„გამოძალვა“ [მუხლი 181-ე]

 

·       გამოძალვა  არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართთული ე.წ.„სხვა დანაშაული’’[არადაუფლებითი]

·       სს-ვი დაცვის ობიექტია:“საკუთრების უფლება,“დამატებითი ობიექტი’’-ა)ადამიანის ჯანმრთელობა და ბ) მისი პატივი და ღირსება

·       დანაშაულის საგანი- ა) ნივთი[მოძრავი ან უძრავი ,ბ)ქონებრივი უფლება[„სამკვიდრო მოწმობა’’,“ხელშეკრულება’’ ,ან „სხვა დოკუმენტი ,რომლის თანახმად რაიმე ქონებრივი უფლება გადასდის დამნაშავეზე’’] ,ან გ)ქონებრივი სარგებელი[ანუ ქონებით სარგებლობის უფლება,ეს ხდება მაშინ როცა დამნაშავე მოითხოვს სხვისი ქონებით სარგებლობას]

·       ობიექტური მხარე-„გამოძალვა’’ გამოიხატება  გარკვეულ „ქმედებაში’’ და „ხერხში’

 

a.   გამოძალვისას „ქმედება’’  არის:

ა)სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონების გადაცემის მოთხოვნა

ბ)ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნა[მაგ. ანდერძით ქონების დატოვების მოთხოვნა]

გ) ქონებით სარგებლობის მოთხოვნა[მაგ. პირმა მოკვლის მუქარით მოითხოვა დაზარალებულისგან,მიზერულ ფასში მიაქირაოს მას კომერციული ფართი]

b.   გამოძალვის „ხერხები’’ არის:

ა)დაზარალებულის ან მისი ახლო ნატესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა

ბ)მათთვის ნივთის დაზიანების ან განადგურების მუქარა

გ)მათი სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა

დ)მათზე სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა,რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლება.

 

ამრიგად, „ქმედება’’ გამოძალვისას ყალიბდება 2 ურთიერთდაკავშირებული და დამოუკიდებელი მოქმედებისგან: ა)„მოთხოვნისგან’’ და ბ)„მუქარისგან’’

               

 

           „მოთხოვნა’’  გამოძალვისას

·        „მოთხოვნა’’ გამოძალვისას- გულისხმობს დამნაშავის მხრიდან პირისტვის ულტიმატიური ხასიათის კატეგორიულ შეთავაზებას,უსასყიდლოდ გადასცეს მას[გამომძალველს] ნივთი ან ქონებრივი უფლება ,ანდა ქონებით სარგებლობის უფლება.

·        გამოძალვად კვალიფიკაციისთვის დამნაშავის მოქმედება უნდა იყოს მის მიერ თავისი ქმედების  წინასწარი შეცნობა როგორც  მართლსაწინააღმდეგოსი.

·        იმ შემტხვევაში თუ „ქონების მოთხოვნის“ „კანონიერი საფუძველი’’ არსებობს [მაგ. შესრულებული სამუშაოსთვის თანხის გადახდა] სხვა სათანადო პირობების არსებობისას პირის ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც „თვითნებობა’’[მუხ. 360-ე ნაწ. მე-2] ანდა „მუქარა’’ [მუხ.151-ე]

ყურადღება: ასევე დაკვალიფიცირდება კრედიტორის ქმედება მოვალის მიმართ,მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში[!!!]

 

ამრიგად,დაიმახსოვრე : მხოლოდ სასამართლოს ძალით უნდა მოხდეს ქონების მოთხოვნა როცა  „კანონიერი საფუძველი’’ არსებობს[!!] და არა „გამოძალვის ხერხებში“ ჩამოტვლილი „მუქარებით’’ ,თორემ შენი ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც „თვითნებობა’’[მუხ. 360-ე ნაწ. მე-2] ანდა „მუქარა’’ [მუხ.151-ე]

 

მაგ. ,ვასოს მართებს პეტრეს ვალი,რასაც არაერთი შეხსენების მიუხედავად,არ უბრუნებს.ერთხელაც პეტემ დაურეკა ვასოს და კატეგორიულად მოსთხოვა ვალის დაბრუნება,წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა.ვასო შიშმა შეიპყრო.

 

ამ კაზუსში პეტრეს ქმედებაში არაა „გამოძალვის’’ ნიშნები,რადგან მას ამ თანხის კანონიერი საფუძველი ჰქონდა[მოიტხოვდა კუთვნილს].სხვა საკითხია ,რომ პეტრეს არ ჰქონდა უფლება,“სიცოცხლის მოსპობის მუქარით’’ მოეთხოვა ვალის დაბრუნება.

პეტრეს ქმედება შესაძლოა,დაკვალიფიცირდეს 151-ე მუხლით [„მუქარა’’],თუკი ის შიში,რაც ვასოს დაეუფლა „საფუძვლიანი’’ იყო[იხ.151-ე მუხლის ანალიზი]

·        იმისათვის,რომ „გამოძალვა’’ „დამთავრებულად’’ ჩაითვალოს,აუცილებელია[!] ,რომ პირის მართლსაწინააღმდეგო „მოთხოვნა’’ ცნობილი გახდეს დაზარალებულისთვის.

·        ყურადღება:შესაძლებელია,რომ „მოთხოვნა’’ დაზარალებულს წაუყენონ არა პირადად,არამედ ა)მე-3 პირის საშუალებით[!] ,ან ბ)„წერილობით’’ ,ანდა გ) სხვა გზით

·        შეიძლება მოხდეს ისე ,რომ „გამოძალვის ადრესატმა’’ საერთოდ „ვერ მიიღოს“ ან „ვერ გაიგოს’’ მისთვის წაყენებული „მოთხოვნის’’ არსი.

·        ასეთ შემთხვევაში ქმედება უნდადაკვალიფიცირდეს როგორც „გამოძალვის მომზადება’’

               

„მუქარა’’ გამოძალვისას

·        გამოძალვისას „მოთხოვნის’’[იხ. „მოთხოვნის“ სახეები ზემოთ] დაკმაყოფილება სხვადასხვა სახის „მუყქარით’’ ხდება[იხ. „მუქარის’’ სახეები ზემოთ]

ა)“ძალადობის მუქარა’’ -გამოძალვისას

 

·        „ძალადობის მუქარა’’ გამოძალვისას შიძლება იყოს ან არ იყოს საშიში ადამიანის სიცოხლისა და ჯანმრთელობისათვის

·        „ძალადობის მუქარად’’ გამოძალვისას  ჩაითვლება: ცემის,ჯანმრთელობის დაზიანების,თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის,მოკვლის მუქარა.ოღონდ აუცილებელია რომელიმე ეს  „ძალადობის მუქარა’’ მიმართული იყოს მომავლისკენ [!] და არ იყოს „იმწუთიერი’’

·        თუ „ძალადობის მუქარა’’ არის იმწუთიერი,სახეზე იქნება ,ან ა)“ძარცვის მცდელობა’’[თუ იგი არ იყო საშიში ანუ თუ ეს მხოლოდ „ცემის’’ მუქარაა] ,ანდა ბ)“ყაჩაღობის მცდელობა’’[თუ იგი ჯანმრთელობის დაზიანების,თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის,ან მოკვლის მუქარაა]

ძალადობის მუქარით გამოძალვის მაგალითი

მაგ.პეტრემ მოსთხოვა რესტორნის მესაკუთრეს,სამი დღის ვადაში გადაეცა მისთვის 20 000 აშშ დოლარი.წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა შვილის მოკვლით[ანდა თავად მესაკუტრეს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით]

 

იხ. „ძალადობის მუქარით’’ გამოძალვის ვიდეომაგალითი „კალდუნა’’ [სერიალი „ცხელი ძაღლი’’] თანხას სძალავს „ბუტკის’’[ჯიხურის] მეპატრონეს

https://www.youtube.com/watch?v=B5K-r3MTQAM

 

        ბ) „სხვისი ნივთის განადგურების ან დაზიანების მუქარით“ გამოძალვის  მაგალითად გამოდგება

                 შემდეგი შემთხვევა:

               პეტრემ რესტორნის მესაკუტრეს მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარის გადმოცემა,წინააღმდეგ შემტხვევაში

                 დაემუქრა,რომ დაუწვავდა რესტორანს[ან დაუზიანებდა მანქანას]

              ყურადღება:

             „სხვისი ნივთის განადგურების ან დაზიანების მუქარა’’ გამოძალვისას შიძლება იყოს

               როგორც „სამომავლო’’ ,ისე „იმწუთიერი’’

 

       გ) „სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა’’ გამოძალვისას

·       დაზარალებულის ან მისი ახლო ნატესავის მიმართ ასეთი მუქარა შეიძლება შეეხებოდეს მათ პირად ცხოვრებას,ჯანმრტელობას,ბიოგრაფიის სამარცხვინო ფაქტს,ასევე დაზარალებულის ან მისი „ახლო ნათესავის“  მიერ ადრე ჩადენილ დანაშაულს[!]

·       „ახლო ნათესავებში’’ იგულისხმება 109-ე მუხლის შენიშვნაში მითითებული პირები[!]

 

სისხლის სამართალში „ახლო ნათესავად’’ მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.[იხ. 109-ე მუხლის „შენიშვნა’’]

·       ის ცნობები,რომელტა გავრცელებითაც დამნაშავე იმუქრება,შეიძლება სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს და გამოგონილი იყოს,მაგრამ აუცილებლად დაზარალებულის ან მისი ახლო ნატესავის „სახელის გამტეხი’’ უნდა იყოს.

 

დ)“ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა,რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს პირის ან მისი ახლო ნათესავის უფლება.’’ [„შანტაჟი]

 

·       ასეთი მუქარა  გამოძალვისას შეიძლება შეეხებოდეს მათ „პირად საიდუმლოს’’[მაგ. „შვილად აყვანას’’] ან“კომერციულ საიდუმლოებას’’

მაგ.პეტრე დაემუქრა ივანეს,თუ არ ჩასვამდა მისი რესტორნის მოგების 20%-იან წილში,მის შვილს გაუმხელდა,რომ იგი „შვილად აყვანილი“ იყო.

·       „შანტაჟი’’ გამოძალვისას შეიძლება გულისხმობდეს „დაზარალებულისთვის არასაურველი ცნობების“[სულ ერთია, ნამდვილის თუ მოგონილის] გადაცემის მუქარას ა)საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვის[მაგ. პირის ტანამშრომლებისავის] ან ბ)თუნდაც ერთი პირისათვის [მაგ. მეუღლისათვის]

 

„მუქარის’’ გამოხატვის ფორმა -გამოძალვისას

 

·       „მუქარის’’ გამოხატვის ფორმას -გამოძალვისას მნიშვნელობა არ აქვს[!]

·       „მუქარა’’  გამომძალველმა შეიძლება გამოხატოს: ზეპირი ან წერილობითი ფორმით,ტელეფონით ან მე-3 პირის დახმარებით  .პირდაპირი მუქარით   ან ირიბად[შეფარულად] მუქარით[ე.წ. „გაფრთხილებით’’]

·       ყველა დასახელებულ შემტხვევაში აუცილებელია,რომ დაზარალებულის მიერ მუქარის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად[ანუ გარკვევით] იქნეს აღქმული[!]

ყურადღება:

·       „გამოძალვის  შემადგენლობის’’  არსებობისათვის  მნიშვნელობა არ აქვს „გამომძალველი“ რეალურად აპირებდა თუ არა მუქარის ასრულებას.

·       მთავარია „დაზარალებული’’ აღიქვამდეს მუქარას რეალურად[!]

 

ხხხხ

„გამოძალვის’’ განსხვავება „ძარცვისა’’ და „ყაჩაღობისგან’’

 

·       „გამოძალვის’’ დროს „ძალადობის მუქარა’’[ა]  მომავლისკენაა[!] მიმართული.

·       ქონების დაუფლება მაშინვე კი არ ხდება,არამედ გარკვეული დროს გასვლის შემდეგ

·       „ძარცვისას’’ და „ყაჩაღობისას’’ ქონების დაუფლება მაშინვე ხდება.

·       ოღონდ თუ გამომძალველი იყენებს  „ნივთის განადგურების ან დაზიანების მუქარას’’ ,იგი შეიძლება „იმწუთიერი ზიანის’’ მიყენების საფრთხესაც   გულისხმობდეს[!]

 

მაგ. პეტრემ მოსთხოვა ვასოს,გადმოეცა მისთვის ძვირადღირებული მანქანა,წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მისი იმწუთიერი განადგურებით.

მუქარის მეტი დამაჯერებლობისთვის მან აღნიშნულ მანქანასთან მიიტანა ბენზინით სავსე ჭურჭელი.

 

„გამოძალვა’’ ფორმალური დანაშაულია

·       „გამოძალვა’’ დამთავრებულია დაზარალებულისთვის მართლსაწინააღმდეგო „მოთხოვნის’’ წაყენების მომენტიდან[!]

·       ხოლო თუ მუქარა რეალურად განხორციელდება ქმედება „დანაშულთა ერთობლიობით’’ დაკვალიფიცირდება.

 

მაგ.

თუ გამომძალველის მიერ „ძალადობის მუქარა’’ რეალურად განხორციელდება ,ადგილი ექნება დანაშაულთა ერთობლიობას: „გამოძალვას’’[მუხ.181-ე] და „ძალადობას’’[მუხ.126-ე]

 

ანდა

თუ გამომძალველის მიერ“ნივთის განადგურების’’ მუქარა  რეალურად განხორციელდება ,ადგილი ექნება დანაშაულთა ერთობლიობას: „გამოძალვას’’[მუხ.181-ე] და „ნივთის განზრახ განადგურებას’’[მუხ.187-ე]

·        „ძალადობის’’ ფაქტობრივი გამოყენება 181-ე მუხლით არ არის მოცული,ამიტომ „ძალადობის ხარისხის’’ მიხედვით ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს „დანაშაულტა ერთობლიობით’’ :“გამოძალვით’’[მუხ.181-ე] და“ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ამა თუ იმ დანაშაულის მიხედვით’’[მაგ.|გამოძალვით’’ და „მკვლელობით’’]

·        თუ დამნაშავემ მუქარის მიუხედავად,ვერ მიაღწია მიზანს და დაზარალებულს ქონება ვერ გამოსძალა,ხოლო შემდეგ ძალადობის გამოყენებიტ მაინც დაეუფლა ქონებას,მაშინ ასეთ შემთხვევაში ,საქმე გვექნება დანაშაულთა რეალურ ერთობლიობასთან:[“გამოძალვა’’ და „ძარცვა’’ ]ანდა [„გამოძალვა’’ და“ყაჩაღობა’’]

ყურადღება:

·        დღეს მოქმედი კოდექსით „ცილისწამება’’ არაა დანაშაული.

·        ამიტომ დანაშაულთა ერთობლიობა’’ არ იქნება სახეზე,როცა გამომძალველი ,მართლაც გაახმაურებს „სახელის გამტეხ’’ ცრუ ცნობებს.[!]

 

ხხხ

გამოძალვის „სუბიექტური მხარე’’

 

·        „გამოძალვისას’’ „მოტივს’’ არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა,მაგრამ როგორც წესი ,“მოტივი’’ - ანგარებაა[!]

გამოძალვის –„ბრალის ფორმა’’

·        „გამოძალვის’’ ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’

ანუ

ა)დამნაშავემ „იცის’’ ,რომ ის უკანონოდ მოითხოვს „ნივთის’’ ან „ქონებრივი უფლების’’ მისთვის გადაცემას ან „ქონებრივი სარგებლის’’[წილის] მიღებას

ბ) დამნაშავეს „სურს’’  ეს.

 

 

გამოძალვის - „დამამძიმებელი გარემოებები’’

 

·        იხ. „ქურდობის’’[მუხ.177-ე] დამამძიმებელი გარემოებები [რადგან იგივეა]

 

 

    მუხლი 181. გამოძალვა

 +

1. გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) ჯგუფურად;

) არაერთგზის;

) დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები