„ცივი იარაღის ტარება’’[მუხ.238-ე- პრიმი]

 





  მუხლი 238​​​​1. ცივი იარაღის ტარება

 +

1. ა)ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის, ბ)ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა გ) იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერ (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ცივი იარაღის ტარება

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

შენიშვნა:

1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს:

) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;

) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით;

) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;

) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;

) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ამ ტანსაცმლის ნაწილია.

2. ამ კოდექსის მიზნებისთვის ცივი იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღიუჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ფლობს იმგვარად, რომ შეუძლია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება.

3. ეს მუხლი ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავ ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), თუ ცივი იარაღის ტარების აკრძალვა ამ ორდერითაა გათვალისწინებული.

4. პირს, რომელსაც აქვს მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აქვს აგრეთვე ცივი იარაღის ტარების უფლება.

 

·        ამ მუხლის „პირველი ნაწილით’’ „ცივი იარაღის ტარება“ ისჯება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

a.      ცივი იარაღის ტარებისთვის ადრე ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება[ადმინისრეაციული პრეიუდიცია]

b.      ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება

c.      იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერ (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ცივი იარაღის ტარება[ამ უკანასკნელ შემთხვევაში აუცილებელი წინაპირობაა ის რომ „ცივი იარაღის ტარების აკრძალვა’’ გათვალისწინებული იყოს[ეწეროს] „შემაკავებელ’’ ან „დამცავ’’ ორდერში[იხ. ამ მუხლის შენიშვნის ‘’ მე-3 ნაწილი]

·        ამრიგად, ამ მუხლის პირველი ნაწილით ქმედების [„ცივი იარაღის უკანონო ტარების“] „ამსრულებელია’’ 3 სახის „სპეციალური სუბიექტი.

·        კერძოდ, სახეზეა ისეტი „პერსონალური ნიანი’’,რომელიც ახასიატებს „ამსრულებლის’პიროვნებას[ანუ ეს ნიშანი მისი წარსული ბიოგრაფიის ნაწილია]

·        ამ მუხლის მე-2 ნაწილით ბრალის „დამამძიმებელ გარემოებას’’ წარმოადგენს „ცივი იარაღის ტარება  განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამარტლევი პირის მიერ’’

·        ასე რომ,მუხლის მე-2 ნაწილში გატვალისწინებულია ამ დანაშულის კიდევ ერთი „სხვა სახის’’ „სპეციალური ამსრულებელი’’ - ის ,ვინც ნასამართლევია „განზრახი დანაშაულისტვის’[და არა „გაუფრთხილებლობიტი დანაშაულისთვის’’]

·        ამასთან,არ აქვს მნიშვნელობა „განზრახი დანაშაულის’’ კატეგორიას[„ნაკლებად მძიმე’’,“მძიმე’’,თუ „განსაკუთრებით მძიმე’’]; მთავარია ეს ნასამართლობა არ იყოს „მოხსნილი’’ ,ან „გაქარწყლებული’’

·        შესაბამისად,თუ პირი ნასამართლევია“განზრახი დანაშაულისთვის’’,მას არ აქვს „ცივი იარაღის ტარების’’ უფლება.[!]

·        თუ პირი ნასამართლევია“განზრახი დანაშაულისთვის’ ,“შემაკავებელი’’ ან „დამცავი ‘’ ორდერში  „ცივი იარაღის ტარების’’ შესახებ ჩანაწერის არსებობა არარსებობას აღარ აქვს მნიშვნელობა

·        ასეთ ჩანაწერს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მუხლის პირველი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისას,ანუ როცა პირი არაა ნასამართლევი „განზრახი დანაშაულისთვის’’,თუმცა ის შეიძლება ადრე ნასამართლევი იყოს „გაუფრთხილებლობითი“ დანაშაულისთვის

·        „ცივი იარაღის კანონიერი ტარებისთვის’’ არაა დაწესებული ასაკობრივი ბარიერი -21 წელი[განსხვავებით ადრე მოქმედი კანონმდებლობისგან,როდესაც 21 წელს მიუღწეველს ეკრძალებოდა „ცივი იარაღის ტარება’’]

·        ისმის კითხვა,როგორ დაკვალიფიცირდება ქმედება,როცა „ცივ იარაღს ატარებს’’ პირი,რომელსაც „ერთდროულად’’ ახასიათებს ამ მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილითგათვალისწინებული ნიშანი;  ანუ ვთქვათ ის  ადმინისტრაციულსახდელდადებულია[დაჯარიმებულია] ნარკოტიკების მოხმარებისთვის და ამავე დროს „ნასამართლევია’’ „განზრახი დანაშაულისთვის’’ ?

·        პაუხი ასეთია: მას პასუხისმგებლობა დაეკისრება  2381-ე მუხლის მე-2 ნაწილიტ

მაგრამ ამავე დროს. „ბრალდების’’ ფორმულირებაში დაფიქსირდება უწინდელი „ადმინისტრაციულსახდელდადების’’[დაჯარიმების] ფაქტი.

 

·        ყურადღება: საქრთველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811-ე მუხლით დაწესებულია „ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა’’-„ცივი იარაღის ტარებისთვის’’

·        ამ მუხლის 1-ელი ნაწილით „ადმინისტრაციული ჯარიმით’’ ისჯება „ცივი იარაღის ტარება’: ქუჩაში,ეზოში,სტადიონზე,სკვერში,პარკში,საგანმანათლებლო დაწესებულებაში,სასამართლოში,აეროპორტში,კინოთეატრში,ტეატრში,საკონცერტო დარბაზში,კაფეში,რესტორანში,ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში,რკინიგზის სადგურში და სხვა „საზოგადოებრივი თავშეყრის’’ ადგილებში

 

    მუხლი 181​1. ცივი იარაღის ტარება

 +

ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში, სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით.

შენიშვნა:

1. ეს მუხლი არ ვრცელდება ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ანდა განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირზე. აღნიშნულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238​1 მუხლის შესაბამისად.

2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს:

) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;

) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით;

) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;

) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;

) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ამ ტანსაცმლის ნაწილია.

3. ამ კოდექსის მიზნებისთვისცივი იარაღის ტარებაგულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღიუჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ფლობს იმგვარად, რომ შეუძლია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება.

4. პირს, რომელსაც აქვს მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აქვს აგრეთვე ცივი იარაღის ტარების უფლება.

 

·        მუხ.2381-ეთი გათვალისწინებული „დანაშაულის საგანია’’„ცივი იარაღი’’

·        საქართველოს 2006 წლის კანონით „იარაღის შესახებ’’ [მუხ. მე-2 „ო’’ ქვპ.] :

 

 ცივი იარაღი  არის :იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად; [მაგ. ე.წ. „ფინური დანა’’]

·       არსებობს ასევე „ცივი სასროლი იარაღი’’

 

ცივი სასროლი იარაღიიარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;[მაგ.  „არბალეტი’’]

·        „კონსტრუქციული აგებულების’’ და „მოქმედების’’  მიხედვით განასხვავებენ:

 

a.      „მჩხვლეტავ’’[მახვილი ,დაშნა,ხიშტი]

b.      „მჩეხავ’’[ ხმალი,საჩეხელა]

c.      „მჩხვლეტავ-ბასრი’’[ხანჯალი,სანადირო დანა,ფინური დანა]

d.     „მსხვრევადდასარტყმელი’’[ კვერთხი,საჯიგველი]

·        „დამზადების’’ მიხედვით „ცივი იარაღი იყოფა’’:

a.      „ქარხნული წესით დამზადებული’’

b.      „კუსტარული წესით დამზადებული’’

c.      „თვითნაკეთი ცივი იარაღები’’

·        „ცივი იარაღი’’ შეიძლება იყოს „ცალმხრივ’’ და „ორმხრივ’’ გალესილი

·        „დანიშნულების ‘’ მიხედვით „ცივი იარაღი’’ იყოფა: სამხედრო,სანადირო,რეწვის იარაღად

ყურადღება:

·        საქრთველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811-ე მუხლის მე-2 ნაწილის და  2381-ე მუხლის „შენიშვნის’’ 1-ლი ნაწილის თანახმად,

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’  ან „დანაშშაულის’’ „საგნად’’ არ უნდა ჩაიტვალოსდანა“[რომელსაც იყენებს ფეხსაცმლის მკერავი,მზარეული,მონადირე,ფერმერი და ა.შ]

 

2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს:

) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;

) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით;

) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;

) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;

) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ამ ტანსაცმლის ნაწილია.

 

ყურადღება :

·        2381-ე მუხლის „ობიექტურ მხარეს’’ არ წარმოადგენს [ანუ ამ მუხლით არ დაისჯება] ისეთი ქმედება როგორიცაა: :“ცივი იარაღის’  ა) შეძენა ,ბ) შენახვა გ) გასაღება და ა. შ

„ცივი იარაღის ტარება’’- ცნება

·        2381-ე მუხლის „შენიშვნის’’ მე-3  ნაწილის თანახმად:

 

ცივი იარაღის ტარებაგულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღია)უჭირავს ხელში, ბ)მიმაგრებული აქვს სხეულზე, გ)ინახავს ტანსაცმელში ან დ)ფლობს იმგვარად, რომ შეუძლია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება.

 

ყურადღება:

შესაბმისად ,“ცივი იარაღის’’ მოთავსება ავტომანქანის საბარგულში და მოძრაობა მასთან ერთად- მოქმედი კანონმდებლობით [საქრთველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811-ე მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლი „ცივი იარაღის ტარებაა’’[!][რადგან პირს შეუძლია „დაუყონებლივ გამოიყენოს“ საბარგულში მოთავსებული „ცივი იარაღი’’]

 

·        დანაშაული „ცივი იარაღის ტარება’’ „დამთავრებულია’’ ზემოთ მითითებულ პირთა მიერ[იხ. „სპეციალური ამსრულებლები“ ამ მუხლის  1-ლი და მე-2 ნაწილში] „ცივი იარაღის ტარების’’ დაწყების მომენტიდან.

·        ეს დანაშაული „დენადია“

·        ეს დანაშაული „ფორმალური შემადგენლობისაა’’ და ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის არაა აუცილებელი „მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა’’[ანუ „აბსტრაქტული საფრთხის დელიქტია]

·        თუკი პირმა „ცივი იარაღის უკანონო ტარებისას“  „გამოიყენა“ ის და ჩაიდინა სხვა დანაშაული,მაშიუნ მისი ქმედება კვალიფიცირდება „დანაშაულთა ერთობლიობით’’,გარდა იმ შემთხვევისა როცა „იარაღის გამოყენება ’’ არის ამ სხვა დანაშაულის შემადგენლობის „აუცილებელი ნიშანი’’[ მაგ. „უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრობა’’ 223-ე მუხ.] „ბანდიტიზმი’’[მუხ.224-ე] „ხულიგნობა’’[ მუხ.239-ე მე-3 ნაწ]

·        ამ დანაშაულის „სუბიექტური მხარე’’:  „სპეციალური’’ ამსრულებლის „მოტივს’’ და მიზანს’’ არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა[ ანუ სასამართლოს დამნაშავის მიზნის და მოტივის გარკვევა მისი ქმედების  მუხლით“ცივი იარაღის ტარება’’    კვალიფიკაციისთვის არ სჭირდება

·        ამ დანაშაულში  „სპეციალური ამსრულებლის’’  „ბრალის’’ ფორმა  არის „პირდაპირი განზრახვა’’; ანუ  ა)პირმა „იცისს’’ რომ  უკანონოდ ატარებდს „ცივ იარაღს’’ და ბ) სურს ეს

·        ყურადღება::თუკი პირი „შეცდომით ფიქრობს’’,რომ ატარებს „საყოფაცხოვრების დანიშნულების დანას’’ 2381-მუხლით მისი  პასუხისმგებლობა გამორიცხულია.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები