შრომითი პირობების მინიმალური სტანდარტები - "სამუშაო დრო ''

 

ა)“ სამუშაო დროის’’  რეგულირების მიზანი

 

·        სამუშაო დროის  საკანომდებლო რეგულირების ძირითადი მიზანია დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, ვინაიდან გადაჭარბებულმა სამუშაო დრომ’’ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დასაქმებულის  ან მე-3 პირის  სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას.[ზეპირად - რეგულირების „ძირითადი’’ მიზანი]

·        სამუშაო დროის რეგულირების  კიდევ ერთი  მიზანია  დასაქმებულისთვის დასასვენებელი დროის“, ოჯახისა და პირადი ცხოვრებისთვიგონივრული შესაძლებლობის უზრუნველყოფა. [ზეპირად  „არაძირითადი“ მიზანი  რეგულირების]

 

 

ბ) „ სამუშაო დროის“ ცნების  განმარტება

·        შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს სამუშაო დროის დეფინიციას, თუმცა შრომის კოდექსის  24-ე მუხლიდან ირკვევა, რომ „სამუშაო დრო ეს არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს’’.

·        ერთი შეხედვით, სამუშაო დროდ კვალიფიცირდება მხოლოდ „სამუშაოს ფაქტობრივად  შესრულების“ პროცესი.

·         როგორც წესი, სამუშაოთა ძირითადი ნაწილი მოიცავს სამუშაოს მუდმივად „ფაქტობრივ შესრულებას“.

·        ამავდროულად, ზოგიერთი სამუშაო, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლოა, ყოველთვის არ მოითხოვდეს „ფაქტობრივად მუშაობას’’. [ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც დასაქმებული ვალდებულია, სამუშაო დროის განმავლობაში იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე და ამავდროულად მას არ აქვს პირადი სურვილით სამუშაო ადგილის დატოვების უფლება. მაგალითად, მეხანძრის, ან ექიმის „ცვლაში“ მორიგეობა , რა დროსაც დასაქმებული ფიზიკურად იმყოფება სამუშაო ადგილზე და მუდმივ მზადყოფნაშია, შეასრულოს შრომითი მოვალეობები, შესაბამისი მოთხოვნისა და საჭიროებიდან გამომდინარე.]

·        ამრიგად,  სამუშაო დროდ“ მიიჩნევა:

 

ა)„სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების დროის პერიოდი“

ასევე

ბ)„დროის ის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული ფიზიკურად იმყოფება სამუშაო ადგილზე,თუმცა  ფაქტობრივად არ ასრულებს სამუშაოს, ანუ  „დროის ის მონაკვეთი რომელშიც დასაქმებული  დამსაქმებლის განკარგულებაშია“.

 

·        ზემოაღნიშნულის გარდა, არსებობს შემთხვევა, როდესაც დასაქმებული ფაქტობრივად არ ასრულებს სამუშაოს, არ იმყოფება სამუშაო ადგილზე, მაგრამ რჩება დამსაქმებლის განკარგულებაში. ეს არის ე.წ. „სამუშაო მოთხოვნით“რეჟიმის მაგალითი. ასეთ დროს დასაქმებული იმყოფება მის მიერვე განსაზღვრულ ადგილზე (მაგ. საცხოვრებელ სახლში), თუმცა მას მოეთხოვება, რომ იმყოფებოდეს დამსაქმებლის განკარგულებაში იმგვარად, რომ ხელმისაწვდომი იყოს დამსაქმებლისათვის და მასთან ყოველთვის შესაძლებელი იყოს კონტაქტის დამყარება (მაგ. ტელეფონით). ამავდროულად, დასაქმებული ვალდებულია, შეასრულოს სამუშაო შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში.

[ევროპული კავშირის სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაა, რომ „სამუშაო მოთხოვნით“ რეჟიმი მიჩნეული უნდა იქნეს სამუშაო დრო ]

·        ზემოთ მოცემული მსჯელობის საწინააღმდეგოდ შესაძლოა, „სამუშაო მოთხოვნით“ რეჟიმის ფარგლებში არსებული დრო არ ჩაითვალოს სამუშაო დროდ, „თუ დასაქმებულს თავისუფლად შეუძლია აღნიშნული დროის პირადი მიზნებისათვის განკარგვა“.

·        ILO-ს No. 1 და No. 30-ე კონვენციები არ ითვალისწინებს მითითებას „სამუშაო მოთხოვნაზე“ რეჟიმთან დაკავშირებით.

·        მოცემული კონვენციებით, „სამუშაო დროის’’ მთავარი მაკვალიფიცირებელი ელემენტია „დასაქმებულის ყოფნა დამსაქმებლის განკარგულებაში’’.

აღნიშნული პრინციპი შესაძლოა, გულისხმობდეს „დასაქმებულის თავისუფლებას, გამოიყენოს გარკვეული დრო პირადი საქმიანობისთვის ან სხვაგვარად მიმართოს იგი“.

·        ტერმინი „დამსაქმებლის განკარგულებაში არსებობა“ არ გამორიცხავს დასაქმებულის პირად აქტივობებს.

·        ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია, ეკრძალება თუ არა დასაქმებულს „სამუშაო მოთხოვნით“ რეჟიმის ფარგლებში არსებული დროის პირადი მიზნებისათვის გამოყენება[იმისათვის, რომ იგი ეფექტიანად ინარჩუნებდეს დამსაქმებლის განკარგულებაში ყოფნას.]

·         მოცემული საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია ყოველი ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივ გარემოებაზე.

·        შესაბამისად, ILO-ს No. 1 და No. 30-ე კონვენციით გათვალისწინებული სამუშაო დროის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „სამუშაო მოთხოვნით“ რეჟიმის ფარგლებში გატარებული დრო შესაძლოა, არ დაკვალიფიცირდეს სამუშაო დროდ.

·        კონკრეტულ შემთხვევაში განმსაზღვრელია, თუ რამდენად ეზღუდება დასაქმებულს „სამუშაო მოთხოვნით“ რეჟიმიფარგლებში დროის პირადი მიზნებისათვის გამოყენება.

·         საერთო ჯამში, „ რაიმე განსაზღვრული დრო’’ კვალიფიცირდება თუ არა სამუშაო დროდ, შედეგობრივი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ამ  დროის ანაზღაურებასთან დაკავშირებით , რადგან  ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ „სამუშაო დროის“ ცნების  ფარგლებში მოქცეული დრ

 

გ) „ნორმირებული სამუშაო დროის“  მაქსიმალური ლიმიტი[მაქსიმუმი]

 

 

·        შრომის სამართალში „სტანდარტული სამუშაო დრო’’ ანუ იგივე „ნორმირებული სამუშაო დრო’’   გულისხმობს კანონმდებლის მიერ „სამუშაო დროის“ განსაზღვრას ა)სამუშაო დღის, ბ) სამუშაო კვირის, გ) სამუშაო თვის ან დ) თუნდაც სამუშაო  წლის განმავლობაში.

·        „ნორმირებული სამუშაო დროის’’ რეგულირება მოცემულია შრომის კოდექსის 24(1) მუხლში.

 

მუხლი 24. სამუშაო დროის ხანგრძლივობა

 

1.     ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ა)დასაქმებული მუშაობს[იმყოფება]  დამსაქმებლის განკარგულების პირობებში და ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ბ)ასრულებს თავის მოვალეობებს.

 

სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

 

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმა „წარმოადგენს შრომითი (სახელშეკრულებო) ურთიერთობის მომწესრიგებელ იმპერატიულ წესს, რომელიც დასაქმებულის დაცვის მიზნით ახდენს სამუშაო დროისხანგრძლივობის“ შეზღუდვას.

·         შრომის კოდექსის 24(2) მუხლის მიხედვით, „სტანდარტულ[ჩვეულებრივ]  შემთხვევაში „ნორმირებული სამუშაო დრო ‘’ არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.’’

·         შრომის კოდექსით ასევე  გათვალისწინებულია ნორმირებული სამუშაო დროისმაქსიმალური ლიმიტი  ე.წ. „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოსთვის“.

 

შრომის კოდექსის 24(3) მუხლის თანახმად, „სამუშაო დროის ხანგრძლივობა ე.წ. „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში“, ანუ საწარმოებში  სადაც „წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს’’ , არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.

ყურადღება

·        „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის“ დარგების ჩამონათვალი დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის  „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ N329-ე დადგენილებით (შემდგომში „N329-ე დადგენილება“).

 

·        N329-ე დადგენილების თანახმად, „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს მიეკუთვნება ეკონომიკის შემდეგი დარგები: სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა; სამთომოპოვებითი მრეწველობა; ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება; ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა; საგამომცემლო საქმიანობა; კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოება; ქიმიური წარმოება; დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება; მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება; ელექტროენერგიის, აირისდა წყლის წარმოება და განაწილება; მშენებლობა; ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი; სასტუმროები და რესტორნები; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა; სახელმწიფო მმართველობის განსაზღვრული მიმართულებები (საგადასახადო სისტემის მართვა და ზედამხედველობა, საბაჟოს მართვა, სოციალური პროგრამების მართვა, სასჯელის სისრულეში მოყვანის სისტემის საქმიანობა, საქმიანობა სამოქალაქო თავდაცვის დარგში, სავალდებულო სოციალური დაზღვევა); ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება; კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა; ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია; საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან პენიტენციურ დაწესებულებებში მხარის ან პროცესის მონაწილის ინტერესების წარმოდგენას; ზოგადი განათლება; პროფესიული განათლება; გარემოს დაცვის დარგი, რომელიც მოიცავს ჰიდრომეტეოროლოგიას, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვას, დაცული ტერიტორიების დაცვას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში კონტროლის განხორციელებას.

·        საქართველოს მსგავსად, საზღვარგარეთის ზოგიერთი ქვეყნის შრომის კანონმდებლობა ეკონომიკის განსაზღვრული სექტორისთვის ითვალისწინებს „ნორმირებული სამუშაო დროის გაზრდილ ლიმიტს“.[ანუ კვირაში 48 საათზე მეტს]

 

 

ყურადღება:

·        სუბიექტი შესაძლოა, დაკვალიფიცირდეს „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოდ“ , თუმცა კვირაში 48 საათის მაქსიმალური დროის რეჟიმი ავტომატურად არ გამოიყენება ამ საწარმოში დასაქმებულ ყველა პირზე[!].

·        48-საათიანი სამუშაო კვირა არ ვრცელდება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში დასაქმებულ იმ პირზე, რომლის შრომითი პროცესი არ მოითხოვს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს და სამუშაო არ არის დაკავშირებული სამუშაო/საწარმოო პროცესის უწყვეტობასთან. მაგალითისათვის, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოდ დაკვალიფიცირებულ სასტუმროში მძღოლის პოზიციაზე მომუშავე გიორგის შრომითი პროცესი არ მოითხოვს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს და უშუალოდ მისი სამუშაო არ ითვალისწინებს სამუშაო/საწარმოო პროცესის უწყვეტობას,   სასტუმროს მიმღების[რსეპშენის] თანამშრომლის – დავითის პოზიცია კი – პირიქით.

ასეთ შემთხვევაში, გიორგის ნორმირებული სამუშაო დრო კვირის განმავლობაში შეადგენს 40 საათს, ხოლო დავითის ნორმირებული სამუშაო დრო 48 საათია.

ყურადღება:

·        შრომის კოდექსით დადგენილია არასრულწლოვნის მიმართ გამოსაყენებელი სპეციალური წესრიგი:

a.      16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს,

b.       ხოლო 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.

 

ყურადღება:

·        შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს ნორმირებული სამუშაო დღის მაქსიმალურ ზღვარს.

·        როგორც წესი, ქართულ შრომის ბაზარზე გავრცელებულია 8-საათიანი ნორმირებული სამუშაო დღე.

·        ნებისმიერ შემთხვევაში, სამუშაო დღეებს შორის „დასვენების“[იხ. ფაილი“დასვენება’’] მინიმალური ლიმიტის გათვალისწინებით, „სამუშაო დღე’’  („შესვენების დროის“ ჩათვლით) არ შეიძლება, აღემატებოდეს 12 საათს.[!]

[დაიმახსოვრე]

·        „ ნორმირებული სამუშაო დროის“ რეგულირების ძირითადი წყაროა შრომის კოდექსი.

·        თუმცა, შრომითი ურთიერთობის სუბიექტები, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ხელშეკრულებით, შესაძლოა, შეთანხმდნენ „უფრო სპეციალურ წესზე’’.

 თუმცა მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით გაზარდონ შრომის კოდექსის 24-ე მუხლით  ლიმიტირებული „სტანდარტულსამუშაო დრო“. [იხ.ამ მუხლის ქვეპუნქტები]

·        შრომის კოდექსის 1(3), 6(9) და 43(9) მუხლიდან გამომდინარე, ბათილიასამუშაო დროის ‘’ შესახებ ინდივიდუალური ან კოლექტიური ხელშეკრულების ის დებულება, რომელიც აღემატება შრომის კოდექსით დადგენილ ნორმირებული სამუშაო დროის მაქსიმალურ ზღვარს40 ან 48 საათს, ან არასრულწლოვნისთვის განსაზღვრულ 24 ან 36 საათს.

 

·        მაგალითი: 20 წლის გიორგის გაფორმებული აქვს შრომითი ხელშეკრულება ორგანიზაციასთან, რომელიც არ არის „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმო“.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სამუშაო დრო, კვირის განმავლობაში – 45 საათი.

 

შრომის კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე, ხელშეკრულების ეს პირობა ბათილია. [რადგან ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოსთვის დაგენილია სამუშაო დროის მაქსიმალური ზღვარი- კვირაში 40 საათი]

 

[წასაკითხად]

 

·        „სამუშაო დროის შესახებ“ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, „დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვით მიზნით, აუცილებელია კვირის განმავლობაში სამუშაო დროის შეზღუდვა  და შვიდი დღის განმავლობაში, საშუალოდ, სამუშაო დრო (ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.’’

·         მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სამუშაო დროის შესახებ დირექტივის თანახმად, წევრ სახელმწიფოს შეუძლია, დაადგინოს „48-საათიანი კვირის’’ „გამოსათვლელი საშუალო ვადა’’, რომლის მაქსიმალური ლიმიტია 4 თვე.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები