ქონებრივი დაზიანება მოტყუებით[185-ე მუხლი]

 



·       „ქონებრივი დაზიანება მოყუებით’’ არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართთული ე.წ.„სხვა დანაშაული’’[არადაუფლებითი]

·        სს-ვი დაცვის ობიექტია:“საკუთრებითი ურთიერთობები’’

·        ამსრულებელი :საერთო სუბიეტი[14 წელს მიღწეული,შერაცხადი პირი]

 

შენიშვნა:თუ ეს ქმედება ჩადენილია „თანამდებობის პირის’’ მიერ თავისი უფლებამოსილებების გამოყენებით და სამსახურებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით: ან როგორც“სამსახურებრივ უფლებამოსილებათა ბოროტად გამოყენება’’[მუხ.332-ე]ანდა როგორც „ქრთამის აღება’’[მუხ.338-ე]

·        დაზარალებული : ა) მესაკუთრე ან ბ) ქონების კანონიერი მფლობელი[ეს უფლებამოსილება პირს მინიჭებული უნდა ჰქონდეს ან კანონით,ან ხელშეკრულებით]

·        დანაშაულის ხერხი-„მოტყუება’’

„ქონებრივი დაზიანებაა მოტყუებით’’ თუ „თაღლითობა’’ ?

a.      „თაღლითობა’’ არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართთული „დაუფლებითი’’ დანაშაული,ხოლო  „ ქონებრივი დაზიანება მოტყუებით’’ არ არის „დაუფლებითი’’ დანაშაული

b.      „თაღლითობისას’’ მოტყუება არის სხვისი ქონებიდან ნივთის ამოღების ხერხი,ხოლო

 „ ქონებრივი დაზიანება მოტყუებით’’ გულისხმობს იმას,რომ დამნაშავე უფლებამოსილ მხარეს [მაგ. ბინის გამქირავებელს] არ აძლევს კუთვნილ სარგებელს,რა დროსაც დაზარალებულის ქონება მართალია არ მცირდება,მაგრამ ზიანი ადგება „აცდენილი მოგების სახით’’[კუთვნილი მოგების მიუღებლობით],სწორედ ამიტომ არაა იგი დაუფლებიტი დანაშაული[!]

c.      „თაღლითობისას’’ „მოტყუება’’ აუცილებლად წინ უძღვის სხვისი ნივთის დაუფლებას,ხოლო ქმედების „ ქონებრივი დაზიანება მოტყუებით’’კვალიფიკაციისთვის  ამას არ აქვს მნიშვნელობა,ანუ „მოტყუება’’ შეიძლება წინ უძღოდეს „ქონებრივ დაზიანებას’’ და შეიძლება არა[!]

 

მაგ.1  „გაპარული მდგმური’’[კლიენტის მიერ „გადაგდება’’]

 

პეტრემ დაიქირავა ბინა თვეში 600 ლარად,ფულის გადახდის დრო რომ მოვიდა,რამდენჯერმე იტხოვა მისი გადავადება,ბოლოს კი ბინიდან გაიპარა და პატრონს ქირა არ გადაუხადა.

 

სახეზეა 185-ე მუხლით გატვალისწინებული სისხლის სამართლის  დანაშაული და მნიშვნელობა არ აქვს იმის გარკვევას ,ბინის დაქირავებამდე ჰქონდა გადაწყვეტილი ბინის პატრონის მოტყუება ,ტუ ეს განზრახვა მისი დაქირავების შემდეგ აღმოუცენდა[!]

 

მაგ.2 -კლიენტების „ახევა’’  დამსაქმებლის კომპანიისთვის

 

შპს „რკინიგზის’’ მოლარემ მატარებლის გამცილებელთან წინასწარი შეთანხმებით მოქალაქეებისგან ისე აიღო თანხა,რომ ბილეთი არ გაუცია.მისი წერილით მისულ მგზავრებს გამცილებელი უპრობლემოდ ათავსებდა კუპეებში.ისინი იყოფდნენ მოქალაქეებისგან აღებულ თანხას-შპს“რკინიგზა’’ დაზარალდა აცდენილი მოგების სახით[!]

 

ამ მაგალითშიც სახეზეა 185-ე მუხლიტ გათვალისწინებული დანაშაული.

 

·        როგორც ხედავ,ეს ორი დანაშაული განსხვავდება ქონებრივი სარგებლის უკანონოდ მიღების მექანიზმით

·        თუ „თაღლითობისას’’ „მოტყუების’’ ხერხის გამოყენებით ხდება „სხვის საკუტრებაში’’ ან „სხვის  მფლობელობაში’’ არსებული „მოძრავი ნივტის’’ დაუფლება მისაკუტრების მიზნით,

„ ქონებრივი ზიანის  მოტყუებით’’ მიყენებისას  ნივთის „ამოღება’’ მესაკუთრისგან ან მფლობელისგან არ ხდება.

·        „ ქონებრივი ზიანის  მოტყუებით’’ მიყენებისას  მესაკუთრის  ქონება ან კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონება არ მცირდება 

·        185-ე მუხლის თავისებურება სწორედ იმაშია,რომ დამნაშავე თავის სასარგებლოდ იყენებს ფულად სახსრებს ან სხვა ქონებას,რომელიც მესაკუტრემ ვერ მიიღო,თუმცა „ნორმატიული აქტის საფუძველზე’’ ქონება შეტანილი უნდა უოფილიყო მესაკუტრის ან სხვა კანონიერი მფლობელის ქონებრივ ფონდში.

 

მაგ.3 „გაქცეული მგზავრი’’[კლიენტის მიერ „გადაგდება’’]

ირაკლიმ იქირავა ტაქსი.დანიშნულების ადგილზე რომ მივიდა,ისე გაიქცა,რომ მძღოლს კუტვნილი თანხა არ გადაუხადა.შესაბამისად,ტაქსის მძღოლის ქონებრივ ფონდს არაფერი დაკლებია,მაგრამ მან ვერ მიიღო ის შემოსავალი,რაც კანონიერ საფუძველზე უნდა მიეღო,ირაკლის თავისი მოვალეობა რომ შეესრულებინა

 

ამრიგად,დანაშაულის „ ქონებრივი დაზიანება მოტყუებით’’[მუხ.185-ე] განხორციელებისას „ქონებრივი ზიანი’’ არ არის გამოხატული „პირდაპირ ზიანში’’,არამედ გულისხმობს „სარგებლის მიუღებლობას’’   საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონებიდან ,“მოტყუების’’ გზით.[!]

 

მძღოლს შეუძლია მოითხოვოს ირაკლის პასუხიმგებლობაში მიცემა 185-ე მუხლით[თუ ზიანი აღემატება 150 ლარს,ანუ თუ ზიანი „მნიშვნელოვანია’’ იხ. მუხ.მე-7 ნაწ. მე-2]

რაც შეეხება მე-3 მაგალითში „მგზავრობისას დახარჯული საწვავის ღირებულებას’’ მძღოლს უფლება აქვს“სამოქალაქო წესით’’[სამოქალაქო სარჩელით] მოითხოვოს მისი ანაზღაურება.

რადგან „საწვავი’’ არ არის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანი.

„საწვავი’’ არც „თაღლითობის’’[მუხ.180-ე] საგანია რადგან ირაკლის ეს საწვავი „ხელში არ ჩაუგდია“ მოტყუებით და „არ დაუფლებია“.

 

·        „მოტყუებით’’ [ხერხი]  „ქონებრივი ზიანის’’ მიყენებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა.

·        ერთ-ერთია ელექტროენერგიის,გაზის,გატბობის და სხვა კომუნალური გადასახადის სრული ან ნაწილობრივი გადაუხდელობა,რაც დაკავშირებულია მრიცხველის მონაცემის გაყალბებასთან[!]

 

მაგ. რესტორნის მეპატრონემ გააყალბა მრიცხველის მონაცემი და ნაცვლად 3000 ლარისა გადაიხადა 1000 ლარი.

ქმედება დაკვალიფიცირდება 185-ე მუხლით „ქონებრივი დაზიანება მოტყუებით’’[დაზარალებული: ელექტროენეერგიის მიმწოდებელი]

 

 

185-ე მუხლის დანაშაულის  მსგავსება მითვისებასა’’ და „გაფლანგვასთან’’[მუხ.182-ე]

 

·        როგორც „ქონებრივი დაზიანება მოტყუებით’’ ,ისე  „მითვისება-გფლანგვის’’ შემთხვევებში პირი ხელმძღვანელობს „ანგარებითი ‘’ მოტივით[!] ,ბოროტად იყენებს ქონების მესაკუთრის ნდობას[აღმოცენებულს „შრომითი  თუ სამოქლაქო-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე],რათა დაეუფლოს მისტვის „მინდობილ ქონებას’’

·        მაგრამ „მითვისებისა’’ და „გაფლანგვისგან’’ განსხვავებით იგი არ ეუფლება მესაკუთრის ქონებრივ ფონდში უკვე არსებულ ქონებას,არამედ უკანონოდ ეუფლება იმას,რაც ჯერ არაა გადასული პირის საკუთრებაში[!]

 

მაგ.4 „უბილეთო მაყრებლები’’ [ მუშაკის მიერ საკუთარი კომპანიის მოტყუება]

თეატრის მოლარემ გაყიდა ბილეთების ნაწილი,ხოლო რაღაც ნაწილზე ფული ისე აიღო,რომ ბილეთი არ გაუცია და კონტროლიორთან შეთანხმებით სპექტაკლზე ისე შეუშვა „უბილეთო მაყურებელი’’.

ჩადენილია არა „მითვისება’’ ,არამედ „ქონებრივი დაზიანება მოტყუებით’’[მუხ.185-ე]

ბილეთის გადაცემის გარეშე მიღებული თანხა,რაც მან მიისაკუთრა,არ იმყოფებოდა თეატრის „ქონებრივ ფონში’’ და ამდენად არ იმყოფებოდა მოლარის „მართლზომიერ მფლობელობაში’’.თეატრის“ქონებრივიფონდი’’ არ შემცირებულა,მაგრამ თეატრმა ვერ მიიღო კანონით კუთვნილი სარგებელი.

 

·        ხოლო როცა უფლებამოსილ პირს[მაგ. „შპს“რკინიგზის’’ მოლარეს] გაცემული აქვს სათანადო დოკუმენტი[მაგ“სამგზავრო ბილეთ’’],რიტაც მგზავრისგან აღებული თანხა იურიდიულად[თუმცა არა ფაქტობრივად] უკვე შპს“რკინიგზის’’ „ქონებრივ ფონდში’’ ჩარიცხულად ითვლება,მაგრამ მიღებულ თანხას ისაკუთრებს ეს მოლარე ,გვექნება „მითვისება’’[მუხ.182-ე] [რადგან მგზავრისგან აღებული თანხა იმყოფებოდა მის „მარტლზომიერ მფლობელობაში’’

 

·        „ქონებრივი დაზიანება მოტყუებით“[185-ე მუხლი] დამთავრებულია არა მოქმედების ჩადენის მომენტიდან,არამედ ქონების მესაკუთრისტვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის „ფაქტობრივი ქონებრივი ზარალის’’ მიყენების მომენტიდან

·        ანუ განსახილველი დანაშაული „შედეგიანიუ’’ დანაშაულია[!]

·        ამიტომ დამნაშავის „მარტლსაწინააღმდეგო ქმედებას’’ და დამდგარ შედეგს[„ქონებრივ ზიანს’’ ] შორის დადგენილ უნდა იქნეს „მიზეზობრივი კავშირი’’

 

„ქონებრივი დაზიანება მოტყუებით“-ის სუბიექტური მხარე[შემადგენლობა]

 

 

·        ამ დანაშაულის ჩადენისას სახეზეა:

a.      „ანგარების“ მოტივი

b.      „სხვის ხარჯზე სარგებლის მიღების“ მიზანი

„ქონებრივი დაზიანება მოტყუებით“-ის - „ბრალის ფორმა’’

·        დანაშაულის „ქონებრივი დაზიანება მოტყუებით“- ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’

·        ანუ

ა)დამნაშავემ „იცის’’ ,რომ „ატყუებს’’ ქონების მესაკუთრეს

 მისთვის „ცრუ ცნობების’’ მიწოდებით ,ან რეალურად არსებული ფაქტების შეუტყობინებლობით

ბ) ითვალისწინებს,რომ ამით დაზარალებულს „ქონებრივი ზიანი ‘’ მიადგება.

გ)სურს მისთვის ამ ზიანის მიყენება

 

 

„ქონებრივი დაზიანება მოტყუებით“-ის  - „დამამძიმებელი გარემოებები’’

 

·        იხ. „ქურდობის’’[მუხ.177-ე] დამამძიმებელი გარემოებები [რადგან იგივეა]

 

  მუხლი 185. ქონებრივი დაზიანება მოტყუებით

 +

1. ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები,

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

) არაერთგზის;

) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

) დიდი ოდენობით;

) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები