„კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა’’[ 190-ე მუხ ]
შესავალი:
·
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად:
„სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება.’’
·
ეს დებულება ასახულია საქართველოს კანონში „მეწარმეთა
შესახებ’’,რომელმაც“სამეწარმეო იურიდიულ
პირებს’’ უფლება მისცა განახორციელონ ნებისმიერი საქმიანობა,რომელიც „პირდაპირ
ან არაპირდაპირ“ აკრძალული არ არის კანონით.[ამით სამეწარმეო ორგანიზაციები
გათავისუფლდნენ ზედმეტი[!],დაუსაბუტებელი[!] ზედამხედველობისგან,რასაც „სახელმწიფო
მაკონტროლებელი ორგანოები’’ ახორციელებენ მათ მიმართ
ხ
·
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის
დაწესება“კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის ხელის შეშლისათვის’’,მიზნად
ისახავს დამატებითი გარანტიების შექმნას „მეწარმეობის თავისუფლებისათვის’’
·
ამ დანაშაულის „სოციალური მავნებლობა’’ იმით განისაზღვრება,რომ ზიანს აყენებს
არა მარტო „სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტებს’’,არამედ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოთა ავტორიტეტსაც,რომელთა კომპეტენციაშიც შედის საბაზრო
ეკონომიკაზე ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის რეგულირება.
·
ყურადღება: 190-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული „კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა’’ –„სამსახურებრივი მდგომარეობის
ბოროტად გამოყენების’’ სპეციალური სახეა[!!]
·
„ხელის შემშლელი’’ „თანამდებობის პირები’’ შეიძლება წარმოადგენდნენ ა) სანებართვო ბ)
მაკონტროლებელი გ) ფისკალური[საგადასახადო] და სხვა ფუნქციების განმახორციელებელ
„სახელმწიფო ორგანოებს’’
მუხლი 190. კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა
+
დაუსაბუთებლად უარის თქმა საწარმოს რეგისტრაციაზე, ნებართვის ან ლიცენზიის გაცემაზე, ანდა მისი ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა, საწარმოს საქმიანობაზე კონტროლის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელება, აგრეთვე მის საქმიანობაში ჩარევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ხ
„კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა’’[მუხ.190-ე]
·
ამ დანაშაულისგან სს-ვი დაცვის
ობიექტია: „თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის უფლება’’
და „სახელმწიფო ორგანოთა ავტორიტეტი’’
ხ
·
ამ დანაშაულს ჰყავს „სპეციალური
ამსრულებელი’’ - ეს არის სხვადასხვა „საჯარო მოხელე’’ რომლთა კომპეტენციაში შედის
: ა) მეწარმის რეგისტრაცია ბ)“ნებართვის’’ ან „ლიცენზიის’’ გაცემა გ)საკონტროლო-საზედამხედველო
მოქმედებათა ჩატარება და სხვა
ყურადღება:
„საჯარო მოსამსახურის’’ -ცნება მოცემულია კანონში „საჯარო
სამსახურის შესახებ’’
ამ კანონის მე-3 მუხლის „დ’’ პუნქტის თანახმად:
საჯარო მოსამსახურე არის –„ადმინისტრაციული ხელშეკრულებით’’ დასაქმებული პირი, ან „შრომითი ხელშეკრულებით’’ დასაქმებული პირი
ეს „საჯარო
მოსამსახურეები’’ დასაქმებულები არიან: სახრელმწიფო
და ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებებში და საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
ხ
„კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლის’’ - ობიექტური მხარე
·
ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება
„კანონიერი სამეურნეო საქმიანობისთვის ხელის
შეშლაში’’ შემდეგი ფორმებით[ხერხებით]:
a. „დაუსაბუთებელი უარი -„საწარმოს
რეგისტრაციაზე’’
b. დაუსაბუთებელი უარი - „ნებართვის’’
ან „ლიცენზიის’’ გაცემაზე
c. „ეკონომიკური საქმიანობის უფლების
ან თავისუფლების შეზღუდვა’’
d. „საწარმოს საქმიანობაზე კონტროლის’’
კანონმდებლობის დარღვევით განხორციელება’’
e. „სამეწარმეო საქმიანობაში ჩარევა,რამაც
„მნიშვნელოვანი ზიანი’’ გამოიწვია’’
[ზეპირად]
·
დანაშაული ჩადენილი „სამეწარმეო
საქმიანობაში ჩარევით,რამაც „მნიშვნელოვანი ზიანი’’ გამოიწვია’’[e] „დამთავრებულია’’
მხოლოდ მაშინ თუ მოხელის ასეთმა ქმედებამ „მნიშვნელოვანი ზიანი ‘’ გამოიწვია’’[ანუ ქმედების ეს შემადგენლობა „მატერიალური შინაარსისაა’’
ანუ საჭიროა „შედეგი’’- „მნიშვნელოვანი ზიანი’’ იყოს სახეზე]
·
რაც შეეხება სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს[a,b,c,d],ისინი „დამთავრებულია’’ ჩადენისთანავე და „შედეგს’’ არ აქვს ამ მუხლიტ კვალიფიკაციისთვის
მნიშვნელობა[ ანუ დანარჩენ ქმედებათა შემადგენლობები „ფორმალური ‘’ ხასიათისაა]
a)„დაუსაბუთებელი უარი საწარმოს
რეგისტრაციაზე’’
·
„დაუსაბუთებელი უარი საწარმოს
რეგისტრაციაზე’’, მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად
,როცა მოხელის სამსახურებრივ კომპეტენციაში[უფლებამოსილებაში] შედიოდა ასეთი რეგისტრაციის,
უფლება და მან „დაუსაბუთებელად’’ განუცხადა
უარი მეწარმეს.
·
„მეწარმეტა რეგისტრაციის წესები’’ მოცემულია საქ. კანონში „მეწარმეტა შესახებ’’
·
საწარმის რეგისტრაციას ახორციელებს „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო’’
·
„საწარმოს რეგისტრაცია’’ ერთის მხრივ არის „ფაქტის აღნიშვნა’’[ფიქსირება]
,მეორ მხრივ „რეგისტრაციას’’ გადამწყვეტი
იურიდიული მნიშვნელობა აქვს.[რადგან „საწარმო’’ კანონით
გათვალისწინებული უფლებების და მოვალეობების სუბიექტი მხოლოდ“ რეგისტრაციის’’ მომენტიდან’’ ხდება.
ხ
„დაუსაბუთებელი უარი ნებართვის[ლიცენზიის]
გაცემაზე ’’
·
„დაუსაბუთებელი უარი ნებართვის ,ანდა ლიცენზიის გაცემაზე’’ მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად
,როცა მოხელის სამსახურებრივ კომპეტენციაში[უფლებამოსილებაში] შედიოდა ასეთი ნებართვის
ანდა ასეთი ლიცენზიის გაცემის უფლება და მან „დაუსაბუთებელი’’
უარი განუცხადა მეწარმეს.
·
„სპეციალური ნებართვის[ანუ ლიცენზიის] გაცემა მოწესრიგებულია 2005 წლის
24 ივნისის კანონით „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ’’ და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით;
·
კანონი „ლიცენზიების და ნებართვების
შესახებ’’ განსაზღვრავს „ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეებს’’ და „ლიცენზიის
გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოებს’’[!]
ხ
·
ყურადღება: „უარი საწარმოს რეგისტრაციისას დაუსაბუთებელია’’
როცა:
a. სარეგისტრაციო პირს დაცული აქვს
სამეწარმეო ორგანიზაციის შექმნის წესი
b. სადამფუძნებლო დოკუმენტები შეესაბამება
კანონს
ხ
ყურადღება: „უარი ნებართვის ან ლიცენზიის გაცემაზე დაუსაბუთებელია’’ როცა:
c. დაცულია ამ „კონკრეტული სამეწარმეო საქმიანობის’’ [მაგ.
„ტაქსით მომსახურების’’] მარეგულირებელი ნორმატიული აქტების
მოთხოვნები.
ხ
·
ყურადღება: „ლიცენზიის გაცემაზე უარი „უკანონოა’’,
თუ კანონიტ დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე,სალიცენზიო
ორგანოში წარადგენს საჭირო დოკუმენტებს,ეს ორგანო კი
უარს იტყვის ლიცენზიის გაცემაზე.
ხ
·
„უარი’’ საწარმოს რეგისტრაციაზე ან ლიცენზიის გაცემაზე უნდა იყოს ა) კონკრეტული
და ბ) აშკარად გამოხატული[სათუო არ უნდა იყოს]
·
უარი საწარმოს რეგისტრაციაზე -„მეწარმეთა კანონის თანახმად- უნდა იყოს
წერილობითი ფორმით[!]
·
უარი „უკანონო ‘’ უნდა იყოს [ე.ი. უნდა არსებობდეს ყველა საფუძველი საწარმოს
რეგისტრაციისთვის ან ნებართვის[ლიცენზიის ] გაცემისთვის,ხოლო მოხელე,რომლის კომპეტენციაშიცშედის
აღნიშნული მოქმედების შესრულების მოვალეობა,უარს უნდა ამბობდეს მასზე,ანდა გადაწყვეტილების გაჭიანურების მიზნით ითხოვდეს “ არასაჭირო დოკუმენტებს’’ და სხვა.
ხხხხხხ
·
გარდა „დაუსაბუთებელი’’ ან ‘’უკანონო
‘’ უარისა დანაშაულის „კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვისთვის ხელის შეშლა’’[მუხ.190-ე]
ობიექტური მხარე შეიძლება შემდეგ ქმდებებში გამოიხატოს: ა)
მეწარმის ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვაში’’,ბ)“ მოქმედ
საწარმოს საქმიანობაზე კონტროლის კანმდებლობის დარღვევით განხორციელებაში’’ ,ასევე
გ)„საწარმოს საქმიანობაში ჩარევით’’
„საწარმოს საქმიანობაში ჩარევა’’
·
„საწარმოს საქმიანობაში ჩარევა’’ [ანუ „საქმიანობაში ხელის შეშლის“
ეს ფორმა] შეიძლება გამოიხატოს:
ა) კონკრეტულ მოქმედებაში,ბ)მოთხოვნებში,გ)მითითებებში,დ)აკრძალვებში და
ა.შ.
მაგ.
მოხელე, სამეწარმეო ორგანიზაციის რეგისტრაციის დროს ,მოითხოვს წესდებიდან ამოღებულ
იქნეს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის ძირითადი სახე,რომელიც
კანონით აკრძალული არ არის.[!]
ან
ხდება
მოხელის მხრიდან მეწარმის იძულება „მის საწარმოში’’ სხვადასვა თანამდებობებზე „განსაზღვრულ პირთა’’[მოხელისთვის
სასურველ პირთა] დანიშვნაზე,ან მათ შეყვანაზე დამფუძნებლად ან სამეწარმეო ორგანიზაციის
ხელმძღვანელ ორგანოებში[ ანალოგიით:სალომე ზურაბიშვილის ვარიანტი რომელზეც ამბობენ
რომ საფრანგეთის და ევროკავშირის იძულებით არის დანიშნული აქ საქ. პრეზიდენტად]
ან
მეწარმის საქმიანობაში ჩარევის სახეა მოხელის მიერ „უკანონო
ფორმით კონტროლის დაწესება’’ მეწარმის საქმიანობაზე, ან “ეკონომიკური სანქციებით მუქარა’’ და სხვა;
ხ
„მეწარმის საქმიანობაში ჩარევა’’ ასევე შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერ მოქმედებაში,თუ
ის[მოხელე] „ბოროტად იყენებს თავის სამსახურებრივ მდგომარეობას’’
ან „ამეტებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას.“
აღნიშნული
ფორმებით ამ დანაშაულის ჩადენისას მთავარია ,დადგინდეს მეწარმის „რომელი უფლება’’ ან
„რომელი კანონიერი ინტერესი’’ შეილახა და კონკრეტულად
რაში გამოიხატა იგი,“რა სამსახურებრივი უფლებამოსილება“ გამოიყენა მოხელემ ამისთვის.
ხ
„კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლის’’ - სუბიექტური მხარე
·
ამსრულებლის „მოტივს’’ და „მიზანს’’ კვალიფიკაციისთვის
მნიშვნელობა არა აქვს,მაგრამ მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნის დროს.
·
მოტივი შეიძლება იყოს ა)შურისძიება,ბ)არასწორად გაგებული
სამსახურებრივი ინტერესი,გ)ანგარება და სხვა.
„კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლის’’ - ბრალის ფორმა
·
მოხელე ამ დანაშაულს პირდაპირი
განზრახვით ჩადის
ა)გაცნობიერებული
აქვს,რომ „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’ თავისი ქმედებით „ხელს უშლის მეწარმის კანონიერ სამეწარმეო
საქმიანობას’’ და ბ) „სურს’’ ეს.
ხ
ყურადღება:
·
190-ე მუხლი კონკურენციას უწევს ზოგად „სამოხელეო დანაშაულებს’’.
·
თუ „რეგისტრაციის
ან ლიცენზიის გაცემაზე დაუსაბუთებელ უარს“
თან ახლავს „ქრთამის მოთხოვნა’’ მოხელის მხრიდან,მაშინ
„დანასაულთა ერთობლიობასთან’’ გვაქვს საქმე.
Комментарии
Отправить комментарий