5. „შეგებებული’’ სარჩელის წარმოებაში მიღების წინაპირობები

 

  

·        „შეგებებული სარჩელი’’- „ჩვეულებრივი’’ სარჩელია

·        „შეგებებული’’ მას იმიტომ ეწოდება,რომ იგი აღიძვრება მოპასუხის მიერ[მოპასუხის სარჩელია]  „სხვა’’,“ძირითადი’’[„თავდაპირველი’’][„მოსარჩელეს მიერ აღძრული’’]]  სარჩელის გამო [თუმცა,რომ არა ეს „ძირითადი’’  ანუ მოსარჩელეს აღძრული  სარჩელი ,იგი[მოპასუხის სარჩელი] შეიძლება აღძრულიყო არა როგორც „შეგებებული’’  არამედ ,როგორც „დამოუკიდებელი’’ და „ძირითადი’’ სარჩელი  იმ პირის წინააღმდეგ ვისაც აქ „მოსარჩელეს’’ ვუწოდებთ.

·        რადგან „შეგებებული სარჩელი’’- „ჩვეულებრივი’’ სარჩელია,მას წაეყენება იგივე მოთხოვნები რაც ნებისმიერ „სხვა’’ სარჩელს.

·        კერძოდ, „შეგებებული სარჩელის’’  „შინაარსი’’  უნდა შეესაბამებოდეს სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს

·        „შეგებებული სარჩელის’’  „შინაარსი’’  უნდა შეესაბამებოდეს ასევე 186-ე მუხლის მოთხოვნებს [გარდა ამ მუხლის“ე’’ პუნქტში მითითებული პირობისა „განსჯადობის’’ შესახებ,რადგან „შეგებებული სარჩელი შეიძლება აღიძრას  მხოლოდ იმ სასამართლოში,რომელიც იხილავს „თავდაპირველ ‘’ სარჩელს]

·        გარდა „სარჩელის დასაშვებობისა’’ და „სარჩელის მიღების საერთო პირობებისა’’  [იხ. ეს საკითხები ფაილში „სარჩელი’’],“შეგებებული სარჩელი’’ უნდა პასუხობდეს  [აკმაყოფილებდეს] სპეციალურ’’[ანუ „დამატებით’’] პირობებსაც

·        ამ კონსპექტში შევეხებით მხოლოდ   „შეგებებული სარჩელის’’  „სპეციალურ’’ პირობებს:

 

ა) „შეგებებული სარჩელის’’ [ანუ  მოპასუხის]  „მოთხოვნა“ მიმართული უნდა იყოს  „პირვანდელი მოთხოვნის“ [მოსარჩელის მოთხოვნის]   ჩასათვლელად’’ [ანუ „გასაქვითად’’ ] [ სსსკ-ის 198-ე მუხ. მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი]

 

მაგ. აღძრულია სარჩელი „ზარალის ანაზღაურების’’ შესახებ 1000 ლარის ოდენობით.მოპასუხემ აღძრა  „შეგებებული სარჩელი’’ და მოითხოვა მოსარჩელისგან 2000 ლარის გადახდევინება,რაც მას სესხის სახით ჰქონდა ადრე მიცემული მოსარჩელესათვის.ამასთან , მოპასუხემ „შეგებებულ სარჩელშიი’’ სტხოვა სასამარტლოს „ჩაუთვალოს’’  მოთხოვნილი 2000- დან 1000 ლარი „ზარალის ანაზღაურებაშ’’ ,ხოლო დარჩენილი 1000 ლარი დააკისრო

 

შენიშვნა: „ვალდებულების შეწყვეტა’’  „ჩათვლით’’[ანუ „გაქვითვით’’] გათვალისწინებულია სამოქალაქო ლოდექსის  442-ე მუხლით[!]

 

შემდეგი „სპეციალური პრობა’’ „შეგებებული სარჩელითან’  დაკავშირებით არის:

 

ბ)“ შეგებებული სარჩელის’’ დაკმაყოფილება „მთლიანად’’ ,ან „ნაწილობრივ’’ გამორიცხავს „პირვანდელი სარჩელის’’ [ანუ თავდაპირველი  მოსარჩელის  მოთხოვნის] დაკმაყოფილების შესაძლებლობას [სსსკ-ის 189-ე მუხ. მე-2 ნაწ.]

 

მაგ.

აღძრულია თავდაპირველი  სარჩელი „ბინის დამქირავებლის ბინიდან გამოსახლების შესახებ’’,იმ მოტივით[საფუძვლით],რომ იგი უარს ამბობს გადაიხადოს ქირა. მოპასუხემ  ტავის დასაცავად აღძრა „შეგებებული სარჩელი’’, და მოითხოვა  იგი ცნონ „სადავო ბინის’’  „მესაკუთრედ’’[!]

თუ ეს „შეგებებული სარჩელი’’ დაკმაყოფილდება და მოპასუხე ცნობილი იქნება ბინის „მესაკუტრედ’’,მაშინ გამოირიცხება[!]  პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილება[!]

 

 

გ)“შეგებებულ’’ და „პირვადელ’’ სარჩელებს შორის არის ურთიერტკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო „სწრაფად’’ და „სწორად’’ გადაწყდება[სსსკ-ის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ’’ პუნქტი]

 

მაგ. ნივთის „მიმბარებელმა’’ აღძრა სარჩელი ამ ნივთის „შემნახველის’’  მიმართ „შესანახად მიბარებული ნივთის უკან დაბრუნების სესახებ’’

„შემნახველმა’’ თავის მხრივ აღძრა „შეგებებული სარჩელი’’  :  ’’ შენახვისათვის გაწეული ხარჯების 1000 ლარის ოდენობით ნივთის „მიმბარებელზე’’ დაკისრების მოთხოვნით’’[ სამოქალაქო კოდექსის 776--ე მუხლი]

 

დაიმახსოვრე:

·        თუ სასამართლო გამოიტანს „განჩინებას’’ „შეგებებული სარჩელის’’   „განუხილველად  დატოვების შესახებ’’[ ანუ „უმოძრაოდ დატოვების შესახებ’’],ან კიდევ „შეგებებული სარჩელი მიღებაზე უარის თქმის შესახებ’’ ,ასეთ განჩინებაზე შეიძლება შეტანილი იქნეს „კერძო საჩივარი’’

·        იმ შემთხვევაში,როდესაც  აქ ნახსენები „განჩინებები’’ გამოტანილია „დაგვიანებით აღძრული’’  „შეგებებული სარჩელის’’  მიმართ[მაგ „დაგვიანებულია’’ საქმის მთავარ სხდომაზე „შეგებებული სარჩელის’’ წარდგენა]- ეს ვერ გახდება საქმის განხილვის,ანუ სასამართლოს „მთავარი სხდომის’’ გადადების საბაბი[!]. ასეტ დროს სასამართლომ უნდა გააგრძელოს საქმის „განხილვა’’ და გამოიტანოს „გადაწყვეტილება’’

·        ხოლო თუ  ამ  დაგვინებული „შეგებებული სარჩელის’’  „შეგებებული სარჩელის’’   „განუხილველად  დატოვების შესახებ’’[ ანუ „უმოძრაოდ დატოვების შესახებ’’],ან კიდევ „შეგებებული სარჩელი მიღებაზე უარის თქმის შესახებ’’ განჩინებებზე მოპასუხემ  შეიტანა „კერძო საჩივარი’’,ეს „კერძო საჩივარი’’ შეიძლება განხუილულ იქნეს  პროცესის ბოლოს „გასაჩივრებულ სასამართლო  გადაწყვეტილებასთან ერთად’’

 

სასამართლოებში არ უნდა დაუშვან,რომ „შეგებებული სარჩელები’’ გამოყენებული იქნეს „საქმის განხილვის  გაჭიანურების მიზნით’’

 

·        ხოლო რაც შეეხება საქმის მომზადების სტადიაზე ე.ი. „დროულად აღძრულ’’ „შეგებებულ სარჩელებზე’’ გამოტანილ ანალოგიურ განჩინებებზე შემოტანილ „კერძო საჩივრებს’’ .ისინი განხილულ უნდა იქნეს „კანონიტ დადგენილი წესით’’ [ ანუ სსსკ-ის 414-ე 420-ე მუხლებით დადგენილი წესების მიხედვით]

 

ხხხ

დაბოლოს:

·        „შეგებებული სარჩელის’’ აღძვრის „ ერტ-ერთი მთავარი მიზანია’’  „სარჩელის’’ და „შეგებებული სარჩელის’’ ერთად განხილვა და ეთად გადაწყვეტა[!]

·        მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს რომ „ყველაფერი გარკვეულია ერთი მხარის მიმართ’’,მაგრამ „არაა გარკვეული მე-2 მხარის მიმარტ’’

·        ასეთ დროს ,“სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს „არა ერთობლივი’’,არამედ „გადაწყვეტილება’’  ერთ-ერთი მხარის მიმართ,რომელიც „მზადაა’’ გადაწყვეტილების გამოსატანად’’[სსსკ-ის 245-ე მუხლ],რის შესახებაც სასამართლომ  აუცილებლად[!]უნდა მიუთიტოს თავის „გადაწყვეტილებაში’’

·        მაგ. ერთ-ერთ საქმეზე „საკასაციო სასამარტლომ’’ გააუქმა ქვემდგომი სასამართლოს  „გადაწყვეტილება’’ მხოლოდ იმ მოტივით[საფუძვლით]  რომ: „სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ ძირიტადი სარჩელის მიმართ და არაფერი თქვა „შეგებებულ სარჩელზე’’ რიტაც დაარღვია 189-ე მუხლი]

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები