თანამედროვე საერთაშორისო სამართლის „ზოგად-დემოკრატიული’’ ბუნება[ანუ არსი]

 


  

·        მე-18-მე-19 საუკუნეებში ჩამოყალიბებებული „საერთაშორისო სამართალი’’ ,კერძოდ,მისი „ძირითადი პრინციპები’’ დამყარდა ე.წ. „ცივილიზებული ქვეყნების’’  „საერთო თანხმობით’’

·        ანუ მე-18-მე-19 საუკუნეებში „საერთაშორისო-სამარტლებრივი ნორმები“ იქმნებოდა „დიდი სახელმწიფოების’’მიერ[რუსეთი,საფრანგეთი,ინგლისი,ჰოლანდია,აშშ,პრუსია,ავსტრია],ეს სახელმწიფოები  არ ცნობდნენ არც ერთ „ქცევის წესს’’,რომელზეც მათ არ მიუციათ „თანხმობა’’

·        შეიქმნა ე.წ. „ხალხთა ევროპული საზოგადოება’’,რომელშიც შესვლა „ახალი’’ სახელმწიფოსტვის დამოკიდებული იყო ამ „საზოგადოების’’ „წევრთა’’ თანხმობაზე,პირველ რიგში „დიდი სახელმწიფოების’’  ნება-სურვილზე,რომლებიც თავს ახვევდნენ „ახალ წევრს’’ მათ მიერ შექმნილ „ საერთაშორისო სამართალს“.

·        მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობდა „ახალი წევრი’’ „თანასწორუფლებიანი სუბიექტის’’ სტატუსს და  ხდებოდა უფლებამოსილი უარეყო არასაურველი „ქცევითი წესი’’,რომელიც ჯერ კიდევ „ფორმირების პროცესში ‘’ იყო.

·        ამ პერიოდის „საერთაშორისო სამარტალი’’ მხოლოდ „ცივილიზებული სახელმწიფოებით’’ შემოიფარგლებოდა[კოლონიები ამ „სახელმწიფოთა საზოგადოებაში’’ არ შედიოდნენ,მათ მიმართ მხოლოდ ე.წ. „ჰუმანურობის’’,“მოწყალების’’ ნორმები მოქმედებდა.]

·        ამ პერიოდის „საერტაშორისო სამარტალი’’ „ვიწრო კლასობრივ ხასიატს’’ ატარებდა[ანუ“დემოკრატიული პრიმციპები და ნორმები’’ ხშირად არარაობად იქცეოდა „ძლიერი’’ და „სუსტი’’ „ცივილიზებული’’ სახელმწიფოების ურთიერთობაში.კერძოდ, დაშვებული იყო „სხვა სახელმწიფოს“ დაპყრობა,დავის გადაწყვეტა ომის საშუალებით და ა.შ.]

·        მიუხედავად ამისა „საერთაშორისო სამართალს’’ ზოგადსაკაცობრიო ხასიათი ჰქონდა და „ამ თვალსაზეისით’’ მნიშვნელოვან „სოციალურ ფასეულობას’’ წარმოადგენდა.

·        მე-19-მე-20 საუკუნწეების მიჯნაზე „საერთაშორისო სამართლის მეცნიერება’’ აღიარებდა,რომ“საყოველთაო საერთაშორისო სამართლის ნორმათა’’ „გარკვეული ნაწილი’’ „ხელშეუხებელი’’ იყო [ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან]

·        ამ ნორმების მიერ დადგერნილი „ქცევის წესის’’ შეცვლა „შუძლებელი’’ იყო,თუნდაც ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს „ურთიერთშეთანხმებით’’[ანუ „ხელშეკრულებით’’]

·        ანუ მიუხედავად მათი სურვილებისა ეს „ნორმები’’  სავალდებულო იყო ყველა სახელმწიფოსთვის.

·        ე.წ.  „საყოველთაოდ აღიარებული ნორმები’’ ემყარებოდა სახელმწიფოების „საყოველთაო თანხმობას’’.

·        ანუ  სახელმწიფოთა „საერთო ნებას’’ უფრო მეტი ძალა ეძლეოდა,ვიდრე „ცალკეული სახელმწიფოს ნებას’’

·        საყოველთაო საერთაშორისო სამართლის ნორმათა’’ „გარკვეული ნაწილი’’ ,რომლებიც „ხელშეუხებელი’’ იყო [ცალკეულ სახელმწიფოტა მხრიდან] იყო შემდეგი:

 

a.      „სახელმწიფოების სუვერენული თანასწორუფლებიანობა’’

b.    „ყოველი სახელმწიფოს უფლება „არ ეცნო ნებისმიერი ახალი საერტაშორისო ნორმის სავალდებულობა,თუკი ის არ შედიოდა ისეთი ნორმების ჯგუფში,რომელთა „დარღვევა’’ ან „შეუსრულებლობა“  საფრთხეს უქმნიდა არსებული მარტლწესრიგის ყველაზე სასიცოცხლო საფუძვლებს.’’

c.    „არავის ჰქონდა უფლება თავს დასხმოდა სხვა „ცივილიზებული’’  სახელმწიფო,თუ მას ამისთვის რაიმე იურიდიული გამართლება არ ჰქონდა მხვერპლის „ბრალის’’ შესახებ.

d.    არავის ჰქონდა უფლება“ცივილიზებული ‘’ სახელმწიფოს ტერიტორიის დაპყრობისას უმოწყალოდ გაენადგურებინა ადგილობრივი მოსახლეობა,

e.    არავის ჰქონდა უფლება“ცივილიზებული ‘’ სახელმწიფოს ტერიტორიის დაპყრობისას ჩაედინა რაიმე ქმედება,რომელიც ეწინაღმდეგებოდა ჩამოყალიბებულ ჩვეულებებს,მოწყალების კანონებს,კაცთმოყვარეობის მოთხოვნებს,ცივილიზაციის იმპერატივებს.

·        ამრიგად ,შეიძლება დავასკვნატ მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებობდა ე.წ. „ცივილიზებული ხალხებით’’ შემოფარგლული „სახელმწიფოთა საზოგადოება“

·        ამ სახელმწოფოთა „საერტო ნებამ’’ შექმნა რიგი „ძირითადი სტანდარტები’’ ,რომლებიც სავალდებულო იყო  ამ საზოგადოებისწევრი-სახელმწიფოებისთვის’’

 

 

საბჭოთა კავშირი და საერთაშორისო სამართლის პრინციპები

 

·        საბჭოთა კავშირმა საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთანავე  „აღიარა’’[ცნო]  „საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ნორმების“ მნიშვნელობა,აღიარა მათი იუირიდიული ძალა,პირველ რიგში „სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობაა,““სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა’’“ომის ჰუმანური კანონები და ჩვეულებანი’’,“დიპლომატიური სამართლის საფუძვლები’’“ღია ზღვის თავისუფლების ყველა კომპონენტი’’ და ა.შ.

·        ამავე დროს „საბჭოთა სახელმწიფომ’’ უარყო ყველა ის ნორმა,რომელიც ეწინააღმდეგებოდა“დემოკრატიის ელემენტარულ  ცნებას’’[მაგ. უარყო „კოლონიალიზმი’’]

·        ობიექტურად „საბჭოტა კავშირის’’ არსებობამ ხელი შეუწყო საერტაშორისო სამართლის  „ჰუმანიზაციას’’ და „დემოკრტატიზაციას’’,“კოლონიალიზმის’’ სისტემის დაშლას[თუმცა  ყველაფერი ეს მიმდინარეობდა „დასავლეთის დიდ სახელმწიფოებთან’’ ზეგავლენის სფეროების განაწილებისთვის გააფტრებული ბრძოლის  და „ცივი ომის’’ პირობებში]

·        „საერთაშორისო ურტიერთობები’’ ძალზე „იდეოლოგიზირებულ’’ სფეროდ იქცა.

·        ბრძოლა „ორ იდეოლოგიას’’ შორის მიმდინარეობდა

·        ერთი, ე.წ. „სოციალისტური იდეოლოგია’’,ერტი შეხედვიტ,საკაცობრიო ღირებულებების დამცველის როლში გამოდიოდა,თუმცა ქვეყნის[სსსრ კავშირის ] შიგნით და „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში’’,“ადამიანის უფლებათა ‘’ და „ხალხთა თვითგამორკვევის ‘’ უფლებების აშკარა იგნორირებას ახდენდა.

·        „პერესტროიკის ‘’ პროცესმა რადიკალური ცვლილებები შეიტანა სსრ კავშირის  „საშინაო’’ და „საგარეოო პოლიტიკაში.“ცივი’’ ომის ხანა ისტორიას ჩაბარდა.შეიქმნა სულ სხვა .„პოლიტიკური კლიმატი’’

·        ჩამოყალიბდა „პროგრესული კაცობრიობის’’ „ერთიანი მართლშეგნება’’.შემუშავფა“ნორმების კომპლექსი’’ სავალდებულო „საერთაშორისო სამარტლებრივ ურთიერთობებში  ‘’ მონაწილე „ყველა სახელმწიფოსტთვის’’. ამ  „ახალი ნორმების’’ ნაწილი „საერტაშორისო სამართლის’’ შემადგენელ ნაწილად იქცა ,ნაწილი კი ჯერჯერობით მხოლოდ“პროგრესული კაცობრიობის’’ მართლშეგნების სფეროს მიეკუთვნება და იურიდიულ სავალდებულო ძალას მოკლებულია[!]

·        „მორალური ‘’ პრინციპები,რომლებიც განმტკიცებულია „საერთაშორისო სამართალში’’ ამ სამართლის მორალურ საფუძველს წარმოადგენს.

·        ამავე დროს „თანამედროვე საერთაშორისო სამართალი შეიცავს მრავალ ისეტ ნორმას ,რომლებიც“წმინდა ტექნიკურ საკიტხებს’’ არეგულირებენ;

·        ამრიგად, „დღეისატთვის’’ „საყოველთაო საერთაშორისო სამართალში’’ განმტკიცებულია ყველაფერი საუკეთესო რაც მოგვცა კაცობრიობის ისტორიულმა განვიტარებამ.

·        „საყოველთაო საერთაშორისო სამართალი’’ გვევლინება იმ „პრინციპების’’ და „ნორმების’’ სისტემად[!] რომლებიც განამტკიცებენ „თანამედროვე სახელმწიფოების საერთაშორისო საზოგადოების’’- „მორალურ ფასეულობებს’’[!]

·        დღეს ასეთ „მორალურ ფასეულობებს’’ „ზოგადდემოკრატიული’’ ხასიათი აქვთ; ისინი ემსახურებიან : ა)“სახელმწიფოთა თანამეგობრობის’’ ნორმალურ ფუნქციონირებას,ბ)“ყველა სახელმწიფოს კეთილმეზობლური და მშვიდობიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფას’’

 

·        დღეს  საერთაშორისო ასპარეზზე არსებობს სხვადასხვა“სოციალურ-ეკიონომიკური სისტემის’’ მქონე 200-მდე სახელმწიფო.მათი უმრავლესობა“მშვიდობის’’ და „თანამშრომლობის’’ მსურველია.

·        მატი უმრავლესობა პირნატლად ასრულებს“საერთაშორისო სამართლის’’ ნორმებს.

·        ისინი ქმნიან „ახალ’’, „პროგრესულ’’ „ქცევის წესებს’’.

·        ამით „თანამედროვე საერთაშორისო სამართალი’’ ძირფესვიანად განსხვავდება „ადრინდელისგან’’,როდესაც „საერთაშორისო სამართალი’’ არეგულირებდა ურთიერთობას მხოლოდ „ცივილიზებულ’’[ე.ი.  ევროპის და ამერიკის კაპიტალისტურ ] ქვეყნებს შორის.

·        იმ დროს „კოლონიური’’ და სხვა დამოუკიდებელი ქვეყნები „არაცივილიზებულ’’ ქვეყნებს მიეკუთვნებოდნენ და მათ მიმართ აშკარა „ძალდატანების გამოყენება’’ კანონიერ აქტად ითვლებოდა.

·        დღეს,“საერთაშორისო სამართალი’’ უარყოფს „ცივილიზებულ’’ და არაცივილიზებულ’’ ქვეყნებად დაყოფას.

·        აღიარებს „ყოველი ერის თუ ხალხის „თვითგამორკვევის’’ უფლებას’’

·        განამტკიცებს“სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელშეუვალობას’’

·        „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერტობები’’ „მშვიდობიანი თანაარსებობის  ობიექტური აუცილებლობის კანონს’’  ემყარება

·        „საერთაშორისო ურთიერთობები’’ დღეს არსებულ სახელმწიფოტა შორის „თანამშრომლობის’’ და „მეტოქეობის’’ სედეგია.

·        „საერთაშორისო ურთიერთობებს’’ საფუძვლად უდევს „საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედ სახელმწიფოებში ‘’ გაბატონებული ა)„საწარმოო ურთიერთობები’’ და მათი გავლენით შექმნილი ბ)„მსოფლიო ეკონომიკური ურთიერკავშირები’’[რომლებიც ამ სახელმწიფოებში „გაბატონებული ძალების“  ნება-სურვილს განსაზღვრავენ]

·        ამ „ეკონომიკურ ბაზისზე’’   კი აღმოცენებულია მრავალი მეორადი ფაქტორიც : ამა თუ იმ სახელმწიფოში გაბატონებული პოლიტიკური ჯგუფების ა) პოლიტიკური ძალები[პარტიები] ბ)ამ ძალებს შორის თანაფარდობა,ასევე  გ)ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო ძლევამოსილება, დ)საერტაშორისო არენაზე „პოლიტიკურ ძალთა’ განლაგება ე) „მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი’’ და ა. შ.

·        ეს სხვადასხვა ფაქტორები განსაზღვრავენ „ცალკეული სახელმწიფოში’’ „გაბატონებული პოლიტიკური ძალის ნებას,მიმართულს როგორც „ქვეყნის შიგნით’’,ისე „საერთაშორისო ასპარეზზე’’ სასიცოცხლო[პირველ რიგში თავად ამ ჯგუფისათვის] ინტერესების დაცვაზე[!]

·        თავისი „საგარეო პოლიტიკური ამოცანების’’ რეალიზაციისას,ყოველი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოების ინტერესებს ეჯახება.

·        სახელმწიფოთა  „ინტერესები’’ შეიძლება დიამეტრალურად საპირისპირო იყოს,შეიძლება „ემთხვეოდეს’’ ერთმანეთს ,ან „განსხვავდებოდეს დეტალებში’’,მაგრამ „საერთო მიზნისკენ’’ მიისწრაფოდნენ.

·        „იმტერესთა’’ კონფლიქტისას მხარეთა „კომპრომისია’’ საჭირო.

·        სწორედ,„კომპრომისის ‘’ შედეგად ხშირად წარმოიქმნება „საერთაშორისო სამართლის’’- „ნორმა’’[!]

·        თანამედროვე „მსოფლიო ეკონომიკა’’ და მის ნიადაგზე აღმოცენებული „პოლიტიკური’’,“სავაჭრო’’,“კულტურული’’ და სხვა ურთიერთობანი ყოველდღიურად ვიტარდება და ფარტოვდება

·        მსოფლიო ეკონომიკაში მონაწილე ქვეყნები სულ უფრო და უფრო უკავშირდებიან ერთმანეტს.რაც დედამიწას ერტიან“მსოფლიო ეკონომიკურ’’ სისტემად აქცევს.

·        ამავე დროს, „მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ’’ წარმოშვა „ომის საშუალებათა’’ ისეთი სახეები,რომლებიც კაცობრიობას სრული განადგურებიტ ემუქრება.

·        „ბირტვული’’ და „მასობრივი განადგურების’’ „სხვა იარაღის’’ გამოყენებამ „უშიშროება’’  „გლობალურ პრობლემად ‘’ აქცია. „ყველა ქვეყნის’’ „უსაფრტხოება’’ ერტმანეტს დაუკავსირა და ერტი ჯაჭვით გადააბა.

·        „გლობალიზაციის’’ პროცესი „ობიექტური’’ რეალობაა,ანუ შეუძლებელია ამ „პროცესის’’ უკუქცევა,როგორი ერთსულოვნებაც არ უნდა სუფევდეს სახელმწიფოებს შორის[შენიშვნა: დღეს გლობალიზაციის პროცესს უპირისპირდება   რუსეთი ]

·        საერთაშორისო ასპარეზზე არსებული „ყველა ქვეყნის’’ ,ან „თითქმის უველა ქვეყნის’’ „საერთო ურთიერთშეთანხმებული ნება-სურვილი’’ [„საერთო ნება’’]  საფუძვლად უდევს“თანამედროვე საყოველთაო საერთაშორისო სამარტალს’’

·        ეს „საერთო ნება’’ შედგება „სუვერენული სახელმწიფოების’’  „ინდივიდუალურ ნებათა’’ ჯამისაგან[!]

·        „საერთო ნება’’ მიზნად ისახავს „კონკრეტული ქცევის წესის’’, „იურიდიულად სავალდებულო ‘’ „ნორმებად ’’ დადგენას და აღიარებას[!]

·        „საერთო ნება’’ გამოხატავს „ყველა’’ ან „თითქმის ყველა’’ სახელმწიფოს ინტერესს[!],შექმნან „სტაბილური საერთაშორისო მართლწესრიგი’’

·        „ყოველი’’ „საერტთაშორისო სამართლებრივი ნორმა’’ გამოხატავს მისი შემქმნელი „სასხელმწიფოთა ჯგუფის’’ „ურთიერთშეთანხმებულ ნებას’’ : ა) შექმნას „კონკრეტული ქცევის წესი’’ და ბ) მიანიჭოს მას „იურიდიულად სავალდებულო ძალა’’[ ე.ი. ამ „ქცევის წესის’’ დარღვევის შემთხვევაში „დაზარალებულ მხარეს’’ ან „მხარეებს’’ მიეცემათ უფლება უპასუხონ „ქცევის წესის ‘’[„ნორმის’’] დამრღვევს „საერთაშორისო სამართლით’’ დაწესებული ზომებით[სანქციებით],“იძულებითი საშუალებების“ ჩათვლით.

·        ამდენად,“საერთაშორისო საყოველთაო სამართლის’’ „ნორმები“,გამოხატავენ რა „სახელმწიფოთა საერთაშორისო საზოგადოების’’ „საერთო ნებას’’, სინამდვილეში გამოხატავენ  „ამ სახელმწიფოებში ხელისუფლების მპყრობელი ძალების „ნების’’ გამომჟღავმების „შედეგს’’-„საერთაშორისო შეთანხმებას’’[!]

·        „საერაშორისო შეთანხმებით’’ ხდება რამდენიმე „ურთიერთსაწინააღმდეგო ნების’’ შეთანხმება,მათი „შეერთება’’[მაგრამ „არა შერწყმს’’]

·        ანუ „საერთაშორისო შეთამხმება’’ არ ნიშნავს,რომ „შეთანხმების ‘’ მონაწილე “მმართველი პოლიტიკური ძალები’’  საბოლოო უარს ამბობენ თავისი „ინტერესის მიღწევაზე’’

·        „საერთაშორისო შეთანხმებით’’ ხდება მხოლოდ „ყველა სახელმწიფოსატვის’’ „საჭირო და სავალდებულო ქცევის წესის დადგენა’’ და ყველაფერ ამის მიზანია „ხელი შეუწყოს ყოველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს,“ამ მოცემული დროის პერიოდისთვის’’ მოახდინონ „საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განხორციელება’’  ისე ,რომ გაითვალისწინონ“სხვა სახელმწიფოს ინტერესები’’[!]

·        ამრიგად,“თანამედროვე საერთაშორისო სამართალი,თავისი „სოციალური ბუნებით’’[ანუ არსით] ,“ზოგად-დემოკრატიული ხასიათისაა’’,ანუ ყოველი „ნორმა’’ მხოლოდ’’ „თანასწორუფლებიანი შეთანხმების’’ შედეგი შეიძლება იყოს[„ყოველი მხარის[სახელმწიფოს] ნება სხვა მხარის[სხვა სახელმწიფოს] ნებასთან  „თანასწორია’’]

·        „დაუშვებელია ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს დიქტატი სხვა სახელმწიფოს მიმართ“[ესაა  „საერთაშორისო სამართლის’’  ზოგად -დემოკრატიული  ბუნება[ანუ არსი]- საზეპირო]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები