3. „შესაგებლის’’ წარუდგენლობის შედეგები

 


·        თუ მოპასუხე „არ ეთანხმება’’ სარჩელში მოყვანილ რომელიმე „ფაქტს’’, მოპასუხე ვალდებულია „თავიდანვე’’  თავის პასუხში [ანუ შესაგებელში ]  მიუთითოს  მოსარჩელეს მიერ მოყვანილ „ფაქტზე’’ „არდათანხმების  მიზეზი’’ და „დაასაბუთოს’’  [ ეს მიზეზი ]შესაბამისი არგუმენტებით.

წინააღმდეგ შემტხვევაში, მას ერთმევა უფლება „უარყოს’’ სარჩელში მოსარჩელეს მიერ მოყვანილი „ფაქტი’’  საქმის „არსებითად განხივის’’ დროს[!]

·        გარდა ამისა,მოპასუხე ვალდებულია თავის „პასუხს’’[ანუ შესაგებელს]  სარჩელზე’’ დაურთოს ამ „შესაგებელში მის მიერ მითითებული[ნახსენები]  ყველა „მტკიცებულება’’

·        თუ მოპასუხეს „საპატიო მიზეზით’’ არ შეუძლია შესაგებელთან ერთად რომელიმე „მტკიცებულების“ წარდგენა,იგი ვალდებულია,ამის შესახებ მიუთითოს შესაგებელში[!],წინააღმდეგ შემტხვევაში ,მოპასუხეს ერთმევა უფლება ,“შემდგომში’’ [ანუ „მოგვიანებით’’] წარადგინოს  ეს „მტკიცებულება’’.

·        მოპასუხის ეს „შეზღუდვა’’ გამომდინარეიობს სსსკ-ის 206-ე მუხლიდან

 

     მუხლი 206. მხარეთა მოვალეობა

მხარეები ვალდებული არიან, საქმის მომზადების’’ მიზნით შეასრულონ მოსამართლის მითითებები.

არასაპატიო მიზეზით’’ წერილობითი მასალების’’ წარუდგენლობა ან სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ართმევს მხარეს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს.

 

ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, მისი მითითებების შეუსრულებლობისათვის მხარე დააჯარიმოს 50 ლარით.

 

 

ხხხხ

·        სსსკ-ის 2321-ე მუხლი [„მოპასუხის მიერ პასუხის[შესაგებლის] წარუდგენლობის შედეგები’’] ადგენს ,რომ :

 

  მუხლი 232​1. მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები

 

მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201- მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

შენიშვნა:

პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას „დაუსწრებელი გადაწყვეტილება’’ გამოტანილი იქნება იმ წესების გათვალისწინებით რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსში „დაუსწრებელი გადაწყვეტილების’’ გამოტანის მომწესრიგებელი ნორმებით არის დადგენილი..

 

ამასთანავე, [„დაუსწრებელი გადაწყვეტილებით’’]  „მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს’’, თუ სარჩელში მითითებული „ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;

წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-–78- მუხლებით დადგენილი წესით.

სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის’’ „ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით

 

ამრიგად,   მოპასუხის „შესაგებელი’’- ესაა „საპროცესო კანონმდებლობით’’ გატვალისწინებული „სამარტლებრივი საშუალება’’[„ინსტრუმენტი’’],რომლითაც მოპასუხეს შეუძლია დაიცვას თავი მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელისაგან მაგრამ,“შესაგებლის წარდგენა’’,ისე როგორც „სარჩელისგან თავის დაცვა’’  არ წარმოადგენს  მოპსუხის ვალდებულებას[!] [ იმ ტვალსაზრისით,რომ  „შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოპასუხის მიმარტ გამოყენებული იქნება სახელმწიფო იძულების ღონისძიება’’; ასეთი „ღონისძიების’’ გამოყენება მოპასუხის მიმართ გამორიცხულია.ამიტომ, ,ჩვენ აქ ვერ ვილაპარაკებთ „მოპასუხის ვალდებულებაზე“-  „უნდა თუ არა დაიცვას თავი’’]

 

„შესაგებლის წარდგენა’’ არის მხოლოდ „აუცილებლობა’’,რაც გამოწვეულია იმით,რომ  „თუ მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს’’ ,ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, „თუ მოპასუხე არ დაიცავს თავს’’-იგი „წააგებს პროცესს’’. ესკი იმას ნიშნავს,რომ სასამართლო გამოიტანს მოპასუხისთვის არახელსაყრელ გადაწყვეტილებას-  ე.წ. „დაუსწრებელ გადაწყვეტილებას’’

 

მხოლოდ ამ თვალსაზრისიტ შეიძლება განვიხილოთ „შესაგებლის წარდგენით’’ სარჩელისგან თავის დაცვა,როგორც „მოპასუხის მოვალეობა’’

მოპასუხის მიერ ამ „მოვალეობის’’ შეუსრულებლობას[ „შესაგებლის წარუდგენლობას’’] დიდი ალბატობით მოჰყვება მისთვის არახელსაყრელი „გადაწყვეტილების’’ გამოტანა სასამართლოს მიერ.

 

დროის ეკონომიის მიზნით ,მოპასუხეს შეუძლია[უფლება აქვს]  „შესაგებლის’’ [ანუ „სარჩელზე პასუხის’’] სასამართლოსი შეტანისას განაცხადოს,რომ თანახმაა,“საქმის წერილობითი მასალები’’ მიიღოს „ელექტრონული ფოსტით’’; ასეთ შემტხვევაში სასამარტლოს შეუძლია საქმის მასალები მოპასუხეს გადაუგზავნოს -„ელექტრონული ფოსტით

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები