შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ხელშეკრულების ვადის გასვლასთან ან სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული საფუძვლით

 

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ხელშეკრულების ვადის გასვლასთან ან სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული საფუძვლით

·        შრომის კოდექსის 47(1)„ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა

·         იმავე47(1) მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება.

·        შრომითი ხელშეკრულება შესაძლებელია, დაიდოს გარკვეული ვადით.

·         ნორმის თანახმად, ვადის ამოწურვით განპირობებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენს ამ სამართალურთიერთობის დასრულების ლეგიტიმურ საფუძველს.

·         ამიტომ გარკვეული ვადი შემოსაზღვრული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, ისევე, როგორც შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შედეგად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დასაქმების შეწყვეტის სხვა საფუძვლებისგან განსხვავებით, დამსაქმებელს არ გააჩნია გარკვეული წინაპირობების დაცვის ვალდებულება.

[მაგალითად ასეთის , – დასაქმებულის გაფრთხილება ვადის ამოწურვის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ან გათავისუფლებისათვის განკუთვნილი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. ]

·        შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ILO-ს გაერთიანების უფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკების შესახებ 1949 წლის No. 98-ე კონვენციის შესახებ გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის განმარტება, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმა პროფესიული კავშირის წევრობის მიზეზით წარმოადგენს დისკრიმინაციულ აქტს No. 98-ე კონვენციის პირველი მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში

·        საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

·        როდესაც სადავო ხდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებით შრომითი ხელშეკრულების დასრულების საკითხი, მტკიცების ვალდებულება აწევს იმ პირს, ვინც ამ გარემოებას სადავოდ ხდის.

 

·        თუკი ვადის გამო ხელშეკრულების შეწყვეტას ეცილება დასაქმებული, სწორედ ისაა ვალდებული, ამტკიცოს ხელშეკრულებაში მოცემულისაგან განსხვავებული ვადით შრომის ხელშეკრულების არსებობა, და პირიქით – თუკი დამსაქმებელი ხდის სადავოდ ხელშეკრულებაში ასახულ ვადას, მტკიცების ტვირთი აწევს მას.

 

·        მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში გამოიყენება მტკიცების ტვირთის სტანდარტული განაწილების პრინციპი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102- ე მუხლის საფუძველზე, განსხვავებით, დასაქმების შეწყვეტის ზოგიერთი სხვა საფუძვლის დროს მტკიცების ტვირთის განაწილებისაგან[როცა მტკიცების ტვირთი „ბრუნდება“ მხარეებს შორის ].

·        ხელშეკრულების ვადასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის დებულებათა მოშველიება, რის კანონიერ საფუძველსაც წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 1(2) მუხლი.

კერძოდ, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

·        ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე, რომელშიც სადავო გახდა შრომის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მომენტი, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით განმარტა შემდეგი: „შრომითი ხელშეკრულების, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების წარმოშობასთან, შეცვლასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის ურთიერთობები მთლიანად წესრიგდება სამოქალაქო კოდექსით.

·         სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე თანხმდებიან, საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

·         ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განმარტებულია, თუ რა მიიჩნევა არსებით პირობად. ასეთია ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

·        პალატის შეფასებით, ვადა წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, რომელიც საჭიროებს მხარეთა შორის შეთანხმებას.

·        მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში აღიარებულ სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელმაც ნორმატიული ასახვა ჰპოვა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში – კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ, დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

·        შესაბამისად, მხარეებს სრული თავისუფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების ვადებზე.

·        ისინი ამით თავიანთი ნებით განსაზღვრავენ ვალდებულების შესრულების დროს.

·        როდესაც ხელშეკრულებით რაიმე მოვლენის დადგომის მომენტი მკაფიოდაა განსაზღვრული, სახეზეა განსაზღვრული ვადით’’ დადებული ხელშეკრულება.

[საწინააღმდეგო შემთხვევაში, ივარაუდება რომ სახეზეა განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება“]

·        თუკი  მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის ინტერვალად მითითებულია 2011 წლის 16 მარტი, შრომითი ურთიერთობის ამოწურვის თარიღია სწორედ 16 მარტი.

·        მაშასადამე, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა კანონიერი საფუძვლით შეწყდება  16 მარტს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამ


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები