6. „შეგებებული’’ სარჩელის აღძვრის ვადა
·
„შეგებებული სარჩელები ‘’ ხშირად გამოყენებულია მოპასუხის მიერ საქმის
განხილვის გაჭიანურების მიზნით[მოპასუხე „შეგებებული
სარჩელებით’’ აჭიანურებს მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას და კანონიერ
ძალაში შესვლას]
·
კანონმდებელმა გაითვალისწინა მთელი რიგი წესები,რომელტა დაცვით სასამართლოს
შეუძლია შეებრძოლოს ასეთ მცდელობებს
·
ერთ-ერთი ასეთი წესი მდგომარეობს „შესაგებელი სარჩელის’’ აღძვრისთვის „ვადის დაწესებაში ’’[ უფრო ზუსტად „ვადის შეზღუდვაში’’]
·
სსსკ-ის 188-ე მუხლის თანახმად :“მოპასუხეს უფლება აქვს მისტვის „სარჩელის ასლის ჩაბარებიდან საქმის ზეპირი განხილვისთვის წიმასწარი მომზადების
დამთავრებამდე“ აღძრას მოსარჩელის მიმართ „შეგებებული სარჩელი’’ პირვანდელ სარჩელთან ერტად განსახილველად’’
მუხლი 188. შეგებებული სარჩელის აღძვრა
1 +
1. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად.
·
ამრიგად, კანონი არ განსაზღვრავს შეგებებული სარჩელის აღძვრისთვის „კონკრეტულ
თარიღს ’’ მაგრამ განსაზღვრავს შეგებებული
სარჩელის აღძვრის „დასაშვებ ვადას“
,კერძოდ მოპსაუხისთვის „სარჩელის „ასლის ჩაბარების დღიდან’’ „საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების’’ დამთავრებამდე’’[!]
·
„„საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადება ‘’ „ დამთავრებულად ‘’ ითვლება იმ მომწნტიდან,როდესაც სასამართლო გამოიტანს განჩინებას „საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე
გახილვის დანიშვნის შესახებ’’[ იხ. სსსკ-ის 207-ე მუხლი]
ხხხხხ
დასაშვებია
თუ არა „საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების ‘’ „დამთავრების ‘’ შემდეგ[ანუ
„ვადის გაშვების“ შემდეგ] ‘„შეგებებული
სარჩელის’’ აღძვრა ?
·
188-ე
მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად:
2. ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი „სასამართლო პაექრობის’’ დაწყებამდე, თუ „საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების’’ „ დამთავრებამდე“ შეგებებული სარჩელის წარდგენა ვერ მოხდა „საპატიო მიზეზით’’. „ საპატიო მიზეზად’’ ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
·
215-ე მუხლის მე-3 ნაწილში „საპატიო მიზეზად’’ მიჩნეულია :
a. მოპასუხის „ავადმყოფობა’’,რაც უნდა დადასტურდეს სამედიცინო
დაწესებულების ხელმღღვანელის ხელმოწერილი დოკუმენტით[ ეს დაიმახსოვრე]
b. „ალო ნათესავის გარადცვალება’’
c. ასევე „სხვა განსაკუთრებული ობიექტური
გარემოებები’’ [მაგ. „სტიქიური მოვლენები’’,“მოპასუხის ხანგრძლივი მივლინებ სამსახურიდან’’
და სხვა]
·
ამრიგად, არის თუ არა „შეგებებული
სარჩელის’’ დროულად აღუძვრელობის მიზეზი „საპატიო’’- ამას გადაწყვეტს სასამართლო.
ხ
·
თუკი სასამარტლომ „საპატიო მიზეზის’’ საფუძველზე
„მიიღო“ შეგებებული სარჩელი „საქმის ზეეპირი განხილვისტვის წინასწარი მომზადების’’ „დამტავრების’’ შემდეგ[!] ე.ი. მას შემდეგ ,რაც მიღებულია
განჩინება „საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის
შესახებ’’ ან „შეგებებული
სარჩელი’’ „საპარიო მიზეზის’’ საფუძველზე სასამართლომ მიიღო „საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დროს’’,სასამართლომ
შეიძლება „გადადოს’’ საქმის განხილვა სხვა
დროისათვის[!]
·
საქმის განხივის „გადადება’’ შეიძლება მოხდეს იმ „საფუძვლით’’,რომ
ახლა უკვე საჭიროა „შეგებებული სარჩელის ზეპირი განხივისათვის წინასწარი მომზადება’’
·
მაგრამ,თუ „თავდაპირველი მოსარჩელე’’ „არ მოითხოვს’’ „საქმის განხილვის გადადებას’’ და არც სასამართლოს
მიაჩნია „გადადება’’ აუცილებლად- საქმის განხილვა შეიძლება არ გადაიდოს[!]
ხ
·
„საქმის გამხილვის გადადება’’
„შეგებებული სარჩელის ‘’ „საპატიო მიზეზით’’ დაგვიანებით მიღების შემდეგ შეიძლება უკავშირდებოდეს „გარკვეულ ხარჯებს’’,რომლებსაც
იწვევს „მოწმეტა განმეორებიტ გამოძაება’’ ან „ახალ მოწმეთა გამოძახება’’,“ახალ მტკიცებულებათა
გამოთხოვა’’,“თარჯიმნის განმეორებით მოწვევა’’ და ა.შ.
·
ყურადღება: ყველა
ამ „ხარჯის’’ დაფარვის მოვალეობა დაეკისრება
„მოპასუხეს’’ ,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მან “საპატიო მიზეზით’’ დაგვიანებით
აღძრა „შეგებებული სარჩელი’’[!] და სასამარტლომ ეს სარჩელი „მიიღო’’[ეს დაიმახსოვრე]
·
ყურადღება: „მთავარ სხდომაზე’’ მხარეთა
პაექრობის დაწყების შემდეგ „შეგებებული სარჩელის’’ წარდგენა მოპსაუხის მიერ „საპატიო
მიზეზითაც’’ აღარ შეიძლება[!] [ეს დაიმახსოვრე]
Комментарии
Отправить комментарий