1. მოპასუხის „თავდაცვის საშუალებათა“ სახეები

 


   

აქ განხილულია საკითხები:

1.      მოპასუხის თავდაცვის საშუალებები[სახეები]

2.      სარჩელის უარყოფა[არცნობა]

3.      შესაგებელი [‘პროცესუალური“ და „მატერიალურ -სამართლებრივი’’]

 

1.   მოპასუხის „თავდაცვის საშუალებათა“ სახეები

 

·        სასამარტლოში „სარჩელის აღძვრა’’ და ამ „სარჩელისგან თავის დაცვა’’ ხდება კანოთ განსაზღვრული წესით და „საშუალებებით’’

·        ასეთი  „საშუალებებია’’ : I. „სარჩელის უარყოფა[არცნობა] ‘’ , II.“საპროცესო შესაგებელი’’  III. „მატერიალურ-სამარტლებრივი შესაგებელი’’

·        განვიხილოთ ეს მოპასუხის თავდაცვის „საშუალებები’’ ცალ-ცალკე

 

 

2.   „სარჩელის უარყოფა[ანუ არცნობა]

 

·        მოპასუხეს უფლება აწვს „არ ცნოს სარჩელი’’   ან „მთლიანად’’, ან   „ნაწილობრივ’’[ანუ არ ცნოს „ფაქტები’’,რომლებიც საფუძვლად უდევს სარჩრელს]

·        ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია თავი დაიცვას იმით,რომ უბრალოდ „უარყოს’’ სარჩელი,ან  ის „ფაქტები’’ ,რომლებსაც ეს სარჩელი ემყარება.

·        ეს შეიძლება იყოს „უმოტივო უარყოფა’’ [ანუ „დაუსაბუთებელი უარყოფა’’],რასაც ზოგჯერ უწოდებენ „სარჩელის უარყოფას[არცნობას]’’

·        „სარჩელის უარყოფა’’ თავისტავად არაფერს არ ადასტურებს,მაგრამ ასეთ „უარყოფას’’ აქვს სრულიად გარკვეული „საპროცესოო მნიშვნელობა; კერძოდ, „სარჩელის უარყოფით’’  ის „ფაქტები’’,რომლებიც „საფუძვლად’’ უდევს სარჩელს ,იძენს „სადავო ფაქტების’’ სტატუსს.ეს იმას ნიშნავს,რომ ამ „ფაქტებს’’ არ ცნობს [უარყოფს]  მოპასუხე და ამიტომ ისინი შედიან „მტკიცების საგანში’’ და მოსარჩელეს ევალება „დაამტკიცოს’’ ამ „ფაქტების’’ არსებობა[!]

·        თუ  მოპასუხე არ ახდენს  „სარჩელის უარყოფას’’[ანუ „ფატების უარყოფა’’],მაშინ  ის ახდენს „სარჩელის არიარებას’’ [ანუ„ფაქტების აღიარებას’’], „ფაქტების აღიარებისას’’  მოპასუხე თავისუფლდება ამ „ფაქტების’’ „დამტკიცების’’ ვალდებულებისგან[!]

·        ამრიგად,იმ „ფაქტიური გარემოებების’’ უარყოფა[არცნობა],რომლებიც საფუძვლად უდევს სარჩელს,ანუ მოპასუხის წინააღმდეგ აღძრულ „სასარცელო მოთხოვნას’’,არის მოპასუხის თავდაცვის ერთ-ერთი „საშუალება’’

3.    „შესაგებელი’’ - ცნება

 

·        „სარჩელის უარყოფა’’ შეიძლება განვიხილოთ როგორც „შესაგებელი’’ ფართო გაგებით’’,რომრლიც ასეთ „უარყოფასაც’’ მოიცავს თავის თავში.

·        საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით:

„შესაგებელი’’- ესაა  სარჩელისგან მოპასუხის თავდაცვის ისეთი „საშუალება“,რომელიც თავის მხრივ თვითონ ემყარება „სამართლებრივად მნიშვნელოვან’’ „ფაქტებს’’,ანუ „ფაქტებს’’,რომლებსაც „კანონი’’ უკავშირებს ან „სარჩელის განხილვაზე უარის თქმას’’ ან “პროცესის შეწყვეტას’’,ან „სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას’’ და ა.შ.

 

·        მაგ. ასეთი „შესაგებელი’’ იგულისხმება სსსკ-ის მე-4 მუხლში

·        მაგ. ასეთი„შესაგებელი ‘’ იგულისხმება სსსკ-ის 102 -ე მუხლში

 

·        იმის მიხედვით,თუ რა „შედეგის’’ მიღწევა სურს მოპასუხეს,ანუ თუ რა შედეგი უკავშირდება მოპასუხის მიერ თავის „შესაგებელში’’ მითიტებულ „ფაქტებს’’ - ერთმანეთისგან განასხვავებენ „შესაგებლის’’ შემდეგ სახეებს  :

a.    „პროცესუალურ’’ შესაგებელს[ აქ „პროცესუალური’’ ნიშნავს  „საპროცესო-სამართლებრივს’’]

და   ]

b.    „მატერიალურ-სამარტლებრივ’’ შესაგებელს

 

ხხხ

ა) „პროცესუალური’’  შესაგებელი

·        სარჩელის წარმოებაში მიღებისტვის ანუ  „პროცესის’’  წარმოშობისა და განვითარებისტვის,აუცილებელია გარკვეული „წინაპირობების’’ არსებობა

·        ამ წინაპირობების „არარსებობისას’’ პროცესი შეიძლება „შეწყდეს’’,“ან „სარჩელი განუხილველად დარჩეს’’ ან „საქმის წარმოება შეჩერდეს’’

·        მაგ. სასამარტლო პრაქტიკაში არც ისე იშვიატია შემტხვევა,როდესაც სარჩელი,რომელიც აღძრულია,უკვე გახილული იყო ადრე და არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.თუ მოპასუხე დაადასტურებს ამ ფაქტს და სასამართლოს წარუდგენს შესაბამისი „გადაწყვეტილების’’ ასლს-სასამარტლო „შეწყვეტს’’ საქმის წარმოებას [სსსკ-ის 272-ე მუხ. „ბ’’]

 

    მუხლი 272. საქმის წარმოების შეწყვეტა

 3 +

სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ:

 

) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

·        ზოგჯერ „ფატს’’,რომელსაც საპროცესო სამართლის ნორმა უკავშირებს „მოპასუხისთვის ხელსაყრელ’’  „ შედეგს’’,აქვს „უპირობო’’ [„აბსოლუტური’’] მნიშვნელობა;მაგ. თუ მოპასუხე თავის „შესაგებელში’’ მიუთითებს ისეთ ფაქტზე,როგორიცაა საქმის „არასაქვეუწყებობა’’,[ანუ მიუთითებს იმაზე,რომ ეს საქმე არ ექვემდებარება „საერთო სასამართლოებს’’ და რომ ამ საქმის განხილვა „სხვა უწყების’’[არა სასამართლოს] კომპეტენციაში შედის-]სასამართლომ უნდა „შეწყვიტოს’’ საქმის წარმოება.რადგან ასეთი საქმის „განხილვა’’ და მის მიმართ „გადაწყვეტილების’’ გამოტანა, წარმოადგენს ამ „გადაწყვეტილების’’ გაუქმების აბსოლუტურ[უპირობო] საფუძველს.[!]

·        არსებობს აგრეთვე ისეთი“საპროცესო[ხასიათის] შესაგებლები’’,რომლებსაც არ აქვთ „აბსოლუტური’’[„უპირობო’’] მნიშვნელობა.

·        ასეთ „შესაგებლებს’’ უწოდებენ პროცესის წარმოშობის და განვითარების „ფარდობით პირობებს’’

მაგ. პროცესის წარმოშობის და განვითარების „ფარდობითი პირობაა’’- „განსჯადობა’’[!]

სსსკ-ის 21-ე მუხლის თანახმად   „სასამართლოს უფლება აქვს განიხილოს მისი „არაგანსჯადი’’ საქმე’’- ა)თუ მოპასუხე ამის წინააღმდეგი არ არის ,ან ბ) თუ მოპასუხეს მიეცემა განმარტება იმის შესახებ,რომ უფლება აქვს წამოაწენოს „საპროცესო შესაგებელი’’  „არგანსჯადობის’’ წინააღმდეგ და მიუხედავად ამისა ასეთ „შესაგებელს’’  მოპასუხე არ წამოაყენებს’’[!]

 

·        დაიმახსოვრე:  „ნებიმიერი ის  პირობა’’,რომელიც სარჩელის წარმოებაში მიღების „წინაპირობადაა’’ ცნობილი,შეიძლება გახდეს „საპროცესო[პროცესუალური]  შესაგებლის’’  „ფაქტობრივი’’ „საფუძველი’’[!]

·        მოპასუხის „საპროცესო შესაგებელს’’ ,იმის მიხედვით,თუ რომელი „ფაქტი’’ უდევს მას „საფუძვლად’’ ,შეიძლება  სხვადასხვა  „საპროცესო’’  შედეგი დაუკავშირდეს [!]

·        ასე მაგ. თუ მოპასუხე უთითებს თავის „შესაგებელში’’ ,რომ სარჩელი[ან განცხადება] „დაინტერესებული პირის სახელით’’ შეიტანა იმ პირმა,რომელსაც „არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება’’ ან კიდევ, „სხვა სასამართლოს წარმოებაშია იგივე საქმე’’ და ეს „ფაქტები’’  დადასტყრსება,სასამართლოს შეუძლია „სარჩელი განუხილველად დატოვოს’’ [სსკ-ის 275-ე მუხლი]

 

   მუხლი 275. სარჩელის განუხილველად დატოვება

 

1.              სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ

 

) სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება

 

) იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

 

·        „პროცესუალური შესაგებელი’’ შეიძლება ისთ „ფაქტს’’ დაემყაროს,რომელიც „თუ დადასტურდება’’ იწვევს არა სარჩელის „განუხილველად დატოვებას’’,ან „საქმის წარმოების შეწყვეტას’’,არამედ „საქმის წარმოების შეჩერებას’’[იხ. სსსკ 279-ე მუხლი]

მაგ.მოპასუხე იურიდიული პირის შესაგებელი იმის შესახებ,რომ „მიმდინარეობს ან უკვე განხორციელდა ამ იურიდიული პირის რეორგანიზაცია’’,[„ფაქტი’’] ან კიდევ „შესაგებელი’’ იმის შესახებ,რომ“ საქმის გახილვა შეუძლებელია,სხვა საქმის გადაწყვეტამდე,რომელიც განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული წესით’’

 

    მუხლი 279. სასამართლოს მოვალეობა შეაჩეროს საქმის წარმოება

 

სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში:

 

) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს;

 

) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით; 

 

ხხხხხხხხხხხ

·        როგორც დავინახეთ „პროცესუალური შესაგებელი’’ არაა მიმართული „უშუალოდ’’ არც „სასარჩელო მოთხოვნის’’ ,არც ამ „სასარჩელო მოთხოვნის საფუძველში’’ მითითებული „ფაქტების ‘’ წინააღმდეგ;სხვა სიტყვებით რომ ვტქვატ „პროცესუალური შესაგებელი’’ არაა მიმართული „სარჩელის ‘’ წინააღმდეგ -„არსებითად’’[!]

·        „პროცესუალური შესაგებელი’’ -ესაა მოპასუხის მიერ ისეთ “ფაქტობრივ გარმოებებზე’’[„ფაქტებზე’’] მითითება,რომლებსაც „სამოქალაქო საპროცესო სამართლის ’’[სსსკ-ის]  ნორმები უკავშირებენ : ან „სარჩელის განხილვაზე[წარმოებაში მიღებაზე]  უარის თქმას’’ ან “პროცესის[საქმის წარმოები] შეწყვეტას’’,ან „სარჩელის განუხილველად დატოვებას’’ ,ან „საქმის წარმოების[განხილვის] დროებით შეჩერებას’’]

·        როგორც წესი, „სარჩელის წარმოებაში მიღების ყველა „აბსოლუტური წინაპირობის’’ შემოწმება სასამართლოს ინიციატივით ხდება’’, მაგრამ ეს სრულებით არ უშლის ხელს „მოპასუხეს’’ წარადგინოს „საპროცესო შესაგებელი’’ და სასამართლოს ყურადღება მიაქციოს ის „ფაქტობრივ გარემოებებზე’’,რომლებიც მიუტიტებენ პროცესის „წარმოშობის’’,“განვითარების’’ და „გაგრძელების’’ –„არამართლზომერებაზე’’[!]

·        უზენაესმა სასამარტლომ თავის ერტ-ერტ გადაწყვეტილებაში აღნიშნა:

 

სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად:“  მოპასუხის „შესაგებელში’’  „სრულყოფილად’’ და“თანმიმდევრობით’’ უნდა იყოს ასახული „მოპასუხის მოსაზრებები’’ სარჩელში მიტითებულ თითოეულ „ფაქტობრივ გარემოებასა ‘’ და „მტკიცებულებასთან’’ დაკავშირებით.“

  მუხლი 201. მოპასუხის პასუხი (შესაგებელი)

 3 +

1. მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177- მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

თუ  მოპასუხე „არ ეთანხმება’’ [ანუ უარყოფს] სარცელში მოყვანილ რომელიმე „ფაქტობრივ გარემოებას’’,იგი ვალდებულია[!] მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუტოს შესაბამისი არგუმენტაციით[!]

წინააღმდეგ შემტხვევაში,მას[მოპასუხეს] ერტმევა უფლება,შეასრულოს ასეთი მოქმედება“საქმის არსებითი განხილვის დროს’’

201-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი არ არის „ამომწურავი’’ და იგი სისტემატურად უნდა განიმარტოს სსსკ-ის 83-ე მუხლის 1-ლი ნაწილის,215-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესებთან ერთობლიობაში.

83-ე მუხლის 1-ლი ნაწილი წარმოადგენს მხარეების „გარანტირებულ’’ საპროცესო უფლებატა ჩამონათვალს

   მუხლი 83. მხარეთა საპროცესო უფლებები

 +

1. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

 

219-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი დადგენილია შემდეგი:

მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

215-ე მუხლის მე-3 ნაწილი-განსაზღვრავს თუ რა შეიძლება იქნეს მიჩნეული „საპატიო მიზეზად’’

3. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

               

ბ) “მატერიალურ-სამართლებრივი’’  შესაგებელი

·        „მატერიალურ-სამარტლებრივი’’ შესაგებელი -ესაა სარჩელისაგან „მოპასუხის თვდაცვის საშუალება’ისეთ „ფაქტებზე’’ მითითებით,რომლებსაცმატერიალური სამართალი ‘’ [!] უკავშირებს მოსარჩელის მიერ მოპასუხი წინააღმდეგ წაყენებული „სასარჩელო მოთხოვნის’’ „დაკმაყოფილებაზე’’  „უარის თქმას’’

·        „მატერიალურ-სამარტლებრივი’’ შესაგებელი მიმართულია „სარჩელის ‘’ წინააღმდეგ - „არსებითად’’[!]

 

 

·         მაგ.  ვთქვათ,მოსარჩელე სასამართლოში  „სარჩელით’’ მოითხოვს მოპასუხისგან „მიყენებული ზიანის ანაზღაურებას’’ ,ან  „ხელსეკრულებიტ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას’’[„ქირის გადახდას’’,“სესხად აღებული თანხის დაბრუნებას’’,“ნათხოვარი ნივთის დაბრუნებას’’ და ა. შ.]

·        ასეთ დროს მოპასუხეს შეუძლია თავის „შესაგებელს’’  საფუძვლად დაუდოს ისეთი „ფაქტები’’,რომლებიც გამოიწვევენ  წაყენებული„ „სარჩელის უარყოფას’’;

·         კერძოდ მოპასუხეს შეუძლია მიუთითოს,რომ „ვალდებულება მან შეასრულა’’  [ანუ  „მიყენებული ზიანი აანაზღაურა’’,“ნათხოვარი ნივტი დააბრუნა’’,“ვალი გადაიხადა’’ -ესენია მოპასუხის შესაგებლის „ფაქტები’’]

·        სხვა სიტყვებით, „მატერიალურ-სამართლებრივ ‘’ შესაგებელში მოპასუხე  მიუთითებს რომ „ვალდებულება’’ მართლაც არსებობდა,მაგრამ იგი „შესრულებულია’’

·        თუ  პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხე მართლაც „დაამტკიცებს’’ „ვალდებულების შესრულების’’ „ფაქტს’’ ანუ იმას რომ „მიყენებული ზიანი აანაზღაურა’’,“ნათხოვარი ნივტი დააბრუნა’’,“ვალი გადაიხადა’’,სასამართლო „უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე’’,რადგან „ვადებულება’’ „წყდება’’ კრედიტორის სასარგებლოდ ამ „ვალდებულების შესრულებით’’[სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი]

·        მაგრამ სასამართლო პრაქტიკაში „შესაგებლები’’ ,რომლებიც ემყარება „შესრულებას’’ ძალზე იშვიათია[!],ისევე როგორც იშვიათია „სარჩელები’’   „შეუსრულებელი ვალებულების’’ მოთხოვნით.

·        პრაქტიკაში უფრო ხშირია „შესაგებლები’’,რომლებიც მიმართულია „უშუალოდ’’ „სასარჩელო მოთხოვნის’’ წინააღმდეგ[!]

·        მაგ. „მოსარჩელე’’ მოიტხოვს მოპასუხის ბინიდან გამოსახლებას და ბინის გატავისუფლებას იმ საფუძვლით ,რომ ეს ბინა „ანდერძით დაუტოვა’’ მისმა „ახლო ნატესავმა’’[ბებიამ]

მოპსუხემ ამ სარჩელის წინააღმდეგ წარმოადგინა „შესაგებელი’’,რომელსაც საფუძვლად დაუდო „იურიდიული ფაქტი’’ იმის შესახებ,რომ იგი არის „ანდერძის დამტოვებლის’’ - შვილი,დაიბადა და მუდმივად ცხოვრობს „სადავო ბინაში’’ ე.ი. „ფაქტობრივად არის დაუფლებული’’ სამკვიდრო ქონებას,ხოლო დედამისი [„ანდერძის დამტოვებული’’] ანდერძის დატოვების მომენტისთვის იყო „სულით დაავადებული’’ და არ შეეძლო სწორად აღექვა რეალური ვითარება,რის გამოც „ანდერძი’’   [ამ სარჩელის „საფუძველი’’]ბათილად უნდა იყოს ცნობილი[სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილი]

 

·        არც ისე იშვიათია შემთხვევა,როდესაც მოპასუხე არ უაყოფს „ სასარჩელო მოთხოვნის’’ არსებობას ,ან მოსარჩელეს „უფლებას’’ ,რომლის დაცვასაც ის ითხოვს „სარჩელით’’

·        მაგრამ მოპასუხე თავის შესაგებელში მიუთითებს,რომ „ჯერ არ დამდგარა’’ ამ მოთხოვნის,თუ „უფლების’’  „იძულებით განხორციელების დრო’’

 

მაგ. „მოსარჩელემ’’ მოითხოვა „მოპასუხისაგან’’  „სესხად მიცემული ვალის დაბრუნება’’

„მოპასუხე’’ არ უარყოფს,რომ მან მართლაც ისესხა მოსარჩელესაგან ფული,მაგრამ თავის „შესაგებელს’’ საფუძვლად უდებს „ფაქტს’’,იმის სესახებ,რომ „სესხის ხელსეკრულებით’’ დათქმული იყო „ვალის დაბტუნების ვადა’’,რომელიც ჯერ არ დამდგარა’’ [სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 626-ე მუხლის მე-3 ნაწილი]

 

·        ასევე , არც ისე იშვიათია შემთხვევა,როდესაც მოპასუხის „შესაგებელი’’ მიმართულია მოსარჩელეს „მოთხოვნის გაქრწყლებისკენ’’

·        მაგ.„მოსარჩელემ’’ მოითხოვა „მოპასუხისაგან’’ ამა თუ იმ „ვალდებულების სესრულება’’[ან „ვალის დაბრუნება’’,ან „ნივთის გადაცემა’’,ან „ზიანის ანაზღაურება’’ და ა.შ.]

·        მოპასუხემ კითავის „შესაგებელს’’ საფუძვლად დაუდო“ხანდაზმულობის ვადის გასვლა’’[სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი]

·        არც ისე იშვიათია შემთხვევა,როდესაც მოპასუხე არ უაყოფს  „სარჩელის საფუძველში’’ მიტითებულ „ფაქტებს’’,მაგრამ მიუთითებს ისეთ „ფაქტებზე’’,რომლებიც „ათავისუფლებენ მას პასუხიმგებლობისგან’’

·        მაგ. მოსარჩელე მოიტხოვს „წუნდებული პროდუქციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას’’

·        მოპასუხე არ უარყოფს,რომ „პროდუქტს აქვს ნაკლი’’,მაგრამ თავის „შესაგებელში’’ მიუტითებს,რო „ნაკლი’’ რომელიც ამ პროდუქტს აქვს სარეალიზაციოდ მისი გატანისას შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ ნორმებს[სამოქალაქო კოდექსის 1009-ე მუხლის 1-ლი ნაწილი „დ’’ პუნქტი]

 

·        სასამართლო პრაქტიკაში ხშირია,როდესაც მოპასუხეები თავიანთი „შესაგებლით’’ მიუთითებენ „მათი „პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებებზე’’

·        მაგ. „არასწორი მკურნალობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ’’ სარჩელის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ წარადგინა „სესაგებელი’’ იმის სესახებ,რომ „მას არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში’;’[სამოქალაქო კოდექსის 1007 მუხლი]

ხხხხხხხ

·        ცხადია,რომ მხოლოდ „შესაგებლის’’ წარდგენა მოპასუხის მიერ არ კმარა იმისტვის,რომ მოსარჩელეს „უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე’’.

·        ამისათვის „დამატებით საჭიროა’’ აგრეთვე,რომ „შესაგებელში მითითებული ფაქტები’’,ანუ ის „ფაქტები’’ ,რომლებიც საფუძვლად უდევს შესაგებელს , „დამტკიცდეს’’ „მტკიცებულებატა გამოყენებით[!] და „კანონით დადგენილი წესით’’[!]

·        იბადება კითხვა „უნდა მოეთხოვოს თუ არა მოპასუხეს მის მიერ შესაგებელში მითითებული ნებისმიერი ფაქტის დამტკიცება?’’

·        აქ მოქმედებს იგივე პრინციპი,რომელიც მოქმედებს „სარჩელის საფუძველში’’ მითიტებული „ფაქტების’’ მიმართ: „დამტკიცებას საჭიროებენ „შესაგებელში“ მითითებული „მხოლოდ ის ფაქტები’’[„ფაქტობრივი გარემოებები’’],რომლებსაც „კანონი’’ უკავშირებს “სასარჩელო მოტხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას’’

·        ხოლო ისეთი „ფაქტების’’ მიმართ,რომლებსაც თუმცა ემყარება მოპასუხის შესაგებელი,მაგრამ მათ „კანონი’’ არ უკავშირებს “სასარჩელო მოტხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას’’ , სასამართლომ არ უნდა[!] მიიღოს,შეამოწმოს და შეაფასოს „მტკიცებულებები’’ [!] [ეს დაიმახსოვრე და გაითვალისწინე სამომავლოდ]

·        მაგ.“პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით’’ გადამზიდველი თავის შესაგებელში უთითებს,რომ ტვირთის დაზიანება გამოწვეული იყო „გადაზიდვისტვის გამოყენებული სატრანსპორტო სასუალების ნაკლით’’[სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის მე-3 ნაწილი]

სასამარტლომ არ უნდა[!] დაადგინოს ეს „ფაქტი’’[სატრანსპორტო საშუალების ნაკლი’’],რადგან მას „მნიშვნელობა არ აქვს’’ გადამზიდველის პასუხისმგებლობისგან გატავისუფლებისთვის.

·        მაგ.2. მოვალე ტავის შესაგებელში უთითებს,რომ “ იგი უმდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან  ზიანის მიყენებისთვის’’,რადგან „მხარეები წინასწარ იყვნენ შეტანხმებული „ზიანის ანაზღაურებისგან მისი გატავისუფლების შესახებ’’

·        სასამართლომ არც ეს „ფაქტი’’ არ უნდა დაადგინოს[!],რადგან მას[ „ამ „ფაქტს’’]არ აქვს მნიშვნელობა „ზიანის ანაზღაურებისგან’’ მოვალის გათავისუფლებისთვის[ სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის მე-2 ნაწილი]

·        ამრიგად,“მტკიცების საგანში’’ შედის და მაშასადამე,“უნდა დამტკიცდეს’’[!] „შესაგებელში’’ მითითებული მხოლოდ ისეთი „ფაქტები’’,რომლებსაც აქვთ „სამართლებრივი მნიშვნელობა’’ ამ „შესაგებლის“  დასაბუთებისთვის,მისი იურიდიული გამართლებისთვის.

·        განსხვავებით „პროცესუალური ‘’შესაგებლისგან ,“მატერიალურ-სამართლებრივი ‘’ შესაგებელი   თავად„მოპასუხემ’’ უნდა წარმოადგინოს[!]

მოპასუხემ უნდა მიუტითოს „ფაქტებზე’’’,რომლებიც:

a.      აბრკოლებენ მოსარჩელეს „უფლების’’ წარმოშობას

b.      აქარწყლებენ მოსარჩელეს „უფლებას’’

c.      აჩერებენ  მოსარჩელეს უფლების იძულებიტ განხორციელების შესაძლებლობას.

 

ანუ სასამართლოს არ აქვს უფლება თავისი ინიციატივით „აღძრას შესაგებელი’’ და მოიყვანოს „ფაქტები’’,რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს „სარჩელზე უარის თქმა’’

 

·        „გამონაკლისს’’ წარმოადგენენ „ფაქტები’’,რომლებიც მიუთიტებენ იმაზე,რომ „გარიგება არღვევს კანონით დადგენილ აკრძალვებს,ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს’’[ასეთ დროს სასამართლო  თავისი ინიციატივით ამბობს „სარცელის წარმოებაში მიღებაზე უარს’’

·        ცხადია,როცა სახეზეა ასეთი „ფაქტები’’ სასამართლომ უნდა გამოიჩინოს „განსაკუტრებული სიფრტხილე’’,რატა მისმა „ინიციატივამ’’[ჩარევამ] არ გამოიწვიოს „დისპოზიციურობის და შეჟიბრებიტობის პრინციპების’’ დარღვევა,მხარეტა უფლებების შელახვა.

·        ასეტ დროს სასამარტლოს ინიციატივის ფარგლების განსაზღვრის „კრიტერიუმი ‘’ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი““კანონისმიერი აკრძალვების დარღვევა’’,ანუ „გარიგებატა ბათილობა კანონის ძალით , შეცილების გარეშე’’

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები