2.“შესაგებლის ‘’ ფორმა და შინაარსი

 

  

ა) შესაგებლის ფორმა

·        სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-1  ნაწილის თანახმად:

 

პასუხი (ანუ შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177- მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

    მუხლი 177. საქმის აღძვრა

 

2. სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით.

3. სარჩელი[ან შესაგებელი] ა) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და ბ)საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და გ)შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში[ან შესაგებელში] სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის[ ან მოპასუხის] მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და [მათ თითოეულ ] „მტკიცებულებასთან’’ დაკავშირებით.

 

·        ასევე, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-1  ნაწილის თანახმად:

 

მოპასუხე ვალდებულია „სარჩელისა“ და „[სარჩელზე] თანდართული დოკუმენტების“ „ასლების’’  მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს  სასამართლოს : ა) თავისი „პასუხი’ (ანუ შესაგებელი) სარჩელზე“ და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე ბ) თავისი „მოსაზრებები’’ სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და  გ)მოსარჩელისათვის „პასუხის (შესაგებლის)“ და [შესაგებელზე] „თანდართული დოკუმენტების’’ ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე 21 დღეს.

 ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს „საპატიო მიზეზი’’[„მოპასუხის ავადმყოფობა’’,“ახლო ნატესავის გარდაცვალება’’ და სხვა]

 

 

 

 

·       სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-2  ნაწილით  განსაზღვრულია „მოპასუხის’’ „შესაგებლის“ შინაარსი  :

 

მოპასუხის წერილობით პასუხში[შესაგებელში] მითითებული უნდა იყოს:

 

) სასამართლოს დასახელება, რომელშიც მას შეაქვს პასუხი;

) მოპასუხის’’,  მისი წარმომადგენლის’’ [თუ პასუხი’’ (ანუ „შესაგებელი’’) შეაქვს წარმომადგენელს], მოწმის’’, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის’’  სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. „პასუხში (შესაგებელში) შესაძლოა მოპასუხემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის’’ მონაცემები.

 

თუ მოპასუხე’’ იურიდიული პირია ან ინდივიდუალური მეწარმეათავად მოპასუხე’, ხოლო თუ მას ჰყავს წარმომადგენელი’’ [გარდა კანონიერი წარმომადგენლისა’’]მისი წარმომადგენელი“ ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;

 

) ცნობს თუ არა მოპასუხე სარჩელს’’? და რა ნაწილში’’ ?

) თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ’’ ?

) მტკიცებულებები’’, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს;

) რა საპროცესო საშუალებებით“ აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვას’’?, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული სარჩელის“ აღძვრას ?’’, ხომ არ უარყოფს სარჩელის დასაშვებობას’’ ?

) არსებობის შემთხვევაში, მოპასუხის შუამდგომლობები’’:

.) ხომ არ ექნება აცილება სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ და . .?’’

.) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად ?’’

.) რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული სასამართლო სხდომაზე ?’’

.) სხვა სახის შუამდგომლობები’’

) პასუხისათვის[შესაგებლისთვის ] დართული დოკუმენტების ნუსხა’’

) მოპასუხის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე’’

) მოპასუხის მოსაზრება დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის თაობაზე’’

 

 

·        თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე „ფაქტობრივ გარემოებას’’[„ფაქტს’’]  -„დ ’’ ქვეპუნქტი , ,იგი ვალდებულია მიუთიტოს ამის „მიზეზი’’ და „დაასაბუთოს’’ შესაბამისი არგუმენტაციით,წინააღმდეგ შემტხვევაში მას ერთმევა უფლება ,შეასრულოს ასეტი მოქმედება[„ფაქტის უარყოფა’’]   ამ საქმის „არსებითად განხილვის’’  დროს.[ეს  წესი კარგად დაიმახოვრე]

·        მოპპასუხე ვალდებულია , თავის პასუხს[შესაგებელს] თან დაურთოს მასში მითითებული ყველა „მტკიცებულება’’- „ე’’ ქვეპუნქტი ;თუ მოპასუხეს „საპატიო მიზეზით’’ არ შეუძლია შესაგებელტან ერტად „მტკიცებულებების ‘’ წარდგენა,იგი ვალდებულია,ამის შესახებ მიუთითოს „შესაგებელში’’; წინააღმდეგ შემტხვევაში მოპასუხეს ერტმევა უფლება,“შემდგომში’’ [ანუ მოგვიანებით ] წარადგინოს „ მტკიცებულებები’’ [ეს  წესი კარგად დაიმახოვრე] ; მოპასუხეს უფლება აქვს,“მტკიცებულებატა’’ წარსადგენად მოიტხოვოს „გონივრული ვადა’’[ანუ ეს ვადა ძალიან დიდი არ უნდა იყოს]

·        მოპასუხის „შესაგებელს’’ „ხელს აწერს’’ თავად „მოპასუხე’’ ,ან მისი „წარმომადგენელი’’

·        თუ სარჩელზე „პასუხი’’[ანუ „შესაგებელი’’] სასამართლოში  შეაქვს  მოპასუხის „წარმომადგენელს’’,მაშინ  მას[შესაგებელს]  უნდა დაერთოს“წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი’’

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები