„დეკრეტული შვებულება’’ ანუ შვებულება „ორსულობის, მშობიარობისადა ბავშვის მოვლის გამო’’

 

·        შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.

·        მოცემულ დებულებაში „და“ კავშირის არსებობის გამო, 37-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულების უფლების გამოსაყენებლად კუმულაციურად უნდა არსებობდეს სამივე წინაპირობაა)ორსულობა, ბ)მშობიარობა და გ)[ახალშობილი]ბავშვის მოვლა.

·         ამდენად, აღნიშნული შვებულები სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ ქალ დასაქმებულებს.

·         შესაბამისადვე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება, როგორც სასამართლო პრაქტიკაში, ასევე ქართულ შრომითსამართლებრივ ლიტერატურაში მოიხსენიება როგორც „დეკრეტული შვებულება“[!][საზეპირო]

·        ყურადღება: უცხო სიტყვათა ლექსიკონში კი დეკრეტული შვებულება განიმარტება, როგორც მხოლოდ  შვებულება ორსულობის გამო.

·         აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო’’, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს N231/ნ ბრძანების (შემდგომში „N231/ნ ბრძანება“) 10(6) მუხლის თანახმად, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი“.

·        შრომის კოდექსის 37–ე მუხლის თანახმად, დასაქმებულ ქალს  თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება’’  შემდეგნაირად:

 

მუხლი 37. შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო

 

1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით.

2. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.[როგორც წესი ორსულობის ბოლო თვეებში იღებენ ორსული დასაქმებული ქალები „დეკრეტულ შვებულებას’’]

3. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით,

ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღის ოდენობით.

ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე.

 

ამრიგად : „ორსულობის და მშობიარობის გამო“  ანაზღაურებადი შვებულება [126 დღე] +“ბავშვის მოვლის გამო’’ შვებულება [604 ღღე] = „დეკრეტული შვებულება’’ [სულ 730  დღე]

„ბავშვის მოვლის გამო ‘’ შვებულებიდან [604 დღე]ანაზღაურებადია მხოლოდ -57 კალენდარულუ დღე[!!!] [ეს დაიმახსოვრე]

·         საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, დეკრეტული შვებულების საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეჩერების ვალდებულება დამსაქმებელს წარმოეშობა დასაქმებულის მიერ მოთხოვნის წარდგენის მომენტიდან.

·        აუცილებელია, დაზუსტდეს, თუ როდის წარმოეშვება დასაქმებულს დეკრეტული შვებულების მოთხოვნის უფლება.

·         N231/ნ ბრძანების თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულის სახელზე  შევსებული საავადმყოფო ფურცელი’’. [!]

·        „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანების (შემდგომში „N281/ნ ბრძანება“) მიხედვით, საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გაიცემა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო’’[საზეპირო]

·        იმავე ბრძანების 6(2) მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს ორსულობის 26-ე კვირიდან.[!] ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს ორსულობის 26-ე კვირამდეც.

·        ამრიგად,აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე, ორსულობის 26-ე კვირამდე [!] დასაქმებულს ეზღუდება დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლება, [რამეთუ, N281/ნ ბრძანების თანახმად, საავადმყოფო ფურცელი (რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით[დეკრეტული შვებულებით]  სარგებლობის წინაპირობაა) არ გაიცემა ორსულობის 26-ე კვირამდე.]

·         ამდენად, თუ ორსულობის 26-ე კვირამდე დასაქმებულს[ქალს] ორსულობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არ აქვს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა, იგი იძულებულია, მოექცეს დროებითი შრომისუუნარობის რეჟიმში. [და არა „დეკრეტული შვებულების’’ რჟიმში,რაც გათვალისწინებულია  მუხ.37-ე მუხლში]

·        კერძოდ, ორსულობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით სამუშაოზე არგამოცხადება შესაძლოა მოექცეს შრომის კოდექსის 46(2)-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის ფარგლებში.

     მუხლი 46. შრომითი ურთიერთობის შეჩერება

) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს;

·        ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება[ დეკრეტული შვებულება]  ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. [!]

·        დეკრეტული შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა 1000 ლარი.

·        ამდენად, 126 კალენდარულ დღეზე დეკრეტულ შვებულებაზე ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა შეზღუდულია ერთჯერადი ფიქსირებული დახმარებით – 1000 ლარით.

·        აღნიშნული საკითხის დეტალური რეგულირება მოცემულია N231/ნ ბრძანებაში.

·        ყურადღება: დამსაქმებელი არ არის ვალდებული, გადაუხადოს დასაქმებულს ანაზღაურება დეკრეტული შვებულების პერიოდის განმავლობაში.

·        თუმცა, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე. მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტისგან მისაღები 1000-ლარიანი დახმარებისგან ‘’.

დამოუკიდებლად, დამსაქმებელმა დეკრეტული შვებულების განმავლობაში შესაძლოა სრულად გადაუხადოს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება.[თუმცა ვალდებული არ არის]

·         შესალებელია, დამსაქმებელმა დასაქმებულს გადაუხადოს განსაზღვრული თანხა, მაგალითად, 1000-ლარიან დახმარებასა და დეკრეტული შვებულების პერიოდისთვის ჰიპოთეტურად მისაღებ შრომის ანაზღაურების[ხელფასს]  შორის სხვაობის ოდენობით.

·        თავის მხრივ, დამსაქმებლის მიერ მშობიარობასთან დაკავშირებით თანხის გაცემა არ გამორიცხავს დასაქმებულის უფლებას, მოითხოვოს მშობიარობის გამო კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარების’’ თანხა-1000 ლარი.

·         საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. მისი გაცემის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, დამსაქმებელი და დასაქმებული შეთანხმდებიან თუ არა სხვა დამატებით ანაზღაურებაზე.’’

·        საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეხედულებით, დასაქმებულს უფლება აქვს, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა გამო გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ, კუთვნილი საშვებულებო დღეების (126 კალენდარული დღე) ოდენობის ფარგლებში.“[იხ. 37-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწ.]

·         37-ე  მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულება[იხ ზემოთ ან კოდექსში] შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ.

·        37- მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა კი  ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.

·        ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების აღების შესახებ.

·        დასაქმებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასა“[126 დღე ] და ბავშვის მოვლის გამო შვებულების“[57 დღე ] ანაზღაურებად ნაწილს იყენებს თანამიმდევრობით, შესაბამისად, სულ 183  კალენდარული დღის[126 +57 =183] განმავლობაში.

·        [ხოლო ტყუპების შემტხვევაში 200 თანმიმდევრული დღის განმავლობაში  ,რადგან 143 დღე+57 დღე== 200[ანაზღაურებული შვებულების  კალენდარული დღე იხ. 37-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილები]

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები