"თაღლითობა'' [სსკ-ის მუხ.180-ე]
· „თაღლითობისგან’’ 180-ე მუხლით სისხლის სამართლის მიერ „დაცული ობიექტია’’ –„საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობები’’
ხ
· „თაღლითობის’’ ამსრულებელია[სუბიექტია][თაღლითია] - ა) „საერთო სუბიექტი’’[ამ მუხლის 1-ლი ნაწილისთვის] და ბ) „სპეციალური სუბიექტი’’[ამ მუხლის მე-3 ნაწილისთვის]
ხ
·
ამ დანაშაულის[თაღლიობის] „საგანია’’: ა)“სხვისი’’
უძრავი ნითი, ან
ბ)“სხვისი ‘’ მოძრავი ნივთი ან გ)“სხვისი’’ „ქონებაზე უფლება’’
·
შენიშვნა: „სხვისი’’“ ქონებაზე უფლება’’ შეიძლება სხვადასხვა დოკუმენტით იყოს „აღიარებული’’[მაგ.
„ანდერძით’’,“დაზღვევის პოლისით’’ და სხვა].ეს და მსგავსი დოკუმენტები ხშირად სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის[კომბინაციის]
საგანია.[!]
ხ
ყურადღება:
·
თუ „თაღლითობის საგანია’’ “სხვისი მოძრავი ნივთი’’ [მაგ. ფული]
·
„თაღლითობის’’ „დამთავრებულად ცნობისათვის’’ აუცილებელია პირი[თაღლითი]
„ფიზიკურად დაეუფლოს’’ ამ ნივთს[
[იხ.“სხვისისი
ნივთის დაუფლება’’ მუხ.180-ე ნაწ.1, პირველი ალტერნატივა ]ე.ი. მიიღოს ამ ნივთის
„განკარგვის’’ ფაქტობრივი შესაძლებლობა[!]
1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით [ან]სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
· ხოლო,თუ „თაღლითობის საგანია’’ “სხვისი უძრავი ნივთი’’ „თაღლითობის’’ „დამთავრებულად ცნობისათვის’’ აუცილებელია პირმა[თაღლითმა] მიიღოს ამ ნივთზე „ქონებრივი უფლება’’[იხ.მუხ.180-ე ნაწ.1 მე-2 ალტერნატივა“ან ქონებრივი უფლების მიღება’’’] და არაა აუცილებელი „ფიზიკურად დაეუფლოს’’ მას.
1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
მაგ. პეტრემ მოტყუებით გადაიფორმა პავლეს სახლი მიწის
ნაკვეთთან ერთად და საჯარო რეესტრშიც დაარეგისტრირა[ყურადღება:
კერძო „მევახშეები“ ზუსტად ასე იქცევიან ,როცა
„ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით’’ ხელშეკრულებას უფორმებენ მოვალეებს],მარტალია ამ
სახლში ფიზიკურად ისევ მოტყუებული[დაზარალებული] პავლე ცხოვრობს,ამდენად პეტრე სახლს ჯერ არ „დაუფლებია’’,მაგრამ პეტრეს ქონებრივი
უფლება მიღებული აქვს და ამდენად დანაშაული „თაღლითობა’’ დამთავრებულია.[!]
ხ
„თაღლითობის’’ ობიექტური
მხარე
· „თაღლითობის’’ თავისებურება „ჩადენის ხერხში’’ მდგომარეობს[!]
· საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან განსხვავებით,რომლებისთვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების „ფიზიკური’’[ძალისმიერი] ხერხი,“თაღლითობისას’’ დამნაშავის მოქმედებას „ინფორმაციული[კომუნიკაციური] ხასიათი’’ აქვს ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული „ნდობის ფაქტორი’’[დამნაშავე წინასწარ ნდობაში შედის დაზარალებულთან]
ხ
· „თაღლითობის’’[ანუ „სხვისი’’ მოძრავი ქონების დაუფლების ან „სხვის’’ უძრავ ქონებაზე უფლების მიღების ] პირველი ხერხია- „მოტყუება’’[!]
1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
·
„მოტყუება’’ თავისთავად არ გულისხმობს“სხვისი ქონების
დაუფლებას’’,მაგრამ სწორედ მისი დახმარებით
ხდება ამ “ძირითადი მოქმედების’’ უზრუნველყოფა.
·
„თაღლითობის’’ სპეციფიკა იმაშიც მდგომარეობს,რომ ქონების გადაცემა დამნაშავისთვის ხდება
-„ნებაყოფლობით’’ თვით მესაკუთრის მიერ,რომელიც შეცდომაშია შეყვანილი[!][ანუ მოტყუებულია]
·
ნახე ფილმები: „12 სკამი’’ რუს.“ოქროს ხბო’’ რუს.[წიგნებიც
არის ქართულად ნათარგმნი],ან ფილმი „ბლეფი’’
იტალ. ანდა „კვაჭი კვაჭანტირაძე’’ რომანი და სხვა.
ხ
„მოტყუება’’ [თაღლითობის პირველი ხერხი]
·
„თაღლითობისას’’ „მოტყუება’’ არის ა)ჭეშმარიტების „განზრახ დამახინჯება’’ ან ბ)გარკვეულ გარემოებათა „განზრახ დაფარვა’’ ქონების მესაკუთრის
შეცდომაში შეყვანის მიზნით.
·
„თაღლითობისას’’ „მოტყუება’’ გულისხმობს კონტრაჰენტის
დეზინფორმირებას,მის „წინასწარი შეცნობით’’ შეცდომაში შეყვანას.
·
ამიტომ,თუ კაზუსში დადგენილი არ იქნება „რეალობის დამახინჯების’’ ან „გარკვეულ გარემოებათა დაფარვის’’
წინასწარი განზრახვა,მაშინ ქმედებას „თაღლითობად’’
ვერ დავაკვალიფიცირებთ.
ხ
·
„თაღლითობისას’’ „მოტყუება’’ წინ უნდა უძღოდეს
ნივთის დაუფლებას.
·
ანუ „მოტყუებასა’’[ქმედებას] და „სხვისი’’ ნივთის „დაუფლებას’’[შედეგს]
შორის უნდა არსებობდეს „მიზეზობრივი კავშირი’’[!]
·
ანუ „თაღლითობა’’ შედეგიანი დანაშაულია და მის „დასამთავრებლად’’
საჭიროა ამ შედეგის დადგომა[!]
ხ
·
„მოტყუების’’ ორი სახე არსებობს : „აქტიური ‘’ და „პასიური’’
·
„აქტიური მოტყუება’’ არის -„წინასწარი შეცნობით
პირის შეცდომაში შეყვანა ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე’’[!]
·
„პასიური მოტყუება’’ არის- „ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვა,რომელთა
შეტყობინებაც დაზარალებულისთვის სავლდებულო იყო და ამიტ დაზარალებული შეცდომაშია შეყვანილი’’[!]
[„თაღლითობის’’
სახეები -საზეპიროდ]
ხ
·
„თაღლითობის’’ დროს დამნაშავის მიერ მიწოდებული „ცრუ მონაცემების შეტყობინება“ შეიძლება
სხვადასხვაგვარი იყოს.
·
ზოგჯერ იგი
ეხება დამნაშავის პიროვნებას,მის უფლებებსა და უფლებამოსილებას.
მაგ.
პირი თავს ასაღებს უფლებამოსილ „მოხელედ“ რომელსაც შეუძლია“ამ საქმის მოგვარება’’ და ამ მოტივით იღებს
თანხას მოტყუებული[საქმის მოგვარებით დაინტერესებული] პირისგან ;
·
სხვა შემთხვევაში - მოტყუება ეხება ‘’იურიდიულ ფაქტებს’’
[ანუ მათ დამახინჯებას] და ა.შ.
ხ
·
„მოტყუება’’ შეიძლება გამოიხატოს როგორც „ზეპირი’’,ისე „წერილობითი’’ ფორმიტ.
ხ
·
დანაშაულის „თაღლითობის’’ არსებობისათვის აუცილებელია
დამნაშავე მოტყუების გზით ახდენდეს „სხვისი’’
ნივთის უკანონო და უსასყიდლოდ დაუფლებას[!]
·
ამიტომ,თუკი პირი ყალბი დიპლომის საფუძველზე[ანუ „მოტყუებით’’]
დაინიშნა თანამდებობაზე,რომლის დაკავების უფლება მას არ ჰქონდა,მაგრამ თავის სამუშაოს
წარმატებიტ ასრულებს,მის მოქმედებაში არ არის „თაღლითობის’’[მუხ.180-ე ნაწ.1.] შემადგენლობა.[რადგან
იგი სახელმწიფოსგან იღებს იმ ხელფასს,რომელიც სამუშაოს „სათანადოდ’’ შესრულებისთვის
ეძლევა.ე.ი. ასეთ დროს ქონების დაუფლება არ ხდება „უსასყიდლოდ’’.
·
ასეთი მოქმედება უნდა შეფასდეს არა „თაღლითობად’’,არამედ
„ყალბი დოკუნტის გამოყენებად’’[მუხ.362-ე]
ხ
·
სხვაგვარად წყდება საკითხი,როდესაც პირი სარგებლობს
„ყალბი დოკუმენტით’’ ,რათა უფრო მაღალი ხელფასი ან მასზე პროცენტული დანამატი
მიიღოს[მაგ.“მეცნიერებათა დოქტორის’’ ყალბი დიპლომით,ან ყალბი სერტიფიკატის საშუალებით][ანუ
ეს „თაღლითობაა“]
·
ამ შემტხვევაში „უკანონოდ დაუფლებული ქონების ოდენობა’’
განისაზღვრება არა დამნაშავის მიერ მიღებული მთლიანი ხელფასის მიხედვით,არამედ მისი
იმ ნაწილით,რომელსაც გაყალბების გარეშე ვერ მიიღებდა.[!]
ხ
·
ხშირად „თაღლითობა’’ დაკავშირებულია „ყალბი დოკუმენტების’’
წარდგენასთან,რაც თითქოსდა კანონიერ საფუზველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად[!][მაგ. საწყობში]
ასეთ
შემტხვევებში“ყალბი დოკუმენტის გამოყენება’’,როგორც „მოტყუების“ ერთ-ერთი სახე,წარმოადგენს
„თაღლითობის“ კონსტრუქციის შემადგენელ ელემენტს და ქმედება დამატებიტ კვალიფიკაციას
362-ე მუხლით[„ყალბი დოკუმენტის,ბეჭდის,შტამპის,ან ბლანკის დამზადება,გასაღება და გამოყენება’’-არ
საჭიროებს[!]
ხ
·
ხოლო იმ შემტხვევაში ,როცა „თაღლითის’’ მიერაა დამზადებული
„ყალბი დოკუმენტი,მისი „დამზადება’’,ძირითად
დანაშაულთან [თაღლითობასთან] ერთად უნდა დაკვალიფიცირდეს.[რადგან“ყალბი დოკუმენტის დამზადება’’-ეს არაა „მოტყუება’’.ეს არის
„პირობების მომზადება’’ შემდეგში განხორციელებული „მოტყუებისთვის’’[„თაღლითობისთვის’’]
ხ
·
რაც შეეხება „ყალბი’’ ა) საბანკო ბილეთის[ბანკნოტის ანუ ქაღალდის ფულის]
ბ)ლითონის მონეტის ,გ) ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადებას,შეძენას,შენახვას გასაღების
მიზნით,აგრეთვე გასაღებას ,ეს საკითხები სრულად არის მოცული 212-ე მუხლის დისპოზიციით და დამატებით კვალიფიკაციას „თაღლითობის’’
მუხლით არ საჭიროებს.
ხ
·
ყალბი „ლატარიის ბილეთით’’ მოგების მიღება კი უკვე „თაღლითობის’’
შემადგენლობას იძლევა[ვინაიდან ლატარიის მოწყობი ორგანიზაცია შეცდომაშია შეყვანილი
და ხდება მისგან მისი ქონების ნაწილის უკანონო და უსასყიდლო ამოღება.
ხ
„თაღლითობის’’[მუხ. 180-ე] გამიჯვნა“კრედიტის უკანონო
მიღებისგან’’[მუხ.208-ე]
·
„ფულად-საკრედიტო
სისტემის წინააღმდეგ’’ მიმართულ დანაშაულთა თავში[კოდექსის] ვხვდებით ისეთ დანაშაულებს
,რომლებიც ახლოს დგანან „თაღლითობასთან’’
·
მაგ. კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულია
დანაშაული“კრედიტის
უკანონო მიღება’’
·
“კრედიტის უკანონო მიღება’’-ს[მუხ.208-ე] და „თაღლითობას’’[ მუხ.180-ე]
შორის
არის არის როგორც მსგავსება,ისე განსხვავება
მსგავსება:
a.
ორივე შემთხვევაში დამნაშავე იყენებს „მოტყუების’’ ხერხს
b.
ორივე შემთხვევაში დამნაშავეს მატერიალური ინტერესი[მოტივი] ამოძრავებს
განსხვავება:
a.
„თაღლიტობისგან’’ სს-ვი დაცვის ობიექტია-„საკუთრების უფლება’’[!],ხოლო“კრედიტის უკანონო
მიღების’’ სს-ვი დაცვის ობიექტია-„საქართველოსფულად-საკრედიტო
სისტემა’’
b.
„მოტყუება’’
„თაღლითობისათვის’’ დანაშაულის ჩადენის აუცილებელი ხერხია[და წინ უძღვის
„სხვისი ნივთის დაუფლებას],ხოლო [!],ხოლო“კრედიტის უკანონო მიღებისთვის’’ ის არაა აუცილებელი
ხერხი- რადგან ამ დანაშაულის ჩადენა „მოტყუების’’ გარეშეც შეიძლება[მაგ. „მიზნობრივი სესხის არადანიშნულებისამებრ გამოყენება’’,რა
დროსაც ადგილი არ აქვს
კრედიტორისთვის ყალბი ცნობის წარდგენას მსესხებელი პირის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის
შესახებ[!]
c.
„თაღლითობისას’’ „მოტყუება
შესაძლოა ჩადენილი იყოს“ყალბი დოკუმენტის’’ გამოყენების გარეშეც[ა)ზეპირსიტყვიერად,ან ბ)რეალური ინფორმაციის დამალვით],ხოლო [!],ხოლო“კრედიტის უკანონო
მიღებისას’’ აუცილებელია „ყალბი ცნობის’’ მიწოდება დაზარალებულზე[ბანკზე ან “სხვა’’
კრედიტორზე]
d. „თაღლითობისას’’ დამნაშავეს
[აუცილებლად]ამოძრავებს „სპეციალური მიზანი’’-სხვისი ნივტის ან ქონებრივი უფლების
მართლსაწინააღმდეგო მისაკუტრების მიზანი,ანუ სხვისი ქონების შემცირების ხარჯზე გაზარდოს
საკუთარი ქონება უკანონოდ და უსასყიდლოდ[ანუ ნაცვალგების გარეშე];
,ხოლო“კრედიტის უკანონო
მიღებისთვის’’ აუცილებელი არაა ამ მიზნის არსებობა.ბანკისთვის „ყალბი ცნობის’’ წარდგენისას
დამნაშავეს ამოძრავებს „სხვა სახის’’ მიზანი -„კრედიტის
მიღების“ მიზანი [რომელსაც ამგვარი ცნობის გარეშე დიდი ალბათობიტ ვერ მიიღებს]
,ან „კრედიტის ოდენობის გაზრდის“ მიზანი [რადგან
ყალბი ცნობის გარეშე კრედიტს მისცემენ მხოლოდ „ჩვეულებრივი პირობებიტ’’[ანუ ნაკლებს
მისცემენ]]
e.
„კრედიტის უკანონო მიღებისას’’ შეიძლება უტყუარად
დადგინდეს,რომ პირს
გადაწყვეტილი ჰქონდა ამ უკანონოდ მიღებული კრედიტის დაბრუნება,მაგრამ ეს
არ
გამორიცხავს 208-ე მუხლის შემადგენლობას. უფრო მეტიც,“კრედიტის
უკანონოდ
მიღების’’ ფაქტი შეიძლება გამჟღავნდეს მას შემდეგ,რაც პირმა კრედიტორს მთლიანად
დაუბრუნა „მოტყუებით აღებული კრედიტი’’
ამ უკანასკნელ ფაქტს აქვს როგორც „სისხლისამართლებრივი’’ ,ისე
„პროცესუალურ-
სამართლებრივი ’’ მნიშვნელობა:
პროცესუალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა მას
აქვს პროკურორის მიერ დისკრეციული
უფლებანოსილების
გამოყენებისას,“არ დაიწყოს სს-ვი დევნა,ან თუ დევნა დაწყებულია
,შეწყვიტოს
იგი’’; საქმე ისაა,რომ ასეთ შემტხვევაში არ არსებობს სს დევნის „საჯარო
ინტერესი’’,რადგან ამჟამინდელი მდგომარეობით,არცერთი
მხარე არაა დაზარალებული-
არც ბანკი
და არც მოვალე,პირიქით ორივე მხარემ სარგებელი ნახა.
ამასთან,თუკი
პროკურორმა რატომღაც არ გამოიყენა ეს დისკრეციული
უფლებამოსილება,მაშინ
მოსამართლემ უნდა გამოიყენოს
სს კოდექსის
70-ე
მუხლი[„სისხლისასამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება „ვითარების
შეცვლის’’
გამო’’ ] და გაათავისუფლოს პირი სს-ვი პასუხისმგებლობისგან
„თაღლითობის’’ დროს კი ვერ ხერხდება უტყუარად
დადგინდეს,რომ პირს
გადაწყვეტილი
ჰქონდა ამ უკანონოდ „დაუფლებულის ‘’ დაბრუნება
f.
დანაშაულის „კრედიტის უკანონო მიღების’’ „დამთავრებულად’’
ცნობისათვის არაა აუცილებელი ,პირმა მოახერხოს კრედიტის მიღება- ეს დანაშაული დამთავრებულია
კრედიტორისთვის „ყალბი ცნობის’’ წარდგენის მომენტიდან[ანუ ეს არის „საფრთხის შექმნის
დელიქტი’’]
„თაღლითობა’’ კი „დამთავრებულია’’მაშინ ,როცა დამნაშავე
მოტყუების გზით დაეუფლება სხვის ქონებას და მიიღებს მისი განკარგვის ფაქტობრივ შესაძლებლობას.
ამდენად ,“კრედიტის უკანონო მიღება’’ ნაწილობრივ „ფორმალური
დანაშაულია’’[ოღონ ეს არ ეხება“მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებას’’
[მუხ.208-ე ნაწ.1],რომლის დასჯადობისთვის აუცილებელია მნიშვნელვანი ზიანის[ანუ შედეგის]
გამოწვევა]
ხ
„ნდობის ბოროტად გამოყენება’’ [„თაღლითობის“ მე-2 ხერხი]
·
„ნდობის ბოროტად გამოყენება’’[ რომელიც „თაღლითობის’’ ჩადენის ხერხია].როგორც
წესი, გამოიხატება :
a. „სპეციალური უფლებამოსილების
ბოროტად გამოყენებაში’’
და
b. „პირადი ნდობის ბოროტად
გამოყენებაში’’
·
დაზარალებულის „ნდობა’’ „თაღლითისადმი’’,როგორც წესი,ეფუძნება
„ზეპირ’’ ან „წერილობით’’ სამართლებრივ[მაგ
„ნაყიდობის ხელშეკრულება’’] ან შრომით ურთიერთობებს[!][მაგ. „ნარდობის ხელსეკრულება’’]
მაგ. პირი,რომელმაც „შრომის ხელშეკრულების’’ საფუძველზე
სამუშაოს
შესასრულებლად წინასწარ [!]მიიღო ფული, წინასწარი განზრახვით არ ასრულებს
ხელშეკრულებიტ ნაკისრ ვალდებულებას [!] იხ.
მაგალითი აქ:
https://sknews.ge/ka/news/40069?fbclid=IwAR3PmRRcobw3W3PcVGUHmstE76C5SJR2iv7LiMnSejqdxmgLZMG4riV7s9w
ანდა
მაგ. პირი,რომელმაც ზეპირი „სესხის ხელშეკრულების’’ საფუძველზე მიიღო ფული, წინასწარი განზრახვით არ ასრულებს ხელშეკრულებით
ნაკისრ ვალდებულებას [!] და არ უბრუნებს ვალს დაზარალებულს[კრედიტორს] [!]
ხ
·
„ნდობაში შესვლა’’ როგორც „მოტყუების’’ კიდევ ერთი სახე ,წინ უნდა უსწრებდეს „სხვისი
ნივთის’’ დაუფლებას.[„დაუფლების“ შემდეგ „ნდობაში შესვლა’’ გადაიქცევა „ნდობის ბოროტად გამოყენებად’’ ]
ხ
„ქურდობაა’’ ,“მითვისება’’ ,თუ „თაღლითობა ნდობის ბოროტად გამოყენებით’’ ?
კაზუსი:
პეტრემ მეგობრები დაპატიჟა გასართობ ცენტრში.მას ფული დააკლდა. პეტრემ
მის მეგობარ დავითს გადასცა საკუთარი საკრედიტო ბარათი,გაანდო კოდიც და სთხოვა,უახლოესი
აპარატიდან მოეხსნა 100 ლარი და ბარათთან ერთად მოეტანა პეტრესტვის.დავითმა მოხსნა
ბარათის ანგარიზე არსებული მთელი თანხა[1500 ლარი] და მიიმალა.
დაავაკვალიფიციროთ დავითის ქმედება
ა) ხომ არაა სახეზე „ქურდობა’’ ?
·
დავითის ქმედება „ქურდობად’’ ვერ დაკვალიფიცირდება მიუხედავად იმისა,რომზოგჯერ
ქურდობისას სხვისი ნივთის ფარულად დასაუფლების გასაადვილებლად,შესაძლოა გამოყენებულ
იქნას „მოტყუება’’[მაგ. დამნაშავემ მობილური ტელეფონი ითხოვა მისი ერთჯერადი გამოყენებისთვის,შემდეგ
კი ტელეფონტან ერთად გაიპარა]
·
ამ დროს დაზარალებული დამნაშავეს გადასცემს ნივთს არა სივრცეში თავისუფლად
გადაადგილების უფლებით და გარკვეული ვადით,არამედ იქვე ერთჯერადად მისი გამოყენებისთვის.
·
ხოლო დამნაშავე „ფარულად ეუფლება’’ მოტყუებით „ხელში ჩაგდებულ’’ [და არა
„დაუფლებულ“] ნივტს.
·
ამდენად ნივთის საბოლოოდ „დასუფლებლად’’
გამოყენებულია „ფარული ხერხი’’[გაპარვა] და ესაა არსებითი ამ ქმედების „ქურდობად’’
კვალიფიკაციისთვის
·
ჩვენს მიერ განსახილველ შემთხვევაში დავითს პეტრემ გადასცა არა ნივთი
,არამედ საკრედიტო ბარათი,რომლითაც შემდეგში შესაძლებელია პეტრეს ნივთის[ფულის] მიღება
·
პეტრემ ასევე გაანდო დავიტს კოდი[!]
·
ამასთან დავითს ბარათი გადაეცა „არა პეტრეს თვალწინ ერთჯერადად გამოყენებისათვის“,არამედ
იმისთვის,რომ მოეზებნა ახლომდებარე ბანკომატი,გამოეტანა მცირე თანხა და მოეტანა პეტრესტვის.
·
ამდენად, პეტრემ დავითს „ნდობა’’ გამოუცხადა,როცა მისი მხედველობის არედან
გაუშვა „საკრედიტო ბარათი’’ ,რომლის კოდიც დავითისთვის ცნობილი იყო.
·
ასევე მისი მხედველობის არედან გაუშვა ის ფულიც,რაც მისთვის უნდა მოეტანა
დავითს.
ხ
·
დავითის ქმედება „ქურდობად’’ შეიძლება დაკვალიფიცირდეს მხოლოდ მაშინ,თუ
მას შშემდეგნაირად შევცვლით:
·
პეტრემ საკრედიტო ბარათი გადასცა დავითს,გაანდო კოდიც და სთხოვა,მოეხსნა
100 ლარი იქვე,მათ თვალწინ მდებარე აპარატიდან,შემდეგ კი ფულიც და ბარათიც გადმოეცა
მისთვის
·
დავითმა ისარგებლა იმით,რომ პეტრე გართული იყო მობილურ ტელეფონზე საუბრით,მოხსნა
ბარათზე არსებული მთლიანი თანხა [1500 ლარი] და
გაიპარა.
·
ეს შემთხვევა „ქურდობად’’ დაკვალიფიცირდება იმის მიუხედავად დავითმა მხოლოდ
100 ლარი მიისაკუთრა,თუ ბარათზე არსებული მთლიანი თანხა,რადგან სხვისი ნივთის დასაუფლებლად
გამოყენებულია ფარული ხერხი- პეტრეს ფულის დაუფლება მოხდა არა მაშინ,როდესაც მან ანგარიშიდან
მოხსნა მთლიანი თანხა[ეს ხელში ჩაგდებაა] ,არამედ
მაშინ როდესაც თანხასთან ერთად ფარულად დატოვა შემთხვევის ადგილი.ამ მომენტიდან
დავითს უკვე შეუძლია განკარგოს თანხა თავისი შეხედულებისამებრ[ა) გადაიხადოს საკუთარი
ვალი ბ) შეიძინოს ნივთი ან მომსახურება გ) გადაცვალოს სხვა სახის ვალუტაში და ა.შ]
ბ)ხომ არაა სახეზე „მითვისება’’
?
·
რადგან პეტრემ დავითს თავად სთხოვა ფულის გამოტანა, რისთვისაც თავისი ნებიტ
გადასცა პლასტიკური ბარათი და კოდიც თავად
გაანდო, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება ,რომ ეს ფული დავითის „მართლზომიერ მფლობელობაში’’
აღმოჩნდა[!] და ამის შემდეგ მან ის „მიითვისა’’[!]
·
თუმცა საკითხავია,რამდენად იყო „მართლზომიერი“ თავად პეტრეს ქმედება ?
·
ყველა ბანკი წერილობით აფრთხილებს თავის კლიენტს,არავის
გადასცეს საკრედიტო ბარათი და არ გაანდოს მისი კოდი.
·
პეტრემ დაარღვია ეს ვალდებულება[!][ბანკის წინაშე ნაკისრი]
·
ეს კი იმას ნიშნავს,რომ დავითის
ხელში ბარათი ,კოდი და თანხა არ გადასულა
მართლზომიერ სამართლებრივ საფუძველზე.
·
ამდენად,თანხა რომელსაც დავითი დაეუფლა,არ იმყოფებოდა მის „მართლზომიერ
მფლობელობაში’’
·
შესაბამისად ,დავითი არაა „მითვისების’’ შემადგენლობის ამსრულებელი და მისი ქმედება „მითვისებად’’
ვერ დაკვალიფიცირდება
გ) ხომ არ არის ეს „თაღლითობა ‘’,რაც ჩადენილი იყო
„ნდობის ბოროტად
გამოყენებით’’ ?
·
აღიარებულია,რომ ქმედების „თაღლითობად’’
კვალიფიკაციისტვის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს მოტყუებული პირის მიერ
„არამართლზომიერი ქმედების ჩადენა’’
·
სხვაგვარად რომ ვთქვატ,“თაღლითობისსას’’ არაა აუცილებელი,“მოტყუებული პირი“
აუცილებლად კეტილსინდისიერად იქცეოდეს.
·
დავითმა „ბოროტად გამოიყენა მის მიმართ პეტრეს მიერ გამოცხადებული ნდობა’’ და უკანონოდ დაეუფლა მის ქონებას[1500 ლარს]
ხ
·
ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა განზრახვა მანამდე ჰქონდა
დავითს,ვიდრე პეტრე ბარათს და კოდს გადასცემდა ,თუ იგი წარმოეშვა ამ ბარათის გადაცემის შემდეგ[ანუ როცა ფულის დაუფლების შესაძლებლობა
მიეცა]
·
ამ მაგალითში „დანაშაულის საგანი’’ არ ყოფილა „საკრედიტო ბარათი’’
·
დანაშაულის საგანი’’ იყო - ფული.[ საერთოდ,“სხვისი
საკრედიტო ბარათის მოტყუებით დაუფლება“ ვერ ჩაითვლება „დამთავრებულ თაღლითობად’’;
იგი მხოლოდ“თაღლოთობის’’ „მოსამზადებელი სტადიაა’’ [18,180-ე მუხ]
·
„თაღლითობა’’ „დამთავრებულია მხოლოდ მაშინ ,როდესაც თაღლითი „მოტყეუბით ხელში ჩაგდებული საკრედიტო ბარათის’’ გამოყენებით დაეუფლება მასზე დარიცხულ თანხას[თუნდაც
მცირე ნაწილს]
·
ამდენად,დავითის ქმედების „თაღლითობად ნდობის ბოროტად გამოყენებით’’
კვალიფიკაციისთვის მთავარია ის რომ
„გამოცხადებული ნდობის“ გამოყენებით
სხვისი ნივთის[ფულის]
დაუფლების განზრახვა
დავითს წარმოეშვა მანამ,ვიდრე ის ანგარიშიდან მოხსნიდა თანხას[!]
·
„გამოცხადებული ნდობის“ გამოყენებით სხვისი
ნივთის[ფულის] დაუფლების განზრახვა დავითს რომ მანამდე წარმოეშვა ვიდრე ის ანგარიშიდან მოხსნიდა
თანხას[ანუ წინასეარ],ჩანს იქიდან,რომ დავითმა ანგარიშიდან მოხსნა არა ის თანხა,რაც
სთხოვა პეტრემ[100 ლარი] ,არამედ მოხსნა ბარათზე არსებული მთლიანი თანხა.
·
ამრიგად,ამ მაგალითში, მოტყუება[კერძოდ, „ნდობის ბოროტად გამოყენება’’ უფრო ზუსტად „ნდობაში შესვლა’’ ] წინ უსწრებდა სხვისი ნივთის[ფულის] დაუფლებას[!]
·
შენიშვნა: დავითს ,რომ მხოლოდ 100 ლარი მოეხსნა[რისი უფლებაც ჰქონდა] და მიესაკუთრებინა,სახეზე იქნებოდა არა სისხლის სამართლის საქმე,არამედ
სამოქალაქო სამართალდარღვევა[კერძოდ,“არაკეთილსინდისიერი მფლობელობა’’]
ხ
ყურადღება:
·
სასამართლო პრაქტიკა „თაღლითობად’’ აკვალიფიცირებს კერძო პირის მიერ „განზრახ“ პენსიის ან სოციალური დახმარების უკანონოდ მიღებას[!]
·
ანუ ისეთ შემტხვევას,როცა პირს არ ეკუთვნოდა,მაგრამ მოტყუებით შეძლო პენსიის
ან სოციალური დახმარების დანიშვნა[!]
·
ნახე ფრაგმენტი „ობლები’’ - ფილმიდან „12 სკამი’’ https://www.youtube.com/watch?v=XlTh66lTFaQ
ხ
·
„თაღლითობაა’’ [მუხ.180-ე] გარიგების დადებისას[„ნასყიდობის’’,იჯარის’’
და სხვა ხელშეკრულებები] კონტრაჰენტის მოტყუება,როდესაც მას
გადასცემენ ნაკლიან საქონელს ან მომსახურებას.
ხ
·
თუ მოტყუებულია მომხმარებელი[კლიენტი][მყიდველი] ,მაშინ კვალიფიკაცია მისაღებია
219-ე მუხლით
მუხლი 219. მომხმარებლის მოტყუება
+
1. მომხმარებლის
მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი
სამუშაოთი
ვადით ერთიდან ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება მოტყუებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს.
ხ
მოტყუება „თაღლითობისას ’’ და მოტყუება „ქურდობისას’’
ყურადღება:
·
„ქურდობის ‘’ დროსაც დამნაშავემ შეიძლება „მოტყუებით’’ შეაღწიოს ბინაში;
·
მაგრამ „ქურდობისას’’ მოტყუება არის მხოლოდ ის ხერხი რაც აადვილებს ქონების „ფარულ
დაუფლებას’’
·
„თაღლითობისას’’ კი მოტყუება ქონების დაუფლების „ძირითადი
ხერხია’’
·
მაგ. პირის ქმედება,რომელიც შედის
ბინაში,ვითომდა წყლის ონკანის შეკეთების მიზნით [ხელოსნის სახით] და ბინის მეპატრონისგან ფარულად ისაკუთრებს ნივთს უნდა დაკვალიფიცირდეს
„ქურდობად’’[ მაგ. ასე მოპარეს ჩემი „ელექტრო დრელი’’ გოგას და დედაჩემს მუშებმა]
ხ
·
ასევე „ქურდობაა’’ როდესაც პირი მობილურ ტელეფონს გამოართმევს სხვას,ვითომც
ერთჯერადი გამოყენებისთვის[„ნივთის ხელში ჩაგდება მოტყუებით’’, შემდეგ კი სარგებლობს
რა მისი უყურადღებობით,გაიპარება და ტელეფონსაც თან წაიღებს[ფარულად
დაეუფლება]
ხ
·
ასევე „ ქურდობაა’’ და არა „თაღლითობა’’ დამნაშავის მიერ მაღაზიაში ვითომდა
მოსაზომად აღებული ტანსაცმლის უსასყიდლოდ ფარულად დაუფლება და სხვა.[მაგ. ასე იქურდა ერთმა ჩემმა
ძველმა „ნაცნობმა’’]
ხ
დაიმახსოვრე:
·
„ქურდობის ‘’ დროს დამნაშავე დაზარალებულის ნების
გარეშე „ფარულად’’ ეუფლება ქონებას
·
„თაღლითობისას“ კი დაზარალებული “ნებაყოფლობით
‘’ გადასცემს ქონებას დამნაშავეს არა ერთჯერადისარგებლობისათვის ,არამედ გარკვეული დროით გამოყენებისთვის.
ხ
·
როგორც ვხედავთ,“თაღლითობის’’ მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს
ის რომ მოტყუებული დაზარალებული თავისი ქონების მიმართ დამნაშავეს გარკვეულ უფლებამოსილებებს თავად ანიჭებს,ანუ
გადასცემს მას მოძრავ ნივთს[მათ შორის ფულს] სივრცეში თავისუფალი გადაადგილების უფლებით,გარკვეული
ვადით,ან უვადოდ[!]
·
ამიტომ,“ქონების დაუფლება’’ მაშინ,როდესაც როდესაც იგი პირს გარკვეული
ტექნიკური ოპერაციის განსახორციელებლად გადაეცა[მაგ.დაზარელებული თხოვს პირს მიაქციოს
მის ნივთს ყურადღება ] და მას[პირს] კი სათანადო უფლებამოსილებები არ გააჩნია,ქმნის არა
„თაღლითობის’’,არამედ „ქურდობის ‘’ შემადგენლობას
·
შენიშვნა: ნახე რუსული ფილმი „ქურდი’’ მაშკოვის მონაწილეობით
ხ
·
ასე რომ, ერთმანეთისგან უნდა განვასხვვოთ ნივთის „მოტყუებით ხელში ჩაგდება’’ და „ნივთის
მოტყუებით დაუფლება’’
·
ნივთის „ხელში ჩაგდება’’-ქმედებაა,ხოლო „დაუფლება’’-შედეგი[!]
·
„ხელში ჩაგდებისას’’ დამნაშავეს შეუძლია „ფლობა’’
და „სარგებლობა’’ ამ ნივთით მაგრამ არ აქვს მისი „განკარგვის’’ შესაძლებლობა
·
„დაუფლების ‘’ დროს კი მას უკვე შეუძლია „განკარგოს’’ იგი[გაყიდოს,გაცვალოს,
და ა.შ.]
·
ქმედების „თაღლითობად’’ კვალიფიკაციისთვის მთავარია „მოტყუების ხერხი’’
დამნაშავემ გამოიყენოს არა ნივთის „ფლობის’’ და „სარგებლობისათვის’’[რაც არის „ხელში ჩაგდება“] ,არამედ „განკარგვისათვის’’[ რაც არის „დაუფლება’’]
·
ანუ უნდა ინახოს „მოტყუების ხერხს’’
რა მიზნით იყენებს დამნაშავე ფლობა-სარგებლობისთვის
თუ განკარგვისთვის.[!][თუ განკარგვისთვის სახეზეა „თაღლითობა’’]
ხ
·
დანაშაული“თაღლითობა’’ დამთავრებულია[!]
მაშინ,როდესაც დამნაშავე „მოტყუებით’’ „დაეუფლება’’ „სხვის
ნივთს’’[!][ან „ქონებრივ უფლებას’’] და მიიღებს
მისი „განკარგვის შესაძლებლობას’[!!]
·
ამდენად ,“მოტყუებას’’ [ქმედებას]
და „სხვისი ნივთის დაუფლებას’’[შედეგს] შორის უნდა არსებობდეს“მიზეზობრივი კავშირი’’
ხ
კაზუსი:
პეტრემ
შეიტყო,რომ დავითს აქვს დაკეტილი ბინა,რომელშიც უამრავი ძვირფასი ნივთი ინახება.მათი
„დაუფლების მიზნით’’,მორგებული გასაღების გამოყენებით მან შეაღწია აღნიშნულ ბინაში
და თან შეტანილი ორი ჩემოდანი ძვირფასი ნივთებით გაავსო.
ბინის
გასასვლელთან რომ მივიდა,კარების გაღების ხმა მოესმა,იგი მიხვდა,რომ ბინის პატრონი
შემოდიოდა ბინაში.
პეტრემ
სასწრაფოდ დაყარა ჩემოდნები შესასვლელში ,ოთახში შებრუნდა და დივანზე წამოჯდა.
ბინაში
შემოსულ დავითს გაუკვირდა უცხო ადამიანის ყოფნა.პეტრემ მას აუწყა სახელდახელოდ შეტხზული
ლეგენდა იმის შესახებ,რომ იგი არის უბინაო ლტოლვილი და მერიამ ეს -ესაა ა დროებით შემოასახლა
დაკეტილ ბინაში.ნათქვამის მეტი დამაჯერებლობისთვის პეტრემ დავითს უჩვენა თავისი ჩემოდნები,რომლკებშიც
თითქოს მისი ნივთები ელაგა.
დავითსა
და პეტრეს შორის უსიამოვნო საუბარი წარიმართა.დავითმა პეტრე გააგდო და მისი ჩემოდნებიც
მიუყარა.
პეტრესაც
ეს უნოდა დაავლო ხელი ჩემოდნებს და სასწრაფოდ დატოვა შემთხვევის ადგილი.
კითხვა: პეტრეს მიერ ჩადენილი ქმედება „ქურდობაა’’
თუ „თაღლითობა’’ ?
·
საკითხი სადავოა,რადგან პეტრეს მიერ გამოყენებულია როგორც „ფარული დაუფლების’’
,ისე „მოტყუების’’ ხერხი
·
„ბინაში შეღწევა’’,“ნივთების მოძებნა და ჩემოდნებში ჩალაგება’’ განხორციელდა
„ფარულად’’
·
როცა პეტრე ჩემოდნებით მივიდა გასასვლელთან სახეზე იყო ქურდობის მცდელობის დამამთავრებელი სტადია[!]
·
კერძოდ,“ქურდობის მცდელობა ბინაში უკანონო შეჭწევით’’[19,177-ე მუხ. მე-3
ნაწ]
·
პეტრეს სხვისი ნივთი „ფარულად’’
ჰქონდა „ხელში ჩაგდებული“,მაგრამ ჯერ არ იყო „დაუფლებული’’ [!]
·
სწორედ ამ სტადიიდან[„ხელში ფარული ჩაგდებიდან’’] დასჭირდა პეტრეს „მოტყუების’’
გამოყენება,რათა „დაუფლებოდა’’ „ხელში ჩაგდებულ ‘’ ნივთებს.
[ნახე ამაზე ფრაგმენტი რუსული ფილმიდან ‘’ ივან ვასილიევიჩი იცვლის პროფესიას’’
სადაც ქურდი დაზარალებულის მეგობრად ასაღებს https://www.youtube.com/watch?v=3GvZWxB1uCE]
·
პეტრემ „მოატყუა’’ ნივთების მესაკუტრე,რომ ის დროებით შემოსახლებული იყო
ამ ბინაში და ჩემოდნებში მისი პირადი ნივთები ეწყო
·
დავითმა ირწმუნა,რომ ჩემოდნებში პეტეს ნივთები ეწყო და ამიტომაც მიუყარა
ეს ჩემოდნები მას.
·
დავითს რომ სცოდნოდა,ჩემოდნებში მისი ბინიდან აღებული ნივტთები ეწყო,პეტრეს
არ მისცემდა მათი წაღების საშუალებას.
·
უფრო მეტიც,არ იყო გამორიცხული, პოლიციისტვის გამოეძახა და პეტრე მაშინვე
დაეკავებინათ
·
ამდენად, „მოტყუებულმა ‘’ დავითმა ფორმალურად ნებაყოფლობით გადასცა პეტრეს მისი ბინიდან აღებული ნივტთები;
·
იქმნება თაბეჭდილება,რომ პეტრეს მიერ ჩადენილი ქმედება დაიწყო „ქურდობით’’
და დასრულდა „თაღლითობით’’
·
მაგრამ ასეთი დასკვნის გაკეთება არ იქნება სწორი.
რადგან დავითს არ ჰქონდა გაცნობიერებული,რომ მის საკთრებაში არსებულ ნივთებს
ატანდა პეტრეს
·
ჩემოდნებში არსებული ნივთები მას პეტრეს საკუთრება ეგონა
·
ამიტომ, დავითის ბინიდან ნივთების გატანა მოხდა „ფარულად’’
·
ანუ დავითმა „მოტყუება’’ გამოიყენა დავითის საკუთრებაში არსებული ნივთების
ბინიდან ფარულად გატანის გაადვილების საშუალებად[!]
·
სხვაგვარად,რომ ვთქვათ მან „მოტყუება’’
გამოიყენა „ქურდობის მცდელობიდან’’ „ქურდობის
დამთავრების’’ გაადვილების საშუალებად[!]
·
პეტრეს მიერ ჩადენილი ქმედება
„ქურდობაა’’
ხ
დავიმახსოვროთ:
·
ამრიგად,ქმედების „თაღლითობად’’ კვალიფიკაციისთვის არაა საკმარისი დამნაშავეზე ნივთის“ ნებაყოფლობით გადაცემის’’ ფაქტი[!]
იმავდროულად“მოტყუებულ პირს’’ გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ,რომ პირზე
გადაცემული ნივთი არ წარმოადგენს ამ
პირის საკუთრებას და არც იმყოფება მის მფლობელობაში.
ამიტომ,.“თაღლითობაა როცა „მოტყუებული პირი’’ ნებაყოფლობით
გადასცემს მის მფლობელობაში ან საკუტრებაში არსებულ თანხას თაღლითს „სეხის სახით’’ ან „შეწირულობის
სახით’’
https://www.youtube.com/watch?v=iAR-KqfFugU
ანდა როდესაც „მოტყუებული პირი’’
თაღლითს „ საკუთრებაში“ ან „დროებით
სარგებლობაში“ გადასცემს პირს „სხვა პირის საკუთრებაში
ან მფლობელობაში არსებულ ნივთს’’ სივრცეში თავისუფალი გადაადგილების
უფლებით.[!]
ხ
ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისთვის
არის ტუ არა აუცილებელი რომ დაზარალებული[მოტყუებული] იყოს კეთილსინდისიერი პირი ?
·
სხვაგვარად რომ ვთქვათ,თუ შეიძლება „თაღლითობისას’’ მოტყუებული იყოს პირი
,რომელსაც გადაწყვეტილი აქვს მართლსაწინააღმდეგო[ან ამორალური ] ქმედების ჩადენა და მიზნის მისაღწევად მზადაა გაიღოს გარკვეული თანხა?
·
ანუ შეიძლება თუ არ,რომ „თაღლითობის’’
მსხვერპლი[დაზარალებული] იყოს „ქრთამის მიმცემი“ პირი ?
კაზუსი
პეტრე დაპირდა ვასოს რომ მოაწყობდა მაღალანაზღაურებად
თანამდებობაზე ოღონდ საჭირო იყო ქრთამის მიცემა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელ
პირზე.კერძოდ თუკი იგი გაიღებდა 10000 ლარს ამ თანხის გამოყენებით „საქმე მოუგვარდებოდა’’
მის კარგ ნაცნობ
ერთ-ერთ სახელმწიფო მოხელესთან.ვასომ ირწმუნა
პეტრსი და გადასცა აღნიშნული თანხა.
სინამდვილეში პეტრე არავითარ სახელმწიფო მოხელეს
არ იცნობდა და არც აპირებდა ვასოსთვის მოხელესთან ქრთამის მიცემაში შუამავლობას.
მისი მიზანი მხოლოდ თანხის „დაუფლება’’ იყო.
ამრიგად,პეტრემ მოახერხა მოტყუების გზით ვასოს
კუთვნილი ქონების[ფულის] დაუფლება.
ხოლო ვასომ ეს თანხა მას გადასცა მოხელეზე ქრტამის
სახით მისაცემად.
·
დოქტრინაში არაა ერთიანი მოსაზრება პეტრს ქმედების კვალიფიკაციის საკითხზე
ხ
·
ერთნი ამ ქმედების „ღაღლითობად’’ კვალიფიკაციას
არ მიიჩნევენ მართებულად.
·
მათი არგუმენტი არის ის ,რომ“თაღლითობისას’’ მოტყუებული პირი უნდა იყოს
„კეთილსინდისიერი პირი’’,რომელიც პროცესუალურად „დაზარალებულად’’
უნდა ვაღიაროთ
·
ხოლო მოცემულ კაზუსში მოტყუებულია პირი,რომელიც თავის ქონებას იყენებდა
დანაშაულის[„ქრთამის მიცემის’’] საგნად[!]
·
ამდენად იგი არაა „დაზარალებული’’
·
მას არ აქვს უფლება,ამ ფულის სასამართლოს წესით დაბრუნება მოითხოვოს[!]
·
ეს თანხა,როგორც „დანაშაულის საგანი’’ ჩამორთმევას ექვემდებარება სახელმწიფო
ბიუჯეტის სასარგებლოდ
·
ხოლო თავად „ქრთამის მიმცემი“ პირი უნდა დაექვემდებაროს სს-ივ პასუხისმგებლობას.
·
ამიტომ ასეთ შემთხვევაში, პეტრეს ნაირ პირს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა
„თაღლითობისათვის’’
·
წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა რომ ვასოს ვაღიარებთ არა დანაშაულის ჩამდენად[კერძოდ,
„ქრთამის მიცემის მცდელობის’’ ჩამდენად] ,არამედ
„დაზარალებულად’’,რაც არ იქნება სამართლიანი-ო[!]
ხ
·
ეს მოსაზრება არ უნდა გავიზიაროთ ,რადგან:
ა)ქმედების „თაღლითობად’’
კვალიფიკაცია სრულებით არ ნიშნავს იმას,რომ „მოტყუებული’’ პირი აუცილებლად „კეთილსინდისიერია’’
.
„თაღლითობა’’ არის
„შემხვედრი დელიქტი’’ ,სადაც ერთი პირი „მოტყუებით’’ ეუფლება სხვა პირის ქონებას.
ამასთან,“მოტყუებული
შეიძლება იყოს როგორც „მესაკუთრე’’ ,ისე სრულიად „სხვა პირი’’[მაგ. ნოტარიუსი]
ეს იმას ნიშნავს
,რომ „თაღლითობისას’’ აუცილებელია არსებობდეს „მოტყუებული მხარე’’,მაგრამ არაა აუცილებელი
,სწორედ იგი ვცნოთ „დაზარალებულად’’[ დაზარალებული შეიძლება იყოს სულ სხვა პირი] .უფრო
მეტიც,“თაღლითობის’’ საქმეში შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს დაზარალებული,თუმცა
უნდა არსებობდეს „მოტყუებული’’ მხარე.
მაგ.,როცა „თაღლითი’’
მოტყუებით ართმევს თანხას პირს,რომელსაც სურს მოხელის მოქრთამვა.ამ დროს ეს მოქალაქე
„მოტყუებულია“,მაგრამ „არაა დაზარალებული“.[ ჰმ!]
ბ)თუ ზემოთ მოყვანილ
მაგალითში პეტრეს არ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას „თაღლითობისათვის’’ ,ეს იმას ნიშნავს
რომ მის ქმედებას არ ვთვლით მართლსაწინააღმდეგოდ.გამოვა რომ ვაღიარებთ შემდეგს: „რადგან
ვასოს მისი საკუთარი ქონების გამოყენებით სურდა
დანაშაულის ჩადენა „ქრთამის მიცემა’’,ამიტომ
პეტრეს აღარ მოეთხოვება პასუხი იმისათვის,რომ ისარგებლა ამ მომენტით და გამოტყუა ფული.
ასეთი მიდგომა შორს
დგას“სამართლიანობისაგან’’
გ)მოცემულ კაზუსში ორივე მხარემ უნდა აგოს პასუხი
საკუტარი უმართლობისათვის-პეტრემ იმისატვის,რომ ხელყო „სხვისი საკუთრების უფლება“,ვასომ კი პასუხი
უნდა აგოს „ქრთამის მიცემის მცდელობისთვის“,შესაბამისად იგი არ უნდა იქნეს ცნობილი „თაღლითობით’’ დაზარალებულად,რომელსაც
უფლება აქვს მოიტხოვოს პეტრეზე მიცემული თანხის უკან დაბრუნება;
დ) ყველფერი ეს იმას ნიშნავს,რომ პირის საკუტრების უფლება დაცულია ხელყოფისაგან იმის მიუხედავად,რისტვის სურს
მას მისი გამოყენება: დანაშაულის ჩასადენად ,თუ მართლზომიერი მიზნის მისაღწევად[!]
არავის
აქვს უფლება ,ისარგებლოს პირის დანაშაულებრივი განზრახვით და უკანონო გზით დაეუფლოს
მის ქონებას[!]
ხ
„თაღლითის’’ თაღლითი
·
ეს
ის შემტხვევაა,როცა პირი ცდილობს „მოტყუებით’’ ხელთ იგდოს მე-2 პირის ქონება ,მაგრამ
თავად აღმოჩნდება ამ სამიზნე პირის მიერ განხორციელებული „მოტყუების’’ მსხვერპლი და
კარგავს ქონებას[!]
კაზუსი:
პეტრემ გადაწყვიტა 1000 ლარად ღირებული ფრანგული ბიჟუტერია[ე.წ.“სამეული’’[ბეჭედი,ყელსაბამი,სამაჯური],როგორც
ვითომ ოქროს ნაკეთობა ბრილიანტის თვლებიტ,15 000 ლარად მიესაღებინა ლალისთვის.
მეტი დამაჯერებლობისათვის მან ამ ნაკეთობასთან ერთად
ფიქტიური[ყალბი] დოკუმენტიც წარუდგინა,რიტაც დასტურდებოდა,რომ ნივთი თითქოს დამზადებული
იყო მაღალი სინჯის რუსული ოქროსაგან მაღალი ხარისხის ბრილიანტის თვლებით.
სინამდვილეში კი სამეულის ბიჟუტერია წარმოადგენდა ძვირფასი
ლითონის ნაკეთობის იმიტაციას.
ლალიმ მის თვალწინ გადათვავალა 15 000 ლარი ,მოათავსა
იგი პატარა პაკეტში.
პეტრემ ლალის გადასცა ნაკეთობა,ხოლო ლალიმ კი- პაკეტი.
როცა ერთმანეთს დაშორდნენ ,პეტრემ გახსნა პაკეტი და
ნახა რომ მასში ფულის ნაცვლად ქაღალდის ნაჭრები ეწყო.იგი მიხვდა,რომ ლალიმ შეუმჩნევლად
შეცვალა პაკეტი და წინასწარ გამზადებული სხვა პაკეტი გადასცა მას.
ამდენად,პეტრე თავად დარჩა მოტყუებული და მატერიალურად
დაზარალებული- დაკარგა 1000 ლარად ღირებული ნივთი.
ამ კაზუსში
ყველამ თავისი უმართლობისათვის უნდა აგოს პასუხი;
ერთის ჩადენილ უმართლობას,ვერ გაამართლებს მეორეს მიერ
ჩადენილი.
შესაბამისად, პეტრე პასუხს აგებს „დიდი ოდენობით თაღლითობის
მცდელობისთვის’’[ 19. 180-ე მუხ. ნაწ. მე-3]
ხოლო ლალი „დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისათვის[[[მუხ.180-ე
ნაწ. მე-3]
ხხხხ
დაზარალებული- „ბატი ტასიკო’’
·
როგორ
უნდა დაკვალიფიცირდეს ქმედება,როდესაც ატყუებენ ყველაზე მიამიტ[ლაბილური ფსიქიკის მქონე]
პირს ისეთი დაპირებით,რისი შესრულების არარეალურობა ყველა საშუალო ინტელექტისა და ფსიქიკის
ადამიანისთვის ნათელია ?
კაზუსი:
პეტრე დაპირდა მარტოხელა,ლაბილური ფსიქიკისა და დიდი ქონებრივი შესაძლებლობების
ქალს,რომ გარკვეული ანაზღაურების შემტხვევაში კოსმოსური ხომალდით გაამგზავრებდა პლანეტა
სირიუსზე,სადაც იგი დაისვენებდა და გაატარებდა დაუვიწყარ დროს.შემდეგ კი მისთვის სასურველ
დროს ასევე ჩამოიყვანდა უკან.
დანაპირების მეტი დამაჯერებლობისათვის მან ამ ქალს უჩვენა ფოტო და ვიდეო-მასალა,რომელიც
ვითომ გადაღებული იყო პლანეტა სირიუსზე.ასევე უჩვენა იმ ხომალდის ფოტო-მასალა,რომლიტაც
ვითომ გაამგზავრებდა მას ამ პლანეტაზე.
ქალმა ირწმუნა მისი და გადაუხადა მას 1 000 000 ლარი,როგორც
მომსახურების საფასური.
შეთანხმების მიხედვით,თანხის გადახდიდან ერთი კვირის ვადაში უნდა შესრულებულიყო
დანაპირები.
რა ტქმა უნდა პეტრეს მიზანი იყო ფულის დაუფლება,რასაც მან მიაღწია
ყურადღება:
მიუხედავად იმისა,რომ დაპირების შინარსი არარეალური და ღიმილის მომგვრელია,პეტრემ
პასუხი უნდა აგოს “თაღლითობისათვის”,რადგან
კანონი ერთნაირად იცავს როგორც ჩვეულებრივი,ისე ლაბილური ფსიქიკის ადამიანების საკუთრების
უფლებას[!]
ხ
„თაღლითობის’ სუბიექტური მხარე
·
„თაღლითობის’’ მოტივს არ აქვს მაკვალიფიცირებელი
მნიშვნელობა
·
მოტივი „თაღლითობისას’’,როგორც წესი
„ანგარებაა’’
·
„თაღლითობისას’’ ამსრულებლის „მიზანი’’ ამ დელიქტის დამფუძნებელია.
·
თაღლითობისას ‘’ ამსრულებლის მიზანია „სხვისი
ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუტრება’’
·
ეს მიზანი „ქმედების’’ შემადგენლობაში
უნდა განვიხილოთ,რადგან აფუძნებს ამ უმართლობას და არა „ბრალში’’
ხ
„ბრალის
ფორმა’’ - „თაღლითობისას’’
·
რადგან „თაღლითობა’’ მიზნიტ დაფუძნებული დელიქტია,მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ „პირდაპირი განზრახვით’’
·
ანუ ა) დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს,რომ იგი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის
ქონებას და ბ)სურს ეს.
ხ
„თაღლითობის’’ დამამძიმებელი გარემოებები
ა) „თაღლითობა
ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’[მუხ.180-ე ნაწ.მე-3 „ა’’ ქვპ]
·
ასეთ
შემთხვევებში დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს :
a. „სახელმწიფო მოხელე“
ან
b. „კომერციული სტრუქტურის მუშაკი“
და ისინი
„სხვის ნივთს’’ „მოტყუებით’’ ეუფლებიან[!]
ხ
„თაღლითობაა’’ თუ „მითვისება’’ ?
· უნდა შეგვეძლოს ერთმანეთისგან
გავარჩიოთ „თაღლითობა
ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’[მუხ.180-ე ნაწ.მე-3 „ა’’ ქვპ] და „მითვისება ჩადენილი
დამამძიმებელ გარემოებაში ’’ [მუხ.182-ე. ნაწ.მე-2 .“დ’’ ქვპ]
მათ შორის მსგავსება:
a.
ორივე შემთხვევაში პირი ბოროტად იყენებს თავის „სამსახურებრივ მდგომარეობას’’[ეს
მდგომარეობა მას უადვილებს ქონების დაუფლებას]
b.
ორივე დანაშაულის შემთხვევაში „ამსრულებელი პირი“ შესაძლოა იყოს
ა) სამოხელეო დანაშაულის სუბიექტი[ ანუ „მოხელე’’,ან „მოხელესთან გათანაბრებული პირი’’,ან“სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირი’’] ან ბ)კერძო სექტორში ჩადენილი დანაშაულის სუბიექტი[„ხელმძღვანელობითი’’,“წარმომადგენლობითი’’
ან „სპეციალური’’ უფლებამოსილებებით აღჭურვილი პირი]
მათ შორის განსხვავება:
1.
„თაღლითობისას’’ „სამსახურებრივი მდგომარეობის
ბოროტად გამოყენება’’ არის „მოტყუების’’
გაადვილების ხერხი.
სხვაგვარად
რომ ვთქვათ,დამნაშავე თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებს სხვის მოსატყუებლად,რატა
ადვილად დაეუფლოს სხვის ქონებას,რომელიც არ იმყოფება მის[დამნაშავის მართლზომიერ მფლობელობასა
ან გამგებლობაში[მართვაში]
ეს იმას ნიშნავს
,რომ „მოტყუება’’ წინ უსწრებს „სხვისი ნივთის დაუფლებას[!],ოღონ განსხვავებიტ „თაღლითობის
‘’ „მარტივი შემადგენლობისგან[ამ მუხლის 1.ნაწ.],აქ იტყუება არა რიგითი მოქალაქე ,არამედ
ან სახელმწიფო აპარატის,ან კერძო სექტორის პასუხისმგებელი
პირი,რაც უფრო დამაჯერებელს ხდის მის ცრუ ინფორმაციას.
კაზუსი:
ერთ-ერთი ბანკის სახელით ,მისმა ხელმძღვანელმა პირმა გაავრცელა ოფიციალური
ინფორმაცია,რომლითაც დაპირდა მოქალაქეებს,რომ ვინც ამ ინფორმაციის დადებიდან 6 ტვის
განმავლობაში ბანკში 1 წლის ვადიტ შემოიტანდა
არა ნალებ 10 000 ლარს,ერთი წლის შემდეგ ორმაგ ტანხას მიიღებდა[!]
ამ ხელმძღვანელ პირს,რა ტქმა
უნდა, არც კი უფიქრია დანაპირების შესრულება.მას მხოლოდ თანხის მისაკუთრება სურდა.
მოქალაქეები ენდნენ ბანკის ოფიციალურ
ინფორმაციას და რამდენიმე თვეში ბანკში მილიონობით თანხა შევიდა.როცა ფულის შეტანის
დრო[6 ტვე] ამოიწურა ,ბანკის ხელმძღვანელნა შემოსული თანხა მიისაკუთრა და საზღვარგარეთ
გაიქცა.
ამ კაზუსში სახეზეა „თაღლითობა’’,ჩადენილი ა)„სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებიტ’’ და ბ)“დიდი ოდენობით’’
ეს „თაღლითობაა’’ ,რადგან ბანკის
ხელმძღვანელმა „ცრუ დაპირებით’’ ბანკში თავი მოუყარა დიდი ოდენობით თანხას. მოტყუების
გზით მიღებული თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს „მარტლზომიერ მფლობელობაში’’ არსებულად.ბანკმა
თანხა არამართლზომიერი გზით[მოტყუებით] მოიპოვა[„ხელში
ჩაიგდო’’ და შემდეგ „დაუფლა’’]. ამიტომ, აქ „მითვისებაზე ‘’ საუბარი შეუძლებელია.
ხხხხ
2. ხოლო რაც შეეხება „მითვისებას’’,რომელიც ჩადენილია „სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით’’-ამ შემთხვევაში საჯარო ან კერძო სექტორის წარმომადგენელი
თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისაკუტრებს იმ ქონებას,რაც უკვე იმყოფება მის მართლზომიერ მფლობელობასა ან გამგებლობაში[მაგრამ
არა საკუტრებაში] და სურს უკანონოდ მიისაკუთროს იგი.
კაზუსი:
ბანკის
ხელმძღვანელმა გაავრცელა ინფორმაცია,რითაც მოქალაქეებს დაპირდა მაღალ საპროცენტო სარგებელს.,მას
მარტლაც გადაწყვეტილი ჰქონდა დანაპირების შესრულება.როცა თანხის შემოტანის დრო ამოიწურა,ნახა,რომ
ბანკში გაცილებით მეტმა თანხამ მოიყარა თავი,ვიდრე იგი ელოდებოდა[ანდა მოულოდნელად
გაუჩნდა დიდი მატერიალური პრობლემა]. აქედან გამომდინარე,მას გაუჩნდა ამ თანხის დაუფლების
სურვილი,რაც შეასრულა კიდეც.
მან
მოახერხა ამ ტანხის მისაკუტრება და საზღვარგარეტ გაიქცა.
ამ კაზუსში
სახეზეა „მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’’ ,რადგან აღნიშნული ტანხა
ბანკში კანონის მოთხოვნის შესაბამისად შემოვიდა.ამდენად,თანხა იმყოფებოდა ბანკის მართლზომიერ
მფლობელობაში. ბანკის ხელმძღვანელმა კი ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა
და „დიდი ოდენობით’’ „მიითვისა’’ ეს თანხა.
ხ
·
„თაღლითობა
ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით’[მუხ.180-ე ნაწ.მე-3 „ა’’ ქვპ]
თავის თავში მოიცავს 220-ე და 332-ე მუხლებს ,ამიტომ დამატებითი კვალიფიკაცია ამ მუხლებზე
მითითებით საჭირო არაა.
·
რადგან
კონკურენცისას იმარჯვებს სპეციალური ნორმა ზოგად ნორმაზე[ჩვენს შემთხვევაში იმარჯვებს განსახილველი დამამძიმებელი გარემოება]
ხ
„თაღლითობაა’’ [სისხლის სამართალი] თუ „ვალდებულების შეუსრულებლობა’’[სამოქალაქო
სამართალი]?
·
როდესაც საქმის გარემოებანი მოწმობენ ,რომ პირი გარიგების დადებისას მიზნად
არ ისახავდა „სხვისი ქონების უკანონო დაუფლებას“ ან „სხვის ქონებაზე უფლების უკანომოდ
მიღებას“ და სურდა ვალდებულების შესრულება,მაშინ „თაღლითობა’’
გამორიცხულია,რადგან „დანაშაულებრივი განზრახვა’’ წინ უნდა უსწრებდეს ქმედების
განხორციელებას.
·
„თაღლიტობისას’’ ა)პირს უნდა ამოძრავებდეს სურვილი,დაზარალებული
შეიყვანოს შეცდომაში და ბ)დაზარალებულს უნდა სჯეროდეს იმ ცნობისა,რასაც მას აწვდის
თაღლითი
·
ამ გარემოებების დასადგენად უნდა შემოწმდეს თუ რამდენად რეალური იყო პირის
მიერ „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების’’ შესრულება[!]
·
ამ მიზნით გამოძიებამ უნდა შეისწავლოს „ხელშეკრულების დადებისას გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებები
,კერძოდ, ხელშეკრულების ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობა და სხვა გარემოებები[!]
·
ამიტომ,180-ე მუხლით „თაღლითობა’’ უნდა დაკვალიფიცირდეს ყველა შემტხვევა,როდესაც
სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია უძრავი ქონება და გამოძიების
პროცესში ირკვევა,რომ იპოთეკით დამტვირთავმა[მოვალემ] წინასწარ იცოდა,რომ ვალს ვერ გადაიხდიდა.
·
ყველა კონკრეტულ შემტხვევაში დასადგენია :
ა) პირს [მოვალეს] რეალურად ჰქონდა წინასწარ გათვალისწინებული ის გარემოება,რომ
შეუძლებელი იყო დაზარალებულისთვის იპოთეკით დატვირთული ქონების დაბრუნება[!][თუ ასეა
იქნება „თაღლიტობა“]
თუ
ბ)
დაზარალებულისტვის
მიყენებული ზიანი წარმოადგენს ეკონომიკური მოგების იმედით არასწორი გადაწყვეტილების
მიღების შედეგს[!][თუ ასეა იქნება „ვალდებულების
შეუსრულებლობა’’]
ხ
·
„თაღლითობისა’’ და „ვალდებულების შეუსრულებლობის’’ გამიჯვნის ფორმალურ
კრიტერიუმად ზოგჯერ ითვლება დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა[!]
·
ეს მიდგომა მიუღებელია,ვინაიდან მარტო „მიყენებული ზიანის ოდენობა’’ არ
შეიძლება საფუძვლად დაედოს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობების გამიჯვნას[!]
·
ზიანი სატანადო ვალდებულებების შეუსრულებლობისას შესაძლოა საკმაოდ უფრო დიდი იყოს,ვიდრე დანაშაულის ჩადენისას[!]
·
ამ დელიქტებს შორის განსხვავება არა „რაოდენობრივი’’ ,არამედ „თვისობრივია’’
და ეს უნდა დაედოს საფუძვლად ქმედების „თაღლითობად’’ კვალიფიკაციას
·
ამსრულებლის ქმედების სწორი სამარტლებრივი შეფასებისატვის გადამწყვეტია
გაირკვეს:
ა) გარიგების დადებისას
პირს გადაწყვეტილი ჰქონდა თუ არა ,მოტყუებით ხელში ჩაეგდო სხვისი ქონება და განეკარგა
იგი როგორც საკუთარი[„თაღლითობა“]
თუ
ბ)გარიგების დადების
შემდეგ „გამოვლენილი გარემოებების“ გამო ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება[„სამოქალაქო
სამართალდარღვევა“]
Комментарии
Отправить комментарий