ინდაქტის აღსრულების „საშუალებები"
ინდაქტის
აღსრულების „საშუალებებია’’:
ა) აღსრულების დავალება სხვა
პირისათვის
ბ)ჯარიმა
გ)უშუალო იძულება
დ)ფულადი მოთხოვნის არსრულება
·
სზაკ-ის
169-ე მუხლის[“აღსრულების
უზრუნველყოფის საშუალება’’] თანახმად:
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ პირისათვის მიცემული ვადის გასვლის
შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად გამოიყენოს
აღსრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი შემდეგი
საშუალება:
ა) „სხვა პირისათვის“
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „აღსრულების დავალება“;
ბ) „ჯარიმა’’
გ) „უშუალო იძულება“
·
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს აღსრულების უზრუნველყოფის მხოლოდ ის საშუალება,
რომელიც გათვალისწინებულია „გადაწყვეტილებით“ „აღსრულების უზრუნველყოფის’’
შესახებ.
·
ყურადღება: მითითებული „აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებები’’
გამოიყენება „ერთი -მეორის შემდგომ“,ანუ „თანმიმდევრობით“[„სიმძიმის
ხარისხის’’ გათვალისწინებით]
ანუ ჯერ იქნება : „აღსრულების
დავალება“;შემდეგ „ჯარიმა’’ და ბოლოს „უშუალო იძულება’’
·
ადმინისტრაციული
ორგანო უფლებამოსილია აირჩიოს აღსრულების უზრუნველყოფის მხოლოდ ის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველაზე სწრაფად და
ნაკლები დანახარჯებით შესრულებას და ზიანს არ მიაყენებს საზოგადოებას და შესაბამის პირს.
·
აღსრულების
უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება უნდა
შეწყდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისთანავე.
ა) „სხვა პირისათვის“
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის „აღსრულების დავალება“;
·
ადმინისტრაციული
ორგანო უფლებამოსილია“სხვა პირს’’ დაავალოს
ინდაქტის აღსრულება
·
„დავალება’’
უნდა
მოხდეს ადმინისტრაციულ ორგანოსა და იმ „სხვა პირს“ შორის დადებული „ადმინისტრაციული
ხელშეკრულების’’ საფუძველზე
·
დაუშვებელია ამ „სხვა
პირის’’
იძულება ინდაქტის აღსრულებაზე.
·
გამონაკლისია შემთხვევა,როდესაც ა)შეუძლებელია ინდაქტის სხვაგვარად აღსრულება და ბ)ინდაქტის დროულად აღუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უშიშროებას,მოსახლეობის
ჯანმრთელობას,ადამიანის სიცოცხლეს ან სხვაგვარად შეუძლებელია დანაშაულებრივი ქმედების აღკვეტა
·
ამ შემთხვევაში პირს,რომელმაც აღასრულა ინდაქტი,აუნაზღაურდება
მის მიერ აქტის იძულებით აღსრულების გამო მიყენებული[მიღებული] ზიანი
·
„სხვა პირისათვის’’ ინდაქტის აღსრულების „დავალება’’
შესაზლებელია იმ შემტხვევაში,ტუ აქტის შესრულებაზე ვალდებული პირი ნებაყოფლობით არ
ასრულებს ამ ინდაქტით დადგენილ მოთხოვნას.
·
„სხვა პირს’’,რომელიც აღასრულებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტს,ამისტვის გაწეულ ხარჯებს აუნაზღაურებს ინდაქტის გამომცემელი ადმინისტრაციული ორგანო.
·
აღნიშნული ხარჯი „რეგრესის წესით’’ ამოღებული იქნება
ინდაქტის [ურჩი] ადრესატისგან.
მუხლი 170. სხვა პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების დავალება
1 +
1. თუ შესაძლებელია სხვა პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად სხვა პირს დაავალოს აღსრულება.
2. ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს აინაზღაურებს შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან.
ბ) ჯარიმა
·
„ჯარიმა’’ გამოიყენება იმ შემთხვევაში,როდესაც ინდაქტის
აღსრულება შესაძლებელია პირის[ადრესატის] მიერ „ნების გამოვლენით’’
·
დაუშვებელია პირის დაჯარიმება იმ შემთხვევაში ,როდესაც
ინდაქტის აღსრულება მხოლოდ ამ პირის ნებაზე არ არის დამოკიდებული.
·
„ჯარიმა’’ ,როგორც „აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება’’
შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაშიც კი ,როცა არსებობს „სხვა პირისათვის’’
„აღსრულების დავალების’’ შესაძლებლობა[!]
ხ
·
„დაჯარიმება’’ პირს[ადრესატს] არ ათავისუფლებს ინდაქტის აღსრულების ვალდებულებისგან.
ხ
·
ჯარიმის თანხის
ოდენობა განისაზღვრება „გადაწყვეტილებით’’ „
აღსრულების უზრუნველყოფის’’ შესახებ.
·
„ჯარიმის ოდენობა’’
შეიძლება განისაზღვროს „საერთო თანხით’’
ან „ინდივიდუალური თანხით’’ [„ინდაქტის დარღვევის
ყოველი დღისთვის’’ ანდა „ინდაქტის დარღვევით ჩადენილი ყოველი ქმედებისთვის’’]
ხ
·
„საერთო თანხით’’
განსაზღვრული ჯარიმა გამოიყენება ინდაქტის
ერთჯერადი დარღვევის დროს[!],როდესაც მისი განმეორებით დარღვევა
შეუძლებელია.
·
„საერთო თანხით’’
განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება შეიძლება იმ შემთხვევაშიც,როდესაც ადმინისტრაციული ორგანო თვლის,რომ პირის ერთჯერადი დაჯარიმება საკმარისი ფაქტორია იმისათვის,რომ მან
აღასრულოს ინდაქტი.
·
„საერთო თანხით’’
განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს-ფიზიკური პირისტვის და 3000 ლარს -იურიდიული პირისთვის.
ხ
·
„ინდივიდუალური
ჯარიმა’’ „ინდაქტის დარღვევის ყოველი
დღისათვის’’ პირს შეიძლება დაეკისროს ინდაქტის ნებაყოფლობით შესრულების
ვადის დამთავრების დღიდან ინდაქტის აღსრულებამდე.
·
„ინდივიდუალური
ჯარიმა’’ „ინდაქტის დარღვევით ჩადენილი ყოველი
ქმედებისათვის’’ გამოიყენება ამკრძალავი ინდაქტით
გათვალისწინებული აკრძალული ქმედების განხორციელებისას.
·
„ინდივიდუალური
ჯარიმა’’ „ინდაქტის დარღვევის ყოველი დღისათვის’’ და „ინდაქტის
დარღვევით ჩადენილი ყოველი ქმედებისათვის’’
არ შეიძლება აღემატებოდეს 50 ლარს-ფიზიკური პირებისთვის და 200 ლარის- იურიდიული პირისთვის
·
„ჯარიმის თანხის’’
მინიმალური ოდენობაა - 5 ლარი.
ხ
გ) „უშუალო იძულება’’
·
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია,გამოიყენოს „უშუალო
იძულება’’ ინდაქტის აღსრულების მიზნით,მხოლოდ იმ შემტხვევაში,თუ ინდაქტი არ აღრულდა „სხვა პირისთვის ინდაქტის აღსრულების
დავალებისა ‘’ და „ჯარიმის’’ გამოყენების მიუხედავად.
·
„უშუალო იძულება’’ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს
„გადაუდებელ
შემთვევაში’’ გამოცემული „აღსრულების უზრუნველყოფის’’ შესახებ ზეპირი გადაწყვეტილებისას.
·
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია,გამოიყენოს „უშუალო
იძულების’ის საშუალება,რომელიც გათვალისწინებულია კანონით[მაგ. „პოლიციის შესახებ
‘’ კანონით],ამ მის საფუძველზე გამოცემული „კანომქვემდებარე’’ აქტით[!]
·
ყურადღება: „უშუალო იძულება’’ გამოიყენება ისე,რომ არ იქნეს გამოყენებული
„სხვა პირისთვის იდაქტის აღსრულების დავალება“ და „ჯარიმა“,შესაძლებელია ფორსმაჟორულ
შემთხვევაში,როდესაც საფრთხე ექმნება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უშიშროებას,მოსახლეობის
ჯანმრთელობას,ადამიანის სიცოცხლეს,ან სხვაგვარად შეუძლებელია დანაშაულებრივი ქმედების
აღკვეთა.
დ) „ფულადი მოთხოვნების აღსრულება’’
·
„ფულადი თანხის
გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ აღსრულების მიმართ არ გამოიყენება „სხვა პირისთვის ინდაქტის
აღსრულების დავალება’’, „ჯარიმა’’, ან „უშუალოდ იძილების’’ საშუალებები
·
„ფულადი თანხის
გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ აღსრულებისათვის აუცილებელია
შესაბამისი
ადმინისტრაციული ორგანოს „გადაწყვეტილება’’ „აღსრულების უზრუნველყოფის“ შესახებ.
·
თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე უარის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს,“აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებით’’
დააკისროს პირს ვალდებულება,ჩარიცხოს თანხა ადმინისტრაციული ორგანოს ანგარიშზე.
·
პირისაგან „თანხის იძულებით ამოღება’’,მის ქონებაზე
ყადაღის დადება წარმოებს „სააღსრულებლო ფურცლის’’ საფუძველზე,“სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
Комментарии
Отправить комментарий