„მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია][მუხ.191-ე]

 

   

შესავალი:

·        „მიწა’’ არის ადამიანთა ძირითადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შეუცვლელი საფუძველი[!]

·        „მიწის’’  ა) სიმცირე[„შეზღუდული’’ რესურსია] და მისი ბ) „შეუცვლელობა’’ განაპირობებს „მიწათსარგებლობის’’ დაგეგმვისა და  შეზღუდვის აუცილებლობას,რისი ერთ-ერთი გამოხატულებაა „საჯარო კონტროლი’’[ანუ სახელმწიფოს მხრიდან „მიწათსარგებლობის’’ კონტროლი]

·        „მიწის ნაკვეთზე’’  „საკუტრების უფლების’’ წარმოშობა ხდება მხოლოდ „კანონით დადგენილი წესით ,რეგისტრაციის შემდეგ ’’

·        „რეგისტრაციის’’ მეშვეობით სახელმწიფოსთვის შესაძლებელი ხდება ყველა იმ გარიგების გაკონტროლება,რომელიც დადებულია რომელიმე კონკრეტული მიწის ნაკვეთის შესახებ

·        ამასთან,  მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული გარიგებების “რეგისტრაცია’’ გარანტიაა იმისა,რომ „მხარეები’’ არ დაუშვებენ „შეცდომას’’ „მიწის ნაკვეთის გასხვისების’’ გარიგების გაფორმებისას[დადებისას]  და ამით  თავიდან აიცილებენ იმ „უარყოფით შედეგებს’’,რაც შეიძლება ასეთ „შეცდომას’’ მოჰყვეს.

ყურადღება:

·        „მიწასთან ‘’ დაკავშირებული გარიგებების სამართლებრივი რეგლამენტაცია მოცემულია:

 

A.    „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში’’

B.     საქართველოს კანონში“სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების შესახებ’’[1996 წ.]

C.     საქართველოს კანონში“უძრავ ნივტებზე უფლებატა რეგისტრაციის შესახებ’’[2005 წ.]

D.    და სხვა ნორმატიულ აქტებში

·        „მიწაზე’’  „უკანონო გარიგებებმა’’ შეიძლება „შედეგად’’ გამოიწვიოს:

 

ა)“მიწის ნაკვეთის’’  „სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან’’ ამოღება[!]

ბ)“ერთი პირის ხელში „მიწის ნაკვეტების’’ უკანონო კონცენტრაცია

გ)“მიწის ნაკვეთების’’ გადაქცევა არამართლზომიერი სპეკულაციის საგნად

დ) „მიწის ნაკვეთების’’ მესაკუტრეთა[ან მართლზომიერ მფლობელთა] კანონიერი უფლებების და ინტერესების შელახვა და სხვა

 

ხხხხხხხხხხ

„მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია’’[მუხ.191-ე]

 

·        ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის ობიექტია: „ურთიერთობები’’  ა) მიწათსარგებლობის და ბ) მიწათმფლობელობის სახელმწიფოებრივი რეგულირების სფეროში’’

·        ამ დანაშაულის „ამსრულებელი სპეციალრია’’- იგი არის „სახელმწიფო მოხელე’’.

·        „მიწასთან დაკავშირებული „უკანონო’’  გარიგების “რეგისტრაციისას’’ ან „მიწის გადასახადის შემცირებისას’[ანუ 191-ე მუხლის დანაშაულის ჩადენისას] , „სახელმწიფო მოხელე’’  ან „ბოროტად იყენებს’’ ან „აჭარბებს’’  თავის „სამსახურებრივ უფლებამოსილებას’’

·        ხოლო „მიწის კადასტრის’’ „სააღრიცხვო მონაცემის’’ „დამახინჯება’’ –„სამსახურებრივი სიყალბის’’ სპეციალური სახეა[!] [ასეთი „მონაცემის’’ „დამახინჯება’’ შეუძლია მხოლოდ იმ „მოხელეს’’,რომლის სამსახურებრივ კომპეტენციაში შედის  „მიწის კადასტრზე’’ მუშაობა]

191-ე მუხლის დანაშაულის - „ობიექტური მხარე’’

 

·        191-ე მუხლი ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის 3[სამ] ფორმას[ვარიანტს]

·        დანაშაულის ამ „ფორმებს’’ აქვთ საერთო „ნიშნები’’,მაგრამ ასევე აქვთ განსხვავებული „ნიშნები’’

·        „საერთოა’’  ის,რომ

ა) ამ დანაშაულთა „ამსრულებელი’’ სამივე შემთხვევაში „სპეციალურია’’- „სახელმწიფო მოხელე’’

ბ)სამივე შემტხვევაში „მოხელე’’ დანაშაულის ჩასადენად იყენებს თავის“სამსახურებრივ მდგომარეობას’’

გ)სამივე ემტხვევაში დანაშაული „პირდაპირი განზრახვითაა ‘’ ჩადენილი ; მოტივი არის „ანგარება’’,ან „სხვა პირადი მოტივი’’

დ) სამივე შემტხვევაში  დანაშაულის „შემადგენლობა’’ „ფორმალურია’’ და დანაშაული „დამტავრებულად’’ ითვლება კანონში მითითითებული ქმედების[მოქმედების]   ჩადენისთანავე

·        191-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის  3[სამი] ფორმა  გამოიხატება ,შემდეგ „ქმედებებში’’ :

 

1)    „მიწასთან დაკავშირებული „უკანონო’’ გარიგების რეგისტრაციაში’’

ან

2)    “სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯებაში’’

ან

3)    „მიწის გადასახადის შემცირებაში’’

 

  მუხლი 191. მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია

 +

1)მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია, 2)სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯება ანდა 3)მიწის გადასახადის შემცირება ანგარებით ანდა სხვა პირადი მოტივით, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

 

1.    „მიწასთან დაკავშირებული უკანონო გარიგების რეგისტრაცია’’

 

·        „მიწასთან დაკავშირებული გარიგებების რეგისტრაციის წესი“ განსაზღვრულია „სამოქალაქო კოდექსის’ შესაბამისი ნორმებით[!] და საქართველოს კანონით“მიწის რეგისტრაციის შესახებ’’

·        „მიწის რეგისტრაციის’’ მიზანია „მიწის ნაკვეთის’’ და მასთან“უძრავად დაკავშირებული ქონების’’ მიმართ  ა) უფლებათა წარმოშობის ,ბ)უფლებათა გადაცემის ,გ)უფლებათა შეზღუდვის ან დ) უფლებათა შეწყვეტის  „აღიარება’’ და“დადასტურება’’- სახელმწიფოს მიერ[!]

·        „მიწის ნაკვეთის ‘„რეგისტრაციას’  „საჯარო რეესტრში’’ ახორციელებს „მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი’’ და „მისი ტერიტორიული ორგანოები ადგილებზე’’[ეს დაიმახსოვრე]

·        „მიწის ნაკვეთთან’’ დაკავშირებული გარიგებების „ნამდვილობის’’ პირობები განსაზღვრულია „სამოქალაქო კოდექსით’’

·        „მიწასთან დაკავშირებული „უკანონო’’ გარიგება’’ შეიძლება  იყოს  „მიწის ნაკვეთის“ ა) „უკანონო ნასყიდობა’’,“ ბ) „უკანონო იჯარა’’ და სხვა

·        „მოხელის’’ სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად საჭიროა დადგინდეს,კონკრეტულად რაში გამოიხატება „მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონობა’’[მაგ.“ნაკრძალი მიწის ნაკვეთების’’  „გაცემა იჯარით’’,კომერციული მიზნით’’  უკანონოა ]

·        დანაშაული „დამთავრებულია’’ „მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ‘’ შესაბამისი მოხელის მიერ  „მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული მსგავსი უკანონო გარიგების’’ –„რეგისტრაციისთანავე’’[!][მიქციე ყურადღება რომელი მოხელე ჩადის ამ დანაშაულს]

 

2.    „სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯება’’

 

·        „სახელმწიფო მიწის კადასტრი’’ ,ესაა ოფიციალური დოკუმენტი,რომელიც შეიცავს მონაცემებს მიწების ა)“ბუნებრივი“,ბ)“სამეურნეო“ და  გ)“ სამართლებრივი“ რეჟიმების  შესახებ

·        ნებისმიერი ამ მონაცემის „დამახინჯება’’ ქმნის 191-ე მუხლის დანაშაულის „ობიექტურ მხარეს’’

·        „სახელმწიფო მიწის კადასტრს’’ აწარმოებს „მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი’’

·        დანაშაული „დამთავრებულია’’ „სახელმწიფო მიწის კადასტრში’’  „ყალბი მონაცემის’’  შეტანის მომენტიდან[!]

·        ყურადღება: „სახელმწიფო მიწის კადასტრის’’   „სააღრიცხვო მონაცემები“,უმრავლეს შემტხვევაში, „საფუძველია’   კონკრეტულ „მიწის ნაკვეთზე’’  გარიგების დასადებად[!] ,აგრეთვე „მიწის გადასახადის ‘’ ოდენობის განსაზღვრისათვის [!][ანუ ამ მონაცემებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს „მიწაზე’’ გარიგებების დადებისას]

·        „მოხელის ‘’ მიერ [იგულისხმება აქაც „მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის’’ მოხელე] „სახელმწიფო მიწის კადასტრრში’’ „ყალბი მონაცემების შეტანა’  [ანუ „სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯება’’] შესაძლოა მიზნად ისახავდეს  მოგვიანებით ამ მიწის ნაკვეთზე შენდეგში „უკანონო გარიგების რეგისტრაციას’’  ან ამ მიწის ნაკვეთზე „გადასახადის შემცირებას’’

 

 

3.      „მიწის გადასახადის შემცირება’’

 

·        191-ე მუხლის დანაშაული ასევე შეიძლება გამოიხატოს „მიწის გადასახადის შემცირებაში’’

·        საქართველოში „მიწათსარგებლობა’–„ფასიანია’’[!]

·        „მიწის ნაკვეთის’’  „მესაკუტრეები’’ და „მოსარგებლეები’’ იხდიან „მიწის გადსახადს’’[!]

·        „მიწის გადასახადის’’ ოდენობა განსაზღვრულია - „საქრთველოს საგადასახადო კოდექსით’’

·        „გადასახადის’’ ოდენობის განსაზღვრის „საფუძველია’’ „მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის  დამადასტურებელი დოკუმენტი’’[!]

·        „მიწის გადასახადი’’ დიფერენცირებულია[განსხვავებულია] „მიწის ხარისხის’’ და „ადგილმდებარეობის’’ მიხედვით[!]

·        „მიწის გადასახადის’’ „გადამხდელთა რეგისტრაციის’’ და „გადასახადის ოდენობის განსაზღვრის’’  მიზნით,“მიწის მარტვის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი ორგანოები’’[ამ დეპარტამენტის ადგილობრივი მოხელეებ],ყოველ საანგარიშო წელს,“საგადასახადო ორგანოებს’’ წარუდგენენ „მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებს’’  თითოეული „მიწის ნაკვეთის ფართობის’’ და მათზე დაწესებული“მიწის გადასახადის განაკვეთის“  ჩვენებით’’.

·        ყურადღება: სწორედ ამიტომაა,რომ  3.„მიწისგადასახადის შემცირება’’   „ერთ შემადგენლობადაა გატვალისწინებული 1.„მიწასთან დაკავშირებული გარიგების რეგისტრაციასა’’ და 2.„მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯებასთან’’ ერთად

·        191-ე მუხლის დანაშაული სახეზე იქნება „მიწის გადასახადის’’ „უკანონო შემცირების’’ ნებისმიერ შემთხვევაში[!]

·        ეს „შემთხვევები’’ კი შეიძლება იყოს:

ა)“მიწის ნაკვეთზე საიჯარო გადასახადის არსებითი შემცირება’’

ბ) „მიწის ნაკვეთის ღირებულების შემცირება მისი ყიდვა-გაყიდვისას’’

გ) სხვა კანონიერი გადასახადის შემცირება

·        ყურადღება: „მიწის გადასახადის შემცირება’’ რომ „დამთავრებული’’ იყოს ,ამისათვის „მიწის გადასახადის შემცირება’  „დოკუმენტურად’’[ანუ წერილობით] გაფორმებული უნდა იყოს.

 

ხხ

191-ე  მუხლის დანაშაულის -„სუბიექტური მხარე’’

·        ამ დანაშაულის „ამსრულებლის’’  „მოტივი’’- „ანგარება’’ ,ან „სხვა პირადი მოტივია’’[მაგ.“შურისძიება’’]

·        თუ  ამსრულებლის „ქმედება’’ ჩადენილია“ყალბად გაგებული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მოტივით’’ ,ქმედება არ მოგვცემს 191-ე მუხლის დანაშაულის შემადგენლობას

·        ამდენად, სახეზეა „მოტივით დაფუძნებული დელიქტი’’[სადაც „მოტივი’’  „ქმედების ნიშანია’’ და არა „ბრალის ნიშანი’’]

 

191-ე  მუხლის დანაშაულის -„ბრალის ფორმა’’

·        ამ დანაშულის[როგორც „მოტივით დაფუძნებული დანაშაულის’’] ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’

·        ანუ „მოხელეს’’[ამსრულებელს] გაცნობიერებული აქვს,რომ“სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,“პირადი მოტივით’’ ახდენს ან „მიწასთან დაკავშირებული უკანონო გარიგების რეგისტრაციას’’,ან „სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემების დამახინჯებას’’ ან „მიწის გადასახადის შემცირებას და „სურს ‘’ ეს.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები