„დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო“ [მუხ.მე-40]
·
„დეკრეტული შვებულებისა“[მუხ. 37-ე] და „ახალშობილის შვილად აყვანის გამო“
შვებულების[მუხ.38-ე]
გარდა,
შრომის კოდექსის 40-ე
მუხლი ითვალისწინებს „დამატებით შვებულებას ბავშვის მოვლის
გამო“
·
„დასაქმებულს
თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა,
ეძლევა „ანაზღაურების გარეშე შვებულება“ „ბავშვის მოვლის გამო’’ – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.“
·
ამუ „ბავშვის
მოვლის გამო’’ ყოველწლიური
„დამატებითი’’ შვებულების მინიმალური ვადაა 2 კვირა,
მაქსიმალური – 12 კვირა.
·
დასაქმებულს აღნიშნული შვებულების გამოყენების უფლება
აქვს, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.
·
აღნიშნული შვებულება გაიცემა ანაზღაურების გარეშე.[ეს დაიმახსოვრე]
· «ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება“ შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს[არაა სავალდებულო იყოს დედა ან მამა], რომელიც, ფაქტობრივად, უვლის ბავშვს.
·
«ბავშვის მოვლის გამო
დამატებითი შვებულებით “ შეუძლია ისარგებლოს, როგორც მამაკაცმა, ასევე ქალმა დასაქმებულმა.
·
ამასთან, შვებულების
გამოყენება არ არის შეზღუდული მხოლოდ მშობლით ან მშვილებლით.
·
საქართველოს შრომის კოდექსით არ არის დაზუსტებული, ვინ იგულისხმება
„ბავშვის მომვლელში“,
მაგალითად, მხოლოდ მშობლები, ნათესავები, თუ
სხვა პირებიც.
·
ამდენად, ამ შვებულებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც, გონივრული საჭიროებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად უნდა უვლიდეს ბავშვს.
მაგალითად, როდესაც ბავშვს არ ჰყავს მშობლები, „დასაქმებულ
ბებიას“, რომელიც ფაქტობრივად უვლის 5 წლამდე
ასაკის შვილიშვილს, უფლება აქვს, გამოიყენოს აღნიშნული შვებულება.
ხ
·
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „ბავშვის მოვლის სირთულისა და მისი უპირატესი ხასიათის’’ გათვალისწინებით, შრომის კოდექსის
40-ე მუხლთან მიმართებით
კანონმდებლის მიზანია, შეღავათი დაუწესოს ბავშვის აღმზრდელ
პირს. „ბავშვის
მოვლის გამო არაანაზღაურებადი შვებულების“ არსიდან გამომდინარე, მისი გამოყენება უფლებამოსილ პირს
ნებისმიერ დროს უპირობოდ შეუძლია, კანონით დადგენილი ხანგრძლივობით“
მუხლი 40. დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
1. დასაქმებულს თავისი თხოვნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ბავშვის მოვლის გამო დამატებითი, ანაზღაურებისგარეშე შვებულება 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.
2. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს იმ დასაქმებულს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.
ხ
შენიშვნა:
·
შვედეთში ბებია- ბაბუას ხელფასს უხდის შვილიშვილის მოვლაში სახელმწიფო
https://1tv.ge/news/shvedetshi-babua-bebiebistvis-shvilishvilebis-movla-anazghaurebadi-gakhda/
·
სტალინიც ამბობდა პენსია არის ბებიების და ბაბუების
ხელფასი შვილიშვილის მოვლისთვისო
Комментарии
Отправить комментарий