"ქურდული სამყაროს წევრობა" , "კანონიერი ქურდობა "[მუხ.223-ე პრიმი ]
·
2231-ე მუხლის მიზანია „ქურდული სამყაროს’’ თვითნებობის ქვეყანაში
აღმოფხვრა
ხ
·
ხოლო თავად „ქურდული სამყაროს
‘’ მიზანია
გააკონტროლოს ა) „კრიმინალური[ქურდული] სამყარო’’ და ბ) „სამეწარმეო სფერო’’[ბიზნესი] და
გ) განახორციელოს „ქურდული მართლმსაჯულება’’
ხ
·
2231-ე მუხლის დანაშაულის “ამსრულებელია’’ : ან ა)“ქურდული სამყაროს წევრი’’ ან ბ) „კანონიერი ქურდი’’ [ანუ„სპეციალური
ამსრულებელი’’]; ისინი ,ჩვეულებრივ, არიან სრულწლოვანი პირები
მუხლი 2231. „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“
+
1. „ქურდული სამყაროს“ წევრობა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
2. „კანონიერი ქურდობა“ –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
ხ
დანაშაულის „ობიექტური მხარე’’
·
ამ მუხლით დასჯადი ქმედებაა: ა)
„ქურდული სამყაროს წევრობა’’
,ან ბ) „კანონიერი ქურდობა“
ხ
·
„ქურდული სამყაროს’’, „ქურდული
სამყაროს საქმიანობის’’ „ქურდული სამყაროს წევრობის’’
,და „კანონიერი ქურდობის“ ცნებების შინაარსის გსაგებად უნდა მივმართოთ 2018 წლის კანონს“ორგანიზებული დანაშაულის და რეკეტის შესახებ’’
ხ
·
ამ კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის
თანახმად:
1. „ქურდული სამყარო“ – „პირთა ნებისმიერი ერთობა“, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს საქმიანობის“ განხორციელებაზე.
2. „ქურდული სამყაროს“
საქმიანობა – „ქურდული სამყაროს“ წევრის/ ან „კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული: დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია: ა) თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან ბ)უპირატესობის მიღება, გ)ძალაუფლების ან/და დ)გავლენის მოპოვება/მინიჭება.
·
ამდენად, სადღეისოდ მოქმედი რეგულაციით „ქურდული სამყაროსთვის’’
დამახასიათებელია რამდენიმე ნიშანი:
1) სახეზეა „პირთა ერთობა“[ „საძმო’’]
2) ეს „ერთობა’’ შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს საქმიანობის
‘’ განხორციელებაზე
3) ამ „ერთობის’’ „საქმიანობა
‘’ უნდა ხორციელდებოდეს შემდეგი ხერხებით:
დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით,
4) ამ „ერთობის’’ მიზანი უნდა იყოს : „თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება.’’
ასე,რომ
სახეზეა „მიზნით დაფუძნერბული დელიქტი’’ სადაც მიზანი არის ქმედების ნიშანი და სწორედ ამსრულებლის მიზანი აფუძნებს ამ
დანაშაულს.
ხ
· ამავე კანონის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად :
3. „ქურდული
სამყაროს“ წევრი – ა)პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე ბ)პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
4. „კანონიერი ქურდი“ – პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „პირთა გარკვეულ ჯგუფს.“
„ქურდული
სამყაროს წევრობა’’[ პირველი ვარიანტი]
·
პირველ ვარიანტად ჯერ განვიხილოთ
პირი, რომელიც ა) „აღიარებს’’ „ქურდულ სამყაროს“ და
ბ)“ აქტიურად მონაწილეობს“ მის საქმიანობაში“[ანუ განვიხილოთ ჯერ „წევრობის“
პირველი შემთხვევა]
ა)„აღიარებს’’
·
ყურადღება: არა მხოლოდ პირმა უნდა „აღიაროს’’ „ქურდული სამყარო’’,არამედ „ქურდულმა სამყარომაც’’ უნდა აღიაროს პირი და მიიღოს თავის წევრად;[ანუ მუხლში ნახსენები
„აღიარება’’ აუცილებლად უნდა იყოს „ორმხრივი’’]
· წინააღმდეგ შემთხვევაში პირი ვერ ჩაიტვლება „ქურდული სამყაროს წევრად’’
ბ)“აქტიურად
მონაწილეობს’’
·
„აქტიურად მიიღოს მონაწილეობა „ქურდული სამყაროს საქმიანობაში’’
კი ნიშნავს რომ პირმა უნდა განახორციელოს იმ
ხერხებიდან ერთ-ერთი ,რომლებიც კანონის
მე-3 მუხლის მე-2 ნაწილშია ჩამოთვლილი,კერძოდ:
დაშინება, მუქარა, იძულება, დუმილი, „ქურდული შეკრება“/„ქურდული გარჩევა“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმა, დანაშაულის ჩადენა, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზება, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებია ან სხვა უკანონო ქმედება,
ხ
·
მიმოვიხილოთ „ქურდული სამყაროს საქმიანობის’’ სწორედ ეს ხერხები,რომელთა „აქტიური
გამოყენებაც“ სავალდებულოა „ქურდული სამყაროს წევრობისთვის’’
ა) „დაშინება’’
·
„დაშინებაში’’ იგულისხმება ფსიქიკური
ზემოქმედების ნებისმიერი ხერხი,გარდა 151-ე მუხლით[„მუქარა’’] გათვალისწინებულისა
·
„დაშინების’’ მაგალითები: „შენი საქმე
ცუდად წავა’’,“აგაწიოკებ’’,“განანებ’’,“არ გაგახარებ’’,“შენი აჯობებს,თუ არ დამემორჩილები’’
, და სხვა
ბ) „მუქარა ‘’ და „იძულება’’
·
„მუქარა და’’ „იძულება’’ ისევე უნდა
გავიგოთ,როგორც სსკ 150-ე და 151- ემუხლებში[იხ.
ამ მუხლების ანალიზი]
გ) „დუმილის
პირობები’’
·
აქ უნდა ვიგულისხნოთ ისეთი შემთხვევა,როცა“ქურდული
სამყაროს წევრი’’ „დუმილის[უმოქმედობის] სანაცვლოდ [ანუ სადავო საკითხში ჩაურევლობის
სანაცვლოდ] თავისთვის „სარგებლისა“ ან „ უპირატესობის“ მიღებას ითხოვს
დ)“ქურდული
შეკრება’’
· ასეტად მიიჩნევა ორი ან მეტი „ქურდული სამყაროს წევრის’’ და „კანონიერი
ქურდის’’ შეკრება ან დაკავშირება[ანუ კომუნიკაცია] ნებისმიერი ფორმით[მათ შორის ელექტრონული
კომუნიკაციის საშუალებით]
ა)პირთა
„ქურდულ სამყაროში გაწევრების’’ .ბ)“წევრობის შეწყვეტის’’ გ) „სტატუსის შეცვლის ან
დ)“ქურდული სამყაროს’’ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის[მატ შორის,ფინანსურ-მატერიალური
რესურსის[ანუ „ობშჩიაკის’’ რუს.] განკარგვის საკითხის] განხილვა-გადაწყვეტის მიზნით
· მაგ.“ქურდული
სამყაროს’’ წევრ პირთა გარკვეული ჯგუფი ინტერნეტის
გამოყენებით თათბირობს,თუ რა გზით შეიძლება ფინანსების მოპოვების „ახალი წყაროს’’
გამონახვა.[ესეთი თათბირი ჩაითვლება „ქურდულ შეკრებად’’][იხ.
ზემოთ ხსენებული კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწ.]
6. „ქურდული შეკრება“ – ორი ან ორზე მეტი პირის შეკრება ან დაკავშირება ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), პირთა „ქურდულ სამყაროში“ გაწევრების ან წევრობის შეწყვეტის, სტატუსის შეცვლის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის (მათ შორის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის საკითხის) განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.
ე) „ქურდული
გარჩევა’’
·
მასში იგულისხმება „ქურდული სამყაროს
წევრის’’,კერძოდ „კანონიერი ქურდის’’ მიერ ა)ამა თუ
იმ პირის ქმედების შეფასება[მათ
შორის „ქურდული სამყაროს წევრის’’ ქმედების
შეფასება ] ანდა ბ)პირთა შორის [ქონებრივი]
„დავის’’ განხილვა-გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით[მათ შორის
ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით],“ქურდული სამყაროს საქმიანობის’’ განხორციელების
მიზნით[იხ. ამავე
კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწ.]
·
ამრიგად,„ქურდული გარჩევის’’ დროს
„კანონიერი ქურდი’’
მოსამართლის როლში [!] გამოდის[!]
5. „ქურდული გარჩევა“ – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.
ვ)“დანაშაულებრივ
ქმედებებში „არასრულწლოვანთა ჩაბმა“ და „|დანაშაულისკენ წაქეზება’’
·
დანაშაულის „არასრულწლოვანტა დანაშაულში
ჩაბმის’’ არსებობისთვის არაა აუცილებელი იმის დამტკიცება,რომ ისინი „ქურდული სამყაროს წევრმა’’ დაიყოლია დანაშაული ჩადენაზე
რადგან შესაძლებელია“არასრულწლოვნებს’’ თავადაც ჰქონდათ გადაწყვეტილი დანაშაულის[მაგ. ქურდობის’’
] ჩადენა
·
მაგრამ დანაშაულის „არასრულწლოვანტა
დანაშაულში ჩაბმის’’ არსებობისთვის
საკმარისია
,რომ „ქურდული სამყაროს წევრმა’’ ჩააბას ისინი ,რომელიმე
დანაშაულში [ქურდული სამყაროს რომელიმე „ნიზნის ‘’ მისაღწევად იხ. ეს „მიზნები’’
ზემოთ]
·
ყურადღება: „არასრულწლოვანთა ჩაბმა’’ დანაშაულში „ქურდული სამყაროსთვის’’ სისტემატურ ხასიათს
ატარებს,ანუ „ქურდული სამყარო’’ დანაშაულში
სისტემატურად აბამს არა ერთ,არამედ რამდენიმე არასრულწლოვანს[დანაშულში მხოლოდ
ერთი არასრულწლოვანის ჩაბმით“ქურდული სამყარო’’ ვერ მიაღწევს თავის მიზანს და ამდენად,ასეთი
ქმედება[ერთი არასრულწლოვანის ჩაბმა ] არაა ტიპური ამ სამყაროსთვის]
ხ
·
რაც შეეხება „დანაშაულის ჩადენისკენ
წაქეზებას’’,ამ შემთხვევაში „ქურდული სამყაროს წევრი’’ პირის დაყოლიებისთვის იყენებს ნებისმიერ იმ ხერხს,რაც საერთოდ გამოიყენება წაქეზებისას.
·
ყურადრება: „დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზება’’
როგორც დანაშაულის
ხერხი,სახეზეა მხოლოდ
მაშინ[!],თუ „წაქეზებულმა პირმა’’ მართლაც
წამოიწყო დასჯადი სტადიის განხორციელება.[ეს დაიმახსოვრე]
ზ)
“დანაშაულის ჩადენა’’
·
ეს ხერხი გულისხმობს „ნებისმიერი განზრახი დანაშაულის’’ ჩადენას
„ქურდული სამყაროს’’ რომელიმე „მიზნის’’ მისაღწევად
·
გავიხსენოთ,კანონის მე-3 მუხლის მე-2
ნაწილის თანახმად „ქურდული სამყაროს’’ „მიზნებია’’ :
„თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება“
·
დანაშაული „„ქურდული სამყაროს“ წევრობა’’ „დამთავრებულია“ „ქურდული სამყაროს ‘’ „აღიარებასთან“
ერთად ერთ-ერთი დანააულებრივი ქმედების ჩადენისტანავე[მაგ. „მუქარის’’,“ქურდული
გარჩევის’’ ასხვა] და მნიშვნელობა არ აქვს,მიაღწია თუ არა „ქურდული
სამყაროს წევრმა’’ ამ „სამყაროს’’ „მიზანს’’[ „ქურდული სამყაროს’’ ქმედებები და მიზნები იხ.კანონის მე-3 მუხ. მე-2 ნაწ]
ხ
·
როდესაც „ქურდული სამყაროს’’
წევრი ჩაიდენს კონკრეტულ დანაშაულს ამ სამყაროს „მიზნის’’ განსახორციელებლად ,ხშირ შემტხვევაში,მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს
„დანაშაულთა ერთობლიობით’’
·
მაგ. თუ მან გაქურდა ბანკი,ქმედება
უნდა დაკვალიფიცირდეს ,როგორხც „ქურდობით’’[177-ე მუხ.მე-2 ნაწ. „ბ’’ პუნქტ],ასევე
2231-ე მუხ. 1ნაწილით“ქურდული სამყაროს წევრობა’’]
ხ
შენიშვნა:
·
საკითხის იმგვარი გადაწყვეტა,რომ ყველა შემთხვევაში
„ქმედება’’ დაკვალიფიცირდეს „დანაშაულთა ერთობლიობით’’ არ
არის მართებული
·
რადგან გამოვა,რომ ერთი და იგივე ქმედებას [ამ მაგალითში „ქურდობას’’] ორჯერ ეძლევა
„კვალიფიკაცია’’[177-ე მუხ.მე-2 ნაწ. „ბ’’ პუნქტ],ასევე
2231-ე მუხ. 1ნაწილით] რადგან“ქურდული სამყაროს წევრობის’’ ობიექტური მხარის ერთ-ერტი აუცილებელი ნიშანი[„აქტიური მონაწილეობა“,ანუ „ქურდული
სამყაროს ‘ მიზნების მისაღწევად „დანაშაულის ჩადენა“]ამ მაგალითში სწორედ „ქურდობის’’ ჩადენაში გამოიხატა[!]
·
აქედან გამოსავალი შემდეგშია: თუკი „ქურდული სამყაროს წევრმა’’
ჩაიდინა ისეთი დანაშაული,რომლის სანქცია უფრო მკაცრია,ვიდრე „ქურდული
სამყაროს წევრობის’’ ანუ 2231-მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია ,ქმედება „მხოლოდ ამ დროს’’ უნდა დაკვალიფიცირდეს „დანაშაულთა ერთობლიობით“.
·
ხოლო თუკი ჩადენილი დანაშაულის სანქცია ნაკლებია ან ტოლია
2231-მუხლის 1-ლი ნაწილის[„ქურდული სამყაროს წევრობა’’ სანქციისა,მაშინ
„ერთობლიობით კვალიფიკაცია’’ საჭირო არ
არის[!]
·
მაგ. როცა „ქურდული სამყაროს
წევრი ჩადის „იძულებას’’ ან „მუქარას’’[150-ე და 151-ე მუხლები].ამ დროს ეს „ქმედებები’’ რა თქმა უნდა,უნდა
დაფიქსირდეს „ბრალდებაში’’,როგორც „ქურდული სამყაროს წევრის „აქტიურობის’’ გამოვლინება’’,მაგრამ
„კვალიფიკაციაში’’ მან არ უნდა ჰპოვოს ასახვა.კვალიფიკაცია კი უნდა მოხდეს მხოლოდ
2231-მუხლის 1-ლი ნაწილით.
·
მართალია,დღეს“დანაშაულთა ერთობლიობისას’’ მოქმედებს სასჯელთა არა „შეკრების’’,არამედ „შთანთქმის’’ პრინციპი[რაც
გამორიცხული არაა მომავალში ისევ შეიცვალოს] და ამდენად,“დანაშაულთა ერთობლიობით“ კვალიფიკაცია „ფაქტობრივად
არ დაამძიმებს სასჯელს.
თ) “საკუთარი კრიმინალური გავლენის
გამოყენება’’
·
ეს ხერხი გულისხმობს ისეთ შემტხვევას,როცა
„ქურდული სამყაროს’’ წევრი „ამ სამყაროს რომელიმე
მიზნის“[კანომის მე-3 მუხ. მე-2 ნაწ] მისაღწევად თავად „უშუალოდ’ არ იყენებს ზემოთჩამოთვლილ რომელიმე ხერხს.
·
სხვაგვარად,რომ ვთქვათ ,იგი თავად უშუალოდ არ წყვეტს რაიმე საკითხს ამ
სამყაროს მიზნის შესაბამისად,არამედ საამისოდ სხვა პირს იყენებს.
·
კერძოდ,“ქურდული სამყაროს’’ წევრი
„სხვა პირზე’’ თავისი კრიმინალური გავლენით[კრომინალური
ავტორიტეტით[ და არა იმ გავლენით,რაც მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარეობს],ამ სხვა პირის მეშვეობით „აგვარებს საკითხს’’
·
„სხვა პირად’’,რომლის მეშვეობითაც
მოქმედებს „ქურდული სამყაროს’’ წევრი ,შიძლება მოგვევლინოს „სახელმწიფო მოხელეც’’ თუკი
მის მიმართ „ქურდული სამყაროს’’ წევრს „კრიმინალური გავლენა’’[„კრიმინალური ავტორიტეტი’’]
აქვს.
ი) „სხვა უკანონო ქმედება’’
·
ამგვარი „ხერხის’’ შემოღებით კანონმდებელი „გასაქანს აძლევს’’ სასამართლო პრაქტიკას[მოსამართლეს],თავად შეაფასოს „ქმედების’’ სამართლებრივი არსი და ჩათვლოს
იგი „ქურდული სამყაროს’’ მიერ თავისი მიზნის მისაღწევად ვარგის ხერხად.
·
მაგ. ასეთ „ხერხად’’ შეიძლება ჩაითვალოს
„კერძო პირის’’ „ მოსყიდვა’’,ასევე სამეწარმეო ან სხვა
ორგანიზაციის „წარმომადგენლის’’ „მოსყიდვა’’
[ხოლო თუ „მოსყიდულია’’ „სახელმწიფო მოხელე’’,მაშინ ,როგორც წესი სახეზეა არა „ქურდული სამყაროს წევრის’’ „საქმიანობის ხერხი“ ,არამედ „სამოხელეო დანაშაული’’[მაგ.“ქრთამის მიცემა’’]]
·
„სხვა უკანონო ხერხად’’
შეიზლება ჩაითვალოს „ქურდული სამყაროს წევრის მიერ’’ მოხელისთვის „აკრძალული საჩუქრის’’ გადაცემა მომავალში მისი კეთილგანწყობის[მადლიერების]
მოსაპოვებლად.
·
ასევე „ქურდული სამყაროს’’ პოპულარიზაციის მიზნით[ „გაპიარების მიზნით’’
] სხვადასხვა“საჯაროდ გამოხატული ქმედების’’
განხორციელება[ მაგ. „ქურდული სამყაროს წევრის’’
შეკვეთილი სტატიის ან ფილმის გამოქვეყნება,სადაც „დასაბუთებულია’’,რომ ამ ქვეყნად „სამართლიანობის’’ არსებობის ერთადერთი
გარანტი „ქურდული სამყაროა’’]
ს
„ქურდული სამყაროს წევრობა’’[ მე-2 ვარიანტი]
· პირი ა) აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, ბ)კავშირი აქვს მასთან და გ)სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
·
ამ ვარიანტში აუცილებელი აღარაა პირმა „აქტიურად იმოქმედოს „ქურდული სამყაროს’’ მიზნის შესაბამისად’’
·
საკმარისია,კუმულაციურად არსებობდეს
შემდეგი წინაპირობები: ა)აღიაროს „ქურდული
სამყარო’’[რაც გულისხმობს „ორმხრივ აღიარებას’’ იხ.ზემოთ] ბ)კავშირი ჰქონდეს მასთან[მაგრამ „პასიური
წევრობა’’ არ გვაძლევს ამ მუხლის შემადგენლობას].ეს იმას ნიშნავს,რომ პირის „ქურდულ
სამყაროს’’ წევრად „კურთხევის’’ შემდეგ მას „საქმიანი კავშირი“ უნდა ჰქონდეს ამ სამყაროსთან.აქ არ
იგულისმება „პირადი კავშირი’’ ამ სამყაროს ერთ რომელიმე წევრთან[მაგ. სატელეფონო კავშირი
მისი ან მისი ოჯახის მოკითხვის ან დაბადების დღის მილოცვის სახით],არამედ მასში იგულისხმება კავშირი ამ სამყაროსთან,რაც
ამ სამყაროს საქმიანობასთანაა დაკავშირებული. გ) სახეზე უნდა იყოს „აშკარად გამოხატული
ნიშნების ერთობლიობა,რომლებითაც დასტურდება,რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას
„ქურდული სამყაროს საქმიანობაში’’ მონაწილეობისთვის.
მაგ.პეტრემ,რომელიც „აღიარეს“ „ქურდული
სამყაროს წევრად’’,ამ სამყაროსგან მიიღო „დავალება’’
ე.წ. „ქურდული სალაროსთვის’’[„ობშჩიაკისთვის’’] კერძო პირთაგან და სამეწარმეო ორგანიზაციებიდან
თანხის აკრეფის შესახებ და „თანხმობა განაცხადა ‘’[ანუ გამოხატა
მზადყოფნა] ამაზე. .პეტრე, მხილების შემთხვევაში,დაისჯება
„ქურდული სამყაროს წევრობისთვის’’[თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. იხ. 2231-ე მუხ.
1-ლი ნაწ.]
ხხხხხ
„სუბიექტური მხარე ‘’
·
სახეზეა „მიზნით დაფუძნებული’’ დელიქტი
·
„ქურდული სამყაროს ‘’ მიზანია
„თავისთვის’’[ანუ ამ სამყაროსთვის] ან „სხვისთვის’’[მაგ. „სხვა’’ შეიძლება იყოს რაიმე პოლიტიკური ძალა ,რომლის „საამებლად’’ მოქმედებს „ქურდული სამყარო’’,რათა მომავალსი ამ პოლიტიკური
ძალისგან მიიღოს მხარდაჭერა] ,“სარგებლის’’[მაგ.
„მატერიალური სარგებლის’’] ან „უპირატესობის’’[მაგ.
„ქურდული სამყაროს’’ავტორიტეტის გაზრდა] მიღება.
·
„ქურდული სამყაროს ‘’ „მიზანი’’
ასევე შეიძლება იყოს „ძალაუფლების’’[მაგ.“პოლიტიკური
ძალაუფლების’’ ] მიღება ან „სხვისთვის’’ მინიჭება,ასევე „გავლენის’’[მაგ.
„ბიზნესზე გავლენის] მოპოვება ან „სხვისთვის’’
მინიჭება
ხხხ
„ბრალის ‘’ ფორმა
·
„ბრალის’’ ფორმის მიხედვით სახეზეა
„განზრახი’’ დანაშაული.
·
კერძოდ, მისი,როგორც „მიზნით დაფუძნებული
დელიქტის’’ ჩადენა შესაძლებელია „პირდაპირი განზრახვით’’
·
ანუ, ა) პირს გაცნობიერებული აქვს,რომ
„აღიარებს’’ „ქურდულ სამყაროს,ჩადის კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილ რომელიმე
ქმედებას ამ სამყაროს „მიზნების’’[იხ, სუბიექტური
მხარე’’] შესაბამისად და ბ) :სურს ‘’ ეს
·
ანდა ა) გაცნობიერებული აქვს,რომ“აღარებს’’
„ქურდულ სამყაროს’’ , „კავშირი აქვს’’ მასთან,“მზადაა ჩაიდინოს შესაბამისი ქმედებებ’’[„შეასრულოს
ა სამყაროს „დავალებები’’] და ბ) „სურს ‘’ ეს
ხ
„კანონიერი ქურდობა’’ [2231-ე მუხლის
მე-2 ნაწილი ]
·
ამ მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „კანონიერი ქურდობისთვის’’
მუხლი 2231. „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“
+
1. „ქურდული სამყაროს“ წევრობა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
2. „კანონიერი ქურდობა“ –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
·
2018 წლისკანონით „ორგანიზებული დანაშაულის და რეკეტის შესახებ’’[მე-3
მუხ. მე-4 ნაწ] განსაზღვრულია „კანონიერი ქურდის’’ ცნება
4. „კანონიერი ქურდი“ – პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „პირთა გარკვეულ ჯგუფს“.
·
მოქმედი კანონმდებლობით,არაა სავალდებულო „კანონიერი
ქურდი’’ იყოს „ქურდული სამყაროს წევრი’’
·
„კანონიერი ქურდი’’,რომ იყოს ამისთვის საკმარისია პირი „ქურდული სამყაროს მეთოდების [ხერხების] გამოყენებით“[იხ. ზემოთ] ან მართავდეს ,ან ორგანიზებას უწევდეს „ქურდულ სამყაროს’’ ან „პირთა გარკვეულ ჯგუფს’’
ა) „ქურდული სამყაროს ორგანიზება’’ [„კანონიერი ქურდობის’’ პირველი
ნიშანი]
·
„ქურდული
სამყაროს ორგანიზება“ ნიშნავს „პირთა ერთობის’’ [„საძმოს’’] ჩამოყალიბებას“.
· კერძოდ,
წევრების გამოძებნას და გადმობირებას,სპეციალური წესების დადგენას
ან სხვის[ანუ სხვა კანონიერი ქურდის] მიერ დადგენილი წესების აღიარებას,მათ გაცნობას
„საძმოს’’ წევრებზე[ანუ „ქურდული სამყაროს წევრებზე’’] მათგან პირობის მიღებას,რომ
დაემორჩილებიან ამ წესებს,ასევე „საძმოს’’ სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ა.შ.
·
ამდენად,“ქურდული სამყარო ‘’ „ორგანიზებულად’’ ჩაითვლება : ა) „საძმოს შექმნის’’,ბ) ამ „საძმოსთვის’’ სათანადო
მიზნის ჩამოყალიბების და გ) სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების „მომენტიდან’’[!]
· „ქმედების’’
„ქურდული სამყაროს ორგანიზებად’’ კვალიფიკაციისთვის არაა საჭირო რომელიმე „კონკრეტული დანაშაულის“ ჩადენა.ე.ი.
„ქურდული სამყაროს ორგანიზება’’ არის
„ფორმალური,ანუ შედეგგარეშე დანაშაული’’,რომელსაც ჩადის მხოლოდ „კანონიერი ქურდი’’და,რომელიც დასჯადია „ქურდული
სამყაროს’’[„საძმოს’’] „ორგანიზების’’ მომენტიდან[!]
ბ)“ქურდული
სამყაროს მართვა’’[ „კანონიერი ქურდობის მე-2 ნიშანი]
·
„ქურდული
სამყაროს მართვა’’ გამოიხატება:
a.
„ცალკეული დავალებების მიცემაში
ამ სამყაროს[„საძმოს’’] წევრებისათვის
b.
კონკრეტული დანაშაულის ჩადენის
ხელმძღვანელობაში
c.
უდისციპლინო წევრის დასჯაში
და ა.შ.
·
მაგრამ ე.წ. „კანონიერმა ქურდმა’’ შეიძლება „მართოს’’ არა მარტო „ქურდული სამყარო’’
[„საძმო’’] ,არამედ „პირთა „სხვა’’ გარკვეული ჯგუფიც’’,რომლებსაც
არ „უღიარებიათ „ქურდული სამყარო’’ და არც მისი „წევრები’’ არიან ,მაგრამ შეიძლება
„საშველად ‘’ მიმართეს „კანონიერ
ქურდს’’ [წაიკითხე მარიო პიუზოს“ნათლიმამა’’ან ნახე ფილმი ] ანდა „კანონიერი ქურდი’’“იძულებისა და მუქარის’’ გამოყენებით ახერხებს ასეთი „სხვა’’ჯგუფის „მართვას“ ,ე.ი. ახერხებს დაიმორჩილოს[გააკონტროლოს]
ის.
·
მართალია კანონის ტექსტიდან ნათლად
არაა გამოკვეთილი,თუ რა იგულისმება „პირთა „სხვა’’ გარკვეულ
ჯგუფში’’,მაგრამ სადავო არ უნდა იყოს,რომ ესაა,როგორც წესი’’ , რომელიღაც სხვა „კრიმინალური ჯგუფი’’,და მათ“კანონიერი ქურდი’’ „ქურდული
სამყაროს მეთოდების’’ გამოყენებით „მართავს’’
·
თუმცა, ასევე შესაძლებელია ,რომ „პირთა „სხვა’’ გარკვეულ ჯგუფი’’ არ იყოს კრიმინალური
ჯგუფი[მაგ. იყოს „მეწარმეთა ჯგუფი’’,რომელთაგანაც „ხარკი’’ იკრიფება ]
ხ
·
ამრიგად „კანონიერი ქურდის’’ ქმედება[კანონიერი ქურდობა’’] შეიძლება გამოიხატოს
ან მხოლოდ „მართვაში’’[ტონი სოპრანო] ან
მხოლოდ „ორგანიზებაში’’[კრისტოფერ მოლტისანტი
და სხვა „კაპოები’’ სერიალიდან „სოპრანოს კლანი’’ ] ,ანდა მან შეიძლება ეს ორივე ფუნქცია შეასრულოს.[დონ კარლეონე]
ხ
· ამრიგად,
„კანონიერი ქურდის’’ 2231-ე მუხლის
მე-2 ნაწილიტ პასუხისგებაში მისაცემად უნდა დადასტურდეს[დამტკიცდეს]
,რომ იგი მოქმედებდა [ანუ „მართავდა’’ ან
„ორგანიზებას’’ უწევდა პირებს] „ქურდული სამყაროს
მეტოდების’’ შესაბამისად;[!]
· ამრიგად,პირის „კანონიერი ქურდობაში’’
ბრალდებისათვის არაა
საკმარისი მხოლოდ ის ფაქტი,რომ ეს პიროვნება საზოგადოებაში ცნობილია
„კანონიერი ქურდის ‘’ სახელით,არამედ აუცილებელია მას დაუმტკიცონ,რომ იგი „მართავდა’’ ან „ორგანიზებას’’
უწევდა „ქურდულ სამყაროს’’ [„საძმოს’’ /“საძმოებს’’] ან „პირთა გარკვეულ ჯგუფებს’’[კრიმინალურს
თუ არაკრიმინალურს] ,“ქურდული სამყაროს მეთოდებით’’
ხხხ
2231-ე მუხლის განსხვავება „ბანდიტიზმისგან’’[მუხ.224-ე]
1. „ბანდიტიზმის’’ აუცილებელი ნიშანია „ბანდის შეიარაღება’’,რაც
არაა დამახასიათებელი ჩვენს მიერ განსახილველი დანაშაულის ამსრულებლებისთვის,[ესენი
შეიძლება შეუიარაღებელნი
იყვნენ 2231-ე მუხლის დანაშაულის
ჩადენისას]
2. ბანდის „მიზანია’’ „შეიარაღებული თავდასხმების მოწყობა’’[ე.ი.
„განგსტერული დანაშაულის ჩადენა],რაც არაა
ჩვენს მიერ განსახილველი დანაშაულის „მიზანი’’
3. „ბანდიტიზმისთვის’’ არაა აუცილებელი რაიმე „სპეციალური ხერხით’’[მეთოდით] მოქმედედება,2231-ე
მუხლის დანაშაულის ჩადენისას კი მოითხოვება
„ქურდული სამყაროს მეთოდების’’ გამოყენება
4. „ბანდიტიზმისთვის’’ არაა აუცილებელი „სარგებლის’’ მიღება
ან „სხვა მიზანი’’ 2231-ე მუხლის დანაშაულის ჩადენისას კი მოითხოვება მიზანი იყოს „ქურდული
სამყაროს მიზანი’’[თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება.]
ხ
· 2231-ე
მუხლის დანაშაული არაა დენადი,ამიტომ
ამ მუხლის მოქმედება უნდა გავრცელდეს იმ პირებზე,რომლებმაც ჩვენს მიერ განხილული ქმედებები
ჩაიდინეს[მაგ.“ობშჩიაკის’’ შეკრება] 2231-ე მუხლის ძალაში შესვლის
შემდეგ[და არა მანამდე]
ხ
2231-ე მუხლის -პოსტ-კრიმინალური[წამახალისებელი] ნორმა
შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან ა)თანამშრომლობის შედეგად ირკვევა ბ)მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუკი გ)მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.
·
ეს პოსტ- კრიმინალური[წამახალისებელი ნორმა ვრცელდება როგორც „ქურდული
სამყაროს წევრზე’’,ისე „კანონიერ ქურდზე’’ [ადრე
ვრცელდებოდა მხოლოდ „ქურდული სამყაროს წევრზე’’]
·
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „სისხლის
სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო’’[ აქ იგულისხმება საგამოძიებო ორგანოები ]
[და არა სასამართლო ]
·
სს-ვი პასუხისმგებლობისგან გატავისუფლებისათვის საკმარისი არაა მხოლოდ „„სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოსადმი’’
ა)ნებაყოფლობითი განცხადება[ ანუ ნებაყოფლობითი
თანამშრომლობა ორგანოებთან] და არც ის
,რომ ბ)მის ქმედებაში არაა „სსხვა დანაშაულის
ნიშნები.
·
ამათთან ერთად გ)„უნდა გაირკვეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა[როგორც წესი იგულისხმება,რომ უნდა გაირკვეს „ქურდული სამყაროს’’ სახელით ჩადენილი დანაშაულის ჩამდენი
პირის ვინაობა,ვისი ვინაობაც მანამდე
საგამოძიებო ორგანოსთვის უცნობი იყო]
·
ანდა დ)“განმცხადებელი პირის
ხელშეწყობით უნდა შეიქმნას მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე გაუხსნელი დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები“[ამაში იგულისხმება ის ,რომ „საგამოძიებო ორგანოსთვის შესაძლოა ცნობილი
იყო[ან შესაძლოა არც იყო ცნობილი] მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ“,მაგრამ
აქამდე ვერა და ვერ ხერხდებოდა იმ დანაშულის გახსნა]
Комментарии
Отправить комментарий