„წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება“ [მუხ.186-ე]

 

·       „წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება“ [მუხ.186-ე]  წარმოადგენს საკუთრების წინააღმდეგ მიმართთულ ე.წ.„სხვა დანაშაულს’’[ანუ არადაუფლებით დანაშაულს ]

·        სს-ვი დაცვის ობიექტია:“საკუთრებითი ურთიერთობები’’

·        ამსრულებელი : ა) ფიზიკური პრი  ან ბ) იურიდიული პირი

 

შენიშვნა: 186-ე მუხლის 1 ნაწილით  გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელი არაა ის,ვინც თავად მოიპვა ქონება დანაშაულებრივი გზით[ქურდი,ყაჩაღი,გამომძალველი,თაღლითი და სხვა.]

 

და

186-ე მუხლში კანონმდებელი საგანგებოდ უსვამს ხაზს ამსრულებლის მიერ   ქონების დანაშაულებრივი გზით მოპვების  ფაქტის „წინაწარი შეცნობის’’ ფაქტის აუცილებლობას

 

[ამ დანაშაულის ამსრულებელმა იცის ,რომ მოპარულ,გამძალულ,ნაყაჩაღარ,ნათაღლიტარ ქონებას ფლობს,სარგებლობს ,ყიდის ან ყიდულობს]

 

   მუხლი 186. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება

1. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობ, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

 

·        დანაშაულის საგანი:  „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება’’

·        ამ დანაშაულის ჩადენისას ქმედების „ობიექტური შემადგენლობა[მხარე]’’ გამოიხატება:  წინაწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით ა) სარგებლობაში ბ)ქონების შეძენაში გ) მის ფლობაში დ) მის გასაღებაში

·        ანუ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ  ნივთთან მოპყრობის ყველა შესაძლო ქმედება კრიმინალიზებულია,რათა ასეთ ნივთებთან შეხებაში მყოფმა ვერც ერთმა პირმა ვერ დააღწიოს თავი პასუხისმგებლობას.

„ქონების შეძენა’’

 

·        „ქონების შეძენა’’ 186-ე მუხლში გულისხმობს წინაწარი შეცნობით „დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებაზე“ უფლების მოპოვებას,როგორც სასყიდლით ისე უსასყიდლოდ

·        „ქონების შეძენა’’ მოიცავს: წინაწარი შეცნობით „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების“ ყიდვას,გაცვლას,საჩუქრად მიღებას და სხვა.

 

„ქონების გასაღება’’

 

·        „ქონების გასაღება ’’ 186-ე მუხლში გულისხმობს წინაწარი შეცნობით „დანაშაულებრივი გზიტ მოპოვებულ ქონების“ ნებისმიერი ფორმით გასხვისებას[რეალიზაციას] მაგ. „გაყიდვით’’“სხვა ნივთში გაცვლით’’ ,“ვალში ჩატვლით’’ ,“გასაჩუქრებით’’

 

 „ქონების ფლობა’’

·        „ქონების ფლობა ’’ 186-ე მუხლში გულისხმობს წინაწარი შეცნობით „დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონების“ ფიზიკურ პყრობას,მისთვის ადგილის მიჩენას,შესაძლებელია,დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი პირმა იგი ჩაიბაროს დროებით შესანახად.[ეს ჩაიტვლება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი“ფლობად’’ ,რაც ასევე დაჯადია.]

მაგ. პირმა საკუტარ გარაჟში[ავტო ფარეხში] დროებით მოატავსა წინასწარ შეცნობით მისი ნაცნობი ქურდის მიერ მოპარული ავტომობილი[მუხ. 186-ე მე-2 ნაწ, „გ’’]

 

 

„ქონებით სარგებლობა’’

 

·        „ქონებით სარგებლობა ’’ 186-ე მუხლში გულისხმობს წინაწარი შეცნობით „დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონების“ გამოყენებას ამ ქონების[ნივთის] დანიშნულებისამებრ

მაგ. პირი ქალაქში გადაადგილდება წინასწარი შეცნობით სხვა პირის მიერ მოპარული ავტომანქანიტ[მუხ. 186-ე მე-2 ნაწ, „გ’’]

·        „წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება“ –„დამტავრებულია’’ ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებებიდან ერთ-ერტის ჩადენისთანავე და „შედეგს’’ არ აქვს მნიშვნელობა [ე.წ. „ფორმალური  დანაშაულის შემადგენლობა’’]

 

„წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღების“ - სუბიექტური მხარე

·        ამ დანაშაულის ჩამდენის მოტივს და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა.

·        უფრო მეტად მოტივია-ანგარება,ხოლო მიზანი-  რაიმე მატერიალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.

„წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღების“- ბრალის ფორმა

 

·        ეს დანაშაული „ფორმალური დანაშაულია’’ ,ამიტომ მისი ჩდენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით [დამნაშავემ იცის რას ჩადის და სურს ამის ჩადენა]

·        ყურადღება: თუ პირმა ზუსტად „არ იცის’’[თუმცა ეჭვობს].რომ ეს ქონება დანააულებრივი გზითაა შეძენილი,ქმედების კვალიფიკაცია 186-ე მუხლით შეუძლებელია

 

„წინასწარი შეცნობა’’

 

·        „წინასწარი შეცნობა’’ [ იხ. 186-ე მუხლის 1 ნაწ-ლი] გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების [მაგ.“შეძენის’’] ჩადენამდე დამნაშავის მიერ იმ ფაქტის შეგნებას,რომ ნივთი მოპოვებული იყო დანაშაულის ჩადენის შედეგად.

·        იმას,რომ „ქონება მოპოვებულია დანაშაულებრივი გზით“,შეიძლება მოწმობდეს:

a.      ნივთის თავისებურება

b.      ნივთის რაოდენობა

c.      ნივთის შეძენისას არსებული ვითარება

d.     ნივთის შეძენაძე წინადადების მიმცემის პიროვნება

e.      ნივტის შეძენისას წინადადების მიმცემის მიერ შეთავასებული ფასი[როგორც წესი ეს არის დაბალი ფასი]

·        გამორიცხული არ არის,რომ დამნაშავემ არც იცოდეს ,კერძოდ რა სახის დანაშაულის ჩადენის შედეგად არის მოპოვებული ესა თუ ის ქონება.

·        მაგრამ ეს გარემოება მისი ქმედების კვალიფიკაციას 186-ე მუხლით  ვერ შეცვლის[!],თუმცა ამას გაითვალისწინებს სასამართლო მისთვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას.

ყურადღება:

·        სათანადო პირობების არსებობისას „წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება“ შეიძლება დაკვალიფიცირდეს დანაშაულში „თანამონაწილეობით’’ და არა განსახილველი მუხლით.

·        კერძოდ,თუ პირი წინასწარ იყო შეპირებული ქურდობის ჩამდენთან,რომ მისგან შეიძენდა ნაქურდალს,ან გაუსაღებდა მას,სახეზეა“თანამონაწილეობა’’ ქურდობაში[25.177-მუხ] და არა  „წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება“ [მუხ.186-ე]

·        შესაძლებელია პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს „დანაშაულთა ერთობლიობით’’

 

 

კაზუსი:

 

პეტრემ იაფად შეიძინა ნაქურდალი ნივთი.მას თავად ქურდობის ჩამდენმა პავლემ გაუმხილა,რომ ეს ნივტი მის მიერ იყო მოპარული ბაზრობის ტერიტორიიდან.პეტრე დაპირდა პავლეს,თუ კიდევ მოიპარავდა ასეთ ხარისხიან ნივთს და ასევე იაფად გაყიდდა აუცილებლად შეიძენდა მას.ამასტანავე, დაუტოვა თავისი ტელეფონის ნომერიც.

პავლემ კვლავ ჩაიდინა ქურდობა და ნაქურდალი პეტრეს მიუტანა,რომელმაც იგი შეიძინა.

 

პეტრეს ქმედება დაკვალიფიცირდება ,როგორც 186-ე მუხლით[პირველი ეპიზოდი],ისე „ქურდობაში თანამონაწილებით’’[25,177-ე მუხ]

 

პავლეს ქმედება დაკვალიფიცირდება „ქურდობების ერთობლიობით’’ ცა-ცალკე ეპიზოდის მიხედვით[!]

 

„ქმედების დამამძიმებელი გარემოებები’’

·        186-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ „დამამძიმებელ გარემოებები’’  განმარტებულია საკუტრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების განხილვის დროს

·        მაგრამ 186-ე მუხლის თავისებურება ისაა,რომ მის მე-2 ნაწილში გათვალისწინებულ ერთ-ერთ „დამამძიმებელ გარემოებას’’ წარმოადგენს-“დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომობილის შეძენა ან გასაღება’’

·        ავტომობილის,როგორც „დანაშაულის საგნის’’ ცალკე გამოყოფა იმიტომ მოხდა,რომ ის წარმოადგენს „მომეტებული საფრთხის წყაროს’’ და ამასთან ავტომობილთან დაკავშირებული ამგვარი დანაშაულები მეტადაა გავრცელებული

 

    მუხლი 186. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება

1. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

) არაერთგზის;

) ავტომობილის მიმართ;

) დიდი ოდენობით;

) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

შენიშვნაამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

 

186-ე მუხლით გატვალისწინებული დანაშაულის განსხვავება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისგან[მუხ.194-ე]

·        186-ე მუხლში საუბარია მხოლოდ“დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებაზე“,ხოლო 194-ე მუხლში „უკანონო შემოსავალზე’’ [როგორც „დანაშაულებრივი გზით’’,ისე „სხვა სახის სამართალდარღვევის გზით მოპოვებულ ‘’ ასევე „დაუსაბუთებელ’’ ქონებაზე]

·        186-ე მუხლით აღწერილი ქმედებების[შეძენა,გასაღება,ფლობა,სარგებლობა] კრიმინალიზაცია მიზნად ისახავს საკუთრების უფლების დაცვას.

·        186-ე მუხლიტ აღწერილი დანაშაული“უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისგან’’ [მუხ.194] ძირითადად მოქმედების „მიმართულებიტ’’ განსხვავდება.

 

კერძოდ „უკანონო შეშემოსავლების[ქონების] ლეგალიზაციისას’’ დამნაშავე ასეთი ქონების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაბმით მის ლეგალიზებას ისახავს მიზნად,

 

რაც უნდა გამოვრიცხოთ 186- მუხლიტ გატვალისწინებული ქმედების[დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა,გასაღება,ფლობა,სარგებლობა] განხორციელების დროს[!]

 

186- მუხლიტ გატვალისწინებული ქმედების განხორციელების დროს დამნაშავეს „ანგარება’’ ამოძრავებს[!]

ამდენად,186-ე მუხლიტ გატვალისწინებული ქმედების განხორციელებისას პირს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზანი არ ამოძრავებს,მას ანგარება და გამორჩენის სურვილი ამოძრავებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მას არ ამოძრავებს მიზანი,ჯერ „გაატეთროს ‘’ ქომება,რატა შემდეგ თავისუფლად განკარგოს იგი საკუთარი შეხედულებისამებრ[ ნახე ამერიკული სერიალი „სოპრანოს კლანი’’],რაც მისი მიზანია „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისას’’[მუხ.194-ე]

 

ამრიგად , შემდეგი ქმედებების[შეძენა,გასაღება,ფლობა,სარგებლობა] შეფასებისას უნდა გაირკვეს ,რას ემსახურება ისინი: ა) „ფულის გათეთრებაში’’ დახმარებას[მუხ.375-ე] თუ პირადი სარგებლის მიღებას[მუხ.186-ე] ,რათა ის [186-ე მუხლიტ გათვალისწინებული ქმედება] გავმიჯნოტ 194-ე და 375-ე მუხლებიტ აღწერილი დანაშაულებისგან.

 

თუ პირს არც „შემოსავლის გათეთრების’’ და არც ძირითადი დანაშაულის მონაწილის დახმარების მიზანი არ ამოძრავებს და წინასწარი შეპირების გარეშე,მაგრამ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზიტ მოპოვებულ ქონებას შეიძენს,ფლობს,სარგებლობს ,ან ასაღებს პირადი მოტივით,მაშინ ის 186-ე მუხლიტ აღწერილ დანაშაულს ახორციელებს.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები