"საერთაშორისო სამართალი''- ცნება,თავისებურებები,სახეები,პრინციპების და ნორმების იერარქია,იმპერატიული და დისპოზიციური ნორმები

 


აქ განხილულია საკითხები:

1.       საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სისტემა

2.       „საერთაშორისო სამართლის’’  ცნება

3.       „საერთაშორისო სამართლის’’ მახასიათებელი თავისებურებები

4.       „საერთაშორისო სამართლის’’  სახეები

5.       „საერთაშორისო  სამართლის“  პრინციპების და ნორმების იერარქია’’

6.       „საერთაშორისო  სამართლის“  „იმპერატიული’’ და „დისპოზიციური’’ ნორმები

 

ა)„საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სისტემა

 

·        საერთაშორისო სამართალი    საერთაშორისო სისტემის “  ნაწილია.

·        საერთაშორისო სისტემის’’ ცნების  ორნაირი გაგება არსებობს  „ფართო’’ და „ვიწრო’’

·        „ფართო ‘’ გაგებით  ცნება -„საერთაშორისო სისტემ’’  მოიცავს  „სახელმწიფოს გარეთ’’ წარმოქმნილ ყველანაირ ურთიერთობას:  კერძოდ,სამთავრობოთაშორისო და არასამთავრობათაშორისო ურთიერთობებს,ფიზიკურ პირებს  შორის ურთიერთობებს,“იურიდიულ პირებს ‘’ შორის ურთიერთობებს,პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობებს,სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს. ამრიგად,„ფართო ‘’ გაგებულ „საერთაშორისო სისტემაში ’’  შედის „ყველა საერთაშორისო მოვლენა’’,“სახელმწიფოთა შორის არსებული ყველა ურტიერთობა

·        ჩვენ გვაინტერესებს“საერთაორისო სისტემის’’ ცნების  „ვიწრო’’ გაგება,რომელიც მხოლოდ „სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს’’ მოიცავს;

“სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების’’  სუბიექტებად[მხარეებად] გამოდიან   : ა) სუვერენული სახელმწიფოები,ბ) სახელმწიფოების მიერ შექმნილი „სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციები’’

·        საერთაორისო სისტემის’’ ცნების  „ვიწრო’’ გაგება „სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების’’ გარდა მოიცავს ამ ურთიერთობების შედეგად წარმოშობილ ა) სამართლებრივ ნორმებს ,ბ) მორალურ ნორმებს გ) საერთაშორისო „თავაზიანობას’

ბ)„საერთაშორისო სამართლის’’  ცნება

·        „საერთაშორისო სამართლის’’ ცნების „მარტივი’’ განმარტების თანახმად: „საერთაშორისო სამართალი არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების ერთობლიობა’’

·        „საერთაშორისო სამართალი’’- სამართლის სხვა დარგებისგან განსხვავებულია,რადგან “სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს’’ არეგულირებს.

·        „საერთაშორისო სამართალის’’ სხვა სახელწოდებითაც მოიხსენიებენ “საერთაშორისო საჯარო სამართალი’’

·        ტერმინით“საჯარო’’ ხდება იმის ხზგასმა,რომ  სამართლის ეს დარგი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს არეგულირებს [და არა კეძო პირებს[ფიზიკურ,ან იურიდიულ პირებს] შორის ურთიერთობებს]

·        „საერთაშორისო სამართალი ‘’  ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება;

·        მაგ. „საერთაშორისო ფრენებს’’ „საერთაშორისო სამართალი’’ არეგულირებს.[რადგან ამ სფეროში მოქმედებს სახელმწიფოთა  შორის დადებული ხელშეკრულებები]

·        მაგ. „ფიზიკურ პირს’’ შეიძლება „სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა’’ დაეკისროს „საერთაშორისო სისხლის სამართლის’’ ნორმების გათვალისწინებით.

·        მაგ. „ფიზიკურმა პირმა’’ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე და  „ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის’’ ნორმების  გათვალისწინებით იმოქმედოს  საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საკუთარი უფლებების დასაცავად.

·        „საერთაშორისო სამართალი“ არეგულირებს უფრო მეტს ვიდრე მხოლოდ „სახელმწიფოთაშორისი  ურთიერთობებია“;  „საერთაშორისო სამართალი’’ იმ ურთიერთობებსაც არეგულირებს, „რომლების საერთაშორისო მოწესრიგებას სახელმწიფოები ეთანხმებიან’’[!]

·        ამრიგად, „საერთაშორისო სამართალი’’  „კონკრეტული საერთაშორისო სისტემის’’-„სახელმწიფოთაშორისი სისტემის’’ განუყოფელი ნაწილია და უნდა განიხილებოდეს ამ სისტემის ყველა კომპონენტთან მჭიდრო კავშირში.

·        „საერთაშორისო სამართალი’’  საერტაშორისო ა)პოლიტიკური,ბ)ეკონომიკური, გ)სამხედრო,დ)სავაჭრო,ე)კულტურული და „სხვა’’   ურთიერთობების „იურიდიული ჩარჩოა’’[რაც ამ ურთიერთობებს სპეციფიჯურ და განსხვავებულ ხასიათს ანიჭებს]

·        „სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები’’ პირველი სახელმწიფოების შექმნისტანავე დამყარდა.

·        ეს ურთიერთობები გარვეული „ქცევის წესებით’’ რეგულირდებოდა

·        „ქცევის’’ წესები ანუ „ნორმები’’ დროთა განმავლობაში სახელმჭიფოთა შორის ურთიერთობების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა.

·        ამგვარად, კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე „სახელმწიფობის ჩამოყალიბებიდან’’ მოყოლებული  დღემდე,მოქმედებს „სახელმწიფოებისთვის სავალდებულო ქცევის წესები’’

·        მაგრამ სახელმწიფოების ქცევის „ყველა წესი’’ როდი ატარებს „სამართლებრივ ხასიათს’’ და „საერთაშორისო სამართალს’’ როდი განეკუთვნება[!]

·        ყურადღება:

 

მხოლოდ იმ ნორმებს,ანუ „ქცევის წესებს’’,რომლებიც „სახელმწიფოების’’ ,ან „სხვა სუბიექტების’’  „შეთანხმების საფუძველზე’’ იქმნებიან და რომელტა „შესრულებაც უზრუნველყოფილია’’ თვით „სახელმწიფოების’’ ან „სხვა სუბიექტების’’ მიერ [ ა ) ინდივიდუალურად ან ბ) კოლექტიურად] - ეწოდება „საერტაშორისო  სამარტალი’’ [ცნება- ზეპირად]

 

·        „საერთაშორისო საჯარო სამართალი’’ - სახელმწიფოთა ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმათა ერთობლიობაა.

·        „საერთაშორისო საჯარო სამართალი’’  განსხვავდება  სახელმწიფოში მოქმედ „შიდა სამართლისგან’’

·        „საერთაშორისო საჯარო სამართალი’’ ასევე განსხვავდება „საერთაშორისო კერძო სამართლისგან’’

·        „საერთაშორისო საჯარო სამართალი’’[ანუ „საერთაშორისო სამართალი’’ ] თანამედროვე „საერთაშორისო თანამეგობრობის’’ მოქმედებებს აწესრიგებს

·        „საერთაშორისო ტანამეგობრობის’’ „ძირითადი სუბიექტები’’  „სუვერენული სახელმწიფოები“ არიან.

·        „საერთაშორისო ორგანიზაციები’’  და „არასახელწიფო  ორგანიზაციები ‘’ ასევე შეადგენენ „საერთაშორისო თანამეგობრობის’’ მონაწილეებს.[მაგრამ მხოლოდ იმ მოცულობით,რა დოზითაც მატი სტატუსი და უფლებამოსილება შეიძლება აღიარონ სახელმწიფოებმა]

·        „საერთაშორისოო სამარტლის’’ ცნების განმარტებისას არსებითია ის ,რომ „საერთაშორისო სამარტალს’’ სახელმწიფოები „ერთად ქმნიან’’

·        „საერთაშორისო სამართლის’’ შექმნა  არც ცალკე სახელმწიფოს შეუძლია და არც ადამიანთა ან ორგანიზაციატა გაერთიანებას [!]

 

 

„საერთაშორისო სამართლის’’ მახასიათებელი თავისებურებები

 

a.      „საერთაშორისო სამართლის’’  სუბიექტები“ : „ძირითად სუბიექტს’’ წარმოადგენს „სახელმწიფო’’. „ფიზიკურ პირს’’ მხოლოდ  „გარკვეულ სფეროებში’’ ვხვდებით.[მაგ. „ფიზიკურმა პირმა’’  შეიძლება გამოიყენოს „საერტაშორისო სამართალი’’   „ადამიანის უფლებების’’ დარღვევისას ან „ფიზიკური პირი’’ სისხლისამარტლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი ხდება“საერთაშორისო დანაშაულის’’ ჩადენის შემტხვევაში.]

b.      „საერტშორისო სამარტლის’’ რეგულირების საგანი:  „მხოლოდ სახელმწიფოს მთავრობათაშორისი,სახელმწიფოებრივი ურთიერთონანია.’’[ე.ი. ისეთი ურთიერთობანი სადაც სახელმწიფოები მონაწილეობს როგორც ერთიანი,უზენაესი,სუვერენული უფლებების მქონე ძალა,ანუ ხელისუფლების მქონე სუბიექტი].ყურადღება: „საგარეო’’ ურთიერთობანი,რომელნიც „საზოგადოებრივი“,“რელიგიური“ და სხვა ამგვარი ხაზით ხორციელდება არ ექვემდებარება  „საერტაშორისო სამარტალს’’

c.      „საერთაშორისო სამართლის’’  „ობიექტი’’ : „ობიექტად’’ შეიძლება იყოს მხოლოდ:

1)     „სახელმწიფოს მოქმედება’’[მაგ. „მოვალეობა დაეხმაროს  მოკავშირე სახელმწიფოს ურტიერტდახმარების ხელშეკრულების ძალით’’]

2)     „სახელმწიფოს მიერ მოქმედებისგან თავის შეკავება’’[ მაგ. „ურთიერთთავდაუსხმელობის ვალდებულება ‘’]

3)     „სახელმწიფოს ტერიტორია’’

d.     „საერტაშორისო სამარტლის „წყაროები’’ :  ამ სამართლის „წყაროებია’’ ა) სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებები და ბ)“საერთაშორისო ჩვეულებანი’’. ე.ი. „საერთაშორისო სამართლის’’ ნორმებს ქმნის არა რაიმე ზესახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ორგანოები,არამედ თვით „საერთაშორისო სამართლის“ „სუბიექტები’’.

e.      იგივე „საერთაშორისო სამართლის“   სუბიექტები „უზრუნველყოფენ’’  „საერთაშორისო სამართლის’’ ნორმების შესრულებას[ „დაზარალებული’’ სახელმწიფო  ან „თვითონ’’ ან „სხვა სახელმწიფოსთანან სახელმწიფოებთან  ერთად’’[რაც უფრო ეფექტურია] აიძულებს“დამნაშავე სახელმწიფოს’’ აღადგინოს დარღვეულუ წესი და აკისრებს მას სატანადო პასუხისმგებლობას; ყურადღება: „თანამედროვე საერთაშორისო სამარტალი’’ ცნობს მხოლოდ „დავების’’ მშვიდობიანი გადაწყვეტის საშუალებებს და ომს კანონგარეშად აცხადებს.]

 

 

„საერთაშორისო სამართლის’’  სახეები

 

·        განასხვავებენ  „საყოველთაო’’ , „ლოკალურ’’ და „რეგიონალურ“  „სართაშორისო სამართალს’’

·        „ლოკალური საერთაშორისო სამართალი’’ არეგულირებს ურთიერთობებს ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს შორის.

·        „საყოველთაო საეთაშორისო სამართალი’’  „ყველა სახელმწიფოს ინტერესებს’’ ემსახურება და მთელი“საერტაშორისო საზოგადოების’’ სამართალს წარმოადგენს[!]

·        ყურადღება: შემდეგში როცა შეგხვდება ტერმინი „საერთაშორისო სამარტალი’’ იგულისხმე „საყოველთაო საეთაშორისო სამართალი’’ ,ხოლო „ლოკალური საერთაშორისო სამართალი’’  ,კი საგანგებოდ იქნება აღნიშნული.

·        „რეგიონალური საერთაშორისო სამართალი’’  ამა თუ იმ „ გეოგრაფიული არეალის სახელმწიფოების’’ ურთიერთობებს  არეგულირებს და ხშირად ამ რეგიონისთვის „სპეციფიკურ თავისებურებებს’’ ატარებს. ერთ კონტინენტზე შეიძლება არსებობდეს რამდენიმე „რეგიონალური საერთაშორისო სამართალი’’

·        ყველა „ლოკაკური’’ თუ „რეგიონალური’’ „საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა’’ ,მიუხედავად თავისებურებებისა,უნდა შეესაბამებოდეს „საყოველთაო საერთაშორისო სამართლის  ძირითად პრინციპებს’’[ მათ შინაარსს გავეცნობით მოგვიანებით]

·        „საერთაშორისო სამართლის’’  შესწავლისას ხშირად შეგხვდება ტერმინები „საერთაშორისო სამართლის პრინციპები’’ და  „საერთაშორისო სამართლის ნორმები’’

·        ამ ორივე შემთხვევაში იგულისხმება „სავალდებულო იურიდიული ქცევის წესი’’

·        ამასთან „საერტაშორისო სამარტალში’’   „პრინციპი’’ „იურიდიული ძალის მქონე’’   ზოგადი, სახელმძღვანელო წესია

·        ხოლო   „ნორმა’’  „იურიდიული ძალის მქონე’’   კონკრეტული „ქცევის წესია’’[ „ნორმა ‘’ აკონკრეტებს  ზოგად „პრინციპს’’]

„საერთაშორისო  სამართლის“  პრინციპების და ნორმების იერარქია’’

 

·        შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ „საერტაშორისო სამართლის’’  პრინციპების და ნორმების იერარქია:

 

I.          „საყოველთაო საერთაშორისო სამართლის“  „ძირითადი პრინციპები’’,[რომლებიც თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერაა „აღარებული’’]

II.          „საყოველთაო საერთაშორისო სამართლის“  ცალკეულ დარგებში’’ გაბატონებული პრინციპები[რომლებიც“ძირითად პრინციპებთან’’ შესაბამისობაში უნდა იყვნენ]

III.          „ძირითად’’ და „დარგობრივ ‘’ პრინციპებთან  „შესაბამისობაში მყოფი’’  „დარგობრივი ნორმები’’[რომლებიც ამ  ზოგადი „პრინციპების’’ კონკრეტიზაციას წარმოადგენენ]

IV.          „ლოკალური საერთაშორისო-სამართლებრივი პრინციპები და ნორმები’’[რომლებიც ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებენ და „ზემოთ აღნიშნულ ‘’ პრინციპებს უნდა შეესაბამებოდნენ]

 

 

 

„საერთაშორისო  სამართლის“  „იმპერატიული’’ და „დისპოზიციური’’ ნორმები

 

·        განასხვავებენ „იმპერატიულ’’ და „დისპოზიციურ’’  „ნორმებს’’

·        „დისპოზიციური’’ [საერთაშორისო სამართლებრივი] ნორმა ანიჭებს „სუბიექტებს’’[იხ. ზემოთ] უფლებას  „ურთიერტშეთანხმებით’’ შექმნან  „განსხვავებული[ახალი] ქცევითი წესი’’

·        ხოლო თუ მხარეები არ ისარგებლებენ ამ „უფლებით’’,მათი ურთიერთობა  მოწესრიგდება „არსებული დისპოზიციური ნორმით’’

·        მაგ. ღია ზღვაში ყველა სახელმწიფოს ხომალდი ნაოსნობს თავისი ქვეყნის „ალმით’’ და „სხვა ქვეყნის’’ ხომალდს არა აქვს მისი გაჩერების და გაჩხრეკვის უფლება თუკი მეკობრეობის,მონათვაჭრობის და სხვა მსგავსი ქმედების ეჭვი არ არსებობს; მაგრამ ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს შეუძლიათ მისცენ უფლება თავიანთ სანხედრო  ხომალდებს ნებისმიერ დროს ჩაატარონ ჩხრეკა ერთმანეთის  კუთვნილ სამოქალაქო გემებზე.

·        მაგრამ ასევე არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები ,რომელთაგან გადახვევა სახელმწიფოთა „ურთიერთშეთანხმებით’’ არ შეიძლება,რადგან ამ ნორმებით დადგენილი „ქცევის წესები’’ ყველა სახელმწიფოსთვის,მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის,სსიცოცხლო მნიშვნელობისაა.

·        მაგ „გაერო“-ს წესდებით „კანონგარეშეა’’ გამოცხადებული „ძალის“ ან „ძალით  მუქარის’’ გამოყენება ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს მიმართ[მუხ.2. ნაწ. 1]

იურიდიულად ორი ან რამდენიმე სახელმწიფო მოკლებულია უფლებას,“ურთიერტშეთანხმებით’’ უარყოს ეს „პრინციპი’’ და „ხელშეკრულებით’’ „აღიაროს’’  მათ შორის „დავის’’ „შეიარაღებული გზით გადაჭრის უფლება’’

·        ასეთ ,ნორმებს[პრინციპებს]  „იმპერატიული’’ ხასიათი აქვთ.

·        ყურადღება: „იმპერატიული ნორმები’’ გვხვდება „ზემოთ მოყვანილი იერარიის’’ პირველ სამ საფეხურზე

·        „იმპპერატიული ნორმები’’ უპირველეს ყოვლისა“საერთაშორისო სამართლის ე.წ. „ძირიტადი პრინციპებია’’

·        იერარქიულ კიბეზე უფრო მეტ „იმპერატიულ ნორმებს’’  ვხვდებით მე-2 და მე-3 საფეხურზე[რაც ამ საფეხურებზე არსებული ნორმების სიმრავლიტაა გამოწვეული]

·        ყურადღება: დღემდე  არ არსებობს საერთაშორისო დოკუმენტი,რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ,თუ რომელი ნორმა მიეკუტვნება“იმპერატიულ’’ ნორმებს

·        ვენის 1969 წლის კონვენცია“საერთაშორისო ხელშეკრულებატა სამართლის შესახებ’’ ახდენს მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას:“ხელშეკრულება რომელიც გადაუხვევს „იმპერატიულ ნორმას ბათილად ჩაიტვლება’’

·        „იმპერატიულად’’ ჩაითვლება[ითვლება] ნორმა,რომელიც შექმნილია და აღიარებულია იმპერატიულად სახელმწიფოთა საერთაშორისო მტელი თანამეგობრობის მიერ ‘’

·        სწორედ ამიტომ, „იმპერატიულ ნორმებად’’ აღიარებენ მხოლოდ ისეთ „პრინციპებს’’ და „ნორმეებს’’ ,რომლებიც: ა) განამტკიცებენ  საერთაშორისო მარტლწესრიგის საფუძვლებს,ბ)ცივილიზაციის დღევანდელი საფეხურის ყველაზე უმნიშვნელოვანეს მორალურ ფასეულობებს,რომელთა გარეშე წარმოუდგენელია კაცობრიობის შემდგომი განვითარება

·        ასეთ ნორმებს მოგვიანებით უფრო კონკრეტულად შევეხებით.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები