ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი აქტის[ინდაქტის] აღსრულება

 

განსახილველი საკითხები:

1.    „აღსრულების“ ცნება და არსი:

ა) აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანო

ბ)აღსრულების საფუძვლები

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

„აღსრულების“ ცნება და არსი:

·        ინდაქტი ადგენს კონკრეტულ ქცევის წესს,რომელსაც ინდაქტის ადრესატისთვის სავალდებულო ხასიათი აქვს.

·        ინდაქტის სამართლებრივი შედეგი დგება როცა ადრესატი იცავს მისთვის დადგენილ ქცევის წესს.

·        მაგრამ ხშირია შემთხვევები როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოთა ინდაქტები ნებაყოფლობით არ სრულდება და საჭირო ხდება სახელმწიფოს მხრიდან ძალის[იძულების] გამოყენება.

·        სზაკი  ამ „იძულებას’’ საკანონმდებლო ჩარჩოებში აქცევს.

·        „ინდაქტის „აღსრულება’’ არის „ადმინისტრაციული წარმოების’’  მნიშვნელოვანი ეტაპი[!]

·         „აღსრულება’’ ეწოდებამოქალაქის“ ან „სხვა სამართალსუბიექტის’’  იძულებას  „საჯარო-სამართლებრივი ვალდებულებების’’ განსახორციელებლად.[ცნება- საზეპირო]

·       

·        „ადმინისტრაციული წარმოება’’ „ინდაქტის გამოცემის თაობაზე’’  სრულდება[მთავრდება] ამ ინდაქტის გამოცემით

·        ხოლო ამ ინდაქტის „აღსრულების მიზნით’’ მიიღება „გადაწყვეტილება ამინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე’’,რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს ამ ინდაქტის „აღსრულება’’

ხხხხ

ყურადღება:

·        „აღსრულების უზრუნველყოფის“ შესახებგადაწყვეტილების“ გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმართ არ გამოიყენება სზაკ-ის 95-ე და 98-ე მუხლები [სზაკი-ს 166-ე მუხლის 1-ლი ნაწილი][ასევე იხ.სზაკი-ს 165-ე მუხლი  მუხლი 165. გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ]

 

ა)ინდაქტის „აღსრულებაზე ‘’ უფლებამოსილი ორგანო

·        ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აღასრულებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო[სზაკ-ის 162-ე მუხლის 1-ლი  ნაწილი]

·        სზაკ-ის მე-19 მუხლით გათვალისწინებული „სამართლებრივი ურთიერთდახმარების“ ფარგლებში,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაძლებელია აღასრულოს „სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ’’

·        ასეთ დროს „აღსრულების’’ უფლებამოსილების გადაცემა ან „ერთჯერადად’’ ან“განსაზღვრული ვადით’’ დელეგირების საფუძველზე უნდა მოხდეს

·        „აღსრულების უფლების’’ დელეგირების აქტში უნდა განისაზღვროს,თუ რა სახის და უშუალოდ რომელი ინდაქტის აღსრულება უნდა გადაეცეს „სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს’’.

·        ხოლო თუ „აღსრულების’’ უფლებამოსილების დელეგირება ხდება განსაზღვრული ვადით,აქტში მიეთითება აგრეთვე- „დელეგირების ვადა’’ [სზაკ-ის 162-ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილი]

·        ინდაქტის აღსრულების“ უფლება აქვს მხოლოდ იმ თანამდებობის პირს,რომელსაც ან „სამსახურებრივი მოვალეობის შედეგად’’  ან „დელეგირების აქტით“ აქვს ინდაქტის აღსრულების უფლებამოსილება;[სზაკ-ის 162-ე მუხლის მე-4 ნაწილი]

·        აღსრულებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ვალდებულია თან იქონიოს აღსრულების უფლების დამადასტურებელი პირადობის მოწმობა და წარმოადგინოს იგი იმ პირების მოთხოვნით,რომელთა მიმართაც ხორციელდება აღსრულება[სზაკ-ის 162-ე მუხლის მე-5 ნაწილი]

·        სზაკის მე-17 მუხლის თანახმად „ადმინისტრაციული ორგანო“ უფლებამოსილია,ინდაქტის აღსრულებაში დახმარების აღმოჩენის თხოვნით წეილობით მიმართოს „სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს’’ თუკი:

 

    მუხლი 17. სამართლებრივი დახმარების პირობა და ფარგლები

 +

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით, თუ:

) არ შეუძლია თვითონ განახორციელოს მოქმედება სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზების გამო;

) არ გააჩნია მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ფაქტების საკმარისი ცოდნა, ხოლო ამ ცოდნას ფლობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო;

) დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად, იმყოფება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში;

) მოქმედების საკუთარი საშუალებით შესრულებისათვის აუცილებელი ხარჯები არსებითად აღემატება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისათვის გასაწევ ხარჯებს.

 

·        სზაკის-164-ე მუხლის თანახმად „უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანს’’ მოთხოვნა ინდაქტის აღსრულების თაობაზე სავალდებულოა ყველასთვის

·        ყველა ვალდებულია შეასრულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) კანონიერი მოთხოვნა“[საზაკის 164-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]

·        „პირი[რომელსაც მხოლოდ „ეხება“ ინდაქტი ანუ მე-3 პირი] უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღსრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულებაზე, თუ ეს ეწინააღმდეგება მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას ან გამოიწვევს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნებას, რომლის დაცვის ვალდებულებაც მას კანონით აკისრია.[საზაკის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილი]

·        ხოლო  იმ პირს რომლის მიმართაც ინდაქტია გამოცემული[ანუ ადრესატს] ,არ აქვს უფლება უარი განაცხადოს ინდაქტიტ გატვალისწინებული  ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის შესრულებაზე[!]

·        ინდაქტის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია „ინდაქტის აღსრულების’’ უზრუნველსაყოფად.[საზაკის 163-ე მუხლის 1-ლი  ნაწილი]

·        აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.[საზაკის 163-ე მუხლის მე-2  ნაწილი]

ყურადღება:

·        „ინდაქტის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს’’   უფლებამოსილების „გადამეტებად ‘’ ჩაითვლება  ამ ორგანოს მიერ ინდაქტის აღსასრულებლად თუნდაც „კანონით გათვალისწინებული აღსრულების  საშუალების’’ გამოყენება,თუკი ეს არ არის „თანაზომიერი’’[ანუ ა) „გამოსადეგი’’,ბ) „აუცილებელი’’ და გ) „პროპორციული’’

·        „კანონით გათვალისწინებული აღსრულების  საშუალებების’’ შერჩევისას ინდაქტის აღსრულებაზე პასუხისმგებელიადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირს) აქვს „დისკრეციული უფლებამოსილება’’ შეაჩიოსყველაზე მისაღები აღსრულების საშუალება’’

·        „თანაზომიერების პრინციპის’’[სზაკ-ის მე-7 მუხლი] საფუძველზე ხდება „კანონიერი აღსრულების საშუალების ‘’ არჩევა

·        კერძოდ, პირველ რიგში ,უნდა შემოწმდეს  შერჩეული  „ აღსრულების საშუალების’’’ – „გამოსადეგობა’’

შენიშვნა:

„კანონით გათვალისწინებული აღსრულების  საშუალება’’ არის „შესაფერისი’’[გამოსადეგი],როდესაც ის „მისაღწევ მიზანს’’ ემსახურება ეი. „შესაძლებელს ხდის ‘’ამ მიზნის მიღწევას.

·        მე-2 ეტაპზე ,უნდა შემოწმდეს არჩეული „აღსრულების საშუალების’’ – „აუცილებლობა’’

შენიშვნა:

„აღსრულების საშუალება’’ არის „აუცილებელი’’ ,როდესაც „ადმინისტრაციულ ორგანოს’’ არ აქვს „სხვა საშუალება’’,რომელიც მიზნის მიღწევასას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა,როგორც საზოგადოებას,ისე ღონისძიების ადრესატს.

·        „აუცილებელი „აღსრულების საშუალება’’ არის  - „პროპორციული’’

მხოლოდ მაშინ ,როდესაც ამ „ინდაქტის აღსრულების საშუალებით ’’ გამოწვეული  ადრესატის უფლების შეზღუდვა’’  პროპორციულ დამოკიდებულებაშია ინდაქტის გამოცემის „მიზანთან’’

 

 

ბ)ინდაქტის “აღსრულების’’ სამართლებრივი საფუძვლები

·        ინდაქტის აღსრულების  პროცესის დაწყების  „საფუძველია’’  ადმინისტრაციული ორგანოს „გადაწყვეტილება’’ „ინდაქტის აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ’’

·        გადაწყვეტილება’’ „ინდაქტის აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ’’ შესაძლებელია გამოიცეს როგორც ა)„დამოუკიდებელი’’ ინდაქტის სახით,ისე ბ)“მის შესახებ განისაზღვროს“ ადრესატის მიერ შესასრულებელ ინდაქტში[!]

·        „ დამოუკიდებელი’’ ინდაქტი „აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ’’ უნდა გამოიცეს „მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით’’,“დაინტერესებული მხარის’’ მონაწილეობისა და „აღსრულების’’ საკითხებთან დაკავშირებული მისი აზრის გამთქმის შესაძლებლობის გარეშე.

 

[რადგან „აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ’’ გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმართ არ გამოიყენება ამ კოდექსის 95-ე და 98-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.[სზაკ-ის მუხ. 166-ე] ]

·        სზაკის 52-ე მუხლის თანახმად ყოველი „გადაწყვეტილებას’’ „ინდაქტის აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ’’ უნდა შჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

 

   მუხლი 52​1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

 +

1. თითოეულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

) ნორმატიული აქტის სახე[ ამ შემტხვევასი „სახე’’ არის ინდაქტი]

) ნორმატიული აქტის სათაური;

) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება ან დამატება, მათი შეტანის თარიღიც);

) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული);

) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;

) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგაგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

1​1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს ნორმატიული აქტების შესახებ და ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილ მოთხოვნებს

2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს ნორმატიულ აქტებზესაქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

 

·        აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს „გადაწყვეტილებაში’’ „ინდაქტის აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ’’  „აღსრულების“ ერთზე მეტი კანონიერი „საშუალების“ განსაზღვრა

·        სზაკ-ი იტვალისწინებს ინდაქტის „დაუყონებლივი აღსრულების’’ შესაძლებლობას „გადაუდებელ შემთხვევებში’’[როცა საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ უშიშროებას,მოსახლეობის ჯანმრთელობას,ადამიანის სიცოცხლეს,ან სხვაგვარად შეუძლებელია დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა]

·        „გადაუდებელ შემთხვევებში’’ „ინდაქტის აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ’’ გადაწყვეტილება შეიძლება გამოიცეს- „ზეპირად’’

·        ყურადღება: ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია „ინდაქტის აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ’’ ზეპირად გამოცემული  გადაყვეტილება გამოსცეს ახლა უკვე წეილობით“აღსრულების უზრუნველყოფის ზომის’’ განხორციელებიდან 3 დღის ვადაში[სზაკ-ის 166-ე მუხლი]

·        ადმინისტრაციული ორგანო[თანამდებობის პირი] უფლებამოსილია განახორციელოს სხვა პირის მიმართ[ადრესატის მიმართ]  კანონით გათვალისწინებული რაიმე მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცემულია[თუ არსებობს] „გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ“.

·        „გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ“ შეიძლება გამოიცეს ინდაქტის ნებაყოფლობიტ შესრულების ვადის გასვლის შემდეგ ან ამ ვადის გასვლამდეც.

·        თუ „გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ“ გამოიცემა ნებაყოფლობიტ შესრულების ვადის გასვლამდე,მაშინ აუცილებლად  უნდა მიეთითოს,რომ მისიგამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ინდაქტის ნებაყოფლობით შესრულების ვადის გასვლის შემდეგ[!]

·        „აღსრულების უზრუნველყოფის’’  ერთი „საშუალების’’ გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „აღსრულების სხვა საშუალების“ გამოყენების შესახებ.[!]

·        თუ ინდაქტის აღსრულება არ არის შესაძლებელი მხოლოდ იმ პირის ნების გამოვლენით,რომლის მიმართაც ადმინისტრაციული აქტია გამოცემული,ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია,გამოსცეს ინდაქტი მე-3 პრის მიმარტაც[!]

·        „დაინტერესებულ მხარეს’’ უფლება აქვს განცხადებით მიმარტოს ადმინისტრაციულ ორგანოს „ინდაქტის აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ’’ „გადაწყვეტილების’’ გამოცემის მოთხოვნით.

·        „დაინტერესებული მხარის’’ განცხადება უნდა შეიცავდეს:

a.    იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას,რომელსაც მიმართავს განმცხადებელი

b.    განმცხადებლის ვინაობას და მისამარტს

c.    მოთხოვნას

d.    განცხადების წარდგენის ტარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას

e.    განცხადებაზე დარტული საბუთების ნუსხას[მათი არსებობის შემთხვევაში]

·        „აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ“ განცხადების  შეტანის შემტხვევაში ადმინისტრაციული ორგანო საკიტხს წყვეტს 10 დღის ვადაში.

·        ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება „აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება“,  მისცეს ვადა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულებისათვის.[სზაკ-ის 167-ე მუხ]

·        ადმინისტრაციული ორგანო მიერ  პირისტვის დადგენილი ვადა ინდაქტის  ნებაყოფლობით შესრულებისათვის უნდა იყოს: „რეალური’’ და „საკმარისი’’  ინდაქტის  ნებაყოფლობით აღსრულებისთვის

სზაკ-ის 167-ე მუხლის  დებულებები[ნორმები]

 

·        ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს, თუ რა მოქმედების განხორციელება ევალება პირს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის.

·         პირი უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი ვალდებულება მისთვის ყველაზე ხელსაყრელი საშუალებით.

·        იმ პირის მიმართ, რომელიც დადგენილი ვადის განმავლობაში  ნებაყოფლობით შეასრულებს აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებულ ვალდებულებას, აღსრულების უზრუნველყოფის ზომა არ გამოიყენება. 

·        პირის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება წყვეტს მოქმედებას.

·        ამ კოდექსის 166-ე მუხლში მითითებულ „გადაუდებელ შემთხვევაში’’ ვადა [ნებაყოფლობითი შესრულებისთვის]  შეიძლება არ განისაზღვროს.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები