საერთაშორისო სამართლის „წყაროები’’

 


·        „სამართლის თეორიის’’ თანახმად არსებობს  „სამართლის წყაროს’’ ცნების ა) „მატერიალური გაგება“ და ბ)“იურიდიული გაგება“

·        „საერტაშორისო სამარტლის“ წყარო [მატერიალური გაგებით]  არის: ა) ცალკეულ სახელმწიფოებსი არსებული“საწარმოო ურთიერთობები’’ბ) მათ საფუძველზე წარმოშობილი „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები’’ გ) ამ ეკონომიკური ბაზისით განპირობებული პოლიტიკური და სხვა ფაქტორები,რომლებიც „განსაზღვრავენ გაბატონებული კლასების და სოციალური ჯგუფების ნება-სურვილს,მათ ინტერესს და სურვილს შექმნან კონკრეტული „საერთაშორისო სამათლის ნორმა’’

·        „საერტაშორისო სამარტლის“ წყარო [იურიდიული  გაგებით]  არის: ის „სპეციფიკური ფორმა’’,რომელშიც „სახელმწიფოთა’’[ და ამ სამარტლის „სხვა სუბიექტთა’’] შორის „შეთანხმება’’  ამა თუ იმ „ქცევის წესის’’ დადგენის[დაწესების] შესახებ ღებულობს „თავის ობიექტურ გამოხატულებას’’ და „სავალდებულო ხდება’’ მხარეებისთვის.

საერთაშორისო სამართლის „ძირითადი წყაროები’’

 

·        „თანამედროვე ‘’ „საერთაშორისო სამარტალი’’ ორ ძირითად „წყაროს’’ იცნობს: ა) „საერთაშორისო ხელსეკრულება’’ და ბ)“საერთაშორისო სამართლებრივი ჩვეულება’’

 

ა) „საერთაშორისო სამართლებრივი ჩვეულება’’

 

·        „საერთაშორისო სამართლებრივი ჩვეულება’’ დაუწერელი „სახელმწიფოთა ქცევის წესია’’

·        ის ყალიბდება „სახელმწიფოთაშორისი პრაქტიკის“ შედეგად

·        სახელმწიფოები „აღიარებენ’’ ამ „ქცევის წესის’’ სავალდებულო ძალას „დუმილით’’[ანუ „იღებენ’’ ამ „ქცევის წესს’’ თავიანთ „საგარეო პოლიტიკაში’’] ან „ოფიციალური განცხადებით’’[ ანუ  აქვეყნებენ „მთავრობის დეკლარაციას’’ ,ან „განცხადებას’’]

·        „სახელმწიფოთა ქცევის წესი’’  საერთაშორისო სამართლის „ჩვეულებით  ნორმად’’,რომ  იქცეს ,აუცილებელია გარკვეული დროის პერიოდი[რამდენიმე თვე ,ან წელი,ან საუკუნე] რომლის განმავლობაში სახელმწიფოები „ერთნაირად’’ იყენებენ ამ „ქცევის წეს’’ ,ან არ აპროტესტებენ მის გამოყენებას   საერტაშორისო სამარტლებრივ პრაქტიკაში.

·        დღეს ისეტი წესიც გვხვდება,რომელსაც „ნორმად’’ ჩამოყალიბებისტვის წამები დასჭირდა[ასე მოხდა მას შემდეგ რაც „საბჭოთა კავშირმა’’ კოსმოსში თანამგზავრი გაუშვა,რომელმაც სხვა სახელმწიფოების საჰაერო სივრცეს გადაუარა,ეს არე კი მანამდე კონკრეტული სახელმწიფოების იურისდიქციის ქვეშ მყოფ სივრცედ ითვლებოდა]

·        მხოლოდ მას შემდეგ ,რაც „სახელმწიფოთა უმრავლესობა’’ ან „სახელმწიფოთა გარკვეული ჯგუფი’’ აღიარებს ამ „ქცევის წესს’’ თავისთვის „სავალდებულოდ’’,იგი იქცევა „საერთაშორისო სამარტლის წყაროდ’’,იმ პირობით ,რომ ეს „წესი’’ არ ეწინააღმდეგება „იმპერატიულ ნორმებს’’[იხ. 1-ლი ფაილი „იმპერატიული ნორმები’’]

·        ამას გარდა,არსებობს კიდევ ერთი კომპონენტი, „სახელმწიფოს უნდა ჯეროდეს,რომ ეს „წესი’’ სავალდებულო ხასიატს ატარებს’’[opinio juris]

X

·        ამრიგად,“საერთაშორისო სამარტლებრივი ჩეულება’’ ეს არის ცალკეული სახელმწიფოების „პრაქტიკის შედეგად’’ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი ქცევის წესის’’ გამოყენების შეჯამებაზე დაფუძნებული „ნორმა’,[რომელიც გამოხატავს „სახელმწიფოთა შეთანხმებას’’- „ცნონ[აღიარონ]   ეს  „ნორმა’’ „იურიდიულად სავალდებულო’’ „ქცევის წესად’’]

·        მაგრამ ასეთი  „ნორმა’’ მხოლოდ იმ სახელმწიფოთათვის არის სავალდებულო,ვინც მას „ცნობს’’

·        სახელმწიფოს,რომელიც ასეთი ნორმის „სავალდებულო ძალას’’ არ აღიარებს და არც  იყენებს მას თავის „საგარეო პოლიტიკაში’’ ,არ შეიძლება თავს მოეხვიოს ეს „ქცევის წესი’’,თუკი მას „ამკრძალავი ხასიათი’’ არ აქვ[იხ. 1-ლი ფაილი]

·        საერთაშორისო სამართლის „ჩვეულებითი ნორმა’’[აღიარებული ყველა ან თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერ,თანამედროვე ცივილიზაციის საფუძველს წარმოადგენს და მთელი საერტაშორისო საზოგადოებისტვის რაიმე „მნიშვნელოვან ფასეულობას’’ განამტკიცებს.

·        საერთაშორისო სამართლის „ჩვეულებითი ნორმა’’[აღიარებული ყველა ან თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერ]- „საყოველთაოდ აღიარებულ ნორმად’’ ითვლება[!]

 

·        საერთაშორისო სამართლის  „ჩვეულებითი ნორმები’’[აღიარებული მხოლოდ სახელმწიფოთა გარკვეული ჯგუფის მიერ]-„ლოკალური საერთაშორისო-სამარტლებრივი ჩვეულებითი ნორმებია’’

·        ყურადღება:-„ლოკალური საერთაშორისო-სამართლებრივი ჩვეულებითი ნორმები’’  არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს  „საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო-სამართლებრივ ჩვეულებით ნორმებს’’

 

ბ)  „საერთაშორისო ხელშეკრულება’’

 

·        „საერთაშორისო სამართლის’’ კიდევ ერთი ძირითადი წყაროა- „საერთაშორისო ხელშეკრულება’’

·        რადგან მხოლოდ „დაწერილი,მხარეთა შორის  აზრტა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე შექმნილი ნორმა ქმნის სტაბილურ,მყარ ქცევის წესს,საერთაშორისო ხელშეკრულებანი თანდატან უფრო ფარტო გამოყენებას პოულობენ“დაყოველტაოდ აღიარებული ჩვეულებიტი ნორმების’’ კოდიფიკაციის საქმეში[!]

·        „ტანამედროვე საერთაშორისო სამართალი’’ – უფრო და უფრო „სახელშეკრულებო სამარტლის’’ სახეს იღებს.

·        ამიტომაა ,რომ დღეს ესოდენ დიდი ყურადღება ექცევა“საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალს’’ [ანუ იმ „ნორმათა ‘’ ერტობლიობას,რომლებიც განსაზღვრავენ „საერთაშორისო ხელშეკრულების’’ ა) იურიდიულ ბუნებას,ბ) სახეებს გ)დადების წესებს ე)სტრუქტურას ვ)ძალაში შესვლის ვადებს და ა.შ.

·        გაეროს „საერთაშორისო სამართლის კომისიის ‘’ მიერ მომზადდა კონვენცია „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ [ძალაშია 1980 წლიდან] ,რითაც“ჩვეულებითი ნორმები’’ „კონვენციური ნორმებით შეიცვალა’’ [ „საეღთაშორისო ხელშეკრულეებეების’’ შესახებ ვისაუბრებთ  სახელმძღვანელოს მე-5 თავში]

                  „სამართლის ზოგადი პრინციპები’’

 

·        1920 -იან წლებში ხმარებაში შემოვიდა ფორმულა“ცივილიზებული ხალხების  სამართლის ზოგადი პრინციპები’’ [„საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივი პალატის’’ სტატუტის[ანუ წესდების]  38 მუხლი]

·        “ცივილიზებული ხალხების  სამართლის ზოგადი პრინციპები’’- ამ დროს  განიხილებოდა ,როგორც „კაპიტალისტური სახელმწიფოს’’ „შიდა სამართალში’’ მოქმედი   პრინციპები

·        1945 წელს ,გაეროს წესდების შემუშავებისას,“საერთაშორისო  სასამარტლოს’’ სტატუტში[წესდებაში],რომელიც იმეორებდა „საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივი პალატის’’ სტატუტის[წესდების] დებულებებს შეიტანეს მნიშვნელოვანი შესწორებები-„ამიერიდან „საერთაშორისო სასამართლოს’’   „სადავო საკითხი’’ მხოლოდ „საერთაშორისო სამართლის’’ საფუძველზე გადაეწყვიტა’’![!]

·        ეს იმას ნიშნავდა,რომ „საერთაშორისო სასამართლოს’’ შეეძლო განეხილა „დავები’’ „საერთაშორისო სამარტლის ნორმების’’- ანუ ა) „საერთაშორისო ხელშეკრულებების’’ ,ბ)“საერთაშორისო ჩვეულებების’’ და გ)“ცივილიზებულ ხალხებს შორის მოქმედი „სამართლის ზოგადი პრინციპების’ გამოყენებით.

·        ყურადღება: ზოგიერტი მეცნიერი ტერმინში „სამართლის ზოგადი პრინციპები’’  მხოლოდ „საერთაშორისო სამართლის პრინციპებს’’ ხედავს ,ხოლო სხვანი „სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი სამართლის’’ „საერთო’’ პრინციპებს

·        „სოციალისტრი სამართლებრივი სისტემის’’ არსებობისას „სამართლის ზოგად პრინციპებად’’ მხოლოდ ის იურიდიული პოსტულატები და ლოგიკის წესები ცხადდებოდა,რომლებსაც იყენებენ „ყველა ქვეყნის სასამარტლოები’’ და რომლებიც გამოსადეგია „საერტაშორისო სამართალშიც’ ასეთებია:

a.      „სპეციალური კანონი აუქმებს ზოგად კანონს’’

b.      „მომდევნო კანონი აუქმებს წინას’’

c.      არავის შეუძლია გადასცეს სხვას მეტი უფლება ,ვიდრე თვით მას გააჩნია’’

d.     და ა.შ.

თვით „საერტაშორისო სამარტალი’’ სწორედ ამ პრინციპებს  იყენებს

·        „სამარტლის ზოგადი პრინციპები’’ ძირითადად „იურიდიული ტექნიკის’’ სფეროს მიეკუთვნება და მხოლოდ „საერთაშორისო სასამართლოს’’[!] საქმიანობას უკავშირდება,რასაც „საერთაშორისო სამარტლის’’ ფუნქციონირებაში ძალზე პატარა ადგილი უკავია.

 

„საერტაშორისო სამართლის’’   - „დამხმარე’’  წყაროები

·        „დამხმარე წყარო’’  ტავად უშუალოდ არ წარმოადგენს საერტაშორისო სამართლის წყაროს,მაგრამ მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს „საერტაშორისო-სამართლებრივი ნორმების’’ ჩამოყალიბებაზე

·        „საეღთაშორისო სამარტლის’’ „დამხმარე’’ წყაროებია:

a.      „შიდასახელმწიფოებრივი კანონი’’

b.      „საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილებანი’’

c.      „სასამარტლო პრეცენდენტები დამეცნიერთა შრომები’’

 

 

ა)“შიდასახელმწიფოებრივი კანონი’’

 

·        ა)“შიდასახელმწიფოებრივი კანონი „თავისთავად’’ არ შეიძლება იყოს „საერთაშორისო სამარტთლის’’ წყარო

·        მაგრამ თუ „სხვა სახელმწიფოებიც ‘’ „აღიარებენ ‘’ „ქცევის ამ წესს’’,იგი შეიძლება გადაიქცეს   „საერტაშორისო ხელშეკრულების’’ ან „საერთაშორისო სამარტლებრივი ჩვეულების’’  ძალით „საერთაშორისო სამარტლის’’ წყაროდ.

·        მაგ. აშშ-ს 1945 წლის დეკლარაცია „კონტინენტური შელფის შესახებ’’ ჯერ  „საერთაშორისო ჩვეულებიტ ნორმად’’ იქცა ,ხოლო 1958 წლიდან „კონვენციით ‘’ იყო განმტკიცებული.

 

ბ)  „საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილებანი’’

 

·        „საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილება’’  „თავისთავად’’ არ შეიძლება იყოს „საერთაშორისო სამარტთლის’’ წყარო

·        „საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილება[გადაწყვეტილება]’’  მიიღება ამ ორგანიზაციის „წესდების ‘’ შესაბამისად და ვრცელდება მხოლოდ ამ ორგანიზაციის „წევრებზე’’

·        „საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილება[გადაწყვეტილება]  ან  ა)არსებული  „სამართლის ნორმის’’ „გამოყენების’’ დეკლარირების ხასიათს  [მაგ. გაეროს „გენერალური ასამბლეის’’რეზოლუციები „სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასტან დიპლომატიურ,ეკონომიკურ და სხვა ურთიერთობათა გაწყვეტის შესახებ’’[1966-1969 წწ] გაეროს „უშიშროების საბჭოს’’ გადაწყვეტილებანი“კვიპროსის პრობლემების მოსაწესრიგებლად’’[1964-1965] და სხვა] ან ბ) საერთაშორისო სამართალში „უკვე დაკანონებული“ ან „ახალი’’  „პრინციპის ან ნორმის’’ დეკლარირების ხასიატს ატარებს[მაგ.“გაერო-სს „გენერალური ასამბლეის ‘’ მიერ მიღებული „ადამიანის უფლენებათა საყოველთაო დეკლარაცია’’[1948 წ,] რეზოლუცია „ომის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ’’[1947 წ.] რეზოლუცია „აფრიკის უატომო ზონად გამოცხადების შესახებ[1961.წ.]

·        „საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილება[ანუ გადაწყვეტილება]  [ რომელიც უკვე არსებული „სამართლის ნორმის“ გამოყენების’’  დეკლარირების ხასიათს ატარებს ]  „სავალდებულოა’’   მხოლოდ ამ „საერთაშორისო ორგანიზაციის ‘’ „წევრი სახელმწიფოებისთვის’[ მაგ.გაერო-ს „წესდების’’ 25-ე მუხლის ძალით, ყოველმა „წევრ-სახელმწიფომ’’ იკისრა ვალდებულება“დაემორჩილოს [გაერო-ს] „უშიშროების საბჭოს’’ დადგენილებებს და შეასრულოს ისინი ‘’]

·        „საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილება[ანუ გადაწყვეტილება]  [ რომელიც უკვე არსებული „სამართლის ნორმის“ გამოყენების’’  დეკლარირების ხასიათს ატარებს]  არ ქმნის ახალ სამართლებრივ ნორმას,არამედ მიმართულია „უკვე არსებული’’ ნორმის რეალიზაციისკენ,ამ ნორმის მიერ ფორმულირებული „ქცევის წესის’’ შესრულების უზრუნველყოფისკენ [მაგ. გაერო-ს წესდება უფლებას აძლევს „უშიშროების საბჭოს’’,მოითხოვოს „მოდავე მხარებისგან’’ დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა,ხოლო ურცი წევრის მიმართ გამოიყენოს ძალა]

·        თუ  „საერთაშორისო ორგანიზაციის’’  „წესდებაში’’ შეტანილი არ არის პირობა ,რომ ორგანიზაციის დადგენილებები „სავალდებულოა’’

·         „წევრი სახელმწიფოებისტვის’’,მაშინ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილებები’’ მხოლოდ  „რეკომენდაციების’’ სახეს ატარებენ და ისინი „წევრ-სახელმწიფოზე’’ „მორალურ-პოლიტიკური ზემოქმედების ‘’ ძალას უფრო ეყრდნობიან

ხხხხ

·        „საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილება[გადაწყვეტილება]  ,რომელიც საერთაშორისო სამართალში „უკვე დაკანონებული“ ან „ახალი’’  „პრინციპის ან ნორმის’’ დეკლარირების ხასიატს ატარებს -„სამართლის წყაროდ’’ ფორმირების „გზაზე დგას’’

·        მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი საფეხურია პროცესისა,რომლის საბოლოო წერტილი მაინც ან „საერთაშორისო ხელშეკრულება’’ ,ან “საერტაშორისო სამართლებრივი ჩვეულებაა’’

·        „საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილებაში’’ ფორმულირებული „ახალი ნორმა’’ და „ახალი პრინციპი’’  „საყოველტაოდ აღიარებულად’’ რომ იქცნენ, ჯერ უნდა მიიღონ ან „საერთაშორისო ხელსეკრულების’’ ,ან „საერტაშორისო სამართლებრივი ჩვეულების ‘’ სახე[მაგ. გაერო-ს“გენერალური ასამბლეის’’ მიერ მიღებული „ადამიანის უფლებატა საყოველტაო დეკლარაცია’’[1948.წ.] თავიდან მხოლოდ „რეკომენდაცია’’ იყო და მას „მორალურ-პოლიტიკური ხასიატი ‘’ ჰქონდა. 1966  წელს „გენერალურმა ასამბლეამ’’ მიიღო პაქტები ადამიანის უფლებატა შესახებ-რომლებიც ავიტარებენ აღნიშნულ დეკლარაციაში მოცემულ საკიტხებს და „იურიდიულად ავალდებულებენ’’ წევრ სახელმწიფოებს დაიცვან ადამიანის უფლებები.ორივე პაქტი შევიდა ძალაში 1976 წელს,მას შემდეგ,რაც წევრ სახელმწიფოტა „სატანადო რაოდენობამ’’ მოაწერა ხელი და რატიფიკაცია მოახდინა ან მოგვიანებიტ შეუერთდა,]

·        „საერთაშორისო ორგანიზაციის’’ წევრ სახელმწიფოებისთვის „სავალდებულოა’’ მხოლოდ ის  „დადგენილებები’’,რომლებიც  ამ ორგანიზაციების „ორგანიზაციულ’’ და „ფინანსურ“ სფეროს ეხებიან

·        „საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილები’’  ამ ორგანიზაციების „შიდა სამართალია’’

·        ამგვარად,“საერთაშორისო ორგანიზაციების’’ –„დადგენილებები’’[ანუ „გადაწყვეტილებები’’] ,რომლებიც  წევრი სახელმწიფოების „ქცევის წესებს’’ შეიცავენ,ძირითადად „რეკომენდაციების’’ სახეს  ატარებენ და წატმოადგენენ „საერტაშორისო სამართლის’’  „წყაროს’’  ერთ-ერტ სახეს თუ ეს „შიდა ორგანიზაციული აქტები’’ პროგრესული კაცობრიობის მარტლშეგნებას და  სახელმწიფოტა მშვიდობიან თანაარსებობას შეესაბამებიან.

·        ასეთ შემთხვევაში  საერთაშორისო ორგანიზაციების’’ „დადგენილებებს’’  წევრ სახელმწიფოებზე უაღესად დიდი მორალურ პოლიტიკური ზემოქმედებითი ძალა აქვთ,რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს „ახალი’’ „საერთაშორისო-სამართლებრივი პრინციპების  და ნორმების’’ საბოლოო დამკვიდრებას.[ამ საკითხს შემდეგში ვრცლად განვიხილავთ]

 

 

გ) „სასამართლო პრეცენდენტები და მეცნიერთა შრომები’’

 

·        „გაეროს საერთაშორისო სასამართლოს  გადაწყვეტილებები“ ,და „მეცნიერული გამოკვლევანი“ მხოლოდ „საერთაშორისო სამართლის ‘’ ნორმატა „არსებობის’’ დადგენის „დამხმარე საშუალებაა’’,მატ იყენებენ „საერთაშორისო  ორგანიზაციები’’ და სახელმწიფოები „დავების’’ გადაწყვეტის დროს.

·        გაერო-ს „საერთაშორისო სასამარტლოს’’ სტატუტის[ანუ „წესდების’’] 38-ე მუხლი განსაზღვრავს იმ საერტაშორისო სამარტლის წუაროებს,რომელსაც იგი იყენებს საქმის[დავის] განხილვისას[ დაწვრილებით ამ საკიტხს შევეხებით მე-4 თავის „საერთაშორისო სასამარტლო’’ განხილვის დროს]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები