„ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით’’[ მუხ.188-ე]

 



    მუხლი 188. ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით

1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

 

 

·       ამ მუხლით სს-ვი დაცვის ობიექტია:“საკუთრებითი ურთიერთობები“

·       ამსრულებელი  :საერთო სუბიეტი

·        დანაშაულის საგანი-  ნივთი[მოძრავი ან უძრავი]

·        ობიექტური მხარე-„ნივთის დაზიანება ან განადგურება’’ გამოიხატება  გარკვეულ „ქმედებაში’’ და „შედეგში’’  და მათ შორის „მიზეზობრივ’’ კავშირში

 

a.    ნივთის დაზიანებისას  ან განადგურებისას’’ „ქმედება’’  არის:  

ა)“სხვისი ნივთის დაზიანება’’

ან

ბ) „სხვისი ნივთის განადგურება’’

 

b.    „ნივთის დაზიანებისას  ან განადგურებისას’’ „შედეგი ’’  არის:   „მნიშვნელოვანი ზიანი’’

 

„მნიშვნელოვანი ზიანი’’ გულისხმობს დაზარალებულისთვის 150 ლარზე მეტი ზიანის მიყენებას[იხ.177-ე მუხლის „შენიშვნა’’].თუ სახეზე არაა ასეთი[ანუ „მნიშვნელოვანი’’] ზიანი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია და სახეზე იქნება „სამოქალაქო სამართალდარღვევა’’

 

 

·        „ნივთის დაზიანებისას  ან განადგურებისათვის’’ პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელია,რომ  ნივთი „სხვისი’’ იყოს[!]

·        თუ პირი თავის „დაზღვეულ ქონებას’’ გაანადგურებს იმ მიზნით,რომ მიიღოს სადაზღვევო თანხა,ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც „ნივთის დაზიანება ან განადგურება’’[ მუხ.187-ე],არამედ დაკვალიფიცირდეს როგორც  როგორც“თაღლითობის მომზადება’’[თუკი ის სამომავლოდ აპირებს მოითხოვოს სადაზღვევო ტანხა] ან „თაღლითობის მცდელობა’’[თუკი ის სადაზღვევო თანხა მოითხოვა] ან როგორც „დამტავრებული თაღლითობა’’[თუკი ის სადაზღვევო თანხას  მართლაც დაეუფლება]

 

რას ნიშნავს „ნივთის განადგურება’’ ?

 

·        „ნივთის განადგურება’’  გულისხმობს ნივტზე იმგვარ გარეგან ზემოქმედებას,რის შედეგადაც წყდება მისი ფიზიკური არსებობა ან იგი გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი დანიშნულებიტ გამოყენებისათვის.

·        „ნივთის განადგურება’’  შეიძლება გამოიხატოს:ა)შენობა-ნაგებობის დანგრევაში,ან ბ) მის ისეთ მდგომარეობაში ჩაგდებაში,როდესაც იგი კარგავს თვისებრივ განსაზღვრულობას და სასარგებლო თვისებებს[!]

·        „ნივთის განადგურების’’ თავისებურება იმაშია,რომ ნივთი  არ შეიძლება აღდგენილ იქნეს „რემონტის’’ ან „რესტავრაციის’’ საშუალებით[!]  

რას ნიშნავს „ნივთის დაზიანება’’ ?

 

·        „ნივთის დაზიანება’’  გულისხმობს ნივტზე იმგვარ გარეგან ზემოქმედებას,რის შედეგადაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა,კერძოდ, ხდება: ა) ამ ნივტის „სამეურნეო ღირებულების’’ შემცირება[!] ,ბ)იკარგება ნივტის სასარგებლო თვისებატა ნაწილი და გ) და ნივთი ხდება მთლიანად ან ნაწილობრივ გამუსადეგარი სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის[!]

·        „ნივთის საზიანების ’’ თავისებურება იმაშია,რომ ნივთი შეიძლება აღდგენილ იქნეს „რემონტის’’ ან „რესტავრაციის’’ საშუალებით[!]  

 

 

 

·        დანაშაული    „ნივთის დაზიანება ან განადგურება’’[ მუხ.187-ე] შეიძლება განხორციელდეს ნივტზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებიტ;

·        დანაშაული    „ნივთის დაზიანება ან განადგურება’’[ მუხ.187-ე] ე.წ.“შედეგიან’’[მატერიალურ]  დანაშაულთა  რიგს მიეკუტვნება

·        დანაშაული    „ნივთის დაზიანება ან განადგურება’’[ მუხ.187-ე] აუცილებელი ნიშანია ნივთის მესაკუტრის ან კანონიერი მფლობელისთვის „მნიშვნელოვანი ზიანის’’ მიყენება [იხ.177-ე მუხლის „შენიშვნა’’ ნაწ.3]

   

 მუხლი 177. ქურდობა

შენიშვნა:

 

3. კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

·       ამასთან, ნივთის დაზიანების შედეგად „მიყენებული ზიანის ოდენობაში’’ უნდა შევიდეს  ა)არა მხოლოდ იმ ნივთის იმ დეტალის ღირებულება,რაც დაზიანდა[მაგ,კარს დაუზიანეს საკეტი].არამედ ბ)ამ ზიანის გამოსწორებისტვის[დაზიანების შეკეტებისთვის] საჭირო ხარჯის ოდენობაც [ვთქვატ,ხელოსნისსტვის გადასახადი]

 

დაიმახსოვრე:„მიყენებული ზიანის ოდენობაში’’ რა და რა  შედის [!

 

ამრიგად, 188-ე მუხლის დანაშაულის „ობიექტური მხარე’’  იგივეა რაც 187-ე მუხლის დანაშაულის  „ნივთის დაზიანება ან განადგურება’’[სადაც დაზიანება და განადგურება ხდება განრახ]

 

„ბრალის ფორმა’’

·        188-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული- “გაუფრთხილებელია’’

·        ა)პირს  გაცნობირებული ჰქონდა ,რომ მისი ქმედება წინდახედულობის ნორმით აკრძლულია,ბ)ითვალისწიმებდა მარტლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას გ) უსაფუძვლოდ იმედოვნებდა რომ სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას თავიდან აიცილებდა[თვითიმედოვნება]

·        ა)პირს  გაცნობირებული არ ჰქონდა ,რომ მისი ქმედება წინდახედულობის ნორმით აკრძლულია,ბ)არ ითვალისწიმებდა მარტლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას გ) ის  რომ  სხვისი ნივთი დაზიანებოდა ან განადგურებოდა ამის გათვალისწინება შეეძლო და ევალებოდა კიდეც [დაუდევრობა]

 

მაკა სახლს ალაგებდა,რა დროსაც მაღალი სართულიდან გადმოაგდო მძიმე საგანი ისე,რომ არც კი დაფიქრებულა მოსალოდნელ შედეგზე.ეს საგანი დაეცა იქვე გაჩერებულ სხვის მანქანას და მნიშვნელოვნად დააზიანა[ სახეზეა „ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით,კერძოდ დაუდევრობით]

 

                       

„ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით’’- „დამამძიმებელი გარემოება’’

[188-ე მუხ.მე- 2 ნაწილი]

 

მუხლი 188. ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით

 

2. იგივე ქმედება[ანუ ნივთის დაზიანება ან განადგურება], ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

„მომეტებული საფრთხის წყარო’’

 

·        „მომეტებული საფრთხის წყარო’’-ში იგულისხმება სხვადასხვა „მანქანები“[მათ შორის ავტომობილები ,კატერები,სკუტერები და ა.შ. ],ელექტროხელსაწყოები,მექანიზმები,ელექტრომოწყობილობები და ა.შ.

 

„გაუფრტხილებელი მოპყრობა’’

·        „გაუფრტხილებელი მოპყრობა’’ გულისხმობს მათი ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დაუცველობას და წიმდახედულობის ნორმების სხვა დარღვევებს.

 

მაგ.1

ნასვამი ნიკო მოვიდა სახლში და დასაძინებლად დაწვა ისე,რომ ხის შანდალზე ანტებული სანტელი დატოვა.იგი ცხოვრობდა ხის პატარა სახლში და მის მეზობლადაც ასევე ხის პატარ-პატარა სახლები იდგას.სანტელი დაიწვა და გადაედო ხის შანდალს,საიდანაც ბინაში გაჩნდა ცეცხლი.ნიკომ გაიღვიძა და ნახა,რომ ოთახს ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული.იგი გაიქცა სახლიდან ისე ,რომ არ გამოუძახა სახანძრო დახმარებას და არც მეზობლებს შეატყობინა ეს ამბავი.დაახლოებით ნახევარ საატში ცეცხლი მეზობლის ბინებსაც გადაედო და მნიშვნელოვნად დააზარალა.

 

ამ კაზუსში პირი გაუფრტხილებლობით[დაუდევრად] მოეპყრო ცეცხლს,როცა ანტებული სანტელი დატოვა ხის შანდალზე და დაწვა დასაძინებლად[!] [შენიშვნა: არასოდეს დატოვო ანტებული სანტელი უმეტთვალყუროდ].წინდახედულობის ნორმით, სანამ დაწვებოდა,მას ჯერ სანტელი უნდა ჩაექრო,რაც არ გააკეთა,რადგან არც კი დაფიქრდა მის ქმედებაზე,რითაც უპასუხისმგებლობა გამოავლინა წინდახედულობის ნორმისადმი[!]

 

      მაგ.2

სასტუმროს ნომერში მყოფი სანდრო ანთებული სიგარეტით ჩაწვა ლოგინში და თან ტელევიზორს უყურებდა.იგი იმედს ამყარებდა იმაზე,რომ ტელევიზორი ხმამაღლა იყო ჩართული და ამის გამო რომ არ ჩაეძინებოდა. სანდროს მალე ჩაეძინა და ანთებული სიგარეტი ხელიდან გაუვარდა.იგი დაეცა დაეცა სასტუმროს ნომერში გაფენილ ძვირფას ხალიჩას,რასაც ცეცხლი წაეკიდა.შედეგად ეს ხალიჩა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

 

„მომეტებული საფრტხის წყაროსთან’’-ანთებულ სიგარეტთან   ერთად ლოგინში ჩაწოლით სანდრომ დაარღვია „წინდახედულობის ნორმა’’ ,რა დროსაც გაცნობიერებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედების არსი,და მოსალოდნელი შედეგის[ხანძრის] დადგომის აბსტრაქტულ შესაძლებლობასაც ითვალისწინებდა,მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა ,რომ ამ შედეგს აიცილებდა ტავიდან[თვითიმედოვნება]

 

ხხხ

„ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით’’- „დამამძიმებელი გარემოება’’

[188-ე მუხ.მე- 3 ნაწილი]

 

     მუხლი 188. ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით

 1 +

1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

 

 

·        „სხვა მძიმე შედეგში’’ იგულისხმება: ა) სხვა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ბ) მნიშვნელოვანი მატერიალური [ქონებრივი] ზიანის მიყენება.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები