7. „შეგებებული სარჩელის ‘’ „მიღება’’ და „განხილვა’’

 


   

·        თუ არსებობს[სახეზეა] :

a.      „შეგებებული სარჩელის’’ წარმოებაში მიღების ყველა „ზოგადი’’ პირობა

b.      „შეგებებული სარჩელის’’ წარმოებაში მიღების ყველა “სპეციალური’’ პირობა  

c.      და  ეს „შეგებებული სარჩელი’’  „დროულად’’ არის აღძრული[შეტანილი]

 

,სასამართლო გამოიტანს განჩინებას ამ „შეგებებული სარჩელის   წარმოებაში მიღების და თავდაპირველ სარჩელტან ერტად  განხილვის’’ შესახებ

 

·        სასამართლო პრაქტიკის ანალიზი გვიჩვენებს,რომ ზოგჯერ საქმეში დევს „შეგებებული სარცელი’’,მაგრამ   საქმეში არ დევს განჩინება  ამ შეგებებული „სარჩელის წარმოებაში მიღების“ შესახებ

·        სასამართლო პრაქტიკის ანალიზი გვიჩვენებს  ,ასევე იმასაც ,რომ ზოგჯერ სასასამარტლო ირებს გადაწყვეტილებას „შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის ტქმის შესახებ’’,მაგრამ საქმეში არ არის სასამართლოს გაჩინება ამ  „შეგებებული სარჩელის „წარმოებაში მიღების შესახებ’’

·        ასევე არის შემტხვევები,როდესაც საქმეში არის „შეგებებული სარჩელი’’,ამასთან იგი „მიღებულია წარმოებაში ‘’[ანუ საქმეში არის შესაბამისი „განჩინებაც’’],მაგრამ „სასამართლოს გადაწყვეტილება’’ არ შეიცავს რაიმე „პასუხს’’ ამ „შეგებებული სარჩელის’’ მიმართ.

 

დაიმახსოვრე:

თუ სასამართლომ გამოტანა განჩინება“შეგებებული სარჩელის’’ „წარმოებაში მიღების შესახებ’’ ,იგი ვალდებულია  განიხილოს ეს „შეგგებებული სარჩელიც’’ და გამოიტანოს მის მიმართაც  დასაბუტებული გადაწყვეტილება.[ანუ არ უნდა იყოს გადაწყვეტილება მხოლოდ თავდაპირველ სარჩელზე,მასტან ერტად უნდა იყოს გადაწყვეტილება „შეგებებულ სარჩელზეც’’]

 

„ნაწილობრივი გადაწყვეტილება’’[სსსკ-ის 245-ე მუხლი]

 

ყურადღება:

·        სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა  შეიცავს  „პრაქტკული თვალსაზრისით კიდევ ერთ მნიშვნელოვან დებულებას’’,რომლის თანახმად სასამარტლოს შეუძლია გამოტანოს „ნაწილობრივი გადაწყვეტილება’’[!]

 

მუხლი 245. ნაწილობრივი გადაწყვეტილება

 +

1. თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ [ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ] წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია [დაინტერესებულ] მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ.

 

·        „ნაწილობრივი გადაწყვეტილება’’ სასამართლოს გამოაქვს მაშინაც „როდესაც [თავდაპირველ სარჩელთან ერთად ]  აღძრული იყო   „შეგებებული სარჩელი’’,[მოპასუხის მიერ, მაგრამ]  გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად [მხოლოდ] ერთ-ერთი სარჩელი[ან „თავდაპირველი’’ ,ან „შეგებებული’’ სარჩელი ] [სსკ-ის 245-ე მუხლის მე-2 ნაწილი]

 

მუხლი 245. ნაწილობრივი გადაწყვეტილება

 

     

2. ნაწილობრივი გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის თხოვნით, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღძრული იყო შეგებებული სარჩელი, [და] გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ-ერთიან სარჩელი ან შეგებებული სარჩელი.

 

·        ამრიგად, „ნაწილობრივი გადაწყვეტილების გამოსატანად’’ ,ანუ იმისატვის,რომ სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება მაგ. „მხოლოდ თავდაპირველი სარჩელის მიმართ“ და  დატოვოს „გადაწყვეტილების გარეშე“ „შეგებებული სარჩელი’’ [ანდა პირიქით] საჭიროა სახეზე იყოს  ერთდროულად რამდენიმე წინაპირობა:

 

1)     „ფაქტობრივი გარემოებები’’,რაც საჭიროა „ტავდაპირველ სარჩელზე’’ გადაწყვეტილების მისღებად, „დადგენილია’’ და „უტყუარდაა დამტკიცებული ‘’,ხოლო „შეგებებული სარჩელის ‘’ მიმართ ყველა ფაქყობრივი გარემოება არაა დადგენილი[!]

2)    „შეგებებული სარჩელის’’  გადაწყვეტის გარეშე დატოვება  არ გამოიწვევს არც მოპასუხის, არც მოსარჩელეს ინტერესების შელახვას[!]

3)    არსებობს  ერთი მხარის[ან შემთთხვევასი მოსარჩელეს] „შუამდგომლობა’’ „ნაწილობრივი გადაწყვეტილების’’[მუხ. 245-ე] გამოტანის შესახებ და ამისთვის მართლაც არსებობს „ყველა პირობა’’

4)    არ არსებობს იმის საფუძველი,რომ მოგვიანებით „შეგებებულ სარჩელზე’’  გამოტანილი იქნება „თავდაპირველ სარჩელზე ‘’ მიღებული „ნაწილობრივი გადაწყვეტილების“ გამომრიცხავი „გადაწყვეტილება’’

·        ყურადღება“ როდესაც სასამართლოს გამოაქვს „არა ერთობლივი’’ ,არამედ „ნაწილობრივი  ‘’ გადაწყვეტილება,მან ამის შესახებ „აუცილებლად’’  „ უნდა მიუთითოს’’ და „დააასაბუთოს’’  თავის „ნაწილობრივ გადაწყვეტილებაში’’

·        წინააღმდეგ შემტხვევაში „ნაწილობრივი გადაწყვეტილების  ‘’ გამოტანა სეიძლება გაგებულ იქნეს,როგორც“საპროცესო კანონმდებლობის დანაწესების დარღვევა’’

·         რადგან  189-ე მუხლის მეუხლის მე-3 ნაწილის თანახმად :

 

  მუხლი 189. შეგებებული სარჩელის მიღების პირობები

 

3. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად სასამართლოს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება, გარდა 245- მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.[იხ. ეს „შემთხვევები“ ზემოთ]

 

·       ამრიგად,“შეგებებული სარჩელი’’ „განხილული’’ და „გადაწყვეტილი ‘’ უნდა იქნეს „თავდაპირველ  სარჩელთან ერთად’’ [ეს „შეგებებული სარჩელის’’ აღძვრის ერთ-ერთი მიზანიცაა]

·       „შეგებებული სარჩელის’’ მიმართ „ცალკე’’ „გადაწყვეტილების ‘’ გამოტანა დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ   შემდეგი წინაპირობების] არსებობისას :

 

1)     „ფაქტობრივი გარემოებები’’,რაც საჭიროა „შეგებებულ  სარჩელზე’’ გადაწყვეტილების მისღებად, „დადგენილია’’ და „უტყუარდაა დამტკიცებული ‘’,ხოლო „შთავდაპირველი  სარჩელის ‘’ მიმართ ყველა ფაქყობრივი გარემოება არაა დადგენილი[!]

2)    „თავდაპირველი  სარჩელის’’  გადაწყვეტის გარეშე დატოვება  არ გამოიწვევს არც მოპასუხის, არც მოსარჩელეს ინტერესების შელახვას[!]

3)    არსებობს  ერთი მხარის[ან შემთთხვევასი მოპასუხის ] „შუამდგომლობა’’ „ნაწილობრივი გადაწყვეტილების’’[მუხ. 245-ე] გამოტანის შესახებ და ამისთვის მართლაც არსებობს „ყველა პირობა’’

4)    არ არსებობს იმის საფუძველი,რომ მოგვიანებით „თავდაპირველ  სარჩელზე’’  გამოტანილი იქნება „შეგებებულ  სარჩელზე ‘’ მიღებული „ნაწილობრივი გადაწყვეტილების“ გამომრიცხავი „გადაწყვეტილება’’

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები