პრეისტორია
1. როგორი ახსნა მოუძებნა სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიიდან პასაჟს ფილონ ალექსანდრიელმა ?
2. რა სახის დავა წარმოიშვა შემდგომ საეკლესიო მოღვაწეებს შორის ?
3. რა არის ევოლუციონიზმი და როგორ ჩაეყარა მას საფუძველი ?
4. დაახასიათე ევოლუციონისტთა და კრეაციონისტთა წარმომადგენელთა შეხედულებები
5. რომელ სასამართლო დავას ეწოდა „მაიმუნის პროცესი“ და რატომ ?
6. ჩამოთვალე ადამიანის ჩამოყალიბების ანთროპოლოგიური საფეხურები
7. დაახასიათე ანთროპოლოგიური საფეხურები
8. რამ გამოარჩია ადამიანის მსგავსი პირველი არსებები ცხოველთა სამყაროსგან ?
9. რა შეიძლება მივიჩნიოთ ჰომო ერექტუსის „დიდ გამარჯვებად“ ?
10. რა იცი ჰომო გეორგიკუსზე?
11. რა იცი ჰომო საპიენსზე ?
12.
რა არის პირველყოფილთა ჯოგი?
13. ისაუბრე ენის მნიშვნელობის შესახებ პირველყოფილ საზოგადოებებში
14. რა გამაერთიანებელი ფაქტორები არსებობდა გვარისთვის?
15.
რა არის პირველყოფილთა თემი ?
16. რის საფუძველზე იქმნებოდა ტომი?
17. რა პირობებში ჩეყარა საფუძველი ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემას?
18. რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელი „არაცივილიზებული“ ხალხების ეთნოგრაფიულ შესწავლას?
19. დაახასიათე მატრიარქატი
20. შენი აზრით რის გამო შეიცვალა მატრიარქატი პატრიარქატით ?
21.
როგორი
იყო პირველყოფილთა სოციალურ -კონომიკური სისტემა?
22. როგორი იყო პირველყოფილთა რწმენა- წარმოდგენები ?
23. რა არის ფეტიშიზმი?
24. რა არის ტოტემიზმი?
25. რა არის შამანიზმი?
26. როდის გაჩნდა ადამიანებში ღმერთის ცნება ?
27. რას წარმოდგენდა და რასთან იყო დაკავშირებული პირველყოფილთა ხელოვნება ?
28. რა ეწოდება მარქსის მიხედვით პირველყოფილთა წყობას ?
29. როგორი ურთიერთობებია დამახასიათებელი ამ წყობისთვის ?
30. როგორ ხდება წინაისტორიული ხანის პერიოდიზაცია და რა პერიოდები გამოიყოფა ?
31. დაახასიათე ქვის ხანა
32. რას უწოდა „ნეოლითური რევოლუცია“ გორდონ ჩაილდმა ?
33. რამ აიძულა ჰომო საპიენსი გადასულიყო ბინადარ ცხოვრებაზე ?(ოაზისური თეორია და სხვა თეორიები)
34.
სად გაჩნდა
მიწათმოქმედება პირველად ?
35. რა გაჩნდა მიწათმოქმედებაზე ადრე და რის შემდეგ?
36.
რა მოჰყვა ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლას ?
37. როდის მთავრდება ადამიანის პრეისტორიული ხანა და იწყება ისტორიული ხანა ?
1.
როგორი ახსნა მოუძებნა სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიიდან პასაჟს
ფილონ ალექსანდრიელმა ?
ახ.წ.
1 საუკუნის მოღვაწემ ფილონ ალექსანდრიელმა გამოთქვა
მოსაზრება,რომ „ბიბლიის“ ზოგი პასაჟი სიტყვასიტყვით ესმით იმათ,ვისაც უჭირს უფრო
ღრმა აზრის წვდომა.ფილონის აზრით მოსეს სიტყვები
იმის შესახებ,რომ ღმერთმა სამყარო 6 დღეში შექმნა,იმით იყო განპირობებული,რომ თხრობა უფრო გასაგები
ყოფილიყო,ხოლო რეალურად ეს აღნიშნავდა შესაქმის ერთდროულ
და ყოვლისმომცველ აქტს.(!) |
2.
რა სახის დავა წარმოიშვა შემდგომ საეკლესიო
მოღვაწეებს შორის ?
ახ.წ. 1 საუკუნიდან მოყოლებული,ფილონ ალექსანდრიელის მიერ ამ მოსაზრების
გამოთქმის შემდეგ, საეკლესიო მოღვაწეებში აღარ იყო ერთსულოვნება შესაქმის ინტერპრეტაციისას;
ყველა მათგანი
აღიარებდა სამყაროსა და ადამიანის შექმნას ღმერთის მიერ,მაგრამ ღვთაებრივი შემოქმედების
თანმიმდევრობას და და ექვს დღეზე გადანაწილებას მრავალი მათგანი ერთგვარ ალეგორიად
მიიჩნევდა.(ორიგენე მე-3 საუკუნე;ბასილი დიდი მე-4 საუკუნე)
ბიბლიის
„შესაქმის“ პასაჟის სიტყვასიტყვით
გაგების მომხრეთა შორის იყვნენ რეფორმაციის მამები-მარტინ
ლუთერი და ჟან კალვინი |
3.
რა არის ევოლუციონიზმი და როგორ ჩაეყარა მას საფუძველი ?
მე-19 საუკუნის
დასაწყისიდან ჩნდება კონცეფცია სახეობების ცვლილებების შესახებ. ჩარლზ დარვინმა ჩამოაყალიბა
თერია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ.მის პუბლიკაციებს 30-იან 40-იან წლებში დიდი
გამოხმაურება და სამეცნიერო წრეების კრიტიკა მოჰყვა. 1859 წელს დარვინმა გამოაქვეყნა წიგნი “სახეობათა წარმოშობის შესახებ“. დარვინის ნაშრომმა
მნიშვნელოვანი ძვრა გამოიწვია საზოგადოებრივ აზრში და საფუძველი ჩაუყარა(!) ჭიდილს ევოლუციურ და
კრეაციულ(ან კრეაცინისტურ) თეორიებს შორის
|
4.
დაახასიათე ორი მიმდინარეობის წარმომადგენელთა შეხედულებები
ევოლუციურ
და კრეაციულ(ან კრეაცინისტურ)თეორიების მიმდევრებს შორის დავა
დაიყვანება კითხვამდე:“ადამიანი შექმნა ღმერთმა(ზებუნებრივმა ძალამ),თუ იგი წარმიქმნა
მაიმუნისგან,თავისით,მეტ-ნაკლებად შემთხვევითი ცვლილებების შედეგად?“
ა.დღემდე არსებობენ
ორივე უკიდურესი პოზიციის მიმდევრები ბ. თუმცა მეცნიერები
მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან ცდილობენ ამ პოზიციების მორიგებას . გ. დღეს ევოლუციონისტთა ნაწილი მიიჩნევს,რომ
ღმერთს შეიძლებოდა მიეცა იმპულსი იმ პროცესებისათვის,რაც სამყაროში განვითარდა,მათ
შორის ადამიანის წარმოშობისთვისაც; დ.დღეს კრეაციონისტთა ნაწილიც მთლიანად არ უგულებელყოფს
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საშუალებით დაგროვილ ცოდნას.ისინი აღიარებენ
სამყაროსა და დედამიწის წარმოშობას რამდენიმე მილიარდი წლის წინ,სხვადასხვა სახეობების,მათ
შორის ადამიანის ევოლუციას.
ყველაზე მეტი
მომხრე ევოლუციონისტებს (მოსახლეობის 70-80%) დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჰყავთ.(!)(ევროპაში
მაიმუნებიდან წარმოშობის სჯერათ)
დასავლეთში
კრეაციონისტებს ყველაზე მეტი მხარდამჭერი აშშ-ში ჰყავთ.
იმ ქვეყნებშიც
სადაც ბიბლია არ წარმოადგენს ძირითად რელიგიურ წიგნს,აგეთვე ადგილი აქვს ჭიდილს ევოლუციონისტურ
თეორიასა და ადგილობრივი რელიგიების შესაბამის კრეაციონისტულ თერიებს შორის.
|
5.
რომელ
სასამართლო დავას ეწოდა „მაიმუნის პროცესი“ და რატომ ? აშშ-ში დიდი ხნის
მანძილძე იყო კრეაციული და ევოლუციური თეორიებს
შორის მძაფრი ბრძოლის არენა,პირველ რიგში,სკოლაში ამ თეორიების სწავლების გამო. მე-20 საუკუნის
დასაწყისში ძალზე გახმაურდა ე.წ.“მაიმუნის პროცესი“,რომელზეც სასამართლო არკვევდა,ჰქონდა თუ არა ახალგაზრდა ბუნებისმეტყველს
სკოლაში დარვინის მოძღვრების სწავლების ნება.(!) არცთუ შორეულ
წარსულში აგრეთვე სასამართლოს განხილვის საგანი გახდა სხვადასხვა
კრეაციონისტული მოძღვრების მეცნიერულობა და,შესაბამისად,მათი სკოლაში სწავლების უფლება(!)
|
რა არის
ადამიანი ბიოლოგიურად ?
·
ევოლუციური თეორიის თანახმად ადამიანი ბიოლოგიურად
პრიმატების რიგს განეკუთვნება;(!) ·
ადამიანის უახლოესი ნათესავები არიან ადამიანისმაგვარი მაიმუნები.ისინი ადამიანთან ერთად ჰომინიდების ოჯახში(!) ერთიანდებიან. ·
ჰომინიდები,
თანამედროვე ადამიანის
გარდა, გადაშენებულია.(!) |
ჩამოთვალე ადამიანის
ჩამოყალიბების ანთროპოლოგიური საფეხურები ა.ჩადის საჰელანთროპუსი ბ.ავსტრალოპითეკი გ.ჰომო
ჰაბილასი დ.ჰომო ერექტუსი ე.ჰომო
ერგასტერ ვ.ჰომო
გეორგიკუს ზ.ნეანდერტალელი
თ.ჰომო საპიენსი |
დაახასიათე ანთროპოლოგიური
საფეხურები a.
2001 წ. ჩადში იპოვეს 7 მლნ.წლის წინანდელი ნაშთი მას „ჩადის საჰელანთროპუსი“
უწოდეს.მისი ზედმეტსახელია „ტუმაი“.
b.
3-4 მლნ.წლის
წინანდელია ავსტრალოპითეკი.
ზედმეტსახელად „ლიუსი“
c. 2,5 მლნ წლისაა ჰომო ჰაბილასი-„მარჯვე ადამიანი“. ადამიანთა
„homo” გვარის პირველი წარმომადგენელი.ის გამოეჩეული იყო სხვა მაიმუნებისგან ტვინის ზომით.ის
არა მარტო იყენებდა ქვებს და სხვადასხვა საგნებს იარაღად (რასაც ზოგი მაიმუნი და
სხვადასხვა ცხოველიც ახერხებს) არამედ თვითონ ამზადებდა ქვის პრიმიტიულ იარაღებს.(!) d.
2-1,8 მლნ
წლის წინ გაჩნდა „ჰომო ერექტუსი“-
გამართულად მოსიარულე ადამიანი.ამან აითვისა ევრაზია აფრიკიდან. მასთან ერთად არსებობდნენ
სხვა სახეობებიც „ჰომო ერგასტერ“ და „ჰომო გეორგიკუს“,ანუ „ქართველი“
ჰომო
ერექტუსის „დიდ გამარჯვებად“ მიიჩნევა ის,რომ
ამან კიდევ უფრო დახვეწა ქვის იარაღი,შექმნა კომბინირებული იარაღი ქვის,ხის, ძვლის კომპონენტების გამოყენებით.ჰომო ერექტუსმა
პირველმა „მოათვინიერა“ ცეცხლი.
შენიშვნა: „იგი“ არის ჰომო ერექტუსი .მოთხრობა „იგი’’
ჰომო გეორგიკუსს,ანუ
დმანისელ ადამიანს
ზოგი მკვლევარი ჰომო ერექტუსის სახეობას მიაკუთვნებს ზოგი ჰომო
ერგასტარისას,ზოგიც ცალკე გამოყოფს,როგორც გარდამავალ სახეობას
ჰომო ჰაბილასს და ჰომო ერექტუსს შორის. დმანისში არაერთი ადამიანის ნაშთია აღმოჩენილი.ორ
ყველაზე კარგად შენახულ თავის ქალას „ზეზვა“ და „მზია“ დაარქვეს. დმანისელი
ჰომო გეორგიკუსი
ზრუნავდა არა მარტო საკუთარი თავის და შთამომავლობის
გამოკვებაზე,არამედ ჯოგის უმწეო მოხუც წევრებზეც.
e.
მოგვიანებით ევრაზიაში კვლავ აფრიკიდან გავრცელდა
ნეანდერტალელი
ნაშთი ნაპოვნია ჰაიდელბერგში
f.
და ჰომო საპიენსი ანუ გონიერი, მოაზროვნე ადამიანი
|
ჰომო საპიენსი
·
ჰომო
საპიენსი 200
-150ათასი წლის წინ გაჩნდა. ·
საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე
50 ათასი წლის წინ
მიიღო.
·
ჰომო საპიენსი დღეს ადამიანის
ერთადერთი სახეობაა.(!)
·
მას მთელი პლანეტა აქვს ათვისებული.
·
ის 50 ათასი წლის წინ გამოჩნდა
ევრაზიაში,40 ათასი წლის წონ ოკეანიაში და 14 ათასი
წლის წინ ამერიკაში. ·
ევროპაში გარკვეული პერიოდის
განმავლობაში ნეანდერტალელი
და ჰომო საპიენსი თანაარსებობდნენ(ერთდროულად ცხოვრობდნენ). ·
ცალკეული ნაშთებიდან მოხერხსა დნმ-ის ანალიზის აღება.გაირკვა რომ ნეანდერტალელის და
ჰომოსაპენსის საერთო წინაპარი 500 ათასი წლის წინ უნდა ყოლოდათ. გაირკვა ისიც რომ არც ნეანდერტალელი
და არც ჰომოსაპენსი არ იყვნენენ ის წინაპარი და არც იმ წინაპრის მემკვიდრე. გენეტიკურმა ანალიზმა შეარყია მანამდე არსებული
ჰიპოთეზა რომ ადამიანის წარმოშობა პლანეტაზე სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მიმდინარეობდა. გენეტიკური
ანალიზით გაირკვა რომ ჰომო საპიენსის სახეობის ყველა ქალს
მიტოქონდრიების მიხედვით ერთი წინაპარი ქალი ჰყავდა-ანუ არსებობდა
ე.წ. „მიტოქონდრიული
ევა“ ხოლო ყველა კაცს ქრომოსომის მიხედვით ერთი წინაპარი კაცი-„ქრომოსომული
ადამი“
მაგრამ საინტერესო ისაა რომ ეს „ევა“ და „ადამი“ რამდენუმე ათეული ათასი წლით არიან ერთმანეთს დაშორებულნი,მაგრამ
ორივე აფრიკელია. ანუ პლანეტაზე ადამიანის განსახლება აფრიკიდან უნდა მომხარიყო.
ჰომო საპიენსი-აგროვებდა
საკვებად ვარგის მცენარეებს და ნაყოფს,ნადირობდა,თევზაობდა.სხვადასხვა მასალისგან
ამზადებდა იარაღს,რომელსაც იყენებდა საკვების მოსაპოვებლად.ცხოველის
ტყავისგან და მვენარეული მასალისგან ამზადებდა ტანსაცმელს. ჰომო საპიენსი ცხოვრობდა
მცირე ჯოგებად. ჯოგები ადგილიდან ადგილზე
გადადიოდნენ საკვების მოპოვების და უსაფრთხო დროებითი
სადგომების მოძებნის მიზნით. ამ ძიებამ აფრიკიდან
წამოსული ჰომო საპიენსი მიიყვანა პლანეტის ყველა კუთხეში. ხ სხვადასხვა
გარემოსთან ჰომო საპიენსის ადაპტაციის შედეგია ის რასობრივი
განსხვავებები რაც
დღეს სხვადასხვა კონტინენტის მკვიდრ მოსახლეობაში შეიმჩნევა, ხ 70
ათასი წლის წინ კუნძულ სუმატრაზე ტობას ვულკანის
ამოფრქვევის შემდეგ ჰომო საპიენსი აღმოჩნდა „დიდი განყინვარების“ პერიოდში. ნეანდერტალელი
გადაშენდა. ჰომო საპენსმა მოახერხა ადაპტაცია,გამოიწრთო და გადარჩა ხ ყინულმა
უკან 12 ათასი წლის წინ დაიხია. ჰომო საპიენსისთვის ხელსაყრელი
პირობები შეიქმნა გამრავლებისა(დემოგრაფიული ზრდისათვის) და ახალი ტერიტორიების ათვისებისთვის.
|
რა არის პირველყოფილთა ჯოგი?
· ჰომინიდები და პირველყოფილი
ადამიანები მცირე ჯოგებად ცხოვრობდნენ. · ჯოგებში
არსებობდა გარკვეული სოციალური ორგანიზაცია, იერარქია
და ფუნქციათა დანაწილება. · ჯოგებში
წევრთა რიცხვის ზრდა,იარაღის დახვეწა,ყოველდღიური საქმიანობის
გამრავალფეროვნება იწვევდა ჯოგის წევრებს შორის ურთიერთობების
ცვლას და გართულებას.(!) მაგ. დმანისელი
ჰომო გეორგიკუსი ზრუნავდა არა მარტო საკუთარი თავის და შთამომავლობის გამოკვებაზე,არამედ
ჯოგის უმწეო მოხუც წევრებზეც ,ეს მკვლევარებმა დაადგინეს ნაშთების შესწავლით. · პირველყოფილთა ჯოგები
ერთიანდებოდნენ არსებობისათვის ერთობლივად ბრძოლის
მიზნით მერე კი ისევ იშლებოდნენ და ა.შ.
|
ისაუბრე ენის მნიშვნელობის
შესახებ პირველყოფილ საზოგადოებებში ·
განსაკუთრებული მნიშვნელობა ადამიანთა შორის ურთიერთობაში
კომუნიკაციის საშუალებას-ენას ენიჭება. ·
დღეს მეცნიერები ინტენსიურად სწავლობენ სხვადასხვა
ცხოველის“ენას“-ემოციის და ინფორმაციის გადაცემას ხმოვანი სიგნალების საშუალებით. ·
ამგვარი კომუნიკაციის საშულება
ჰომინიდებსაც და ადამიანებსაც ჰქონდათ. ·
ჰომინიდები ემოციის და ინფორმაციის გადაცემას საკუთარი ჯოგის წევრებისთვის ხმოვანი სიგნალების საშუალებით(!) ახერხებდნენ. ·
ჰომო საპიენსმა კი ათასწლეულების მანძილზე
განავითარა დანაწევრებული
მეტყველების უნარი(!); ·
მეტყველების უნარის საშულებით ემოციების და ინფორმაციის გადაცემის
გარდა(!) ჰომო საპიენსი ახერხებდა აბსტრაქტული,ცნებების,აზრების, დაგროვილი
ცოდნის სხვისთვის გადაცემას და გაზოგადებას.(!)
|
რა გამაერთიანებელი ფაქტორები
არსებობდა გვარისთვის?
·
კომუნიკაციის საშუალების-ენის დახვეწა-განვითარება და სოციუმში ურთიერთობათა
გაღრმავება-გართულება პარალელური პროცესებია,რომლებსაც
მივყავართ ახლო ნათესავთა
მყარი გაერთიანების ¾
გვარის წარმოქმნისკენ ; · ახლო ნათესავებისგან შემდგარ
პირველყოფილთა მცირე ან
საშუალო ჯოგს ¾ გვარი ეწოდება. |
რა არის პირველყოფილთა
თემი ?
·
ერთ ტერიტორიაზე მცხოვრებ რამდენიმე(!) გვარს(რამდენიმე(!)
ნათესავურ ჯოგს) შეიძლებოდა ქონოდა ერთმანეთთან ნათესაური
კავშირები და ერთობლივი ინტერესები ( ტერიტორიის
უცხოთაგან დაცვა,დიდ ცხოველებზე ერთობლივი ნადირობა).
ბინადარცხოვრებაზე
გადასვლის შემდეგ რამდენიმე მონათესავე(!) ან უბრალოდ მეზობელი(!)
გვარი თავდაცვითი ან სამეურნეო მიზნით(!) ერთიანდებოდა და ქმნიდა-თემს. ხ თემი არის მონათესავე ან მეზობელი ჯოგების
გაერთიანება.(!)- დაიმახსოვრე
თემი
ცხოვრობდა მის კონტროლირებად(!) ტერიტორიაზე(!) ან მჭიდროდ ან გაფანტულად.
დაიმახსოვრე: თემს აქვს საკუთარი ტერიტორია( !) |
რის საფუძველზე იქმნებოდა ტომი? რამდენიმე თემის გაერთიანებას
კი ჰქვია ტომი(!)
ტომს საერთო ინტერესების გარდა(!) ჰქონდა საერთო ენა(!) და ტერიტორია(!)
რომელსაც აკონტროლებდა |
რა პირობებში ჩეყარა
საფუძველი ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემას?
·
სანამ ქორწინება და ოჯახი არ არსებობდა ნათესაობის
დადგენა ქალის ხაზით უფრო იოლი იყო.ამიტომ
გვარის წინამძღოლობა(!) მემკვიდრეობით მატრილინეარულად ე.ი
ქალის მეშვეობით(!) გადაეცემოდა.
·
როცა
ქორწინება და ოჯახთან დაკავშირებული წესები
გაჩნდა(!) ,გაჩნდა შესაძლებლობა ძალაუფლების მამიდან შვილზე გადაცემის(!),რადგან
უკვე შესაძლებელი გახდა მამობის უცილობელი ანუ
უეჭველი დადგენა.!!!
|
რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელი „არაცივილიზებული“ ხალხების ეთნოგრაფიულ
შესწავლას?
·
მეცნიერებს არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა ჯოგებში ურთიერთობათა
შესახებ და მათ შესწავლას სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ: ა) დღეს არსებული პრიმიტიული
ტომების ბ)ცხოველთა,პირველ რიგში,პრიმატების(მაიმუნების) სოციუმების,გ)არქეოლოოგიური
მასალის შესწავლით და ამ მონაცემთა შედარებით.
|
მატრიარქატი
·
მეცნიერები მიიჩნევენ რომ ყველაზე ტიპურ მატრიარქალურ
თემში ერთანდებოდა 200-300 ნათესავი ქალის ხაზით ·
თემს სათავეში ედგა „უფროსი ‘’ ქალი(!),ზოგჯერ კი მისი ძმა; ·
თემის შიგნით არსებობდა მრავალი მცირე ჯგუფი,რომელიც
შედგებოდა რომელიმე ქალის ,მისი შვილების და შვილიშვილებისგან; ·
ამ „ოჯახებიდან“ იქმნებოდა ე.წ. „დედის“ თემი,რომელსაც
ერთობლივად ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი. ·
სხვა საკუთრება კი დედიდან ქალიშვილებს გადაეცემოდათ; ·
მატრიარქალურ საზოგადოებაში არაერთ ქალღმერთს სცემდნენ თაყვანს ·
უმაღლეს ღვთაებად ითვლებოდა დედა -ღვთაება. ·
მატრიარქალური წყობის ცალკეული ნიშან -თვისებები დღემდე
შემორჩა ზოგიერთ პრიმიტიულ ტომს. ·
ადრე მეცნიერები მიიჩნევდნენ,რომ „ქალის ბატონობის“
პერიოდი,მატრიარქატი კაცობრიობის უნივერსალური საფეხური იყო,რომელსაც მოსდევდა ასევე
უნივერსალური საფეხური“კაცის ბატონობისა“ –პატრიარქატი ·
დღეს ეს აღარაა საყოველთაოდ
გაზიარებული ·
მართალია არსებობდა
ცალკეული შემთხვევები,სადაც ქალის პირველობა დასტურდება,მაგრამ ძირითადად სოციუმის
ლიდერი კაცი იყო.
|
შენი აზრით რის გამო შეიცვალა მატრიარქატი პატრიარქატით
? ოდითგანვე ქალსა და კაცს შორის ფუნქციები
დანაწილებული იყო; კაცი ნადირობდა,მტრებს
და მხეცებს იგერიებდა,ქალი კი ბავშვებს ზრდიდა,საკვებს აგროვებდა და შინაურ საქმეს
აკეთებდა როცა
ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ(!),კაცმა შეინარჩუნა გარესამყაროსთან
ურთიერთობის ფუნქცია,ხოლო მეურნეობაში ისეთ საქმებს აკეთებდა რასაც ფიზიკური ძალა
სჭირდებოდა; ქალი კი უფრო
ჩაიკეტა სახლში და შინამეურნეობაში; |
პირველყოფილთა სოციალურ
-კონომიკური სისტემა(წყობა)
·
სოფლის მეურნეობის და ხელოსნობის დარგების გაჩენამ
გამოიწვია ერთგვარი სპეციალიზაცია გვარის თუ თემის წევრებს
შორის,გაღრმავდა შრომის დანაწილება. ·
თემსა თუ ტომში გაჩნდა ფენა-ბელადი და უხუცესები; ·
ისინი გათავისუფლდნენ ყოველდღიური შრომისგან და საზოგადოების
დაცვის და მართვის ფუნქცია(!) იტვირთეს ·
მტერთან დაპირისპირებაში
თუ კოლექტიურ ნადირობაში თვკაცობას ფიზიკური ძალითა და ჭკუა-გონებით,გამოცდილებით გამორჩეულ კაცს
ანდობდნენ.(ბელადი) ·
ქონებრივი დიფერენციაციის გაჩენის შემდეგ,მდიდარი და წარჩინებული გვარები ახერხებდნენ
ძალაუფლების შედარებით დიდი ხნით,თაობათა მანძილზე დაპატრონებას,რადგან მათ მეტი საშუალება ჰქონდათ,რომ პირველობის პრეტენდენტი გამოეწრთოთ
და მოემზადებინათ მართვისათვის(!); ·
თანდათანობით ხელისუფლება მემკვიდრეობითად იქცა(!) ·
ხელისუფლება ჯერ გვარის ფარგლებში გადადიოდა უხუცესებზე,შემდეგ კი მამიდან(ბელადიდან) უფროს ვაჟზე. ·
ტომისა და თემის ბელადებს და უხუცესებს მრავალი ფუნქცია
ჰქონდათ. ·
ომში წინამძღოლობა,დავების გარჩევა,სამართლის აღსრულება,სხვადასხვა
რელიგიური რიტუალის ჩატარება.(!) |
უძველესი რწმენა-
წარმოდგენები „ღმერთზე“
·
გამოთქმულია ვარაუდი ,რომ ადამიანისმაგვარ არსებებსაც
შეიძლება ჰქონოდათ გარკვეული რწმენა-წარმოდგენები გარე სამყაროსა თუ ერთმანეთთან
ურთიერთობების წესების შესახებ. ხ ·
„გონიერ ადამიანს „ ჰომო საპენსს“ მისი არსებობის
ადრეულ სტადიაშივე ჩამოუყალიბდა რწმენა-წარმოდგენათა კომპლესი,რომელიც
აიძულებდა ჩაეტარებინა რიტუალები,დაეკრძალა მიცვალებულები,დაეხატა
თუ გამოეძერწა ადამიანების და ცხოველების გამოსახულებები. ·
ჰომო საპიენსი არ გრძნობდა სამყაროში თავს მარტო და
მას ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა სულებთან.(!) ·
გარდაცვლილი წინაპრებისა და ახლობლების სულების კეთილგანწყობა და თანადგომა
მათ ყოველდღიურად სჭირდებოდათ ·
ცხოველებისა
თუ ბუნების მოვლენების სულებთან კონტაქტი მათ წარმატებული
ნადირობის,კარგი ამინდის თუ უსაფრთხოების იმედს აძლევდა. ·
ამა თუ იმ ნივთს ან
გამოსახულებას ასევე ჰქონდა ძალა,რათა ადამიანს დახმარებოდა
ან მისთვის ევნო. ხ ·
„ველური“ ნაკლებად ცივილიზებული ხალხების შესწავლით
დადგენილია პრიმიტიულ რელიგიათა
ნაირსახეობები:ფეტიშიზმი,ტოტემიზმი,შამანიზმი და
სხვა ·
დადგინდა მათი,როგორც უნივერსალური სტადიების თანმიმდევრობა,მაგრამ
დღეს მეცნიერებს უკვე ეჭვი ეპარებათ იმაში,რომ არსებობდა უნივერსალური სტადიები ძველი
რელიგიების განვითარებაში. ·
მრავალფეროვანი ლოკალური თავისებურებები შეიძლება
წარმოქმნიდეს გარკვეულ სააზროვნო სტერეოტიპებს,რომლებიც ძალზე მყარია და მეტნაკლებად
უცვლელი დარჩა ათასწლეულების მანძილზე,ამა თუ იმ ხალხის ცივილიზაციებთან ზიარების
შემდეგაც კი. ·
რწმენა-წარმოდგენათა სხვადასხვა კანონზომიერი თუ შემთხვევითი
კომბინაციები გვაძლევს შესაძლო შედეგების დიდ სიჭრელეს ,რომელთა კლასიფიკაცია ყოველთვის
არ ხერხდება ხ · მეცნიერებს
შორის სადავოდ რჩება საკითხი,როდის გაჩნდა ადამიანებში ღმერთის-მარადიული,გონიერი
და თუ არა ყოვლისშემძლე,ძლიერი არსების ცნება. ·
ზოგს მიაჩნია,რომ ეს(ღმერთის
ცნების გაჩენა) მოხდა რელიგიურ წარმოდგენათა შედარებით გვიანდელ ეტაპზე,ცივილიზაციის ზღურბლზე.(!) ·
სხვები კი ფიქრობენ,რომ უძველესი ადამიანი არა მხოლოდ იცნობდა ღმერთის ცნებას,არამედ მას უფრო უშუალო კონტაქტი
ჰქონდა ღმერთთან(!) და სულიერ სამყაროსთან,ვიდრე ცივილიზაციის პირობებშია
და ამის საბუთს ძველ რელიგიურ გადმოცემებში ხედავენ-ადამი და ევა „ბიბლიურ“ სამოთხეში,
ჰესიოდეს ე.წ. „ოქროს ხანა“ და სხვა.
|
პირველყოფილთა ხელოვნება
·
პირველყოფილთა ხელოვნება
დაკავშირებულია მათ რწმენა-წარმოდგენებთან(პირველყოფილ
რელიგიებთან) ·
ნახატები გამოქვაბულების კედლებზე,ქვისა და ძვლისგან
გამოთლილი ან თიხისგან გამოძერწილი ფიგურები,სავარაუდოდ,ძველი რიტუალების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ; ·
რიტუალების შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო ცეკვა და სიმღერა. ·
მათ ადამიანების გახალისება და ესთეტიკური სიამოვნების
მინიჭებაც შეეძლოთ ·
რიტუალურის
გარდა,ესთეტიკური,ანუ სამკაულის ფუნქცია შეიძლებოდა
ჰქონოდა მძივებს,სამაჯურებსა თუ სხვა აქსესუარებს,რომლებსაც
ჰომო საპიენსი ათასეულობით წლის წინ ამზადებდა |
გვაროვნილი წყობა დაიმახსოვრე:
·
კარლ მარქსი ეკონომიკას ცხოვრების ძირითად განმსაზღვრელ სფეროდ მიიჩნევს(!) „ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას“ ·
და შესაბამისად,კაცობრიობის
ისტორიას ყოფს პერიოდებად ე.წ. „სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციების მიხედვით; ·
უძველესი(პირველყოფილი) ადამიანი მარქსის კლასიფიკაციით
ექცევა“პირველყოფილი ფორმაციის“ ან „წყობის“ საფეხურზე;
·
დაომახსოვრე : „პირველყოფილ
წყობას’’ ასევე უწოდებენ „გვაროვნულ წყობას’’(!)
(რადგან შემგროვებლობიდან
წარმოებაზე გადასვლის შემდეგ ადამიანური საზოგადოების ძირითად
უჯრედს -„გვარი“ წარმოადგენს)
·
გვაროვნული
წყობისთვის
დამახასიათებელია მეტ-ნაკლებად თანასწორუფლებიანი(!),ერთმანეთთან
ნათესაობით დაკავშირებული(!) ადამიანების ერთობლივი ცხოვრება და შრომა. (იხ. „სამოსელი პირველი“ – „მაღლა სოფელი’’) |
პრეისტორიული ხანის პერიოდიზაცია
·
წინაისტორიული ხანის
პერიოდიზაციისთვის ისტორია არქეოლოგიის(!) მიერ შემოტანილ
დასახელებებს იყენებს. ·
პერიოდების
დასახელება დაკავშირებულია იარაღების დასამზადებლად გამოყენებულ მასალებთან:
ქვის ხანა,სპილენძის
ხანა,ბრინჯაოს ხანა,რკინის ხანა |
ქვის ხანა ქვის
ხანა იყოფა სამად: 1.
ძველი ქვის ხანა ანუ პალეოლითი
2.
შუა ქვის ხანა ანუ მეზოლითი 3.
ზედა ქვის ხანა ანუ ნეოლითი ხ ·
პალეოლითი-მოიცავს ადამიანის
არსებობის მთელი დროის 99%-ს, ადამიანის
გაჩენიდან ვიდრე -20-12 ათას წლამდე. გვიან პალეოლითში ჰომინიდები(ნეანდერტალელი) და ჰომო საპიენსი
თანაარსებობდნენ.
·
მეზოლითი-20-12 ათასი
წლის წინ დაიწყო და რამდენიმე ათასი წელი გრძელდებოდა. მეზოლითში არსებობს მხოლოდ ჰომო საპიენსი(!).
·
ნეოლითი-დაიწყო მაშინ
როცა ჰომო საპიენსმა ისწავლა ქვის დახვეწილი დამუშავება
: ქვის გახვრეტა,გაპრიალება,ქვის იარაღებისთვის დახვეწილი და მოხერხებული ფორმების
მიცემა. დაიმახსოვრე : ნეოლითში მოხდა
ე.წ. „ნეოლითური
რევოლუცია ‘’-
„შემგროვებლობა და ნადირობა“(!) ჰომო საპიენსმა ჩაანაცვლა „ბინადარი ცხოვრებით“(!) .ადამიანი გადავიდა მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობაზე. “ნეოლითური რევოლუციის „ კვალი მსოფლიოს მრავალ კუთხეში
აღმოჩნდა.მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე.
·
დაიმახსოვრე :ახლო აღმოსავლეთი(!)(მესოპოტამია)-არის
ნეოლითური რევოლუციის პირველი
კერა(!) ·
დაიმახსოვრე :ბინადარ ცხოვრებაზე ჰომო საპიენსის
გადასვლას დასჭირდა რამდენიმე ათასი წელი(!)
|
რამ აიძულა ჰომო საპიენსი გადასულიყო ბინადარ
ცხოვრებაზე ?
პასუხები: 1.
შესაძლოა დადგა მშრალი კლიმატი რამაც გამოიწვია ადამიანების და ცხოველების კონცენტრაცია წყალთან:მდინარეებთან,ტბებთან,ზღვებთან. აქვე მოხდა ცხოველების მოშინაურება.(გორდონ ჩაილდის
„ოაზისის თეორია“) 2.
შესაძლოა გამყინვარების შემდეგ გადაშენდნენ დიდი ცხოველები
და მცენარეები.ადამიანი იძულებული გახდა იქ დასახლებულიყო სადაც ცხოველები და მცენარეები გადარჩნენ. 3.
შესაძლოა დედამიწაზე დამყარდა სტაბილური კლიმატი.სტაბილურმა
კლიმატმა შესაძლებელი გახადა მიწათმოქმედება(!) 4.
შესაძლოა ადამიანების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.(!) |
სად გაჩნდა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა პირველად ?
შესაძლოა ტავროსის და ზაგროსის მთების ფერდობებზე-ახლო
აღმოსავლეთში.აქ ასევე მოაშინაურეს ბევრი მცენარე და ცხოველი. ნეოლითში მოაშინაურა ადამიანმა:
ხორბალი,ქერი,ვაზი. საქართველოში
აღმოჩენილია ნეოლითში მოშინაურებული ვაზის
,ფეტვის,ქერის,ხორბლის ნაშთები.
·
მიწათმოქმედებაზე ადრე ადამიანი გადავიდა მესაქონლეობაზე. მას შემდეგ
რაც მოიშინაურა ძაღლი. ძაღლი(მგელი) ადამიანმა მეზოლითში მოიშინაურა.ეს ჩინეთის ტერიტორიაზე მოხდა.(!) საქართველოს
ტერიტორიაზე დასტურდება მესაქონლეობა ადრეული
ნეოლითიდან. |
რა მოჰყვა ჰომო საპენსის ბინადარ
ცხოვრებაზე გადასვლას ?
·
ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლას მოჰყვა სოფლების და ქალაქების გაჩენა.
·
ადამიანმა თავისი საცხოვრებლის გარშემო გავლენა მოახდინა
გარემოზე.ადამიამა დაიწყო ირიგაცია,მიწის მორწყვა.მორწყვამ
გაზარდა მოსავლიანობა
·
მოსავლის გაზრდამ ხელი შეუწყო გამრავლებას
და მოსახლეობის ზრდას ·
მოხდა შრომის დანაწილება ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებში. გაჩნდა ხელოსნობა,ვაჭრობა,ხელოვნება,არქიტექტურა, მმართველობის სტრუქტურები და ა.შ.გაჩნდა კერძო
საკუთრება,გაჩნდა დამწერლობა.
·
ამ ყველაფრის დამადსტურებელი 6000 წლის წინანდელი ნაშთები(!) აღმოჩენილია შუა მდინარეთში,მდინარეების
ევფრატისა და ტიგროსს შორის ·
ეს არის ძველი შუმერის ნაშთები( ახლანდელი ერაყის ტერიტორია).
· აქ მთავრდება ადამიანის
პრეისტორიული ხანა(!) და იწყება ისტორიული ხანა. დაიმახსოვრე
: ბინადარი ცხოვრება და ისტორიული ხანა
6000 წლის წინ დაიწყო;
|
Комментарии
Отправить комментарий