა,რაც კანონმდებლისგან შესაბამის შესწორებას საჭიროებს

 

192-ე მუხლის - „შენიშვნა’’

 

შენიშვნა:

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ა)ჯარიმით, ბ)საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან გ) ლიკვიდაციით და ჯარიმით.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები