გაფიცვის უფლების აკრძალვა ან შეზღუდვა

 

განხილულია საკითხები:

a.      მწვავე ეროვნული უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევა

b.      სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახური

c.      საჯარო სამსახური

d.     მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფა

e.      საკომპენსაციო მექანიზმები გაფიცვის უფლების აკრძალვისათვის


x

·        ზოგადად მიღებული მიდგომაა, რომ გაფიცვის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის უფლება და შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს გამონაკლის შემთხვევებში.

·        შრომის კოდექსი კრძალავს გაფიცვის უფლებას განსაზღვრულ შემთხვევებში.

·        გარდა ამისა, შრომის კოდექსი ითვალისწინებს გაფიცვის უფლების შეზღუდვის შემთხვევებს. აღნიშნული საკითხი დეტალურადაა განხილული ქვემოთ .

·        შრომის კოდექსით გათვალისწინებული გაფიცვის უფლებისკრძალვისა და შეზღუდვის შესახებ მსჯელობამდე, საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების თანახმად, ა)სამხედრო ძალებისა და ბ)პოლიციის გარდა,[ რომლებზეც ზოგადად არ ვრცელდება No. 87-ე კონვენციის მოქმედების სფერო], გაფიცვასთან დაკავშირებული „სხვა’’ შეზღუდვები შეიძლება შეეხოს:

 

1) „მწვავე ეროვნული ან ადგილობრივი კრიზისის“ შემთხვევებს;

(2) „სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურს’’, [ტერმინი ვიწრო გაგებით]; და

(3) განსაზღვრული კატეგორიის საჯარო მოხელეებს.

4) გაფიცვის უფლების შეზღუდვა ასევე დასაშვებია „მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნებისათვის“.

 

 

ა)      „მწვავე ეროვნული „უკიდურესი აუცილებლობის“ შემთხვევა“

 

·        საქართველოს შრომის კოდექსის 67(1) მუხლის მიხედვით, „საომარი მდგომარეობის დროს გაფიცვის ან ლოკაუტის უფლება შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს – საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას“

·        .ILO-ს საზედამხედველო ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ გაფიცვის უფლების აკრძალვა გამართლებულიამწვავე ეროვნული ან ადგილობრივი კრიზისის დროს’’ და მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში. აღნიშნული საფუძვლით გაფიცვის უფლების აკრძალვა დასაშვებია კრიზისული მდგომარეობის საჭიროების ფარგლებში.

·        მწვავე ეროვნული ან ადგილობრივი კრიზისში’’ იგულისხმება სერიოზული კონფლიქტის, ამბოხების ან ბუნებრივი, სანიტარული ან ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგად დამდგარი ჭეშმარიტად კრიზისული მდგომარეობა, რა დროსაც შეუძლებელია საზოგადოების ნორმალურ ვითარებაში მოქმედება.

 

ბ)       სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახური’’

·        „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში“ დასაქმებულ პირებს შესაძლოა, შეეზღუდოთ გაფიცვის უფლების გამოყენება.

·         შრომის კოდექსის 66(1) მუხლის თანახმად:

 

მუხლი 66. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურები

 

1.     დაუშვებელია გაფიცვის უფლების სრულად გამოყენება იმ დასაქმებულის მიერ, რომელიც ასრულებს სამუშაოს ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლით გათვალისწინებული სამუშაო პროცესის სრულად შეწყვეტა აშკარა და გარდაუვალ საფრთხეს უქმნის მთელი საზოგადოების ან მისი გარკვეული ნაწილის სიცოცხლეს, პირად უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას.

 

·        საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის N01-43/ნ ბრძანებით დამტკიცებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა.

·        აღნიშნული დოკუმენტის ძალით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს განეკუთვნება:

 ა) მუშაობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში;

ბ) მუშაობა სტაციონარულ დაწესებულებებში ან/და ამბულატორიული დაწესებულების გადაუდებელი დახმარების სამსახურებში;

გ) მუშაობა ელექტროენერგიის წარმოების, განაწილების, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის სფეროში;

 დ) მუშაობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში;

 ე) მუშაობა სატელეფონო კავშირგაბმულობის სფეროში;

ვ) მუშაობა საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში;

ზ) მუშაობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სამსახურებში, [მათ შორის:  მუშაობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში; მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში ;მუშაობა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა დმისი სისტემის დაწესებულებებში. ]

თ) მუშაობა სასამართლო ორგანოებში;

ი) მუშაობა დასუფთავების მუნიციპალურ სამსახურებში;

კ) მუშაობა სახანძრო უსაფრთხოების და სამაშველო სამსახურებში;

ლ) მუშაობა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების სფეროში;

 მ) მუშაობა ნავთობისა და გაზის მოპოვების, მომზადების, ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების სფეროებში.

 

შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილ სექტორში დასაქმებულებს ეკრძალებათ გაფიცვის უფლების გამოყენება[!!!!!]

·        ILO-ს საზედამხედველო ორგანოების მიერ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურთან“ დაკავშირებულ შემთხვევად მიჩნეულია ისეთი ვითარება, როდესაც მუშაობის შეწყვეტა აშკარა და გარდაუვალ საფრთხეს უქმნის საზოგადოების მთლიანი ან განსაზღვრული ნაწილის სიცოცხლეს, პირად უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას. კონკრეტულად, თუ რომელი საქმიანობა შეიძლება დაკვალიფიცირდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურად, ძირითადად, დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ კონკრეტულ გარემოებებზე. მაგალითად, გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის პრაქტიკის შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურად მიჩნეულია შრომითი ურთიერთობის შემდეგი სფეროები: ჰოსპიტალური სექტორი, ელექტროენერგიის მომსახურება, წყლის მიწოდების მომსახურება; სატელეფონო მომსახურება; პოლიცია და სამხედრო ძალები; სახანძრო სამსახური; კერძო ან საჯარო სასჯელაღსრულების სამსახური; სასკოლო ასაკის მოსწავლეთათვის საკვები პროდუქტის მიწოდება და სკოლის დასუფთავება; ავიამიმოსვლის კონტროლი.

·         კონკრეტული საქმეების განხილვისას გაერთიანების თავისუფლების კომიტეტმა მიიჩნია, რომ ტერმინის ვიწრო გაგებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების სფეროს და პროფესიას არ მიეკუთვნება: რადიო და ტელევიზია; ნავთობის სექტორი; პორტები; საბანკო სექტორი; კომპიუტერული მომსახურება გადასახადების შესაგროვებლად; უნივერმაღი და გასართობი პარკები; მეტალისა და მაღაროს სექტორი; ზოგადად, ტრანსპორტი; პილოტები; საწვავის წარმოება; ტრანსპორტირება და დისტრიბუცია; სარკინიგზო სამსახური; საფოსტო მომსახურება; ნარჩენების შეგროვება; პროდუქციის გაცივების (გაყინვის) მომსახურება; სასტუმროები; მშენებლობა; ავტომობილის წარმოება; სასოფლო სამეურნეო აქტივობა; საკვები პროდუქტების მიწოდება და დისტრიბუცია; სამთავრობო ბეჭდვითი მომსახურება; სახელმწიფოს ალკოჰოლის, მარილისა და თამბაქოს მონოპოლია; საგანმანათლებლო სექტორი, მინერალური წყლის კომპანია და ა.შ.

·        გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის შეფასებით, მართალია, საგანმანათლებლო სექტორი არ მიეკუთვნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურს, მაგრამ სკოლის დირექტორების ან დირექტორის მოადგილის გაფიცვის უფლება შეიძლება, შეიზღუდოს ან თუნდაც აიკრძალოს.

·         ექსპერტთა კომიტეტის თანახმად, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურის“ ჩამონათვალი არ არის აბსოლუტური, რამდენადაც საქმიანობა, რომელიც არ მიეკუთვნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურს, შეიძლება დაკვალიფიცირდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად, თუ გაფიცვა გრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში ან სცდება განსაზღვრულ ფარგლებს, იმგვარად, რომ საფრთხე ექმნება საზოგადოების მთლიანი ან განსაზღვრული ნაწილის სიცოცხლეს, პირად უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას.

·         სხვადასხვა ქვეყანაში კანონი ხშირად იყენებს „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურის“ კონცეფციას გაფიცვის უფლების შეზღუდვის ან აკრძალვის მიზნებისათვის.

·        ქვეყნების კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების“  მოკლე  ან გრძე  ჩამონათვალს

ხხხ

·        შრომის კოდექსი გაფიცვის უფლებას ზღუდავს იმ შემთხვევაშიც, თუ გაფიცვის შედეგად საფრთხე ემუქრება მესამე პირის საკუთრებას.

·         შრომის კოდექსის 65 -ე მუხლის თანახმად, „თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას, სასამართლოს უფლება აქვს, გადადოს გაფიცვის დაწყება არა უმეტეს 30 დღით, ხოლო დაწყებული გაფიცვა შეაჩეროს ამავე ვადით“.

 

·        როგორც ILO-ს ექსპერტთა კომიტეტის პირდაპირ მოთხოვნაში იკითხება, შრომის კოდექსის 65-ე მუხლზე დაყრდნობით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ამტკიცებს, რომ ეს დებულება პოტენციურად არის შემზღუდველი, რამდენადაც ნებისმიერ გაფიცვას შეიძლება ჰქონდეს გავლენა კომპანიაზე, როგორც მესამე პირზე, რომელიც ბიზნესურთიერთობაშია იმ ორგანიზაციასთან, სადაც მიმდინარეობს გაფიცვა.

 

·        მოცემულთან დაკავშირებით, ექსპერტთა კომიტეტმა მთავრობისგან მოითხოვა შრომის კოდექსის 65-ე მუხლის შეფასება.

 

 

გ)     საჯარო სამსახური

 

·        შრომის კოდექსი არ შეიცავს საჯარო მოხელეთათვის გაფიცვის უფლების ამკრძალავ დებულებას, თუმცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის N01-43/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხაში“ გათვალისწინებულია ზოგიერთი საჯარო სამსახური.

·        ესენია: მუშაობა სასამართლო ორგანოებში და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სამსახურებში.

·         როგორც საჯარო სამსახურში გაფიცვის უფლების აკრძალვასთან დაკავშირებით ექსპერტთა კომიტეტი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხელისუფლების სამივე შტოს უწყვეტი მუშაობა, სახელმწიფომ შესაძლებელია, შეზღუდოს გაფიცვის უფლება საჯარო მოხელეებისათვის.

·        ამ შემთხვევაში, განმსაზღვრელია საჯარო მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება და ფუნქცია.

·        აკრძალვა შესაძლოა, შეზღუდულად ეხებოდეს მხოლოდ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც უფლებამოსილებას ახორციელებენ სახელმწიფოს სახელით.

·         გაერთიანების თავისუფლების კომიტეტმა მიიჩნია, რომ მოცემული აკრძალვის მიზნებისათვის „საჯარო მოხელე’’ უნდა განიმარტოს ვიწროდ, რათა გამოირიცხოს გაფიცვის უფლების აკრძალვის ფართოდ გავრცელება.

·        მაგალითისათვის, გაერთიანების თავისუფლების კომიტეტმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოს სახელით უფლებამოსილებას ახორციელებენ იუსტიციის ადმინისტრირების სისტემაში მომუშავე ოფიციალური პირები და სასამართლხელისუფლების ორგანოში დასაქმებულები.

·        შესაბამისად, მათთვის გაფიცვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, „|გაფიცვის შეჩერებით“ ან „აკრძალვით“.

·        „გაფიცვის აკრძალვა“  ასევე შეიძლება გავრცელდეს საბაჟო სექტორში დასაქმებულ პირებზე.

·        „გაფიცვის აკრძალვა“ არ მოქმედებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სამეწარმეო სუბიექტის მიერ დასაქმებულ პირთა მიმართ.

·        შესაბამისად, ისინი სარგებლობენ გაფიცვის უფლებით, იმ პირობით, რომ „მუშაობის შეწყვეტამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას საზოგადოების მთლიანი ან განსაზღვრული ნაწილის სიცოცხლეს, პირად უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას’’.

·         ექსპერტთა კომიტეტის მოსაზრებით, საჯარო სექტორში დასაქმებული „მასწავლებლები’’[ლექტორები]  არ მიეკუთვნებიან „სახელმწიფოს სახელით“ უფლებამოსილების განმახორციელებელ პირთა ჯგუფს. შესაბამისად, ისინი სარგებლობენ გაფიცვის უფლებით, თუმცა განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია, მოეთხოვოთ „მინიმალური მომსახურების“ უზრუნველყოფა.[ გაიხსენე „გაფიცული ლექტორები’’- „გამჭვირვალობის შესახებ’’ კანონის მიღებასთან დაკავშირებით- გაფიცვის უფლება ქონიათ ]

 

დ) „მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფა“

 

·        შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს, როგორც ასეთი, „მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფის“ რეგულირებას.

·        გაფიცვის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურის“ გარდა (რა დროსაც დასაშვებია გაფიცვის უფლების აკრძალვა), შრომის სამართალი აღიარებს „მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფის ვალდებულებას“.

·        ამ კონცეფციის მიხედვით, დასაშვებია გაფიცვის უფლების გამოყენება, თუმცა გაფიცვისას აუცილებელია „მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფა“ კონკრეტულ საწარმოში ან ინსტიტუციაში.

·        როგორც ზემოთ აღინიშნა, შრომის კოდექსის  66(2) მუხლის საფუძველზე დაუშვებელია გაფიცვის უფლების გამოყენება ისეთ საწარმოში, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება.

·        იმავე 66(2) მუხლის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის N01-43/ნ ბრძანების თანახმად, გაფიცვის უფლება აკრძალულია იმ დასაქმებულთათვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან.

·        ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის შესახებ ILO-ს ექსპერტთა კომიტეტის პირდაპირ მოთხოვნაში მითითებულია, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხა მოიცავს ზოგიერთ ისეთ სამსახურს, რომელიც არ მიეკუთვნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურის კატეგორიას, ტერმინის მკაცრი მნიშვნელობით.

·        კერძოდ, ექსპერტთა კომიტეტს მიაჩნია, რომ ზოგიერთი სამსახურის ფარგლებში, რომელთა მუშაობაც არ შეიძლება შეწყდეს ტექნოლოგიური პროცესის გამო, ასევე, დასუფთავების მუნიციპალური სამსახური, ნავთობისა და გაზის მოპოვების, მომზადების, ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების სფერო ტერმინის მკაცრი მნიშვნელობით არ მიეკუთვნებიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურის კატეგორიას.

·        აღნიშნულ სამსახურებში გაფიცვის უფლების აკრძალვის ალტერნატივად მოთხოვნილია „მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფა“.

·        შესაბამისად, ექსპერტთა კომიტეტი მთავრობისგან მოითხოვდა შრომის კოდექსის 66(2) მუხლის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის შესახებ ბრძანების ცვლილებას.

·         ILO-ს ექსპერტთა კომიტეტის თანახმად, „მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფა’’ შესაძლოა, განიხილებოდეს, როგორც გაფიცვის უფლების აკრძალვის ალტერნატივა, რაც გულისხმობს, რომ დასაქმებულთა უმრავლესობის მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვის გარეშე დაკმაყოფილებული იქნება მომხმარებელთა საბაზისო მოთხოვნები ან უზრუნველყოფილი იქნება მოწყობილობათა უსაფრთხო და შეუფერხებელი მუშაობა.

·        „მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფის“ მიზანია პირთა უსაფრთხოების დაცვა, უბედური შემთხვევების პრევენცია და მოწყობილობებისა და დანადგარების უსაფრთხოდ მუშაობა.

·        ასეთ დროს აუცილებელია, კომპანიამ გარკვეული ხარისხით შეინარჩუნოს ოპერირება-წარმოება და სამუშაო შესრულდეს მინიმალურ დონეზე.

·        გაერთიანების თავისუფლების კომიტეტმა მიიჩნია, რომ „მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფა“ აუცილებელია:

 

1)     ისეთ სამსახურებში, რომელთა შეწყვეტამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოების მთლიანი ან განსაზღვრული ნაწილის სიცოცხლეს, პირად უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას (ანუ ცნების ვიწრო გაგებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურებში);

 

2) სამსახურში, რომელიც, არ მიეკუთვნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს, თუმცა გაფიცვის მასშტაბი და ხანგრძლივობა იწვევს მწვავე ეროვნულ კრიზისს, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს (მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საფრთხეში ჩაყენება);

 

 3) ფუნდამენტური მნიშვნელობის საჯარო სამსახურები.

 

·        აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანების თავისუფლების კომიტეტმა მიიჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურებს არ მიეკუთვნება, თუმცა „მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფა“ შეიძლება, მოეთხოვოს შემდეგ სფეროებში: ეროვნული პორტის მუშაობა; მიწისქვეშა ტრანსპორტირების მომსახურება; სარკინიგზო ტრანსპორტირება; მგზავრთა და სავაჭრო ტვირთების ტრანსპორტირება; კუნძულებზე გემით ტრანსპორტირების მომსახურება; საფოსტო მომსახურება; საბანკო სექტორი; ნავთობის სექტორი.

·        გაფიცვის განსაკუთრებით გახანგრძლივების შემთხვევაში,მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფის’’ სისტემა შეიძლება დაწესდეს საგანმანათლებლო სექტორშიც.[ეს შენს გაფიცულ ლექტორებს ეხება]

·         ILO-ს საზედამხედველო ორგანოების პოზიციაა, რომ „მინიმალური მომსახურების’’ სისტემის დადგენაში, ა)დამსაქმებელთა ორგანიზაციებსა და ბ)სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან ერთად, ჩართული უნდა იყოს გ)პროფესიული კავშირები.

·         მოცემული სამმხრივი თანამშრომლობის რეჟიმის ფარგლებში შესაძლოა, განისაზღვროს, როგორც „მინიმალური მომსახურების“ სფეროები, ასევე დასაქმებულთა ის მინიმალური რაოდენობა, რომლებმაც ყველა შემთხვევაში უნდა შეასრულონ სამუშაო.

·        მსგავსი ჩართულობა იძლევა „მინიმალური მომსახურების’’ მნიშვნელობის შესახებ აზრთა ურთიერთგაცვლის შესაძლებლობას.

·        ამასთან, იგი უზრუნველყოფს, რომ „მინიმალური მომსახურების’’ ვალდებულების დაწესება არ გამოიწვევს გაფიცვისთვის ეფექტიანობის დაკარგვას, მისი შესაძლო შეზღუდული ზემოქმედების გათვალისწინებით.

·         მინიმალური მომსახურების სისტემის განსაზღვრაში დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობის გარდა, ILO-ს მიერ დადგენილი მნიშვნელოვანი სტანდარტია, რომ „მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფასთან“ დაკავშირებული ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდეს არა მთავრობის, არამედ მხარეთა ნდობით აღჭურვილი დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.

·        აქ იგულისხმება სასამართლო, რომელსაც უნდა ჰქონდეს წამოჭრილი უთანხმოების სწრაფად (და შესაბამისი ფორმალობის გარეშე) გადაწყვეტისა და აღსრულებადი გადაწყვეტილებიმიღების უფლებამოსილება.

·         გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის განმარტებით, სასამართლომ „მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფის“ საჭიროებისა და აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ფაქტების სრული და დეტალური შესწავლით.

·        სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ა)კომპანიის სტრუქტურა, ბ)მისი საქმიანობის დეტალები და გ)გაფიცვის რეალური ეფექტები.1

 

ე) „საკომპენსაციო მექანიზმები“

 

·        გაფიცვის უფლების აკრძალვისათვის შრომის კოდექსი არ უზრუნველყოფს „საკომპენსაციო მექანიზმებს“ დასაქმებულთათვის, რომლებსაც „ეკრძალებათ’’ ან „ეზღუდებათ“ გაფიცვის უფლება.

·         ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში მიმდინარე კოლექტიური შრომითი დავის შემთხვევაში დასაქმებულებმა შეიძლება, მოითხოვონ მედიატორის დანიშვნა ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინიციატივით დაინიშნოს დავის მედიატორი.

·        შრომის კოდექსის შესაბამისად, მხარეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, მიმართონ არბიტრაჟს, [თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმებს და მათი გამოყენება დასაშვებია არამხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში ან საჯარო სამსახურში. ]

·        გარდა ამისა ზოგადი მიდგომაა, რომ ინდივიდუალური ან კოლექტიური შრომითი დავა „შემათანხმებელი პროცედურის“ დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობისას შესაძლოა, გადაეცეს არბიტრაჟს, მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში.

·         ILO-ს საზედამხედველო ორგანოების პოზიციაა, რომ „საჯარო მოხელეთათვის“ და „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში“ გაფიცვის უფლების „აკრძალვის“ შემთხვევაში, შესაბამის დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ“ადეკვატური დაცვის გარანტიები“ იმ მიზნით,რომ  სახელმწიფომ სათანადოდ მოახდინოს მათი ქმედების თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვის კომპენსირება.

·        კერძოდ, გაფიცვის უფლების აკრძალვასთან ერთად კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს „ადეკვატური, მიუკერძოებელი და სწრაფი“ მორიგებისა და არბიტრაჟის პროცედურას.

·        მაგ. „მედიაციისა“ და „არბიტრაჟის’’ პროცესისთვის არსებითია, რომ მისი ყველა წევრი, უნდა იყოს მკაცრად „მიუკერძოებელი“, როგორც დამსაქმებლისთვის და დასაქმებულთათვის.

·        მათ[მედიატორებმა ან არბიტრებმა] უნდა მოიპოვონ და შეინარჩუნონ მხარეთა ნდობა.

·        საკომპენსაციო მექანიზმების მიზნებისათვის კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს ამ პროცედურებში ნებისმიერ ეტაპზე დასაქმებულთა მონაწილეობის უფლებას.

·         შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტისა და გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის თანახმად, სათანადო საკომპენსაციო მექანიზმების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ შემათანხმებელი პროცედურებისა და არბიტრაჟის შედეგად მიღებული „გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარეთათვის „სავალდებულო’’ და „სწრაფად და სრულად’’ აღსრულებადი.[!!!]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები