მითვისება ან გაფლანგვა [მუხ.182-ე]

 

        


·        მითვისება ან გაფლანგვა [მუხ.182-ე] საკუთრების წინააღმდეგ მიმართული „დაუფლებითი’’ დანაშაულია

·        სს-ვი დაცვის ობიექტია:“საკუთრებიტი ურთიერტობები’’.

·        ამსრულებელი:

 

 ა) მუხლის 1-ლ ნაწილში,კეძო პირი,რომელსაც მესაკუთრემ მფლობელობაში ან გამგებლობაში[„სამართავად’’] გადასცა მოძრავი,ან უძრავი ნივთი,ან ქონებრივი უფლება და

 

ბ)  ხოლო მუხლის მე-2 ნაწილში : თანამდებობის პირი[სახელმწიფო მოხელე] ,ან კერძო ორგანიზაციის ხელმძღვანელი,ან კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ სპეციალური უფლებამოსილებით  აღჭურვილი პირი.

·        დანაშაულის საგანი: უძრავი ნივთი,ან მოძრავი ნივთი,ან ქონებრივი უფლება

·        ობიექტური მხარე [ანუ ქმედების ობიექტური შემადგენლობა] გამოიხატება ორ ალტერნატიულ ქმედებაში, „სხვისი ნივთის[მოძრავის ან უძრავის]’’ ან „ქონებრივი უფლების“  უკანონო  ა) „მითვისებაში’’ ან ბ) „გაფლანგვაში’’

 

    მუხლი 182. მითვისება ან გაფლანგვა

 

1. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო [უკანონო]მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ[კანონიერ] მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

„მართლზომიერი მფლობელობა და გამგებლობა’’

[წინაპირობა,ანუდანაშაულის ერთ-ერთი ნიშანი]

 

·        „სხვისი ნივთი’’ დამნაშავის „მართლზომიერი მფლობელობა და გამგებლობა’’-ში იმყოფება როდესაც ა)ის ასრულებს  სამსახურებრივ მოვალეობას, ან როდესაც ბ)ის იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში  როდესაც გ)ის ასრულებს „სპეციალურ დავალებას’’[მაგ.ასეთი  „სპეციალური’’ უფლებამოსილებები აქვთ: დისტრიბუტორებს[მომმარაგებლებს],მოლარეებს,გამყიდველებს]

·        ამიტომ იმ პირის ქმედება ,ვისაც ამგვარი უფლებამოსილებები[იხ. „ა’’, „ბ’’, და „გ’’] არ აქვთ,მაგრამ თავიანთი სამუშაოს სპეციფიკის გამო,ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აქვთ შეხება „სხვის ქონებასტან’’[მაგ.,  „მტვირთავი’’, „მუშა’’ და სხვა] უნდა დაკვალიფიცირდეს არა 182-ე მუხლით[“მითვისება ან გაფლანგვა’’] არამედ როგორც „ქურდობა’’[მუხ.177-ე]

 

რა აქვთ საერთო „მითვისებას’’ და „გაფლანგვას’’ ?

·        საერთო მათ შორის ისაა,რომ ამ დანაშაულთა „სუბიექტებს’’[ამსრულებლებს] ახასიატებთ სპეციალური ნიშანი- ე.წ. „ფაქტობრივი შესაძლებლობა’’

·        ანუ მათ „ფაქტობრივი შესაძლებლობა ‘’ აქვთ [ე.ი. კანონიერად ხელი მიუწვდებათ]   „სხვის ქონებაზე’’

 

მაგ 1.

სანდრომ სარემონტოდ მიიყვანა თავისის ა/მანქანა ხელოსანტან.სათანადო ხელშეკრულება[ზეპირი ფორმით] დაიდო და ა/მანქანა ხელოსანმა დაიტოვა.რამდენიმე დღეში ხელოსანმა ეს მანქანა გაყიდა და ფული მიისაკუთრა

 

სახეზეა „მითვისება’’ [რადგან იურიდიულად მნიშვნელობა არ აქვს პირი მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთს უკანონოდ და უსასყიდლოდ პირდაპირ მიუერთებს თავის ქონებას ,თუ ჯერ გაყიდის და მიღებულ თანხას მიისაკუთრებს;

 

დაიმახსოვრე: „მითვისება’’ არის:  მართლზომიერ მფლობელობაში არსებული „სხვისი ქონების’’  ა)უკანონოდ და ბ)უსასყიდლოდ მიერთება საკუთარ ქონებასთან ან მისი ჯერ გაყიდვა და შემდეგ მიღებული თანხის მისაკუთრება [საზეპირო]

 

მაგ.2

დისტრიბუტორმა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივტის ნაწილი[რომელიც უნდა მიეტანა სავაჭრო ქსელში] მიისაკუთრა ისე,რომ მათში თანხა არ გადაუხდია სახეზეა არა ქურდობა,არამედ „მითვისება.’’

 

 

განსხვავება „მითვისებას’’ და „დროებით სესხებას’’ შორის

 

·        „დროებითი სესხება’’ არის როდესაც პირი უკანონოდ სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით,თუმცა გადაწყვეტილი აქვს მესაკუთრისთვის  ამის ნაზღაურება.[!][საზეპირო]

 

მაგ.

მაღაზიის განყიდველმა მესაკუტრისაგან ფარულად მატერიალური გასაჭირის გამო ხელფასის აღებამდე დარჩენილი დროით[ანუ რამდენიმე დღით] წაიღო მასზე მინდობილი ნავაჭრი თანხის ნაწილი .როცა ხელფასი მიიღო,ასევე ფარულად უკანვე დააბრუნა იგი.

 

სახეზე არაა“ დაუფლებითი დანაშაული“,რადგან ამ პირს არ ამოძრავებდა სხვისი ნივტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი[!]

ეს შემთხვევა შეიძლება დაკვალიფიცირდეს მხოლოდ „დისციპლინარულ გადაცდომად’’[მაღაზიის შინაგანაწესის დარღვევად]

 

 

 

„მითვისება’’

[ერთ-ერთი წინაპირობა,ანუ ამ დანაშაულის ერთ-ერთი ნიშანი]

 

·        „მითვისება’’- მოქმედებით ხდება,კერძოდ ხდება მატერიალურ ფასეულობათა ა) ამოღება კანონიერი მესაკუთრის ქონებრივი ფონდიდან და მათი ბ) დაუფლება.

·        როდესაც დამნაშვე მისთვის „მინდობილ ქონებას’’ ეუფლება [ჯაყო]თავის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით,წინასწარ გამოაცალკევებს მას „მესაკუტრის ქონებრივი ფონდიდან ,გადაანაცვლებს სივრცეში[თუ მოძრავი ნივტია] და მის პირად ქონებასთან გააერთიანებს“.

·        დანაშაული „მითვისება’’ „დამთავრებულია’’ იმ მომენტიდან,როდესაც ა)„სხვის ქონებას’’ დამნაშავე საკუთარ ქონებას უერთებს,მისი ,როგორც საკუთარის განკარგვის მიზნით და ბ)მიეცემა კიდეც მისი ფაქტობრივი განკარგვის შესაძლებლობა.

·        დამნაშავის შემდგომი მოქმედებები,მიმარტული დაუფლებული’’ ქონების არამართლზომიერი გამოყენებისკენ[მაგ. ამ ქონების გაყიდვა ან გაჩუქება],182-ე მუხლის ფარგლებს სცილდება,მაგრამ იგი არასოდეს  „გაფლანგვად’’ არ გადაიცევა[!][ ასე რომ იყოს,მაშინ უნდა ვაღიაროტ რომ პირმა ჩაიდინა,როგორც „მითვისება’’, ისე „გაფლანგვა’’,რაც არ იქნება სწორი-არ შეიძლება ერთი და იგივე პირმა ერთიდა იგივე ნივთ კიდეც „მიითვისოს’’ და კიდეც „გაფლანგოს’’,რადგან „მიტვისებული ნივთი’’ „მითვისების’’ „დამტავრებისთანავე’’ უკვე აღარ იმყოფება მიმთვისებლის ‘მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში’’.[!]

·        ნივთის „მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში’’ არსებობა კი აუცილებელი პირობაა არა მარტო „მითვისებისტვის’’,არამედ „გაფლანგვისათვისაც’’

მოსავალის გადაზიდვისას მისი  მისაკუთრება „მითვისებაა’’ თუ „ქურდობა’’  ?

 

·        სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე მძღოლების,ტრაქტორისტების,კომბაინერების და სხვატა დანაშაულებრივ მოქმედება,რაც მათთვის მინდობილი მოსავლის გადაზიდვისას მათ მისაკუთრებაში გამოიხატება,უნდა დაკვალიფიცირდეს არა „მითვისებად’’ ,არამედ „ქურდობად’’

·        მაგრამ თუკი აღნიშნული მუშაკი პროდუქციის ტრანსპორტირებასთან ერტად ასევე ასრულებდა ექსპედიტორის ფუნქციასაც[დისტრიბუტორი] ე.ი. ჰქონდა ოფიციალური საანგარიშგებო დოკუმენტი ქონების დასახელების,რაოდენობის,ასორტიმენტის თაობაზე და სხვა[მაგ.ასეთი დოკუმენტები აქვთ სატვირთო ფურების მძღოლებს,რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ ],მაშინ მისი მოქმედება „მითვისების’’ მუხლიტ დაკვალიფიცირდება.

 

       „გაფლანგვა’’

[ერთ-ერთი წინაპირობა,ანუ ამ დანაშაულის ერთ-ერთი ნიშანი]

 

·        გაფლანგვა’’ გულისხმობს ა)დამნაშავის „მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში’’ არსებული  სხვისი ქონების ა)გასაჩუქრებას[ანუ უსასყიდლოდ გადაცემას],ან ბ)დახარჯვას[მაგ. ქეიფსა და დროს ტარებაში] ,ანდა ბ)„მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში’’ არსებული  სხვისი ქონებით  გ)„პირადი ვალის გადახდას’’

·        დაიმახსოვრე: „გაფლანგვა’’ არ არის „მითვისების’’ შემდგომი ეტაპი.

·        „გაფლანგვა’’ არ არის „მითვისების’’ კერძო შემტხვევა[რადგან მოქმედების [„სხვისი ქონების ანგარებითი მიზნით გასხვისების’’] დაყოფა ორ დამოუკიდებელ დანაშაულად „მიტვისებად’’ და „გაფლანგვად’’ არ შეიძლება[ან ერთი უნდა იყოს სახეზე ან მეორე]

·        ერთი და იგივე ნივთი შეუძლებელია ერთდროულად“მიითვისონ’’ და „გაფლანგონ’’[იხ. ამის დასაბუტება ზემოთ]

·        „გაფლანგვის’’ სპეციფიკა იმაშია,რომ „მითვისებისაგან’’ განსხვავებით,დამნაშავის მიერ ქონების მფლობელობასა და მის უკანონო განკარგვას შორის არ არსებობს დროს ინტერვალი[ანუ „მფლანგველი“[დამნაშავე]   თან მართლზომიერად ფლობს თან ფლანგავს,ეს ორი რამ ერთდროულად ხდება]

·        „გაფლანგვა’’ დამთავრებულად ითვლება „სხვისი’’ მოძრავი ნივთის უკანონო განკარგვის მომენტიდან [ანუ როდესაც დამთავრდება მისი სრული გასხვისების პროცესი ანუ როდესაც  მე-3 პირს ვისაც გადაეცა ქონება შუძლია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი].

 

 

მაგ.1

 

მაღაზიის გამყიდველ პეტრეს მიაკითხა და ვალი მოსტხოვა ვასომ.პეტრეს ფული“ნაძლევში’’ ან „სხვაგვარ’’ აზარტულ თამაშში ჰქონდა ფული წაგებული .პეტრემ მაღაზიის სალაროდან აიღო შესაბამისი ტანხა და იქვე გადასცა მას.ამასთან პეტრეს არ ჰქონდა ამ თანხის მაღაზიაში დაბრუნების მიზანი. იგი ფიქრობდა,რომ როცა მაღაზიაში დანაკლისს აღმოაჩენდნენ,თავს გაიმართლებდა იმიტ,რომ არ იცის „სად წავიდა ეს ფული’’[ანუ თავს მოისულელებდა].ამდენად,მან მაღაზია მატერიალურად დააზარალა.პეტრემ ასეთი ქმედებით მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული თანხა უკანონოდ ამოიღო მესაკუთრის ქონებრივი ფონდიდან და უსასყიდლოდ გადასცა სხვა პირს „პირადი ვალის’’ დასაფარად.

თანხის გადაცემა „უსასყიდლოა’’ რადგან ა) მაღაზიას სანაცვლოდ არაფერი მიუღია და ბ) არც თანხის მიმღებ ვასოს მიუღია ის დამსახურებისამებრ[მაგ. გაწრული მომსახურების სანაცვლოდ]

ამ ორი პირობიდან მთავარია პირველი „სანაცვლოდ არაფრის მიღება’’ და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება იმას სამართლიანად მიიღო თუ არა ვასომ ეს ფული.

[სახეზეა  პეტრეს მიერ სხვისი მოძრავი ნივთის[ფულის] უკანონო განკარგვა ანუ „გაფლანგვა’’]

მაგრამ როცა პირი ჰყიდის მის მარტლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთს და მიღებულ თანხას ისაკუთრებს.,ასეთ დროს სახეზეა „მითვისება’’ და არა „გაფლანგვა’’,რადგან სამარტლებრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს[ანუ „მითვისებად’’ კვალიფიკაციისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს] იმას დამნაშავე მართლზომიერა მფლობელობაში არსებულ ნივთს პირდაპირ მიუერთებს თავის ქონებას თუ ჯერ გაყიდის და მისი ღირებულების ექვივალენტურ თანხას მიუერთებს საკუთარ ქონებას.

მაგ.2

მაღაზიის გამყიდველმა მასთან მოსულ მეგობარს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივტი[მაგ. მობილური ტელეფონი] „საჩუქრად’’ გადასცა,რითაც მაღაზია მატერიალურად დააზარალა.[სახეზეა სხვისი ქონების“გაფლანგვა’’]

 

როგორც ვხედავთ,ხშირად „გაფლანგვის’’ დაწყება და დამთავრება ერთიან აქტშია შერწყმული. [მაგალითად,მაღაზიაში გამყიდველი ანაზღაურების გარეშე გადასცემს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთს ამ სავაჭრო ქსელში მოსულ თავის ნათესავს[მეგობარს,ნაცნობს,“უბნის კაი ბიჭს’’ ,კუმირს და ა.შ.] და სხვა მსგავსი შემთხვევები

 

 

 

„მითვისების’’ ან „გაფლანგვის’’[ქმედებებია] სუბიექტური მხარე[ანუ შემადგენლობა] :

·        „მითვისებისას’’ ან „გაფლანგვისას’’ ამსრულებლის მოტივს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა,თუმცა იგი როგორც წესი,არის -„ანგარება’’

·        „მითვისებისას’’ ან „გაფლანგვისას’’ ამსრულებლის მიზანი არის-„სხვისი ქონების მარტლსაწინააღმდეგო მისაკუტრების  მიზანი’’. დაიმახსოვრე : ამ მიზნის გარეშე ქმედება „მითვისებად’’ ან  „გაფლანგვად’’ და შესაბამისად 182-ე მუხლით არ დაკვალიფიცირდება[!!]

·        ანუ  „სხვისი ქონების მარტლსაწინააღმდეგო მისაკუტრების  მიზანი’’- ამ დანაშაულის „დამფუძნებელია’’ [!][ მის გარეშე ეს დანაშაული [„მითვისება’’ ან „გაფლანგვა’’ არ გვაქვს]

ბრალის ფორმა

·        ბრალის ფორმის მიხედვით,ამ დანაშაულის,როგორც გამიზვნითი დელიქტის,ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით: ა)პირს გაცნობიერებული აქვს,რომ „ითვისებს“ ან „ფლანგავს’’  სხვის ქონებას რომელიც მას აქვს მინდობილი ბ) სურს ამის ჩადენა.

 

რა განსხვავებაა „მითვისებასა’’ - „გაფლანვასა’’ და „ქურდობას’’ შორის ?

 

·        ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი გამოიხატება დანაშაულის ამსრულებლის უფლებებში სხვისი ქონების მიმარტ[!]

·        „მითვისებისა’’ და „გაფლანგვის’’  დროს სხვისი ქონება არა მარტო დამნაშავის „მარტლზომიერ მფლობელობაში’’ იმყოფება შესაბამისი სამართლებრივი აქტის [მაგ. ხელშეკრულების]საფუძველზე,არამედ ხშირად ამ ქონების მიმართ მას გამგებლობის’’ უფლებამოსილებაც  გააჩნია.

·        ქურდობის დროს კი დამნაშავეს ან საერთოდ არავითარი კავშირი არა აქვს ამ ქონებასთან ან მის მიმართ მხოლოდ „ტექნიკური’’[მაგ.მტვირთავი] ან „საწარმოო ხასიათის’’[მაგ.ფაბრიკა-ქრხნის მუშა]  შეხება გააჩნია,რაც არ ანიჭებს მას რაიმე უფლებამოსილებას ამ ქონების : ა) მფლობელობის ბ)სარგებლობის გ) განკარგვის და დ) დაცვის  სფეროებში[შენიშვნა:სწორედ  ესენი იგულისხმება  „სხვისი ქონების’’ „მართლზომიერ მფლობელობაში’’]

 

მაგ.კონიაკის ქარხნის მუშამ სამუშაოს მსვლელობისას ფარულად აიღო რამდენიმე ბოთლი კონიაკი და სამუშაოს დამთავრების შემდეგ ასევე ფარულად გაიტანა იგი ქარხნის ტერიტორიიდან, სახეზეა არა „მითვისება’’,არამედ „ქურდობა’’,რადგან მას ეს ნივთი სათანადო  აქტის[იგულისხმება „მიღება -ჩაბარების’’ აქტი] საფუძველზე არ ჰქონდა მიბარებული თვლით,წონით თუ სხვაგვარად[!].მუშა ამ „სხვისი ქონების’’ მიმართ მხოლოდ „ტექნიკური ხასიათის ქმედებას ახორციელებდა’’[ანუ ეს ქონება არ იმყოფებოდა მის „მართლზომიერ მფლობელობაში’’][შენიშვნა: ასეთი ქურდობები ხშირი იყო სსრ კავშირის  დროს. საწარმოებიდან ასეთ პროდუქციის  ქურდებს რუსულად „ნესუნ’’-ებს [„მზიდველებს’’]  ეძახდნენ]

 

 

„მითვისების’’ ან „გაფლანგვის დამამძიმებელი გარემოებები

 

ა)„წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ’’[მუხ.182-ე ნაწ. მე-2 „ა’’ ქვპ]

 

·        182-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა „მითვისება’’ ან გაფლანგვა“ წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ’’

·        ყურადღება: „მითვისებისა’’ ან „გაფლანგვის’’ დროს დამამძიმებელ გარემოებას არ ქმნის „წინასწარ შეუთანხმებელი ჯგუფი.’’[ასეთი ჯგუფის მიერ ჩადენილი „გაფლანგვა’’ ან „მითვისება’’ დაკვალიფიცირდება 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით]

·        „წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფში’’ სახეზე უნდა იყოს სულ მცირე, 2 ამსრულებელი [ამასთან,ისინი უნდა იყვნენ 182-ე მუხლით გათვალისწინებული „სპეციალური სუბიექტები’’ ანუ  „პირები რომლებსაც  მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში აქვტ სხვისი ნივთი ან ქონებრივი უფლება’’..

·        „წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფის’’  შემთხვევის დროს  აუცილებელია ,რომ  სულ მცირე 2 სპეციალური სუბიექტი უშუალოდ ახორციელებდეს „მითვისების’’ ან „გაფლანგვის’’ [ესენი ორივე ქმედებებია] ობიექტურ შემადგენლობებს.თუ მხოლოდ ერთი მათგანი  ახორციელებს მას,ხოლო მეორე „თანამონაწილე’’,სახეზე არ გვექნება ეს „დამამძიმებელი გარემოება’’[მუხ.182-ე ნაწ. 2“ა’’]

მაგ.1

პეტრეს და დავითს სამართლებრივ საფუძველზე მინდობილი აქვტ ორგანიზაციის საწყობში არსებული ნივთები.პეტრემ წააქეზა დავითი,მიისაკუთროს ამ ნივთების ნაწილი,რაც დავითმა განახორციელა.

დავითი პასუხს აგებს „მითვისებისათვის’’ [182-ე მუხ. 1 ნაწ.],,როგორც ამსრულებელი,ხოლო პეტე- როგორც „თანამონაწილე’’ მითვისებაში კერძოდ წამქეზებელი[25,182-ე მუხ. 1 -ლი ნაწ.]

 

მაგ.2

პეტრე და დავითი შეთანხმდნენ რომ ორგანიზაციის საწყობიდან პერიოდულად გაეტანთ სამართლებრივ საფუძველზე მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივტების ნაწილი.მართლაც მათ ნაწილ-ნაწილ გაზიდეს და მიისაკუთრეს ეს ნივთები.

·        სახეზეა“ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ“ ჩადენილი მითვისება.[მუხ.182-ე ნაწ. 2“ა’’],რადგან ორივე მათგანი ახორციელებდა „მითვისების’’ ობიექტურ შემადგენლობას

·        უნდა გვახსოვდეს შემდეგი:

თუკი მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ერთი პირია მითვისება/გაფლანგვის სუბიექტი,ხოლო მეორე კი-არა,ქმედება ამ დამამძიმებელ გარემოებას [„წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ“] ვერ მოგვცემს.[!]

 

მაგ.

პეტრემ,რომელსაც სამართლებრივ საფუძველზე მინდობილი ჰქონდა ორგანიზაციის კუთვნილი ტექნიკა,გადაწყვიტა მაცივრის მისაკუთრება,იგი შეუთანხმდა მის მეუღლეს,რომ გვიან საღამოს მანქანით მოსულიყო საწყობთან,რათა ერთად გამოეტანათ და მიესაკუთრებინათ ეს ნივთი.პეტრეს მეუღლე დათქმულ დროს მართლაც მივიდა მანქანით საწყობთან.მათ ერთად გამოიტანეს მაცივარი და მიისაკუთრეს.

 

მიუხედავად იმისა,რომ ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი,ასევე ორივე მატგანმა უშუალო მონაწილეობა მიიღო სხვისი ნივთის მისაკუთრების პროცესში,ქმედება მაინც ვერ დაკვალიფიცირდება,როგორც „მითვისება ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ’’

 

საქმე იმაშია,რომ ამ ორი პირიდან მხოლოდ ერთი- პეტრე  არის მითვისების სუბიექტი[ანუ მიმთვისებელი].ამდენად,იგი აგებს პასუხს მითვისებისათვის,როგორც ამსრულებელი-182-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით[მუხლის ნაწილი და ქვეპუნქტი განისაზღვრება მითვისებული ნივთის ღირებულების ოდენობის  მიხედვით]

 

რაც შეეხებაპეტრეს მეუღლეს ,იგი პასუხს აგებს არა ქურდობისთვის,როგორც ამსრულებელი,არამედ „მითვისებაში თანამომაწილე’’,კერძოდ როგორც მითვისებაში „დამხმარე’’[ 25[6 ნაწ. ].182-ე მუხ.1 ნაწ.]

 

 

დ)  მითვისება და გაფლანგვა „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’[182-ე მუხ. ნაწ. მე-2 „დ’’]

 

·        ამ დამამძიმებელი გარემოების ამსრულებელი შეიძლება იყოს:

a.      სახელმწიფო მოხელე

b.      მოხელესთან გატანაბრებული პირი

c.      სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი

d.     კერძო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

e.      კერძო ორგანიზაციის „წარმომადგენელი’’

f.       კერძო ორგანიზაციის მიერ „სპეციალური უფლემოსილებით აღჭურვილი პირი’’

·        ეს ის პირებია,რომელთაცროგორც წესი,ნივთის მიმართ აქვთ არა ფიზიკური წვდომა[როგორც ამას ადგილი აქვს მოლარის,გამყიდველისა,თუდისტრიბუტორის შემტხვევაში],არამედ ეს ნივტი მათ „ოპერატიულ გამგებლობაშია’’,ანუ გააჩნიათ“სამართლებრივი წვდომა’’ მასზე[მაგ. თანხა დევს ბანკში იმ ორგანიზაციის ანგარიშზე,რომლის ხელმძღვანელიც არის ეს პირი],შესაბამიდად მათ გააჩნიათ უფლებამოსილება გადაწყვიტონ ქონების იურიდიული ბედი ტენდერის გამოცხადების,სხვა პირთან ხელშეკრულების დადების,ფასების რეგულირების,პრემიის,თუ „დახმარების’’ გაცემის გადაწყვეტილების მიღების  და ა.შ. გზით[!]

·        ამ დამამძიმებელი გარემოების ამსრულებელ  პირბს წარმოადგენენ: ორგანიზაცია დაწესებულებების დირექტორები,საფინანსო დეპარტამენტების ხელმძღვანელები,ადმინისტრაციული აპარატის ხელმძღვანელები და ა.შ[ანუ ესენი შეიძლება გახდნენ „მითვისება’’’  -„გაფლანგვის’’ ამსრულებლები „სამსახურებრივი მდგომარეობის გამიყენებით’’]

·        „სამსახურებრივი მდგომარეობის გამიყენებით’’  ასევე წარმოადგენს 332-ე ,333-ე და 220-ე მუხლების სპეციალურ შემადგენლობას

·        ამიტომ,“სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით „მითვისება’’ ან „გაფლანგვა’’ არ საჭიროებს ამ მუხლებიტ დამატებით კვალიფიკაციას „დანაშაულთა ერთობლიობით’’

·        „დანაშაულთა ერთობლიობით’’ ქმედებების კვალიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,როცხელმძღვანელი პირი არა მარტო „ითვისებს“ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებას „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’,არამედ „სხვაგვარადაც იყენებს ბოროტად ‘’ თავის უფლებამოსილებას.

         მაგ.

       სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმღვანელმა ახალი ტექნოლოგიების შესაძენად განკუთვნილი

      თანხით შეიძინა ძვირადღირებული ა/მანქანა,რომელიც ამ ორგანიზაციის ბალანსზე აიყვანა და

       პირადად მას ემსახურებოდა[პირველი ეპიზოდი] .ამასთანავე მან ხელოვნურად

         გაბერა[გააორმაგა] ა/მანქანის ღირებულება[ფასი],მანქანის გამყიდველთან შეთანხმებით და

       ფასებს შორის   სხვაობა მიისაკუთრა.[მე-2 ეპიზოდი]

     ამ მაგალითში სახეზეა როგორც „მითვისებასამსახურებრივი მდგომარეობის გამოყემებით’’,[რაც გამოიხატა ფასებს შორის სხვაობის „მითვისებაში’’- ე.წ. „მიწერაში’’ იხ. ქვემოთ] ,ისე „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება’’[332-ე მუხლი],რაც გამოიხატა იმაში,რომ მან „საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ’’ გამოიყენა ორგანიზაციის კუთვნილი თანხა „თავისთვის უპირატესობის მიღების მიზნით’’,რითაც „არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.’’

„სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’ „მითვისების“[182-ე მუხ. ნაწ. მე-2 „დ’’]    შემთხვევებია:

 

a.   „უსაქონლო ოპერაციები’’

b.   „მკვდარი სულების’’ გაფორმება

c.   „უვარგისი საქონლის ჩამოწერა’’

d.   „მიწერები’’

მიმოვიხილოთ თითოეული ეს შემთხვევა:

 

ა) „უსაქონლო ოპერაციები’’

·        სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის [მინისტრის] მიერ   გამოცხადდა ტენდერი,რომლის მიზანი იყო სამინისტროს სისტემაში თანამედროვე ტექნიკის შეძენა. ტენდერში გაიმარჯვა ერთ-ერთმა კომპანიამ,რომლის წარმომადგენელთან მინისტრმა სამინისტროს სახელიტ დადო უკანონო გარიგება ამ ტექნიკის გასაყიდ  ფასში შემოტანის საკითხზე. სინამდვილეში კი,მხარეთა შეთანხმებით არავითარი ტექნიკა არ შემოსულა სამინისტროს სისტემაში, “ტექნიკის შემოსვლა’’გაფორმდა ფიქტიურად.[ანუ მხოლოდ დოკუმენტალურად].ასევე ფიქტიურად გაფორმდა,რომ კომპანიამ სამინისტროს ფონდიდან „მიიღო“ სათანადო თანხა ტექნიკის სანაცვლოდ .[მაგ. 1 მლნ ლარი].

 

აქ  შესაძლებელია იყოს „მითვისების’’ ორი ვარიანტი:

 

ა) მინისტრმა ეს თანხა მთლიანად მიისაკუთრა

ან

ბ)მინისტრმა  ამ თანხის გარკვეული პროცენტი ამ კომპანიის ხელმძღვანელს დაუტოვა საჩუქრად  , დანარჩენი კი რომელიც კომპანიამ მას უკან დაუბრუნა   „მიითვისა“.

 

 

·        პირველ ვარიანტში სახეზეა „ დიდი ოდენობით მითვისება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’ ,რადგან:

 

ა) მინისტრი  არის პირი,ვის მართლზომიერ გამგებლობაშიცაა სამინისტროს ბიუჯეტი.სამინისტროს ბიუჯეტზე მინისტრს აქვს არა ფიზიკური წვდომა[თანხა არ უდევს კაბინეტში] ,არამედ  აქვს სამართლებრივი წვდომა[თანხა დევს ბანკში შესაბამის ანგარიშზე],რომლის მიზნობრივ ხარჯვაზე პასპასუხისმგებელია ეს მინისტრი.

ბ)მინისტრმა  „ბოროტად გამოიყენა ‘’ თავისი „სამსახურებრივი მდგომარეობა’’,როდესაც დადო „უკანონო გარიგება’’ და ამ გზით მიითვისა[თავის პირად ქონებას მიუერთა] სხვისი[სახელმწიფოს] ქონება ,თანაც უკანონოდ[ კანონი არ აძლევდა მას ფიქტიური გარიგების დადების უფლებას] და უსაყიდლოდ [ამ თანხის სანაცვლოდ სამინისტროს არაფერი მიუღია]

 

·        მე-2 ვარიანტში სახეზეა,როგორც „მითვისება’’,ისე „გაფლანგვა’’,ჩადენილი „დიდი ოდენობით’’ და „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’ , რადგან არა მარტო თავის პირად ქონებას შეუერთა სახელმწიფო საკუთრება უკანონოდ და უსასყიდლოდ,არამედ სხვასაც [კომპანიის ხელმძღვანელსაც] გადასცა იგი საჩუქრად ასევე უკანონოდ და უსასყიდლოდ. ამასთან,რადგან „მითვისება’’ და „გაფლანგვა’’ არის ერთიანი დანაშაული ალტერნატიული ქმედებებით,მისი ქმედება არ დაკვალიფიცირდება „დანაშაულთა ერთობლიობით“,არამედ ეს ქმედებები მხოლოდ აისახება „ბრალდების’’  ფორმულირებაში

 

 

ბ) „მკვდარი სულების’’ გაფორმება

·        ერთ-ერთი კერძო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამ ორგანიზაციაში ფიქტიურად გააფორმა რამდენიმე ასეული თანამშრომელი[ზოგი დამლაგებლად,ზოგი დაცვის სამსახურის თანამშრომლად,ზოგიც სპეციალისტად’],რომლებიც სინამდვილეში იქ არ მუშაობდნენ.

მათზე გამოწერილ ხელფასებს კი თავად ისაკუთრებდა.[ითვისებდა]

სახეზეა მითვისება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’. [მუხ.182-ე მე-2 ნაწ.“დ’’ ქვპ]

·        ხოლო თუ დადგინდება,რომ ეს ხელფასები მართლაც ერიცხებოდათ იმ პირებს,ვინც ფიქტიურად იყვნენ გაფორმებული ამ ორგანიზაციაში და არ ასრულებდნენ არანაირ სამუშაოს [შესაძლოა ფორმალურადაც კი  არ ცხადდებოდნენ სამუშაოზე] ,სახეზე იქნება „გაფლანგვა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’ [მუხ.182-ე მე-2 ნაწ.“დ’’ ქვპ] [შენიშვნა: ასე ყავთ გაფორმებული თავ-თავიანთი ნათესავ-მეგობრები ,საყვარლები და პოლიტიკური აქტივისტები სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების ზოგიერთ ხელმძღვანელ პირებს]

 

 

გ) „უვარგისი საქონლის ჩამოწერა’’

 

·        ორგანიზაციამ შეისყიდა ძვირფასი ავეჯი,რომელიც იდეალურ მდგომარეობაში მიიღეს

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა,სამეურნეო და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ავეჯის გამსხვისებელ ორგანიზაციის ხელმძღვანელტან შეთანხმებით შეადგინეს და ხელი მოაწერეს ფიქტიურ დოკუმენტს,რომლის მიხედვითაც ავეჯი გაფუჭებული და დამტვრეული [„წუნი’’] შემოვიდა შემსყიდველ ორგანიზაციაში.

შესაბამისად,მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება მისი „ჩამოწერის’’ შესახებ,რაც ოფიციალურად გააფორმეს კიდეც.

სინამდვილეში კი იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ძვირფასი ავეჯი მათ გაინაწილეს[გაიყვეს] და თვ-ტავიანთ პირად ქონებებს შეუერთეს.

 

სახეზეა „მითვისება წინასწარი შეტანხმებიტ ჯგუფურად და სამსახურებრივი მდმარეობის გამოყენებით’’. [მუხ.182-ე მე-2 ნაწ.“დ’’ ქვპ]

 

 

დ) „მიწერები’’

·        ერთ-ერთ ორგანიზაციაში ჩატარდა მიმდინარე რემონტი

·        ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შეგნებულად გაზარდა რემონტის ხარჯები და გაბერილი თანხა უჩვენა შესაბამის დოკუმენტში[„ხარჯთაღრიცხვაში“]

·        შემდეგ კი რემონტის ჩამტარებელ შპს-ს გადაუხადა რეალურად გაწეული სამუშაოს ტანხა,ხოლო ის ტანხა,რაც“წინასწარვე ზედმეტად იყო ნაჩვენები’’ შესაბამის დოკუმენტში ,თავად მიისაკუთრა.

·        ამ ქმედებით მან მიიტთვისა ის თანხა,რაც მის,როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძრვანელის მართლზომიერ  გამგებლობაში იმყოფებოდა და ამ ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხებოდა ერთ-ერთ ბანკში.

·        ყურადღება: „მიწერები’’ იმით განსხვავდება „უსაქონლო ოპერაციისგან’’,რომ ამ უკანასკნელ შემტხვევაში საერთოდ არ აქვს ადგილი რაიმე სასაქონლო ოპერაციის განხორციელებას ,იგი მხოლოდ ფიქტიურად  ფორმდება[ანუ  „ქაღალდზე’’] „მიწერების’’ დროს კი სამუშაო რეალურად ხორციელდება და რეალური დანახარჯი სახეზეა,მაგრამ წინასწარ განზრახულად ადგილი აქვს გაწეული ხარჯის „გაბერვას’’[ანუ ზედმეტი ხარჯის ჩვენებას]

ორივე შემთხვევაში დამნაშავის მიზანია მისივე  მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის[როგორც წესი ფულის] „მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’

 

 

„დანაშაულთა ერთობლიობის საკითხი’’

 

მაგ. სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამ ორგანიზაციის ტექნიკური შეკეთებისათვის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხით თავისი კაბინეტისათვის შეიძინა ახალი,ძირადღირებული ავეჯი[პირველი ეპიზოდი],მანამდე არსებულ ასევე ძვირადღირებულ ავეჯზე კი შეადგინა ფიქტიური დოკუმენტი მისი უვარგისობის  და ჩამოწერის შესახებ და თავის ქონებას მიუერტა[წაიღო აგარაკზე][მე-2 ეპიზოდი]

 

 

სახეზეა „დანაშაულთა ერთობლიობა’’:

a.      „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება[მუხ.332-ე]

b.      „მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’[182-ე მუხ მე-2 ნაწ]

„უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება’’ გამოიხატა იმაში,რომ მან იყო რა სახელმწიფო მოხელე ა)“სახელმწიფოს ქონება გამოიყენა არა საჯარო ინტერესების შესაბამისად’’[ორგანიზაციის ტექნიკური შეკეტებისთვის],არამედ „საჯარო  ინტერესების საწინააღმდეგოდ ,თავისტვის უპირატესობის მიღების მიზნით“ [ანუ მისი კაბინეტის კიდევ უფრო კომფორტულად მოწყობის მიზნით].  ბ)სახეზეა 322-ე მუხლით გათვალისწინებული „შედეგიც’’- „სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის  არსებითი დარღვევა’’[რადგანაც ავეჯი იყო „ძვირადღირებული’’  ]

პირველ ეპიზოდში სახეზე არაა „მითვისება’’ და „გაფლანგვა’’,რადგანაც დახარჯული თანხით შეძენილი ნივთი არ გადასულა მოხელის ან სხვა მესამე პირის უკანონო საკუტრებაში-[იგი კვლავ ამ ორგანიზაციის საკუთრებაში დარჩა.]

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს ,აქ სახეზეა „მიტვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’ ,რადგან ა) მოხელემ უკანონოდ[„ფიქტიური ჩამოწერის გზით’’] და ბ)უსასყიდლოდ[სანაცვლოდ ორგანიზაციას არაფერი მიუღია] შეამცირა ორგანიზაციის ქონებრივი ფონდები,ამოიღო რა იგი მისი ფონდებიდან და მიუერტა თავის ქონებას [ანუ სახელმწიფო ორგანიზაციის ქონების შემცირების ხარჯზე გაზარდა თავისი ქონება]

ხხხხხ

ყურადღება : საგამოცდო საკითხი

„სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების’’ განსხვავება მომიჯნავე დანაშაულებისგან

კერძოდ:

332-ე ან 220-ე მუხლებსა და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ’’ ქვეპუნტს შორის მსგავსება და განსხვავება

 

მსგავსება :

·        სამივე ამ მუხლში სახეზეა “სპეციალური სუბიექტი’’ ,რომელსაც „მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში’’  აქვს გადაცემული „სხვისი ‘’[სახელმწიფო,ან კერძო ორგანიზაციის] ქონება

·        სამივე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას  დამნაშავის მიზანი შეიძლება იყოს „გამორჩენის მიღება თავისთვის ან სხვისთვის’’

 

პირველი კითხვა:

როცა პასუხისმგებელი პირი „ბოროტად იყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას’’  თავისთვის[!]  გამორჩენის მიღების მიზნით’’[მუხ.332-ე ან მუხ.220-ე]  რითი განსხვავდება ეს  ქმედება   მითვისებისაგან „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’ [მუხ.182-ე ნაწ.2 „დ’’] ?

·        „მითვისებისას,რაც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’  სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირი[მოხელე ან კერძო ორგანიზაციის ხელმძღვანელი] მასზე მინდობილი „სხვისი’’ ქონებრივი ფონდიდან ა) უკანონოდ და ბ) უსასყიდლოდ „იღებს’’ ქონების ნაწილს და უერთებს მას საკუთარ ქონებას,რითაც მისი ქონება იზრდება ,ხოლო მესაკუთრის[„სხვისი’’] ქონებრივი ფონდი კი,პირიქით,მცირდება.

 

მაგ.

მინისტრმა სამინისტროს ანგარიშზე  არსებული ტანხის ნაწილი [მაგ. 300 000 ლარი] თავის  ანგარიშზე გადარიცხა,ხოლო დოკუმენტებში კი უჩვენა,რომთიტქოს ეს ტანხა სამინისტროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების კეთილმოწყობაზე დაიხარჯებოდა.

 

ამ მაგალითში სახეზეა საკუთრების წინააღმდეგ მიმარტული „დაუფლებითი’’ დანაშაული.

კერძოდ,“მითვისება,სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’ და „დიდი ოდენობით’’. რადგან სახელმწიფო მოხელემ მის მართლზომიერ მფლობელობაში „გამგებლობაში’’[და არა „მფლობელობაში’’] არსებული სახელმწიფო ქონების[რომელზეც ჰქონდა სამართლებრივი წვდომა] ნაწილი ამოიღო უკანონოდ[ რადგანაც ამ მიზნისათვის მას არ ჰქონდა მისი ამოღების უფლება] ,ასევე უსასყიდლოდ[რადგანაც სამინისტროს ან ქვეყნის ბიუჯეტს სანაცვლოდ არაფერი მიუღია] და მიუერთა იგი თავის ქონებას .შესაბამისად,ფაქტობრივად მიიღო მისი განკარგვის ობიექტური შესაძლებლობა[„ამოქაჩა’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და „გადაქაჩა’’ ტავის ჯიბეში,ანუ გაზარდა პირადი ქონება]

 

·        „თავისთვის გამორჩენის ან უპირატესობის  მიღების მიზნით  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისას’’  კი „პასუხისმგებელი პირი’’ მასზე მინდობილი ქონებრივი ფონდიდან უკანონოდ იღებს ქონების ნაწილს და გადასცემს მას იმ პირს ,ვის მიმართაც ამ „პასუხისმგებელ პირის’’ ორგანიზაციას  კანონიერი მატერიალური მოვალეობა აკისრია.[„უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სხვა შემტვებიც არსებობა,მაგრამ მათ აქ არ განვიხილავთ’’] . ამ შემთხვევაში დამნაშავის პირადი ქონება არ იზრდება,არამედ იგი გამორჩენას იღებს იმ თვალსაზრისით,რომ მისი პირადი ქონება იზოგება[არ იხარჯება]

ნათქვამის გასაგებად მოვიყვანოთ მაგალითი:

მინისტრმა საზღვარგარეტ ვიზიტისას გარდა ოფიციალურად თანმხლები პირებისა,სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯზე თან წაიყვანა მისი ოჯახის წევრები,ამასთან საცხოვრებლად აირჩია ყველაზე ძვირადღირებული [ე.წ. ფეშენებელური’’] სასტუმრო,სადაც მას მის ოჯახის წევრებს უწევდნენ უმაღლესი კლასის მომსახურებას. მომსახურებაში შედიოდა  კვება და ცხოვრება,ძვირადღირებული მასაჟები,კოსმეტიკური მომსახურება,საუნა და სხვადასხვა პროცედურები,რამაც საერთო ჯამში შეადგინა [300 000 ლარის ექვივალენტი შესაბამის ვალუტაში]ყველაფერი გადახდილ იქნა სამინისტროს ბიუჯეტიდან,როგორც „მივლინების ხარჯი’’

ამ მაგალითში კი მოხელემ მის მართლზომიერ „გამგებლობაში’’ არსებული ქონება განკარგა საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ[რადგან პირადი მიზნისატვის მისი ან მისი ოჯახის წევრების სიამოვნებისტთვის მისი გამოყენება არ შედის საჯარო ინტერესში.] ამასთანავე მოხელეს ჰქონდა“ თავისთვის გამორჩენის მიღების მიზანი’’[სურდა საკუთარი ქონების დაზოგვა სახელმწიფო ქონების ხარჯზე]

დახარჯული თანხის სიდიდიდან გამომდინარე,სახეზეა 332-ე მუხლიტ გათვალისწინებული „შედეგიც’’- „სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა’’

შესაბამისად,მოხელის ამ ქმედებით მისი პირადი ქონება არ გაზრდილა,რადგანაც მან სამინისტროს თანხა გადარიცხა მე-3 პირის[ უცხოეტის სასტუმროს] ანგარიშზე.

დამნაშავის ქონების გაზრდა კი აუცილებელი პირობაა ქმედების „მიტვისებად’’ კვალიფიკაციისტვის.

ამდენად,“თავისთვის გამორჩენის მიღების მიზანს’’ მოხელემ იმით მიაღწია,რომ დაზოგა მისი ქონება-ანუ არ გადაიხადა ის,რისი გადახდაც მას ევალებოდა,თუკი სურდა მას ან მის ოჯახს მიეღო ამგვარი ძვირად ღირებული მომსახურება საზღვარგარეტ.

ამ მაგალიტში,“უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება’’ გამოიხატა არა მარტო მისი ოჯახის წევრების მიმარტ სახელმწიფოს ხარჯზე უკანონოდ დახარჯულ ტანხაში,არამედ თავად ამ მინისტრის მიმართ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ,პირადი გამორჩენის მიზნიტ დახარჯულ ტანხაში,რიტაც სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს არსებიტთი ზიანი მიადგა.

შეჯამება:

ამ ორ მაგალიტში მოყვანილი დანაშაულების ურტიერტგამიჯვნის თვალსაზრისით უნდა იტქვას ,რომ 332-ე და 220-ე მუხლებით გათვალისწინებული „თავისთვის გამორჩენის მიღების მიზანი’’ გულისხმობს არა დამნაშავის ქონების გაზრდის მიზანს სხვისი ქონების ხარჯზე,არამედ გულისხმობს საკუტარი ქონების დაზოგვის მიზანს სხვისი იმ ქონების ხარჯზე,რომელიც მის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფება.

 

ხხხ

მე-2  კითხვა:

როცა პასუხისმგებელი პირი „ბოროტად იყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას’’  სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით’’[მუხ.332-ე ან მუხ.220-ე]  რითი განსხვავდება ეს ქმედება გაფლანგვისაგან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’ [მუხ.182-ე ნაწ.2 „დ’’] ?

 

ხომ არ შეიძლება საზღვარგარეთ ოჯახის წევრებთან ერთად წასული მინისტრის ქმედება დაკვალიფიცირდეს როგორც „გაფლანგვა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’,იმ თვალსაზრისით,რომ თანხა მინისტრმა თავის ქონებას კი არ შეუერთა არამედ მე-3 პირს[უცხოეთის სასტუმროს ] ჩაურიცხა?

ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი უნდა გაიცეს შემდეგი მიზეზის  გამო:

 

მართალია მინისტრმა სამინისტროს კუთვნილი თანხა უკანონოდ გადარიცხა კერძო ორგანიზაციის ანგარიშზე,მაგრამ საკუტრების წინააღმდეგ მიმართული „დაუფლებიტი დანაშაულისთვის’’ დამახასიატებელი პირობაა ის,რომ „სხვისი ქონება’’ ამოღებული უნდა იქნეს არა მარტო „უკანონოდ’’ ,არამედ „უსასყიდლოდაც’’.

„უსასყიდლობას’’ კი მაშინ აქვს ადგილი,როცა მის მიმღებ პირს იგი „არ ეკუტვნის’’[ანუსამარტლებრივად „არ დაუმსახურებია’’].სხვაგვარად,რომ ვთქვატ,“გაფლანგვისას’’  ა) უკანონოდ და ბ) უსასყიდლოდ[ანუ სანაცვლოს გარეშე] მცირდება იმ ორგანიზაცის ქონება,რომელსაც მე-3 პირისთვის ქონების გადაცემის არანაირი სამარტლებრივი ვალდებულება არ აკისრია.

ზემოტ განხილულ მაგალითში კი უცხოეთის სასტუმრომ თანხა მიიღო მისი სტუმრის- მინისტრის და მისი ტანმხლები პირებისსათვის გაწრული მომსახურების სანაცვლოდ[!],ანუ მან ეს თანხა „დაიმსახურა’’,რადგან ამ სასტუმროში ასეტი ფასებია დაწესებული და არჩევანი მომხმარებელზეა.ამრიგად, სახეზე არ გვაქვს „უსასყიდლოდ’’შემცირება სამინისტროს ქონების[!]

სხვა საკითხია,ამ თანხის გადამხდელმა მინისტრმა  რამდენად კანონიერად ჩგამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა,როცა ვიზიტის ფარგლებში თანმხლებ პირთა სიაში ჩასვა მისი ოჯახის წევრებიც და რაც მთავარია,ეს ძვირადღირებული სასტუმრო აირჩია და ძვირადღირებული მომსახურება შეუკვეტა თავისტვის და თავისი ოჯახის წევრებისტვის,რისი უფლებაც მას არ ჰქონდა და რასაც შედეგად მოჰყვა სახელმწიფო თანხის უმიზნოდ ხარჯვა საჯარო ინტერესის საწინაარმდეგოდ.

გადამხდელის[მინისტრის]  ქმედების კანონიერების თუ უკანონობის გარკვევა მომსახურების გამწევი მე-3 პირის[ამ შემტხვევაში უცხოეთის სასტუმროს] მოვალებაში არ შედის[!]

შესაბამისად სახეზეა შემტხვევა როდესაც პასუხისმგებელი პირი „ბოროტად იყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას’’  სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით’’[მუხ.332-ე ან მუხ.220-ე] 

„გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“[182-ე მუხ. ნაწ. მე-2 „დ’’]

მაგ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ორგანიზაციის ბიუჯეტის ხარჯზე რესტორანში შვილის ქორწილი გადაიხადა.

 

ადგილი აქვს“გაფლანგვას’’,რც ჩადენილია „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’[მუხ.182-ე ,მე-2 ნაწ. „დ’’],რადგან:

 

პირმა ვის მართლზომიერ „გამგებლობაშიც’’ იყო ორგანიზაციის ქონება,უკანონოდ და უსასყიდლოდ [სანაცვლოდ ორგანიზაციას [ანუ „სხვას’’] არაფერი მიუღია გადაიხადა რესტორნის მომსახურების საფასური.

ეს არ არის „მითვისება’’ ,რადგან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ამ ქმედებით,არაფერი შემატებია მის პირად ქონებას[რაც აუცილებელია ქმედების „მითვისებად’’ კვალიფიკაციისთვის’’,არამედ  მოხდა ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირადი ქონების „უკანონოდ’’ და „უსასყიდლოდ’’ დაზოგვა,რაც არის „გაფლანგვა’’.[!]

 

„მითვისება’’  ან  „გაფლანგვა’’   „ფიქტიური დოკუმენტების’’ გამოყენებით   „დანაშაულთა ერთობლიობით’’ კვალიფიცირდება.

 

ყურადღება:

 

როცა „გაფლანგვისას’’ ან „მიტვისებისას’’ ამსრულებელი იყენებს „ფიქტიურ დოკუმენტებს’’ სასამართლოს პრაქტიკა ამსრულებლის ქმედებას ყოველტვის „დანაშაულტა ერთობლიობით’’ კვალიფიცირებს:  კერძოდ,182-ე მუხლთან ერთად ან 341-ე ან 362-ე მუხლით

 

რაც ყოველთვის არ არის გამართლებული [იხ.ნ.თოდუა „სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები საქარტველოში’’ ტბ 2016 გვ.402-407]

 

მითვისება და გაფლანგვა „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’[182-ე მუხ. ნაწ. მე-2 „დ’’]     უნდა გავნიჯნოთ  „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისგან’’[მუხ.194-ე მე-3 ნაწ.“ბ’’ ქვპ]

·        „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიტვისებისას’’  „დანაშაულის საგანი’’[რისი მიტვისებახ ხდება] იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში[მაგრამ არა მის საკუთრებაში] და დამნაშავის წინასე დგას ამოცანა,როგორ მიისაკუთროს იგი,ანუ როგორ ამოიღოს „სხვისი საკუთრებიდან’’ და შეუერტოს მის პირად ქონებას  „უკანონოდ’’ და „უსასყიდლოდ’’. ამდენად მიტვისების საგანი არაა „ჭუჭყიანი ‘’,რომელსაც „გარეცხვა’’[ან „გატეთრება’’] სჭირდება.

 

მაგ. შპს-ს ხელმძღვანელ პეტრესტან ერთ-ერთმა სახელმწიფო ორგანიზაციამ გააფორმა ხელშეკრულება სარემონტო სამუშაოს შესრულების თაობაზე და გადაურიცხა 1 000 000 მლნ ლარი.პეტრემ გადაწყვიტა „დაუფლებოდა’’ ამ ტანხის ნაწილს.ამ მიზნით მან შეგნებულად გაზარდა[„გაბერა’’] ხარჯები გაწეული სამუშაოს შესასრულებლად და უჩვენა,ტიტქოს გადარიცხული ტანხა მთლიანად დაიხარჯა სარემონტო საქმიანობაში.სინამდვილეში კი მასზე დაიხარჯა მხოლოდ 700 000 ლარი.დანარჩენი  300 000 ლარი პეტრემ მიისაკუტრა.

 

ამ მაგალითში სახეზეა  არა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია’’,არამედ „მიტვისება’’ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით[მუხ.182-ე ,მე-2 ნაწ. „დ’’],რადგან:

ეს თანხა პეტრეს მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა,მან კი მისი ნაწილი ამოიღო „უკანონოდ’’ და „უსასყიდლოდ’’ და მიუერთა თავის ქონებას. ამ შემტხვევაში ფიქტიური დოკუმენტის გამოყენება ემსახურება არა „ფულის გათეთრებას’’ [ ეს ფული არ იყო „ჭუჭყიანი’’],ან „ფულის  წარმოშობის წყაროს დამალვას’’[ფულს არ ჰქონდა უკანონო წარმოშობა],არამედ „მითვისების’’ განხორციელებას.[!]

 

·        თუკი პეტრე მითვისებული თანხის [300 000 ლარის] „გათეთრებას’’ გადაწყვეტს და ამ მიზნით დაიწყებს იმ ქმედებების განხორციელებას რასაც იტვალისწინებს 194-ე მუხლი,მაშინ მის ქმედებაში მიტვისებასთან ერტად სახეზე იქნება“უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაც’’[იხ. მაგალითი ქვემოთ]

·        „ფულის გატეტრებისას’’ სახეზეა „ჭუჭყიანი’’ ქონება,რომელიც პირის უკანონო საკუთრებაში ან უკანონო მფლობელობაშია[მაგ. ბანკის თანამშრომელს,რომელიც ეხმარება პირს ფულის გატეტრებაში,სწორედ „უკანონო მფლობელობაში’’ აქვს გადაცემული ეს „ჭუჭყიანი’’ ფული მის გასათეთრებლად]

·        „ფულის გათეტრებისას’’ პირის ამოცანა არის არა ის,თუ როგორ მიისაკუტროს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონება,არამედ ის თუ როგორ ჩამორეცხოს „ჭუჭყი’’ იმ ქონებას,რომელიც მის უკანონო საკუტრებაში და მფლობელბაშია.,რატა შემდგომ მიეცეს ამ ქონების დაუბრკოლებლად გამოყენების [ბიზნესში დაბანდების,ინვესტიციის სახით მისი გამოყენების და ა.შ] შესაძლებლობა

·        შესაბამისად,ფულის გატეთრებისაგან’’ სს-ვი დაცვის ობიექტია : „ქვეყნის სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობა’’ და არა „საკუთრების უფლება’’[!!!]

 

მაგ.

პეტრემ ადამიანით ვაჭრობის შედეგად დააგროვა დიდძალი თანხა[„ჭუჭყიანი ფული’’] დასურს მისი საშუალებით ქონების შეძენა ან ბიზნესის წამოყება,მაგრამ იცის,რომ ამ „ჭუჭყიან ფულს’’ ვერ გამოაჩენს.ამიტომ იგი დაუკავშირდა ერთ-ერთი ბანკის მესაკუტრეს და გაურიგდა ამ ფულის „გათეტრებაში’’ დახმარებაზე სათანადო გასამრჯელოს სანაცვლოდ. მან ამ ბანკსი გადარიცხა აღნიშნული თანხა „ცრუმაგიერი პირის’’ სახელზე. ბანკის მესაკუტრემ კი განახორციელა „ფიქტიური საბანკო ოპერაციები’’[ჯერ დაქსაქსა ეს ფული და ვითომც გასცა იგი კრედიტის სახით ასევე ცრუმაგიერ პირებზე.შემდეგ კი განახორციელა უკან დაბრუნებული გაერთიანებული თანხის კონვერსია და ბოლოს უცხოურ ვალუტაში გადარიცხა იგი სხვა ქვეყნის ბანკში პეტრეს სახელზე].ამის შემდეგ ეს „გარეცხილი’’ფული პეტრემ ინვესტიციის სახიტ შემოიტანა საქართველოში.

 

ბანკის მესაკუტრის ქმედებაში სახეზეა „უკანონო შემოსავლის’’ ლეგალიზაცია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და არა „მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით[თუმცა,ამ თანის დიდი ნაწილი პეტრესთან წინასწარი შეთანხმებით მან მიისაკუთრა]

ბანკის მესაკუტრის ქმედება „მითვისებად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’ ვერ ჩაითვლება,რადგან წინასწარი შეცნობიტ „უკანონო გზით მოპოვებულითანხა’’ არ შეიძლება იყოს ბანკის „მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში’’,რაც აუცილებელი წინაპირობაა ნიტვისების ან გაფლანგვისატვის

 

 

შენიშვნა: ამ დანაშაულტა განსხვავების საკითხებზე იხ.შემდეგი ლიტერატურა:

a.       გ.მამულაშვილი „კიდევ ერტხელ ფულის გატეტრების შესახებ’’ „პროფ. მ ლეკვეიშვილის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული 2014 წ. გვ 147-163]

b.      ნ ტოდუა „სისხლის სამარტლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები ‘’ თბ. 2016 წ. გვ.396-402

c.      ნ.თოდუა „ფულის გატეტრება და საკუტრების წინააღმდეგ მიმართული ცალკეული დანაშაულები’.  “ ქართული ეკონომიკური სისხლის სამართლისს ევროპეიზაცია’’ რედ. ბ .ჯიშკარიანიმ.პ. ვასმერი ,კომფერენციის მასალები თბ.2017 წ. გვ. 43-55


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები