4. „შეგებებული’’ სარჩელი თუ „შესაგებელი’’ . [“დაცვის საშუალებათა ‘’ არჩევა]

 

   

·        რომელი საშუალებით დაიცვას თავი მოპასუხემ - „შესაგებლით’’ თუ „შეგებებული სარჩელით- ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

თუნდაც იმიტომ,რომ „შეგებებული სარჩელი’’ უფრო „ძვირად ღირებული’’  „დაცვის საშუალებაა’’,ვიდრე „შესაგებელი’’

·        „შეგებებული სარჩელი’’ უნდა ჩამოყალიბდეს „წერილობითი’’ ფორმით

·        „შეგებებული სარჩელის’’    „შინაარსი’’ უნდა  პასუხობდეს 178-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

 მუხლი 178. სარჩელის შინაარსი

 2 +

1. სარჩელში უნდა აღინიშნოს:

) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვთ სარჩელი;

) მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;

) დავის საგანი;

) სარჩელის ფასი;

) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს;

) მოსარჩელის მოთხოვნა;

) სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

) არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის შუამდგომლობები:

.) სასამართლომ დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

.) სასამართლომ მისცეს მითითება შესაბამის დაწესებულებებს, რათა მათ წარუდგინონ სასამართლოს ყველა ის წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები და რომელთა გაცემაზედაც არამართლზომიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს;

.) სასამართლომ დროულად შეატყობინოს და სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები;

.) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად;

.) სხვა სახის შუამდგომლობები;

) სარჩელისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა;

ამ კოდექსის 180- მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი;

) მოსარჩელის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე;

) მოსარჩელის მოსაზრება დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის თაობაზე.

1​1. სარჩელში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ასაბუთებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.

2. სარჩელს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.

2​1 . სარჩელს უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი).

3. მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

3​1 . სასამართლოს უნდა წარედგინოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.

4. მოსარჩელე, მისი წარმომადგენელი (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს) ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს სარჩელში საკუთარი, მოპასუხის, მოწმის, ასევე სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის მისამართები.

5. სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაშიაგრეთვე სპეციალური მოსარჩელე.

 

·        „შეგებებული სარჩელი’’ არამარტო ფულადი სახსრების ,არამედ დროის ზედმეტად ხარჯვასთანაცაა დაკავშირებული .

·        აქედან გამომდინარე,თუ მოპასუხეს შეუძლია გვერდი  აუაროს „შეგებებულ სარჩელს’’ და დაიცვას თავი „შესაგებლით’’ მან არ უნდა გამოიყენოს „შეგებებული სარჩელი’’

·        მაგრამ არჩევანი ყოველტვის არ არის დამოკიდებული „მოპასუხეზე’’.მთავარი და გადამწყვეტი არის ის,თუ როგორია მოპასუხის „მიზანი’’  და „მოთხოვნის შინაარსი’’

·        თუ მოპასუხის „მოტხოვნა’’ ამოიწურება იმით ,რომ :“სასამარტლომ უარი უთხრას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ’’ მაშინ მოპასუხეს შეუძლია შემოფარგლოს  -„შესაგებლის’’- წარდგენით[!]   [ეს დაიმახოვრე]

·        მაგრამ თუ მოპასუხის ინტერესი არ შემოიფარგლება მხოლოდ მის წინააღმდეგ აღძრული „სასარჩელო მოტხოვნის’’ „უარყოფით’’ და მოპასუხე პარალელურად „თავის უფლებების დაცვასაც მოითხოვს“ ,მაშინ მან უნდა აღძრას - „შეგებებული სარჩელი’’  [ეს  დაიმახსოვრე]

 

მაგ.  მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის ბინიდან გამოსახლებას,ვინაიდან ის არ იხდის „ქირას’’.

მოპასუხემ აღძრა „შეგებებული სარჩელი’’ და მოიტხოვა  ბინის „თანამესაკუთრედ’’ ცნობა.

თუ მოპასუხე მართლაც იქნება ცნობილი „თანამესაკუტრედ’’ ,მაშინ სასამართლომ „გადაწყვეტილებიტ’’  „ უარი უნდა უთხრას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე’’ და ამავე „გადაწყვეტილებით’’  „დააკმყოფილოს’’  მოპასუხის „შეგებებული სარჩელი’’ მისი ბინის „თანამესაკუტრედ’’ ცნობის თაობაზე .

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები