5. „საპროცესო ვადები’’ „ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში''

 

·        „ადმინისტრაციულ სამარტალწარმოებაში’’ „ საპროცესო ვადები’’ ერთ-ერთ მნიშვნელოვან „საკითხს’’ წარმოადგენს.

·        კანონის თანახმად: “საპროცესო ვადა’’ ეს არის დროის ის მონაკვეთი,რომელსაც უკავშირდება გარკვეული სამართლებრივი მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა.

·        „საპროცესო ვადები’’ ადგენს ,თუ დროის რა მანძილზეა შესაძლებელი პროცესის მონაწილე მხარეებისა თუ სასამარტლოს მიერ „საპროცესო უფლებების და მოვალეობების’’ განხორციელება.[!]

·        საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს,რომ ყველა ადამიანს უფლება აქვს,თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმარტოს სასამართლოს.[!]

·        სასამართლოში „უფლების დაცვა’’ ეფექტური იქნება მაშინ,როცა ის „გონივრულ ვადებში’’ იქნება მოქცეული.

·        მართალია,“ადმინისტრაციული სამართალწარმოების’’ უპირველესი მიზანი „პირის უფლების“ დაცვის უზრუნველყოფაა ,მაგრამ,იმავდროულად,კანონი ამ უფლების განხორციელებას „გარკვეულ ვადებს’’ უკავშირებს,რაც ემსახურება „მართლმსაჯულების’’ ეფექტურ უზრუნველყოფას.

·        კანონით დადგენილი „რიგი უფლებები’’ იზღუდება „ვადებით’’

რაც იმას ნიშნავს,რომ „ვადის გაშვების’’  შემტხვევაშ,პირმა  შესაძლოა ამ უფლებით ვეღარ ისარგებლოს’’

 

მაგ.სარჩელი“ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის[ინდაქტის]  ბათილად ცნობის თაობაზე ‘’ სასამართლოს უნდა წარედგინოს მისი[ინდაქტის]  გაცნობიდან“ ერთი თვის ვადაში.  ამ  ერთთვიანი ვადის  დარღვევა გამოიწვევს სარჩელის „განუხილველად დატოვებას’’

 

ხხხხხ

·        „კანონმდებლობით დადგენილი ვადები’’ პირობითად შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად :

 

1.      „ვადა,რომლის დაცვა მხარეთა ვალდებულებაა“[ანუ „მხარეთატვის განსაზღვრული ვადები’’]

2.    „ვადა რომლის დაცვა სასამარტლოს ვალდებულება’’

·        „ვადა,რომლის დაცვა მხარის  ვალდებულებაა  მაგალითად არის:

a.      „მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენის’’ ვადა;

b.      “სააპელაციო საჩივრის შეტანის’’ ვადა ;

c.       „სააკასაციო საჩივრის შეტანის’’ ვადა და სხვა

·        „ვადა რომლის დაცვა სასამარტლოს ვალდებულება’’ მაგალითად არის:

 

a.      „სარჩელის განხილვის ვადა’’

b.      „სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა’’

c.      „სააკასაციო საჩივრის განხილვის ვადა’’

d.     „შუამდგომლობების განხილვის ვადა’’ და ა. შ.

·        „ადმიმისტრაციულ პროცესში’’  ამ „ვადების დაცვაზე’’ კონტროლს სასამარტლო ახორციელებს[!]

·        „ვადების დაცვა’’ უზრუნველყოფს „სწრაფ მართლმსაჯულებას’’ და „სამარტლებრივი წესრიგის და სტაბილურობის’’ შენარჩუნებას[!]

·        „ადმინისტრაციულ სამარტალწარმოებაში’’ „ საპროცესო მოქმედებების ‘’ შესასრულებელი  „საპროცესო ვადები’’ შეიძლება იყოს ა) „კანონიტთ განსაზღვრული’’ და ბ) „კანონით განუსაზღვრელი’’ [ანუ „სასამართლოს მიერ დადგენილი’’ –ე.წ. „გონივრული ვადები’’]

 

   მუხლი 59. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა

 +

1. საპროცესო მოქმედება’’  სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

2. თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ‘“საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

 

 

 

·        საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ’’ [სასკ-ი] მე-5  თავში „გასაჩივრების  ვადებზეა’’ საუბარი

·        მაგ. სასამართლო „აქტის’’ [გადაწყვეტილება ,ან განჩინება]  “გასაჩივრების ვადის’’ დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემტხვევაში თუ „პროცესის მონაწილე პირს’’ ამავე  სასამართლო „აქტით’’ განემარტა : ა) „გასაჩივრების შესაძლებლობა ბ)“სასამართლო სადაც შეიძლება გასაჩივრება’’,ანუ მისი ადგილმდებარეობა გ) „გასაჩივრების ვადა’’ დ) „გასაჩივრების წესი’’.

·        სასამართლო „ვალდებულია’’ ზედმიწევნით დაიცვას „გასჩივრების უფლებაზე’’ მითითების ეს წესი[!]

·        „გასჩივრების უფლებაზე’’ მითითების ამ წესის[!] დარღვევის შემტხვევაში სასამართლო „აქტის’’ „გასაჩივრების ვადა’’ იზრდება ერთ წლამდე.

 

 

   მუხლი 12. გასაჩივრების ვადის ათვლა

 +

1. გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

2. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილთან სასამართლო აქტის შეუსაბამობის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიტანს განჩინებას სასამართლო აქტის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი.

 

 

·        სახვადასხვა „საპროცესო ვადების’’  „დაცვის’’  წინაპირობა  „საპროცესო ვადის“  ათვლის  დაწყების  მომენტის  საკითხია

·        ამიტომ, კანონი ავადებულებს სასამართლოს „ყველა’’  თავის „საპროცესო დოკუმენტზე’’ [ „აქტზე’’] მიუთითოს მისი,“გაგზავნის’’ თარიღი.

·        „ვადის ათვლის დაწყების მომენტი’’,ხშირ შემთხვევაში,უკავშირდება არა სასამართლო „აქტებში“ მითითებულ „გაგზავნის ‘თარიღებს  ,არამედ იმ თარიღს,როდესაც მოხდა მხარისთვის ამ „აქტის’’ „გაცნობა’’[გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა,ანუ ზოგჯერ ეს წესი არ მოქმედებს კანონი თუ სხვა რამეს ადგენს]

 

 

  მუხლი 13. მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა

 +

1. სასამართლოს მიერ მხარეთათვის ან საქმეში მონაწილე სხვა პირისათვის გაგზავნილ ყველა უწყებაზე, დოკუმენტსა თუ წერილზე უნდა აღინიშნოს გაგზავნის თარიღი.

2. სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სხვა სასამართლო აქტების ასლები მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს გადაეცემათ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილიწარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

3. პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის გარეშე, სასამართლოს მოთხოვნით ვალდებულია დანიშნოს სხვა პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება დოკუმენტების მიღებაზე.

4. (ამოღებულია).

5. თუ სასამართლოს მიერ გასაგზავნი დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, მაშინ მხარეს ან მის წარმომადგენელს ეცნობება ამ დოკუმენტის მხოლოდ დასახელება და ის, რომ მას აქვს მისი სასამართლოს კანცელარიაში გაცნობის უფლება.

6. მხარეს უფლება აქვს მიიღოს ამ დოკუმენტის ასლი საკუთარი ხარჯით ან გააკეთოს ამონაწერი სასამართლოს კანცელარიაში.

 

 

·        „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ [სსსკ] მე-7  თავშიც  „საპროცესო ვადებზეა’’ საუბარი

 

„საპროცესო ვადის’’[ანუ „ საპროცესო მოქმედების“ შესრულების ვადის]  გამოთვლა’’[სსსკ-ის მე-60 მუხ]

·        სასკ-ის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის  თანახმად:

ამა თუ იმ  „საპროცესო მოქმედების“   შესრულების ვადა განისაზღვრება ან  ა) „ზუსტი კალენდარული თარიღით’’ ,ან ბ)„იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს’’  ან გ) „დროის მონაკვეთით’’  [ამასთან,უკანასკნელ შემთხვევაში „საპროცესო მოქმედება’’ შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.]

·        სასკ-ის მე-60 მუხლის მე-2  ნაწილის  თანახმად:

 წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი „საპროცესო ვადის“ დენა იწყება[!] იმ „კალენდარული თარიღის“ ან „იმ მოვლენის დადგომის“  მომდევნო დღიდან“, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

 

ყურადღება:

·        „საპროცესო ვადის’’[ანუ „საპროცესო მოქმედების’’ შესრულების ვადის] დენა „უწყვეტად’’ მიმდინარეობს.

·        ეს იმას ნიშნავს რომ,“საპროცესო ვადას’არ გამოაკლდება კანონმდებლობიტ დადგენილი „უქმე’’ და „დასვენების’’ დღეები.

·        მაგრამ თუ „საპროცესო ვადის’’ დამთავრების მეორე დღე ემთხვევა „უქმე’’ ან „დასვენების’’ დღეს ,მაშინ „საპროცესო მოქმედება’’ უნდა შესრულდეს „პირველ მომდევნო სამუშაო დღეს’’.[ანუ ასეტთ შემთხვევაში „საპროცესო ვადა’’ ჯერ კიდევ დაცულად[არგაშვებულად] ჩაითვლება.[სასკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი]

 

     მუხლი 61. საპროცესო ვადის დამთავრება

 +

1. წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს.

2. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

 

·        საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს“საპროცესო ვადების’’  ა) „გაგრძელებას და ბ) „აღდგენას’’

·        თუ სასამართლოს მიერ მხარისტვის განსაზღვრული „საპროცესო ვადა’’ არასაკმარისია იმ „საპროცესო მოქმედების’’ შესასრულებლად,რისტვისაც ის განისაზღვრა,მხარეს უფლება აქვს „შუამდგომლობით მიმართოს’’ სასამართლოს და მოითხოვოს ამ „ვადის’’ გაგრძელება[!]

 

  მუხლი 64. საპროცესო ვადის გაგრძელება

 +

სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

 

·        ასევე ,შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს „გაშვებული’’ „საპროცესო ვადის’’ აღდგენის შესაძლებლობას

 

   მუხლი 65. საპროცესო ვადის აღდგენა

 +

საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215- მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

 

·        „საპატიო მიზეზად’’ ჩაითვლება „ავადმყოფობა’’,ან სხვა ისეტი „განსაკუთრებული’’ „ობიექტური’’ გარემოება,რომელიც  დამოუკიდებელი მიზეზიტ არის გამოწვეული.

·        ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ: „უბედური შემტხვევები’’,“სტიქიური მოვლენები’’ და სხვა,რაც „ხელს უშლის’’ პროცესის მონაწილეს,განახორციელოს ,ესა თუ ის „საპროცესო მოქმედება’’[ მაგ.“გამოცხადდეს სასამარტლო სხდომაზე’’,“წარმოადგინოს სუამდგონლობა’’ და სხვა]

·        ყურადღება: თითოეული ასეთი „საპატიო მიზეზის’’ სრსებობა უნდა იყოს დადასტურებული შესაბამისი „მტკიცებულებებიტ’’; მათი წარდგენა უნდა უზრუნველყოს იმ მხარემ ვის მიერაც მოხდა „საპროცესო ვადის ‘’ „გაშვება’’.

·        ამრიგად, მხარის „განცხადება’’[შუამდგომლობა] უნდა იყოს „დასაბუთებული’’[ანუ თან უნდა ერთვოდეს „მტკიცებულებები’’ იმ გარემოებების შესახებ,რომელთა გამოც მხარე „საპროცესო ვადის’’ „აღდგენას’’ მოითხოვს.

·        წარდგენილ „შუამდგომლობაზე’’ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო[სასამართლოს გადასაწყვეტია ჩაითვლება ესა თი გარემოება „საპატიო მიზეზად’’ თუ არა]

·        გადაწყვეტილებას „საპროცესო ვადის’’ „აღდგენის’’ ან მასზე „უარის თქმის’’  ტაობაზე,სასამართლო იღებს „განჩინების’’ სახით, რომელზეც შესაძლებელია „კერძო საჩივრის’’ შეტანა[!]

·        საპროცესო კანონმდებლობა ადგენს „სააპელაციო საჩივრის’’ შეტანის ვადას,რომელიც შეადგენს 14 დღეს და მისი „დენა’’ იწყება მხარისთვის „დასაბუთებული გადაწყვეტილების’’ „გადაცემის’’ მომენტიდან[!][სსსკ-ის 369-ე მუხლი]

 

·        კანონი დაუშვებლად მიიჩნევს ამ ვადის გაგრძელებას[!] ანუ ეს ნორმა „იმპერატიულია’’

 

 

მუხლი 369. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა

 +

1. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-–78- მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

2. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

 

·        ასევე  ,სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად:

 

  მუხლი 59. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა

4. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

·        ეს ნორმა სასამართლოს შესაძლებლობას ართმევს,მხარის „შუამდგომლობის’’ საფუძველზე „გააგრძელოს’’ ან „აღადგინოს’’ „გაშვებული „საპროცესო ვადა’’,თუნდაც  კანონმდებლობით  დაგენილი „საპატიო მიზეზების’’ არსებობის შემთხვევაშიც კი.

·        „საპროცესო ვადის’’  გამოტვლისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარისთვის „საპროცესო დოკუმენტის’’  კანონის მოთხოვნათა   დაცვით  „ჩაბარებას’’[!]

·        საქართველოს უზენაესი სასამართლოს „დიდი პალატა’’ განმარტავს ,რომ: „მხარეს გააჩნია არა „უფლება’’,არამედ „ვალდებულება’’,რომ „ჩაიბაროს’’  „გადაწყვეტილება’’

·        „დიდი პალატა’’ განმარტავს,რომ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად,“გასაჩივრების’’ მსურველ მხარეს გააჩნია არა „უფლება’’,არამედ „ვალდებულება’’ ,ჩაიბაროს „გასაცივრებელი’’ გადაწყვეტილება ‘’

·        „დიდი პალატის’’ განმარტებით,““გასაჩივრების წესს’’ საფუძვლად უდევს „სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების’’ ინსტიტუტი.

·        „ჩაბარებაში’’ იგულისხმება ,როგორც მხარისთვის, ან მისი „წარმომადგენლისთვის’’ „სასამარტლო გადაწყვეტილების’’ „ჩაბარება’’,ასევე ამ  „გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია’’

·        ყურადღება: „საკასაციო საჩივრის’’ შეტანის ვადაა-21 დღე[!]

·        კანონი აქც „იმპერატიულ ‘’ ნორმას ადგენს და უთითებს,რომ ამ ვადის „გაგრძელება’’ ან აღდგენა’’ არ შეიძლება[!]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები