„ნივთის დაზიანება ან განადგურება’’[ მუხ.187-ე]

 



·       „ნივთის დაზიანება ან განადგურება’’ არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართთული ე.წ.„სხვა დანაშაული’’[არადაუფლებითი]

ამ დანაშულის ჩამდენი მიზნად არ ისახავს სხვისი ნივთის „დაუფლებას’’ და ამით გამდიდრებას,მაგრამ ჩადენილი ქმედებით მესაკუთრეს[ან კანონიერ მფლობელს] ზიანს აყენებს

 

მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება 

 

 

1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

 

·       ამ მუხლით სს-ვი დაცვის ობიექტია:“საკუთრებითი ურთიერთობები“

·       ამსრულებელი  :საერთო სუბიეტი

·        დანაშაულის საგანი-  ნივთი[მოძრავი ან უძრავი]

·        ობიექტური მხარე-„ნივთის დაზიანება ან განადგურება’’ გამოიხატება  გარკვეულ „ქმედებაში’’ და „შედეგში’’  და მათ შორის „მიზეზობრივ’’ კავშირში

 

a.    ნივთის დაზიანებისას  ან განადგურებისას’’ „ქმედება’’  არის:  

ა)“სხვისი ნივთის დაზიანება’’

ან

ბ) „სხვისი ნივთის განადგურება’’

 

b.    „ნივთის დაზიანებისას  ან განადგურებისას’’ „შედეგი ’’  არის:   „მნიშვნელოვანი ზიანი’’

 

„მნიშვნელოვანი ზიანი’’ გულისხმობს დაზარალებულისთვის 150 ლარზე მეტი ზიანის მიყენებას[იხ.177-ე მუხლის „შენიშვნა’’].თუ სახეზე არაა ასეთი[ანუ „მნიშვნელოვანი’’] ზიანი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია და სახეზე იქნება „სამოქალაქო სამართალდარღვევა’’

 

 

·        „ნივთის დაზიანებისას  ან განადგურებისათვის’’ პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელია,რომ  ნივთი „სხვისი’’ იყოს[!]

·        თუ პირი თავის „დაზღვეულ ქონებას’’ გაანადგურებს იმ მიზნით,რომ მიიღოს სადაზღვევო თანხა,ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც „ნივთის დაზიანება ან განადგურება’’[ მუხ.187-ე],არამედ დაკვალიფიცირდეს როგორც  როგორც“თაღლითობის მომზადება’’[თუკი ის სამომავლოდ აპირებს მოითხოვოს სადაზღვევო ტანხა] ან „თაღლითობის მცდელობა’’[თუკი ის სადაზღვევო თანხა მოითხოვა] ან როგორც „დამტავრებული თაღლითობა’’[თუკი ის სადაზღვევო თანხას  მართლაც დაეუფლება]

 

რას ნიშნავს „ნივთის განადგურება’’ ?

 

·        „ნივთის განადგურება’’  გულისხმობს ნივტზე იმგვარ გარეგან ზემოქმედებას,რის შედეგადაც წყდება მისი ფიზიკური არსებობა ან იგი გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი დანიშნულებიტ გამოყენებისათვის.

·        „ნივთის განადგურება’’  შეიძლება გამოიხატოს:ა)შენობა-ნაგებობის დანგრევაში,ან ბ) მის ისეთ მდგომარეობაში ჩაგდებაში,როდესაც იგი კარგავს თვისებრივ განსაზღვრულობას და სასარგებლო თვისებებს[!]

·        „ნივთის განადგურების’’ თავისებურება იმაშია,რომ ნივთი  არ შეიძლება აღდგენილ იქნეს „რემონტის’’ ან „რესტავრაციის’’ საშუალებით[!]  

რას ნიშნავს „ნივთის დაზიანება’’ ?

 

·        „ნივთის დაზიანება’’  გულისხმობს ნივტზე იმგვარ გარეგან ზემოქმედებას,რის შედეგადაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა,კერძოდ, ხდება: ა) ამ ნივტის „სამეურნეო ღირებულების’’ შემცირება[!] ,ბ)იკარგება ნივტის სასარგებლო თვისებატა ნაწილი და გ) და ნივთი ხდება მთლიანად ან ნაწილობრივ გამუსადეგარი სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის[!]

·        „ნივთის საზიანების ’’ თავისებურება იმაშია,რომ ნივთი შეიძლება აღდგენილ იქნეს „რემონტის’’ ან „რესტავრაციის’’ საშუალებით[!]  

 

 

 

·        დანაშაული    „ნივთის დაზიანება ან განადგურება’’[ მუხ.187-ე] შეიძლება განხორციელდეს ნივტზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებიტ;

·        დანაშაული    „ნივთის დაზიანება ან განადგურება’’[ მუხ.187-ე] ე.წ.“შედეგიან’’[მატერიალურ]  დანაშაულთა  რიგს მიეკუტვნება

·        დანაშაული    „ნივთის დაზიანება ან განადგურება’’[ მუხ.187-ე] აუცილებელი ნიშანია ნივთის მესაკუტრის ან კანონიერი მფლობელისთვის „მნიშვნელოვანი ზიანის’’ მიყენება [იხ.177-ე მუხლის „შენიშვნა’’ ნაწ.3]

   

 მუხლი 177. ქურდობა

შენიშვნა:

 

3. კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

·       ამასთან, ნივთის დაზიანების შედეგად „მიყენებული ზიანის ოდენობაში’’ უნდა შევიდეს  ა)არა მხოლოდ იმ ნივთის იმ დეტალის ღირებულება,რაც დაზიანდა[მაგ,კარს დაუზიანეს საკეტი].არამედ ბ)ამ ზიანის გამოსწორებისტვის[დაზიანების შეკეტებისთვის] საჭირო ხარჯის ოდენობაც [ვთქვატ,ხელოსნისთვის გადასახადი]

 

დაიმახსოვრე:„მიყენებული ზიანის ოდენობაში’’ რა და რა  შედის [!]

 „ნივთის დაზიანება ან განადგურების’’[ მუხ.187-ე]- სუბიექტური მხარე

 

·        „ნივთის დაზიანებად ან განადგურებად’’ქმედების კვალიფიკაცისას ამსრულებლის მოტივს და მიზანს არ აქვს მნიშვნელობა

·        მოტივი შეიძლება იყოს: „ანგარება“ ან „შურისძიება“

·        მიზანი შეიძლება იყოს: „სხვა დანაშაულის დაფარვა“

·        ყურადღება: უნდა გამოირიცხოს:

a.      ქვეყნის დასუსტების მიზანი[„საბოტაჟი’’ მუხ.318-ე]

b.      ტერორისტული მიზანი[„ტერორისტული აქტი’’ მუხ.323-ე]

c.      ქვეყნის ეკოსისტემის განადგურების მიზანი

[ცხოველტა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურების მიზანი] [„ეკოციდი ‘’ მუხ.409-ე]

ამ მიზნების დადგენის შემტხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება არა 187-ე არამედ  318-ე 323-ე და 409-ე მუხლებიტ

„ნივთის დაზიანება ან განადგურების’’[ მუხ.187-ე]- „ბრალის ფორმა’’

 

·       დანაშაულის „ნივთის დაზიანება ან განადგურება’’ შესაძლებელია როგორც „პირდაპირი ‘’ ,ისე „არაპირდაპირი განზრახვით’’

·        „პირდაპირი განზრახვისას’’: ა) დამნაშავემ იცის რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს ან ანადგურებს სხვის ნივთს ბ)იცის რომ შეიძლება დადგეს  მარტლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი გ) სურს ასეთი შედეგის დადგომა ან ითვალისწინებს ამ შედეგს-„მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას’’

·        „არაპირდაპირი განზრახვისას’’: ა) დამნაშავემ იცის რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს ან ანადგურებს სხვის ნივთს ბ)იცის რომ შეიძლება დადგეს  მარტლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი გ) არ სურს ასეთი შედეგის დადგომა ,მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილასდ ეკიდება ამ შედეგს-„მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას’’

 

 

„ნივთის დაზიანება ან განადგურების’’[ მუხ.187-ე მე-2 ნაწილი]

                მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება

 

2. იგივე ქმედება[ანუ სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, ], ჩადენილი:

) ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით;

) არაერთგზის;

) ჯგუფურად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

 

·        „სხვა საყოველტაოდ საშიშ საშულებებში’’  იგილისხმება :ა) რადიაქტიურ ნივთიერებებით დაბინძურება,ბ)წყლით დატბორვა

·        „სხვა საყოველტაოდ საშიშ საშულებებად’’ მიიჩნევა მოქმედების ისეთი ხერხი,რომლის მეშვეობითაც ნადგურდება ან ზიანდება არა მხოლოდ კონკრეტული ქონება,არამედ იქმნება „სხვა ქონების’’ განადგურების ,ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისატვის რეალური საშიშროება[!]

ყურადღება:

·        „ცეხლის წაკიდებით ქონების დაზიანება ან განადგურება’’ ყოველთვის არ ქმნის დანაშაულის „ნივთის დაზიანება ან განადგურება’’ „დამამძიმებელ გარემოებას’’[!]

·        ცალკეული სხვისი ნივთისტვის ცეცხლის წაკიდება,რომელიც არ უქმნის საფრთხეს არც ადამიანტა სიცოცხლეს და არც ჯანმრტელობას და არც“სხვათა ქონებას’’ ვერ დაკვალიფიცირდება „საყოველთაოდ საშიშ საშუალებად’’[ მაგ. „სხვისი წიგნის დაწვა’’ ვერ დაკვალიფიცირდება 187-ე მუხლით]

·        ასევე, თუკი „ცეცხლის წაკიდებით’’ სხვისი ქონების განადგურება ხდება „ტერორისტული მიზნით“[დანაშაული „ტერორისტული აქტი’’],ან „სახელმწიფოს დასუსტების მიზნით“[დანაშაული „საბოტაჟი],მაშინ ქმედება187-ე მუხლით[ „ნივთის დაზიანება ან განადგურება’’] ვერ დაკვალიფიცირდება

 

          „ნივთის დაზიანება ან განადგურების’’[ მუხ.187-ე მე-3 ნაწილი]

                     მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება 

 

 

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

 

 

 

ა) „ადამიანის სიცოცხლის მოსპობა’’

·        თუ „ქონების დაზიანებას ან განადგურებას’’ გაუფრთხილებლობით[თვითიმედოვნებით,ან დაუდევრობით] მოჰყვება ადამიანის სიკვდილი დამნაშავის ბრალი კიდევ უფრო დამძიმდება.

·        თუკი დამნაშავე  „ქონების დაზიანებას ან განადგურების’’ და მსხვერპლის მოკვლის  პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით მოქმედებდა და ამას მოჰყვა მსხვერპლი ,მაშინ სახეზეა „დანაშაულთა ერთობლიობა’’ [სასიკვდილო შედეგის შემტხვევაში] ანუ 187-ე მუხლი და 109-ე მუხლი [„მკვლელობა ისეთი საშუალებით,რომელიც განზრახ უქმნიდა საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით’’]

მაგ. ავტომობილის აფეთქება,მაში მყოფ პირებტან ერთად

·        თუკი დამნაშავე  „ქონების დაზიანებას ან განადგურები’’  და მსხვერპლის მოკვლის  პირდაპირი  განზრახვით მოქმედებდა და არ დამდგარა სასიკვდილო შედეგი[ანუ ადამიანი სიკვდილს გადაურჩა] ,მაშინ ქმედება 187-ე მუხლტან ერთად დაკვალიფიცირდება“მკვლელობის მცდელობით’’

·        თუკი დამნაშავე  „ქონების დაზიანებას ან განადგურები’’  და მსხვერპლის მოკვლის  არაპირდაპირი  განზრახვით მოქმედებდა და არ დამდგარა სასიკვდილო შედეგი[ანუ ადამიანი სიკვდილს გადაურჩა] ,მაშინ ქმედება 187-ე მუხლტან ერთად დაკვალიფიცირდება 127-ე მუხლით „სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება]

 

ბ) „სხვა მძიმე შედეგი’’

·       „სხვა მძიმე შედეგში’’ იგულისხმება ადამიანის ჯანმრთელობის „მძიმე’’,“ნაკლებად მძიმე’’ ხარისხის დაზიანებები

·       „სხვა მძიმე შედეგს’’ შეიძლება ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდეს[!]

მაგ. ეს შეიძლება იყოს : „განსაკუტრებული მნიშვნელობის მქონე ნივთის განადგურება’’ ,ან ‘საწარმო-ორგანიზაციის ‘’ მუშაობის შეჩერება,ანდა“სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობა’’ და ა.შ.

 

„ნივთის დაზიანება ან განადგურების’’[ მუხ.187-ე მე-4ნაწილი]

 

                     მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება 

 

 

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები